<p>დღეს, 2 სექტემბერს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასის" ფინალში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა.</p><p>ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ორივე ძიუდოისტი ცდილობდა პოზიციური უპირატესობის მოპოვებას, თუმცა რაღაც მომენტში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი ილეთზე დაიჭირა, გდება განახორციელა და ერთი ქულით დაწინაურდა. ჭრიკიშვილის მცდელობების მიუხედავად ღვინიაშვილმა თავი კარგად დაიცვა და გამარჯვება მოიპოვა.</p><p>ტურნირის ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილმა კანადელი მოჰაბ ელ ნაჰასი დაამარცხა. ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილს საკმაოდ რთული დაპირისპირება გამოუვიდა რუს რომან დონსტოვთან, რომელიც დამატებით დროში იპონით დაამარცხა.</p><p>ტურნირს მეოთხედფინალში კანადელ მოჰაბ ელ ნაჰასთან დაპირისპირებაში პაატა ღვინიაშვილი ტურნირს გამოეთიშა და ქართული ნახევარფინალი არ შედგება.</p><p>მოგეხსენებათ, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის კონკურენტად განიხილებოდა და დიდი ალბათობით ამ გამარჯვებით წამსვლელის ბედი ოფიციალურად გადაწყდა.</p><p>მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა განაცხადში ამ დროისთვის უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი არიან დარეგისტრირებულები. გიორგი პაპუნაშვილს კი დიდი ალბათობით ბექა ღვინიაშვილი ჩაანაცვლებს, ხოლო უშანგი მარგიანს პლანეტის შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს გამო განაღდებული აქვს ეს უფლება.</p><p><br></p>
dato
იმიტომ რომ წონას ვეღარ იკლებდა
გიორგი
ეს მთელი კომენტარი ანაცვლება-ცანაცვლებაზე მე მგონი ცინიზმით დაწერილი ხუმრობაა :) არაფერ შუაშია უნდა იყოს, ამ შემთხვევაში მაინც სიდედრი :))))
ზაალ
მე ვერ გავიგე რატომ ააჩოჩეს წინა მწვრთნელის დროს ხელოვნურად ჭრიკიშვილი 90 კგ-ში? მისი ოპტიმალური წონაა 81 კგ! მითუმეტეს, რომ 81 კგ-ში ძლიერი ძიუდოისტები არა გვყავს! ყველაფრის მოგვარება ერთი ხელის მოსმით შეიძლება.
ბარო სიდედრი
ეს კომენტარი ჭრიკიშვილი, ზვიადაური და ჭრიკოს სიდედრის შემოქმედებაა. ჭრიკოს სიდედრი მალე მთელი სპორტის საქმეების ხელმძღვანელობას მოითხოვს.
რიგითი
გამოსავალი მარტივია! ზვიადაური ავირჩიოთ პრეზიდენტად, შემდეგ ის "სთხოვს" ღვინიაშვილს, რომ ჩამოინაცვლოს 81კგ~ში და ყველაფერი მოგვარდება, აბა 100კგ~ში ხომ არ აინაცვლებს იქ "კაპიტანია".
fifa
ჭრიკიშვილმა თქვა უკვე თავისი სიტყვა და დარჩება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავე.... ბექას კიდევ მომავალი წინ აქვს და ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს მისი შესაძლებლობები.... ორივე პერსპექტიულია და საუკეთესო.. წარმატებები... ისე ავთო 81-ში რომ გამოდიოდეს უკეთესი იქნება და ეს გაუგებრობაც არ მოხდებოდა.... მაგრამ ეს ამ ბიჭების ბრალი არ არის.... ვინც წყვეტს მათ ბედს ცოტა მეტად უნდა გაანძრიოს ტვინი.... და ყველაფერი დააორგანიზოს ისე რომ ბიჭები ერთმანეთს არ დააპირისპიროს...
ამაშია საქმე
ბექას მოჭიდავისთვის ერთი დიდი ფიზიკური ნაკლი აქვს მოკლე ხელები ამიტომ იძულებულია ყველას ახლოდან ეჭიდავოს ეს კი ყოველთვის დიდი რისკია.ამიტომაც ტოპ მოჭიდავეებთან ყოველთვის უჭირს.მათ ერთმანეთი შესწავლილი აქვთ.რაც შეეხება ავთოს ის ახალი გადასულია უფრო მძიმე წონაში შედეგი უკვე აქვს.დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
ჯ ი ჯ ი
ბექას რატო ჩაუვარდა მომზადება მსოფლიოსთვის საინტერესოა, პირიქით უკეთესად წაადგება, მეტი თავდაჯერებულობა და ფსიქოლოგიური სიმტკიცე მიიღო.ამ სხვატკის დამსახურება იქნება ბექას მოგებული ოქრო ბაქოში.ვისაც არ გიჭიდავიათ, არ იცით რას ითვალისწინებს მომზადება: შეჯიბრს, სხვატხას, სირბილს, ძილს თუ რას, გთხოვთ ნუ აკეთებთ ,,პროფესიონალურ'' კომენტარებს. ბექა მეტად გაიხსნება მსოფლიოსათვის და მოიგებს მსოფლიოს. იაპონელების არ გვეშინია, საშიშია ამ წონაში რუსეთი და აზერბაიჯანი.
იპონი
ორივე მაღალი კლასის სპორცმენია ნამდვილად, ეგაა ჭრიკიშვილს უფრო გამარჯვებულის ფსიქოლოგია აქვს და ეგ ბევრს ნიშნავს ძიუდოში, ბექამ ადრე ჩათვალა რომ ყველაფერი მოიგო და ზრდა შეაჩერა რაღაც მომენტში, მწვრთნელებმა უნდა გადაწყვიტონ ვინაა მზად მსოფლიო ჩემპიონობისთვის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც, ჩვენ ტყუილად ვლაპარაკობთ, მარა სადაა მწვრთნელი და სელექცია მიშვებულია ყველაფერი. ხალიმურზაევი 30 ე იყო ოლიმპიადაზე რეიტინგით ყავდა უფრო ზლიერები რუსებს მაგრამ მწვრთნელმა დაინახა მასში რაღაც რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ წაიყვანა და გახდა ოლიმპიური ჩემპიონი!!! საქმე მცოდნემ უნდა აკეთოოოს..........
fraternity
ძალიან ვიყავი გაორებული ამ ფინალის შემყურე. პრინციპში, ისე მოხდა როგორც უნდა მომხდარიყო, ამ ეტაპზე ბექა უფრო ძლიერია, თუმცა ჭრიკიშვილი მაინც სხვაა, ჯერ მარტო მისი დგომა არის სხვა რამე, წელში გამართული რომ მიდის წინ და მასთან ყველა უკან-უკან იხევს ვინც არ უნდა ედგეს პირისპირ. ჭრიკიშვილი ლეგენდაა, ჭრიკიშვილი მსოფლიო ძიუდოს ნაწილია, ჭრიკიშვილი საქართველოს ყველა დროის ყველაზე დომინანტი ძიუდოისტია. ის ძიუდოს დიდების დარბაზის წევრია და ისეთი ძიუდოისტების გვერდით დაიკავებს ადგილს როგორებიც არიან იამასიტა, ტედი რინერი, რიოკო ტანი და სხვები. ნუ დაივიწყებთ ჰაერში გაფრენილ პიეტრებს, ვალუა ფორტიეებს, ნოფონტოვებს და ა.შ. მასზე ცუდად ნუ ისაუბრებთ, უხერხულია და მან დაიმსახურა რომ ვაპატიოთ ცოლის და მისი სადაქალოს მეტიჩრობები. ეს ჩემი აზრია
ზვიადი
თუ ჭიდაობას უყურეთ ჭრიკიშვილის უკეთესი ნაჭიდავებს სად ხედავთ? ჭრიკიშვილი ვერაფერს მიაღწევს ამ წონაში რადგანაც ეგ მისი წონა არ არის და მის წონაშიც ერთხელ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ხოლო ორივე ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა. ჭრიკიშვილი თუ შეძლებს ძველ წონაში დაბრუნებას და ფორმის აღდგენას შეიძლება მიაღწიოს წარმატებებს ხოლო 90 კილოში ასეთ დაბალი დონის მასტერსებს თუ მოიგებს ისიც იმ შემთხვევაში თუ მასზე ძლიერს არ გამოიწვევს
ღორჯო თევზი არის მგონი, პახოდუ სალანძღავი სიტყვაცაა?))
სოსო
სამწუხაროა რომ ძიუდოში დაპირისპირება გრძელდება თუნდაც შიდა იყოს. ფედერაციის არჩევნებია დასანიშნი , ყველაფერი აირია, უზნაძის დროს შეკრული გუნდი ჩანდა და შედეგიც იდებოდა. იაპონელების დამარცხება ხომ საერთოდ ნებისმიერ წონაში სანატრელი გაგვიხდა... რა დრო იყო როცა იაპონიასაც ვჯობდით...
ჯ ი ჯ ი
შეხვედრა ვნახეთ ყველამ, გაიმარჯვა ღვინიაშვილმა მარა ფაქტობრივად იჭიდავა ჭრიკიშვილმა, ბექა ისევ მოხრილი, დაცვაში, ქულის შენარჩუნებაზე იყო, ასეთი ჭიდაობით მსოფლიოზე ფონს ვერ გავა, ღმერთმა გადმოხედოს და შედეგი დადოს, მარა ჭრიკიშვილის სტილი და გავლენა სხვაა მსოფლიოს მასშტაბით, უცხოელებთან გაცილებით ძლიერად ჭიდაობს, ამიტომ ორივე უნადა წაეყვანათ და მარგიანი დაეტოვებინათ. კარგი იქნებოდა მარგიანიც დაჭიდებოდა ორივეს, საიტერესო იქნებოდა, მსოფლიოს წინ კარგი მოთელვა გამოუვიდოდა.
გიორგი
მართალას ამბობ, თავის დროზე მართლა არ იკადრა ბექამ მსგავსი აჟიოტაჟი. მასაც ეგრე რომ ექნა და მოეთხოვა 90-ში ლიპოსთან საკონტროლო შეხვედრა, დარწმუნებული ვარ ფედერაცია არ გააკეთებდა მსგავსს, ანუ არ შეახვედრებდა ლიპოს და ბექას. ახლა ბრატისლავაში გაგზავნეს ავთო და ბექა. ყველა ველოდით რეალურად მაგ ფინალს რაც მოხდა. ერთი მხრივ კი კარგია, რომ დამტკიცდა: დღეს ბექა უკეთეს ფორმაშია ვიდრე ავთო. წარმატებები მინდა ვუსურვო ყველა ძიუდოისტს მსოფლიოზე. მათი წარმატება ხომ ქვეყნისაც არის
abdali
არ იყო მართალი. აი არანაირად არ იყო მართალი ავთანდილი თავის მოთხოვნაში. მაგის მონათესავე ფეისბუკის ლომებს რომ თავი დავანებოთ. არაფრით არ იყო მართალი. და ახლაც ამ საქციელით ძალიან ბევრი გააფუჭა. იმის მაგივრად ბექას მომზადება მსოფლიოსთვის ნორმალურად დაესრულებინა, საჭირო გახადა სწრაფად შეეწყვიტა მომზადება, წონა დაეკლო და სადღაც გადაკარგულში ტურნირზე გამოსულიყო. ახლა რამდენად მომზადებული ჩავა ბაქოში კიდევ ცალკე საკითხია. ფსიქოლოგიურ წნეხზე აღარ ვსაუბრობ. ბექას ერთადერთი დანაშაული რაც არის არის ის რომ აყვა ამათ და ტურნირზე გამოვიდა "არაფრის" დასამტკიცებლად.
კიდევ გივის
გივი, რაც ავთომ და ვარლამმა შეჯიბრებეი მოიგეს ძალიან კარგი, საამაყო და გასახარია იყო და არის ეხლაც. მაგრამ ზოგადად სპორტის და ცხოვრების პრინციპია თუ ვინმე კონკრეტულ მომენტში შენზე კარგია იმას უნდა დაუთმო ასპარეზი და მიცე საშვალება იბრძოლოს პრობლემების გარეშე, ამას უნდა შეგნება, კეთილსინდისიერება და სიყვარული სპორტის, ქვექნის და გულშემატკივარიც. შესაბამისად ძიუდოში კომპეტენტური ხალხის უმრავლესობა ამბობდა, რომ ბექა გაცილებით უკეთეს ფორმაშია ახლა და ახლა ამ მომენტში ვინც უკეთეს ფორმაში ის უნდა წავიდეს და არა ის ვინც ოდესღაც ძალიან მაგარი იყო მაგრამა ახლა ისეთი ვერ არის.
tngh
საქართველოს ღვინიაშვილიც სჭირდება, და ჭრიკიშვილიც. სამომავლოდ (ჩემის აზრით), ალბათ ღვინიაშვილს 100 კგ-ში მოუწევს გადასვლა, ხოლო ჭრიკიშვილი 90 კგ-ში დარჩება. არ არის გამორიცხული, რომ ეს ოლიმპიადისთვისაც მოხდეს!!!
გგგ
აბსოლუტურად სწორი მსჯელობაა და უფლება არა მაქვს არ დაგეთანხმო
გია
თუ შეიძლება მითხრათ ვინაა ავთოს სიდედრი და თუ რას წარმოადგენს?
პაატა
გივი ძმაო შენ ატეხე აქ ერთი ამბავი ჭრიკიზე ხმა არ გავიგოო და ხალხმა იგივე პათოსით ბექაზე რომ დაწერა რას გადაირიე? ამ მდგომარეობაზე ადრე იტყოდნენ ხოლმე წინდებიდან ამოხტაო:)))))) ძმებო აქ ვგონებ არც პრიმიტივი ღორჯოების და არც "გრუზინების" კომენტარები არაა, ძიუდოს გულშემატკივარი გამოხატავს თავის აზრს. ძალიანაც რომ უნდოდეს ვინმეს მაინც ვერ დაგვავიწყებს ავთოს და ლიპოს მიერ მონიჭებულ სიხარულს, ძიუდოს ვარსკვლავები იყვნენ და არიან, მაგრამ რაც წელს მაგ ორმა დაატრიალა რომელს მოგეწონათ? ქევხიშვილი შეიძლება წასასვლელი იყო, მაგრამ რა ვეღარ დამთავრდა ეს არეულობა?! მერე ავთოს ეს ფბ-ის ამბავი სწორი იყო? მონაწილეთა ხარისხის მიხედვით ერთი საშუალო ტურნირი მოიგო და მჩაგრავენ მსიფლიოზე არ მივყავარო, ეს არის ჩენპიონის საქციელი?! ახალგაზრდებმა რა უნდა ისწავლონ ამ საქციელებიდან?! უმთავრესად ესაა გულისტკივილი, თორემ მსიფლიოს წინ რომ სპორსტმენი მოსამზადებელი ციკლიდან არ უნდა ვარდებოდეს ეს ხომ აქსიომაა?! წავა ბექა მსოფლიოზე, მაგრამ შეიძლება ვეღარც გააკეთოს შედეგი და მერე ატყდება ერთი ამბავი ჭრიკი უნდა წასულიყოო, არადა ბექას უკვრ დაერღვა მოსამზადებელი გეგმა. ესაა ძმაო სიმართლე და სად არის აქ საერთოდ პოლიტიკა?! ისე ჩვენს ჩემპიონატზე უნდა ხდებოდეს წონის ლიდერების გამოვლენა, ასეა ყველა ნორმალურ ქვეყანაში. ხოდა არ არის საჭირო ზედმეტი ნერვიულობა და შეურაწყოფებზე გადასვლა, თორემ ცოდოა ადმინი იმდენი კომენტარის დაბლოკვა მოუწევს:))) ერთმანეთის მოსმენა და გაგება შეგვძლებოდეს ქართველებს, ეს არის ჩემი სურვილი!!!
გივი რამ გაამწარა, რატო ილანძღება ასე უკანმოუხედავად? გვითხარი რაგჭირს შეკაიკაცო
პრიმიტივ ღორჯოებს
დღეს კარგი ბიჭია ღვინიაშვილი მაგრამ მაგასაც ისე უსისხლოდ გადაუსვამთ ხაზს როცა “დაგჭირდებათ” როგორც ლიპოს და ჭრიკოს, აბა ერთი რამე ისეთი თქვას რაც არ მოგეწონოთ და სიმართლე თქვას, ეგრევე დაივიწყებთ ყველაფერს და ახალი “გმირის” ძიებას დაიწყებთ. ეგ ეხლა იწყებს, და ლიპო და ჭრიკო მშვენივრად იცით დიდი ხანია გმირები და ლეგენდები არიან, მთავრები სულ ეგენი იყვნენ. მაგათმა სიმართლისთვის თავი გადადეს, კარიერა სასწორზე გადადეს და ძიუდო გადაარჩინეს. გაიმარჯვეს რაც მთავარია და ეხლა ვიღაცეები ვერ ისვენებენ. ასე რომ ბექას ღვინიაშვილსაც ადრე თუ გვიან იგივე ელის და ასეთი ვითომ “გულშემატკივრობა” არავის არ ჭირდება. პოლიტიკური ნიშნით და სხვა კაპრიზებით არჩეული გმირების ძიებაში საერთოდ ქართველობა და ბევრი რამე გეშლებათ და გავიწყდებათ.
მოვიდა გივი
გივილო კი არა შენ აზრზე მოდი ვის ელაპარაკები ვინებზე ლაპარაკობ და როგორ ლაპარაკობ, ვინააა თქვენი ასაგდები ლიპოზე და ჭრიკოზე ეგეთ ტლიკინებს როგორ ბედავთ???! აღარ გახსოვთ ვინ არიან??? არა ხართ თქვენ ქართველები საერთოდ, თქვენ ხართ უმადური შეუგნებელი პრიმატები და კიდე უარესი. ვინც გმირებს ებრძვის ის მტერია, ერთ დიდი კაცი თუ გამოგვერია ისე დაკორტნით როგორც დაკოდილ ძერას ყვავებიო და ერს რომ ამდენი მოღალატე ეყოლება ნაპოლეონიც ვერ მოაგებინებსო - აი ეგ ხალხი ხართ თქვენ, “გრუზინ, ეგ თქვენზეა ნათქვამი. არ ხართ თქვენ ერი, თქვენ ხართ ერის წურბელები და ყვავები პარაზიტები. ადმინ გაბედე და გაუშვი ეს კომენტარი თორემ ცოდვას დაიდებ
გივი
პოლიტიკური ნიშნით არჩეული “ღირსება” და “გმირობა” არ ვიცი მე, ღვინიაშვილზე არ მაქვს ლაპარაკი კაი ბიჭია და კაი მოჭიდავეა მარა ვისაც ჭრიკიშვილი დაგავიწყდათ ვინ არის და საკადრის პატივს არ ცემთ უმადური პრიმატები და ზომბები ხართ ყველა ღირსების და ვაჟკაცობის შეგრძნება არა გაქვთ არათუ დაფასება.
გივის!!!
ბექა ეკუთნოდა დქ მართალიც იყო! ვენაცვალე რომ მოიგო! არ გინდა ეგეთი რამეების წერა გივილო, ჭრიკის ის ურჩევნია დაიკლოს და 81-ს დაუბრუნდეს! 90 ბექას წონაა და აცადეთ ამ ბიჭს. ჯერ იყო და ლიპოა დაუთმო ოლიმპიადაზე, ეხლა იყო და ჭრიკი ატყდა...ვერ გავიგე ამ ორს უნდა შეეწიროს ეს ტალანტი?! ბექამ პრეტენზიების გარეშე 100-ში იჭიდავა მთელი სეზონი და ოლიმპიადის ლიცენზიაც კი მოიპოვა. არ იკადრა ამ ბიჭმა ის რაც ეხლა ავთომ იკადრა, ასე რომ ინამუსეთ ციტა მაინც. გასაგებია გივილო?!
ზვიადი
ვულოცავ ბექას და მთლიანად საღად მოაზროვნე ადამიანებს! ძალიან ვაფასებდი ჭრიკიშვილს და მომავალში რაც არუნდა შედეგები დადოს ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. თუ ასანიძესავით გაუზრდის ქვეყანას ძიუდოს ტალახაძეებს კვლავ ტაშს დავუკრავ და კვლავ დავლევ მის სადღეგრძელოს! რაც შეეხება ოლიმპიადის ფინალს - რათქმაუნდა იმის მხარეს ვიქნები ვინც საქართველოს სახელით იქნება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ბატონიშვილი
ღირსეული ადამიანი არ მისცემდა ცოლს და სიდედრს უფლებას თავის თანაგუნდელი საჯაროდ ელანძღა. ამიტომაც არის ჭრიკიშვილი სიდედრიჩი, ხოლო ბექამ რომელმაც პასუხი ტატამზე გასცა ღირსეული ადამიანი.
გივის!
ვინც იყო მართალი იმან გაიმარჯვა!!! ასე რომ ბექაზე ზედმეტად ხმა არ გავიგო! გასაგებია?
Gagu
Liparteliani da chrikishvili ns...i nakrebidan da yvela mati kudi! Kaci araa arcerti. Fu! MIDI BEKA, OQRO XAR!
Masa
ორივე ღირსეული ადამიანია.
ჯოტო
სამართალმა პური სჭამაა :) გილოცავ ბექა ამ უაზრო პაექრობების გარეშეც გვჯეროდა რომ შენ ნომერ პირველი ხარ,მაგრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცე რომ მართლა ფალავანი ხარ და არა კლავიატურის ლომი როგორც ვიღაც ვიღაცეები არიან :)
ჯუდო80
ბექა არის უძლიერესი და მისი არ წაყვანა მსოფლიოზე იქნება დიდი უსინდისობა და სიბეცე. ვერ გავიგე რას ნიშნავს, მსოფლიოს პრიზიორია და ადგილი დაბევებული აქვს,სად ხდება ასე? სამართლიანი იქნებოდა სამივეს შორის კონკურსი. ბექას დიდი მომავალი აქვს და თუ ხელს შეუწყობენ ბევრჯერ ასახელებს ქვეყანას!
გიორგი ჯანიკაშვილი
არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.მსოფლიოს ჩემპიონატზე გასაგზავნი სპორტსმენი ურთიერთშერკინებაში გაირკვა.ეს მთელს მსოფლიოში ასე ხდება და გასაკვირი არაფერია.ვაჟკაცურად იჭიდავეს და დღეისათვის უძლიერესი გამოავლინეს.კაცებში სხვაგვარად ვერც მოხდებოდა.ხვალ შეიძლება ავთანდილმა აჯობოს.მთავარია,რომ გვყავს ორი თანაბარი ძალის მოჭიდავე.ბედნიერად ჩავთვლიდი თავს ოლიმპიური თამაშების ფინალში თუ ვიხილავდი ორივეს.ექნება მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს?მგონი არა.ბაქოში კი ვუსურვოთ ბექას გაჩემპიონება!
პაატა
ორივეს ვუსურვებ დიდი წარმატებებს, ბექას ადრეც დამსახურებული ჰქონდა მსოფლიოზე გამოსვლა, მაგრამ მაინც უნდა ეწვლა ამ ბიჭს...რომელი ფედერაცია ან ნაკრების მწვრთნელი დაუშვებდა იმას რაც ჩვენებმა დაუშვეს?! მსოფლიოს წინ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან ყველაფერი მოსულა. ბოლოსდა ბოლოს ნაკრებს დაუნიშნეთ ერთი მწვრთნელი და ამ ფედერაციას კიდე პრეზიდენტი აურჩიეთ! დაამთავრეთ ძიუდოში არსებული ვაგხანალია!!!წარმატებები ბექა!!!
Givi
რას ქვია “ღირსეულმა” გაიმარჯვა, ჭრიკოს ღირსებაში ეჭვი გეპარებათ??? ჭრიკოზე ხმა არ გავიგო ვისაც ნამუსი გაქვთ, მაგარია ბექაც მარა იოლად არ მოუგია ძლივს მოუგო და ჭრიკო მართალი იყო.
****
აქ გაჟღერებული აზრი მომეწონა ავთოს 81-ში დაბრუნების შესახებ.
ზურა
ორივე მაგრები ხართ, გილოცავ ბექა ნამდვილად დაამტკიცე შენი სიძლიერე, წარმატებები მსოფლიოზე, იმედია დამშვიდდება ყველა და აღარ მოხდება საქვეყნოდ შიდა კონკურენციის გამოტანა და მწვრთნელების საქმეში ჩარევა, ესე აჯობებს ყველასთვის!
Gagi
Rato unda wavides chrikishvili ver gavige? Margians shedegi aqvs da es kide isterikebs awyobs. Jer kacobaa da mere sporcmenoba
ღირსეულმა ლომმა გაიმარჯვა
მარტო იმიტომ გამეხარდა ამ ბიჭის გამარჯვება რომ, ისეთი შანტაჯები მოუწყო ჭრიკიშვილის ცოლოურმა მეგონა ცოცხლად შეჭამდნენ. ყოჩაღ ბექა, აი ღირსეული და გაწონასწორებული ახალგაზრდა, აი რა ტყუილა ატეხეს ძიუდოში შანტაჯები. ბექა, გისურვებ მსოფლიო ჩემპიონობას.
levani
ორივე უნდა წავიდეს მსოფლიოზე მარგიანი ოქროს ვერსად წვდება და მით უმეტეს მსოფლიოზე.
dato
საწყალი ბიჭი როგორ ყველა ჩაგრავს, აგერ ბექამაც არ დაინდო((( არ გრცხვენია ბექა? ცოდვა არ არის?
aburjga
ასე სამართლიანად ურთიერთჭიდილში უნდა გადაწყდეს მსოფლიო ჩემპიონატზე და ოლიმპიადაზე მონაწილეობა, მაგრამ არა უშუალოდ შეჯიბრების წინ 2 კვირით ადრე. 1-2 თვე მაინც უნდა იყოს ვადა, რომ ძალები აღიდგინონ. ამავე დროს რა ვუყოთ სპორტული ფორმის პიკს, რომელც უშუალოდ შეჯიბრების დღეებში უნდა დადგეს?! ეს კი აღარ ვიცი! ))))
სამართალმა პური ჭამა
დაძაბულ ბრძოლაში კი არა ჟესტივით ათრია სიდედრიჩი
გოჩა
ნუ დაიწყებთ ახლა,სამართალმა პური ჭამა და ასეთებს,ორი ძლიერი მოჭიდავე გვაყს სამწუხაროდ ვერ ხერხდება ორივეს წაყვანა,ვულოცავ ბექას გამარჯვებას,ავთოს კი წარმატებებს წინ ოლიმპიადაა,მსოფლიოც იქნება და ევროპაც,წარმატებები ყველა ჩვენებს
emigranti
ვულოცავ ბექას ამ გამარჯვებას,ღირსეულად მოიგო. თან გული მწყდება, რომ ავთო დამარცხდა. მარტო არა ვარ ალბათ, რომელსაც რაღაც გაორებული გრძნობა დამეუფლა. ყველაზე კარგ გამოსავლად ავთოსთვის წონის დაგდება მიმაჩნია, ძალა არ ყოფნის 90-ში საჭიდაოთ. წონის დაგდება რომ შეძლოს ბოლო ოთხ წონაში ბრწყინვალე შემადგენლობა გვეყოლებოდა და ამათ თუ ფორმაში მყოფ შავდათუაშვილს დავუმატებთ მსოფლიოზე მედლების ცვენას უნდა ველოდოთ. ერთს დავუმატებ რომ სისხლში გაუჯდეთ ჩვენს ფალავნებს. ერთმანეთის მტრები არასოდეს არ გახდეთ მიუხედავად ყველაფრისა.
კახა
ვულოცავ ბექას გამარჯვებას ვუსურვებ წარმატებებს და 90 ში უნდა გაასამოს ზვიადაურის ცირეკიძის შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონი უნდა გახდეს. ასევე წარმატებას ვუსურვებ ჭრიკიშვილს და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი უნდა გახდეს 81-ში. წარმატებები ყველა ქართველ სპორტსმენს ასახელეთ სამშობლო და გაახარეთ ქართველი ერი.
ფაიზაღ!))
პაატა
გენაცვალე ბექა!!! იმსახურებდა ეს ბიჭი მსოფლიოზე ჭიდაობას!!! ავთოს ფსიქოლოგიური უპირატესობა ქონდა და ყოჩაღ ბექა მაგრად დაუდგა! ბექას მსოფლიოზე წარმატებებით გამოსვლას ვუსურვებ! ავთოს კიდევ, მაინც მგონია, 81-ში შეუძლია ძველი დიდების დაბრუნება! შეიძლება ვცდები და 90-ში ორი უმაგარესი ბიჭი გვეყოლება!
dato
სამართალმა პური ჭამა
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]