ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ესეც ედინი! ...და 25 ათასი სკამზე

ესეც ედინი! ...და 25 ათასი სკამზე

პრემიერლიგის ბოლო ტურში ხელმოცარულ თავდამსხმელთა დღე იყო. ჯერ იყო და 27 წლის ესპანელმა ვარსკვლავმა, ფერნანდო ტორესმა გაიტანა...
პრემიერლიგის ბოლო ტურში ხელმოცარულ თავდამსხმელთა დღე იყო. ჯერ იყო და 27 წლის ესპანელმა ვარსკვლავმა, ფერნანდო ტორესმა გაიტანა „ჩელსის“ მაისურით“ პირველი გოლი - "ელ ნინიო" ლივერპულიდან ლონდონში 50 მილიონ ფუნტად გადაბარგების შემდეგ ვერა და ვერ ართმევდა თავს ფორვარდის უშუალო მოვალეობას - ორშაბათს კი „მანჩესტერ სიტის“ ბოსნიელმა თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ გატეხა ნავსი. 25 წლის ვარსკვლავი ისტლენდზე გერმანული „ვოლფსბურგიდან“ იანვარში გადავიდა და მხოლოდ მეათე შეხვედრაში შეძლო ბურთის მეტოქის კარში შეგდება. ბოლო ორშაბათს სწორედ ჯეკოს გოლმა მოაგებინა ბლექბერნის „ივუდ პარკზე“ რობერტო მანჩინის ქვეშევრდომებს. მან „სიტი“ მეოთხე ადგილზე მყარად დაამკვიდრა - „ქალაქელები“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ 4 ქულით აცდნენ და ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ისტლენდელთა იტალიელმა თავკაცმა შვებით ამოისუნთქა და თქვა:

„ჩვენ ძალიან დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგან სეზონის მიწურულს ყველა შეხვედრა განსაკუთრებით ძნელია. ხუთი თამაში დაგვრჩა და თითოეულ მათგანს საგანგებოდ უნდა მივუდგეთ. რაც შეეხება ედინს, მას პრობლემა ჰქონდა - სანამ ჩვენთან გადმოვიდოდა ტრავმის გამო ვერც „ვოლფსბურგის“ შემადგენლობაში თამაშობდა და პრაქტიკა აკლდა. დღეს ჯეკომ გადამწყვეტი გოლი შეაგდო. ის კარგი თავდამსხმელი და კარგი ადამიანია.“

ბოსნიელმა გოლი შეხვედრის 75-ე წუთზე გაიტანა. მატჩის შემდეგ მან თქვა:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა გოლმა გუნდს გამარჯვება მოუტანა. ვფიქრობ, ახლა მომავალს იმედით უნდა ვუყუროთ. ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. ხომ ნახეთ, „ლივერპულში“ ფერნანდო ტორესსაც ბევრი გოლი გაჰქონდა, მაგრამ გუნდი რომ შეიცვალა კარგა ხანი ვერაფერს ახერხებდა. ძალიან გამიხარდა ამ ტურში მანაც რომ გაიტანა, რადგან კარგად ვიცი რა ძნელი სატარებელია ფსიქოლოგიური ტვირთი.“

აღსანიშნავია, რომ „ბლექბერნთან“ შეხვედრაში ჯეკოს თავიდანვე არ უთამაშია - გოლი რომ გაიტანა მოედანზე სამი წუთის შესული იყო. ბოსნიელმა 23 წლის ადამ ჯონსონი შეცვალა, რომელსაც აშკარად ეწყინა მანჩინიმ მოედანი რომ დაატოვებინა. ამ სეზონში შეცვლის გამო უკმაყოფილების გამოხატვა „მანჩესტერ სიტიში“ ჩვეულებრივი ამბავი გახდა, რასაც ბევრი გუნდის დიდ ნაკლად მიიჩნევს. ამბობენ, ფეხბურთელების ასეთი ქცევა გუნდში არსებულ არაჯანსაღ გარეომზე მიუთითებსო.

„ბლექბერნისა“ და „სიტის“ შეხვედრაში მსაჯმა ანდრე მარინერმა სულ ხუთჯერ ამოიღო ჯიბიდან ყვითელი ბარათი, რომელთაგან ერთი მარიო ბალოტელის ერგო. 20 წლის შერეკილ აფრო-იტალიელს ამ სეზონში უკვე მეთერთმეტედ აფრთხილებენ. გარდა ამისა, ის ორჯერ გააძევეს.

და რაკი სტატისტიკას მივადექით: რაც ინგლისში გადაბარგდა ბლოტელის ძვირადღირებული მანქანა „მაზერატი“ არასწორი პარკირების გამო 27-ჯერ „გადაიყვანეს საჯარიმოზე“. გაზეთი „სანი“ წერს, რომ თავდამსხმელმა ჯარიმებში უკვე 10 ათასი ფუნტი გადაიხადა.

კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელს ახასიათებს ასეთი გახლდათ: ცოტა ხნის წინ ბალოტელი პოლიციამ გააჩერა და მანქანის დათვალიერებისას მგზავრის სკამზე 25 ათასი ფუნტი დაინახა. როდესაც მას ჰკითხეს, რატომ ეყარა ფული პირდაპირ სკამზე, მან უპასუხა: „იმიტომ, რომ მე შემიძლია ჩემს თავს ამისი ნება მივცე.“

„ბლექბერნის“ თავკაცმა სტივ კინმა კი თქვა, რომ ჯეკოს გოლი მარინერს არ უნდა ჩაეთვალა, რადგან იმ ეპიზოდში ბალოტელი მისი მეკარის, პოლ რობინსონის წინ, ოფსაიდში იდგა და ხელს უშლიდა.

„კიდევ, იყო ერთი მომენტი, როდესაც მსაჯს ჩვენს სასარგებლოდ უნდა დაენიშნა თერთმეტმეტრიანი“, - თქვა კინმა.

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება

[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა

ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა