იან რაიტის სვეტი

„არსენალის“ ოდინდელი ვარსკვლავისა და „სანის“ მესვეტის, იან რაიტის აზრით არსენ ვენგერი სწორად მოიქცა ჩრდილოლონდონელთა წარუმატებლობაში თავი რომ დაადანაშაულა.

„ოღონდ, სანამ ვინმე არასწორად დაასკვნიდეს დავასწრებ და ვიტყვი, რომ მე ვენგერის თანამდებობიდან გაშვებას სულაც არ ვითხოვ“ — დაწერა „მეთოფეთა“ ლეგენდარულმა ფორვარდმა, თუმცა, იქვე დასძინა, რომ „არსენალი“ სერიოზული პრობლემების წინაშე დგას და ფრანგი მწვრთნელი ვალდებული სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

„არსენისგან ასეთი რამის განცხადება ნამდვილად გმირობა იყო, თუმცა პასუხისმგებლობა ფეხბურთელებსაც ეკისრებათ. მწვრთნელი მათ ენდო და მოტყუებული დარჩა.

რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ მომავალ სეზონშიც იგივე არ განმეორდეს? ერთადერთ გამოსავალს ვხედავ: ზაფხულში ახალი, ოღონდ გამოცდილი ფეხბურთელების შეძენაა საჭირო. ამ საქმისთვის ფულის დანანება არ შეიძლება. რასაკვირველია, სხვის საქმეში არ ვერევი, მაგრამ ვფიქრობ „არსენალს“ ძალიან გამოადგებოდნენ გერი კეჰილი, სკოტ პარკერი, ფილ ჯეგიელკა ან როჯერ ჯონსონი. ჩრდილოლონდონელთა შემყურე ხალხი ამბობს, რომ მათ ლიდერები სჭირდებათ, თორემ დიდ ეპოქის შემდეგ ისინი, თანდათანობით, „ნიუკასლისა“ და „ტოტენჰემის“ დონის გუნდად ყალიბდებიან.

ამიტომაც, ვფიქრობ, რომ მე სწორად ჩამოვთვალე ფეხბურთელები, რომელთა შეძენაც „არსენალისთვის“ უპრიანი იქნება. ეს უნდა იყოს ხალხი, რომელიც მოედანზე გავა, ვაჟკაცურად იბრძოლებს და შედეგს მიაღწევს. დღეს კი ჩვენს წინაშეა გუნდი, რომელიც თუ იგებს მშვენიერი სანახავია, მაგრამ საკმარისია ფეხი დაუცდეს, რომ სხვა ისტორიის მოწმენი ვხდებით.

ადრე ჩვენ გვყავდა მაღალი კლასის, მაგრამ უტეხი სულის, მებრძოლი ფეხბურთელები: რეი პარლოუ, პატრიკ ვიეირა, ემანუელ პეტი და სხვა. დღეს კი რა ხდება? არსენი ფაქტობრივად არ ყიდულობს გამოცდილ მოთამაშეებს, რომელთაც მოედანზე და გასახდელში სიტყვა ეთქმით. ჩემი ფეხბურთელობის წლებში, „არსენალში“ იყვნენ ბიჭები, რომლებსაც შეეძლოთ მწვრთნელთან მისულიყვნენ და ეთქვათ, რომ ის არასწორად იქცევა. რომ მისი რომელიღაც ნაბიჯი შეცდომა იყო... დღეს, მეეჭვება, ვენგერს გუნდში ასეთი ვინმე ჰყავდეს და იცით რატომ? იმიტომ, რომ „არსენალის“ ახლანდელი ფეხბურთელები მისი მიყვანილი და აღზრდილი ბავშვები არიან. მათ მასწავლებლის გადაწყვეტილებებისთვის ეჭვის თვალით შეხედვა თავში აზრადაც არ მოსდით. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ვინ მივა ზაფხულში ვენგერის ასისტენტად, მას მერე, „ემირეიტ სთედიუმს“ რაც პეტ რაისი დატოვებს. ახალი კაცი მტკიცე ხასიათის პროფესიონალი უნდა იყოს და არა ის, ვინც არსენს ყველაფერში დაეთანხმება. საჭიროა კაცი, რომელიც იტყვის: შენ მართალი არ ხარ“!

შემდეგ რაიტი წერს, რომ „არსენალის“ ფანებისთვის კლუბის ბიუჯეტი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც შედეგები. განა ბევრი მათგანი იტყვის, მერე რა, რომ ტიტულებს ვერ ვიგებთ, სამაგიეროდ, კლუბმა ვალებს თავი დააღწიაო? მათ „ემირეიტ სთედიუმზე“ მსოფლიო დონის ვარსკვლავები სჭირდებათ და არა ფულის ეკონომია, რასაც „მეთოფეთა“ პატრონები გამალებით ეწევიან ბოლო წლების განმავლობაში. რაიტს მოჰყავს „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ჩელსის“ და „რეალის“ მაგალითი. ის ამბობს, რომ „იუნაიტედმა“ ამ სეზონში თვალნათლივ გვაჩვენა როგორ უნდა ცუდ ფორმაში ყოფნა და მაინც მოგება. „ჩელსიმ“, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ასპარეზზე ბოლო წლების გასულია, მრავალჯერ დაამტკიცა, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი და უტეხი სული აქვს, „რეალი“ კი ვალებშია, მაგრამ დიდ გუნდად რჩება...

„ამიტომაც, მე არსენს მილიარდების ხარჯვისკენ არა, მაგრამ რამდენიმე მილიონის გამეტებისკენ მოვუწოდებ“ — დააგვირგვინა რაიტმა.

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის