ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ყველა ყაზახურმა სპორტულმა გამოცემამ მკითხველს ჩვენი გუნდის შესახებ მოუთხრო და აღინიშნა, რომ განსაკუთრებულ ხიფათს ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძისგან უნდა ელოდონ.

"ნახევარდაცვაში გიორგი ჩაკვეტაძეა გამორჩეული - შესანიშნავი ქართველი ტალანტი, ბელგიური "გენტის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, რომელსაც ნათელი გონება აქვს. ამ ბიჭს მართლა შეუძლია გატანჯოს ჩვენი დაცვა, - აღნიშნავს "პროსპორტი".

ამ პორტალზე გამოქვეყნდა წერილი - "პოსტსაბჭოთა სივრცის 7 ტალანტი", ამ შვიდეულში ჩაკვეტაძეა შეყვანილი და ასეა დახასიათებული:

"საქართველოში ყოველთვის იყვნენ ტექნიკური შემტევი ფეხბურთელები, ამის პრობლემა არასოდეს არ ჰქონიათ და ახალი ტალანტების გამოჩენა არ გვაოცებს. თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ჩაკვეტაძის გარდა საქართველოში ბევრს ლაპარაკობენ გიორგი არაბიძეზე, რომლის კარიერა დონეცკის "შახტარში" არ აეწყო.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, სანამ "გენტში" გადავიდოდა, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია ამბობდა, რომ მისი სამსახურით "ტოტენჰემი", "ბაიერი" და "ჰოფენჰაიმი" იყვნენ დაინტერესებულნი. თუმცა, "გენტი" და ბელგიის ჩემპიონატი მისი კარიერისთვის იდეალური სასტარტო მოედანია, სადაც თამაში კევინ დე ბრიუნემ დაიწყო.

"გენტში" სადებიუტო სეზონში მან 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ნაკრებში გამოიძახეს და მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის იმედები გაამართლა - ლიეტუვას გოლი გაუტანა".

იმედია, გიორგი არც ყაზახებს არ "დასწყვეტს გულს" და მათაც გაუტანს გოლს.

რაც შეეხება შვიდეულის სხვა ფეხბურთელებს, ესენი არიან: ვიქტორ ციგანკოვი (კიევის დინამო), ელდორ შომორუდოვი (როსტოვი), ალეკსანდრ გოლოვინი (მონაკო), ვაან ბაჩახჩიანი (ჟილინა), ანდრეი ლუნინი (ლეგანესი) და ერკებულან სეიდახმეტი (უფა). ნუ, როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დავობენ...

kaxa-s
მე სადაც მძინავს ეგ არაა შენი საქმე,ახლოს იყო ნახავ სად მძინავს
eeh
გვიფრთხიან კი არა აშკარად მოგებაზე თამაშობენ. მოდი რა დაველოდოთ. ღმერთმა ქნას მოვიგოთ, ჰოდა მერე ვიტრაბახოთ.
Kaz 0:4 Geo
ხო სეიდახმედი ძალიან მაგარია, რუსეთის უძლიერესი ჩემპიონატის, უძლიერეს (ბოლოსწინა ადგილი) გუნდში 11 წუთი აქვს ნათამაშევი. ჩაკვეტაძე ამასთან რა მოსატანია, დიდი ამბავი გენტში ყველა თამაშს 90 წუთს თამაშობს და დიდი ამბავი ბურთს რო არასდროს კარგავს და სულ ამწვავებს. ნეტარ არიან მორწმუნენი...
roma
ერკებულან სეიდახმეტის დონის სულ ბოლო აღმოჩენა საქართველოში ირაკლი ბუღრიძე გვყავს და თან დარწმუნებული ვარ ყველა კომპონენტში აჯობებს ბუღრიძე ამას.
999
თქვენ ხომ თითქმის ძმები ხართ და მოეფერეთ ერთმანეთს DDD
Kaxa
Qvevrhi gzinavs euhhs?
ზურა
ლიტვამ მეგობრობის ნიშნად თავიანთ ქვეყანაში დაამკვირდა "საქართველო" და არა გრუზია ან ჯორჯია.. ჩვენც,შემდგომ გადავწყვიტეთ, რომ დავამკვიდროთ მათი ქვეყნის "ორიგინალი" სახელი ანუ.. ლიეტუვა
ემირი
ლიეტვუას რაც შეეხება ლიტვაა რეალურად მარა ზოგიერთებს არ მოსწონთ და მოფერებით ეძახიან მასე ძმაო. რას გაუგებ ამათ
soso
კი მეგობარო ლიეტუვა დაერქვა როგორც ჩვენ საკარტველოს გვეზახიან ლიეტუველები))) ჩვენა პარლამენტებმა დაადგინეს ესე
euhh
ლიეტუვა რამე ახი ქვეყანაა?ერთ სტატიაში ვნახე,ალბათ შეცდომა გაიპარათქო,მერე სამოთგან ვნახა იქაც იგივე და ლიტვას გულისხმობთ თუ ლატვიას?თუ მე არვიცი სწორად და ლიეტუვა ითქმის ქართულად?
რეზო
სეიდახმეტი, ბაჩახჩიანი და ჩაკვეტაძე ))))
Tbiliseli
რა სეიდახმეტი :D რა უბედურ დღეში არიან))))) ეგეთები გვყავს ასი))))) უფაში 1 თამაში არ უთამაშია :დ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა