ხვალ დილით საქართველოს ნაკრები ჩარტერული რეისით ასტანაში ყაზახეთთან ერთა ლიგის პირველი მატჩის ჩასატარებლად მიფრინავს. მგზავრობას დაახლოებით 4 საათი დასჭირდება. საღამოს ჩვენი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას ჩაატარებს და გუნდს 30 254-იან "ასტანა არენაზე" ავარჯიშებს, სადაც 6 სექტემბერს შეხვედრა გაიმართება.

ასტანაში მიემგზავრება sportall.ge-ს საფეხბურთო მიმომხილველი გალაქტიონ ესაკია და თქვენთვის ყველა საინტერესო ინფორმაციას ოპერატიულად მოგვაწვდის. სხვათა შორის, მომავალი შეხვედრისადმი მიძღვნილი ესაკიას ოპტიმისტური წერილი (ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობის ანალიზი - ასტანაშივე უნდა მოვიგოთ!) ყაზახებმა უმალ გამოაქვეყნეს და ცოტა არ იყოს, გაღიზიანებულნი დარჩნენ.

ყაზახეთში ჩვენი გუნდის სტუმრობას მოუთმენლად ელიან, დეტალურად აქვეყნებენ ყოველ ინფორმაციას.

აი, რას წერს ყაზახური "სპორტი" (გთავაზობთ მცირედი შემოკლებით):

"ჯვაროსნებს" მძიმე ბრძოლა ელით

საქართველოსთან მატჩით ჩვენი ეროვნული გუნდი იწყებს ერთა ლიგაზე თავისი ისტორიის წერას. ჯერჯერობით ამ ქრონიკაზე სტროფიც კი არაა, რადგან 6 სექტემბერს შედგება პირველი მატჩი.

ყაზახები საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგად ვიცნობთ. სსრკ-ს პერიოდში ჩვენი გუნდები უკომპრომისო ბრძოლებს უმართავდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, პირველად 2005 წელს შევხდით და მაშინვე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე: ალმა-ატაში 1:2 დავმარცხდით, ხოლო თბილისში შეხვედრა 0:0 დასრულდა. შემდეგი დაპირისპირება ამ ნაკრებებს შორის 2013 წელს ასტანაში გაიმართა - თამაში ამხანაგური იყო და 1:0 მოვიგეთ. ბოლოს 2016 წელს თბილისში ვეპაექრეთ და დავუზავდით 1:1.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან ომახიანი მარშის ხმა ისმის, საერთაშორისო სარბიელზე თავი განსაკუთრებულად ვერ გამოიჩინეს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდნენ. თუმცა, ფიფას რეიტინგში ჩვენზე 20 საფეხურით წინ არიან. გასული მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი კი გამარჯვების გარეშე დაასრულეს - 5 ფრე და 5 წაგება და ჯგუფში მხოლოდ მოლდოვას გაასწრეს. ამ მხრივ ჩვენმა მოწინააღმდეგემ ბევრი ვერაფრით ვერ გვაჯობა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც ვლადიმირ ვაისის სამწვრთნელო შტაბში ბორის კიტკა შევიდა, რომელიც "კაირატში" მისი ასისტენტი იყო, "ჯვაროსნებმა" (ასე მოიხსენიებენ მათ საფეხბურთო სამყაროში) მეტ-ნაკლებ პროგრესს მიაღწიეს - ყოველ შემთხვევაში, აქედან ასე მოჩანს - 2018 წელს სპარინგებში სძლიეს საკუთარ მოედანზე ლიეტუვას (4:0), ესტონეთს (2:0) და ავსტრიაში მალტას (1:0), მაგრამ ივნისში ლუქსემბურგთან დამარცხდნენ (0:1).

ვაისმა და კიტკამ ექსპერიმენტებს მიმართეს. მალტასთან გუნდი 4-1-4-1 ტაქტიკით და ერთი საყრდენი ნახევარმცველით ათამაშეს, ლუქსემბურგთან აგრესიული 4-2-3-1-ით, ორი საყრდენით და ორი ვინგერით. ვერ გეტყვით, რა სიურპრიზს შემოგვთავაზებს სლოვაკური დუეტი ასტანაში.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდში ყაზახეთის ჩემპიონატზე მოასპარეზე ორი ფეხბურთელია: ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი. პირველი ნაკრების კაპიტანია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ. საქართველოს ნაკრებში აგრეთვე ჯაბა ჯიღაურია, რომელიც "ორდაბასიდან" ფრანგულ "გრენობლში" გადავიდა. ის ჩვენს ჩემპიონატზე ერთობ შესამჩნევი ფეხბურთელი გახლდათ.

საქართველოს ნაკრებს თითქმის არ ჰყავს ეროვნულ ჩემპიონატზე მოასპარეზე ფეხბურთელები, მხოლოდ მეკარეები როინ კვასხვაძე და ლაზარე კუპატაძე, თუმცა თუ ქართულ მედიასაშუალებებს დავუჯერებთ, ასტანაში გიორგი ლორია ითამაშებს. მინდვრის მოთამაშეებიდან ვაისს დიდი არჩევანი აქვს და "ჯვაროსნებისგან" სიურპრიზებია მოსალოდნელი.

ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე გუნდს შესანიშნავად ესმის მატჩის მნიშვნელობა და ალბათ, ღია ფეხბურთს არ უნდა ველოდოთ - ტურნირი არაა ხანგრძლივი და ყოველ ქულას ოქროს ფასი ექნება. ის, რომ ბრძოლა მძიმე და დაძაბული იქნება, ამაში ეჭვი არც გვეპარება".

თამაზი
nico და მეც,განსხვავებით ჟურნალისტისაგან არაა ვალდებული შეუცდომლად წეროს.ამ და სხვა საიტების ჯურნალისტები აუცილებლად უნდა მიამაგონ ლამარა მასწავლებელს ,რომ ცოტათი მაინც მიუახლოვდნენ ჯურნალისტის დონეს!
ნატალი
niko - "თუ კითხულობთ გაქმოქვეყნებამდე რას წერთ საინტერესოა, რანდგან ამდენი შეცდომები როგორ შეიძლება? თან ცვენ რომ მიგინიშნებთ ისიც არ მოგწონთ და მერე კომენტარს არ აქვეყნებთ". ჩემი ქართულის მასწავლებელ ლამარას ვთხოვ გვაცნობოს, რამდენი შეცდომა დაუშვა niko-მ ამ ერთ წინადადებაში. ჩემის აზრით მხოლოდ ხუთი.
შოთა
niko-ს ნიკო მეგობარო, კაცმა რამხელა სტატია დაწერა და ერთი შეცდომა დაუშვა და შენ სულ რაღაც 5 სიტყვა დაწერე და მაქედან 2 შეცდომით. რა გაქვს სალაპარაკო? :D:D
მიქა
ყაზახები წერენ და მაგის კოპირება გააკეთა რავერ მიხვდით :))))
niko
"გასული მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი კი გამარჯვების გარეშე დაასრულეს - 5 მოგება და 5 წაგება და ჯგუფში მხოლოდ მოლდოვას გაასწრეს. ამ მხრივ ჩვენმა მოწინააღმდეგემ ბევრი ვერაფრით ვერ გვაჯობა." თუ კითხულობთ გაქმოქვეყნებამდე რას წერთ საინტერესოა, რანდგან ამდენი შეცდომები როგორ შეიძლება? თან ცვენ რომ მიგინიშნებთ ისიც არ მოგწონთ და მერე კომენტარს არ აქვეყნებთ.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე