ტურის მთავარი ინტრიგა: თუ "მანჩესტერ იუნაიტედს" ფეხი დაუცდა "ბარნლისთან" საგარეო შეხვედრაში, ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება მოუწევს. ამაში გასაკვირი მართლაც არაფერია: პორტუგალიელის ხელში გუნდმა დაკარგა ყველა ის თვისება, რისთვისაც ასე უყვარდათ ერთგულ ქომაგებს.

სამიდან 2 მატჩი გუნდმა საშინლად ჩაატარა - წააგო "ბრაიტონთან" და საშინაო ასპარეზზე განადგურდა "ტოტენჰემთან". რაც მთავარია, მოურინიო თითქოს სეზონის დაწყებიდანვე აჩვევდა ქომაგებს იმას, რომ გუნდს არაფრის შანსი არ ექნებოდა და ამის მიზეზად ღარიბ სატრანსფერო პოლიტიკას ასახელებდა.

100-პროცენტიანი "ლივერპული" გასვლაზე რთულ გამოცდას ჩააბარებს "ლესტერთან". რა თქმა უნდა, იურგენ კლოპის მიერ გაწვრთნილი გუნდი ფავორიტია, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ "მელიებს" შინ ნებისმიერის გამწარება შეუძლიათ. ამ შეხვედრაში მასპინძლებს დიდი დანაკლისი აქვთ - დისკვალიფიკაციის (წინა ტურში გააძევეს) გამო ვერ ითამაშებს გუნდის მთავარი ბომბარდირი ჯეიმი ვარდი, ვინც ორიოდ დღის წინ სანაკრებო კარიერის დასრულებაზე განაცხადა.

სტარტზე 100-პროცენტიანი შედეგი აქვს "ჩელსისაც". თვალსასეირო მატჩს ველით მაურიციო სარის გუნდსა და "ბორნმუთს" შორის. მას შემდეგ, რაც "ჩელსი" სარიმ ჩაიბარა, გუნდი ძალიან შემტევი გახდა. მის მეტოქესაც, უბრალოდ, არ შეუძლია დაცვაში ჯდომა. "არისტოკრატთა" შორის საეჭვოა სესკ ფაბრეგასის ჯანმრთელობა.

კლაუდიო ბრავოს, დანილოს, კევინ დე ბრუინისა და ელიაკიმ მანგალას გარეშეც "მანჩესტერ სიტიმ" უთუოდ უნდა დაამარცხოს "ნიუკასლი". პეპ გვარდიოლას გუნდმა წინა ტურში გასვლაზე ვერ აჯობა "ვულვზს" და ახლა 3 ქულის გარდა, არც ერთი სხვა შედეგი არ დააკმაყოფილებს.

ფაქტია, რომ შემადგენლობის თვალსაზრისით "კარდიფი" ერთ-ერთი უსუსტესია პრემიერლიგაში. "არსენალი" კი არსენ ვენგერის დიდი ეპოქის დასრულების შემდეგ ჯერაც ახალი სახის ძიებაშია. და მაინც, უნაი ემერის გაწვრთნილები უდავო ფავორიტები არიან და 3 ქულა არ უნდა გაუშვან ხელიდან.

ორი უდანაკარგო გუნდის შეხვედრას ყოველთვის განსაკუთრებული ხიბლი ახლავს. ასეთი უნდა იყოს "უოტფორდისა" და "ტოტენჰემის" მატჩი. სტუმრების აქციები ამ თამაშში უფრო ძვირად ფასობს, მაგრამ მასპინძლებს სიურპრიზის შეთავაზება რომ შეუძლიათ, ესეც ფაქტია.

ფაქტები

"ლესტერისა" და "ლივერპულის" ბოლო 4 პრემიერლიგურ ჯახში ორივემ გაიტანა.

"ბრაიტონმა" ბოლო 5 თამაში მოუგო "ფულჰემს".

"ბორნმუთმა" ბოლო შეხვედრაში 3:0 აჯობა "ჩელსის".

"ევერტონმა" უკანასკნელ 2 მატჩში სძლია "ჰადერსფილდს".

"ვესტ ჰემმა" ბოლო 2 დაპირისპირებაში აჯობა "ვულვზს".

"ბარნლისა" და "მანჩესტერს" შორის ბოლო 4 შეხვედრიდან 3-ში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"მანჩესტერ სიტიმ" ბოლო 2 თამაშში მოუგო "ნიუკასლს".

"უოტფორდისა" და "ტოტენჰემს" შორის ბოლო ორ დაპირისპირებაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

პრემიერლიგა. IV ტური

შაბათი, 1 სექტემბერი

ლესტერი-ლივერპული 15:30

ბრაიტონი-ფულჰემი 18:00

ჩელსი-ბორნმუთი 18:00

კრ. პალასი-საუთჰემპტონი 18:00

ევერტონი-ჰადერსფილდი 18:00

ვესტ ჰემი-ვულვზი 18:00

მანჩესტერ სიტი-ნიუკასლი 20:30

კვირა, 2 სექტემბერი

კარდიფი-არსენალი 16:30

ბარნლი-მანჩესტერ იუნ 19:00

უოტფორდი-ტოტენჰემი 19:00

ბომბარდირები: 3 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), სადიო მანე (ლივერპული), რიჩარლისონი (ევერტონი), ალექსანდრ მიტროვიჩი (ფულჰემი), რობერტო პერეირა (უოტფორდი), ლუკას მოურა (ტოტენჰემი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბორა
თუ ადრე ტრენერობით შოულობდა ფულს, ახლა, რაც ფინაჩი გახდა, კონტრაქტის ვადაზე ადრრე დარღვევისათვის იჯიბავს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს