უეფა-ს ახალი ტურნირი ერთა ლიგი იწყება. გარდა იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს კარგი შანსი აქვს, ევრო 2020-ის ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს, ფედერაციას დამატებითი შემოსავლის მიღების ვარიანტიც გაუჩნდა.

უეფა-მ ადრე ოფიციალურ ვებგვერდზე ერთა ლიგის ბონუსური და სოლიდარობის ფონდის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამის შესახებ სტატია ადრეც შემოგთავაზეთ, მაგრამ რადგან ერთა ლიგა უკვე კარს მოგვადგა, ვფიქრობთ, ამ ინფორმაციის ხელახლა გაცნობა მხოლოდ თუ წაგვადგება.

უეფა-მ ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში მონაწილე 55 ნაკრებისთვის სოლიდარობისა და ბონუსური თანხების ოდენობა დაადგინა.

ერთა ლიგის სოლიდარობისა და ბონუსური საერთო ფონდის თანხა 55 ასოციაციისთვის 76.25 მლნ ევროს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო წარმატებული იქნება ლიგა, მით უფრო მეტი იქნება ნაკრებებისთვის გადახდილი თანხები.

კონკრეტული ლიგის მონაწილე ნაკრებები ერთჯერადად შემდეგ თანხებს მიიღებენ:

ლიგა A: 1.5 მლნ ევრო

ლიგა B: 1 მლნ ევრო

ლიგა C: 750 ათასი ევრო

ლიგა D: 500 ათასი ევრო

ხოლო ჯგუფის გამარჯვებულები დამატებით მიიღებენ შემდეგ თანხებს:

ლიგა A-ს ჯგუფის გამარჯვებული: 1.5 მლნ ევრო

ლიგა B-ს ჯგუფის გამარჯვებული: 1 მლნ ევრო

ლიგა C-ს ჯგუფის გამარჯვებული: 750 ათასი ევრო

ლიგა D-ს ჯგუფის გამარჯვებული: 500 ათასი ევრო

A ლიგის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებულები 2019 წლის ერთა ლიგის ჩემპიონის ტიტულს გაითამაშებენ. ფინალურ სტადიაში კი ნაკრებები შემდეგ თანხებს მიიღებენ:

გამარჯვებული: 4.5 მლნ ევრო

ფინალისტი: 3.5 მლნ ევრო

მესამე ადგილი: 2.5 მლნ ევრო

მეოთხე ადგილი: 1.5 მლნ ევრო

მაქსიმალური თანხა, რომელიც შესაძლოა გამოიმუშავონ ნაკრებებმა ლიგების მიხედვით, ასე გამოიყურება:

A ლიგის გუნდი: 7.5 მლნ ევრო

B ლიგის გუნდი: 2 მლნ ევრო

C ლიგის გუნდი: 1.5 მლნ ევრო

D ლიგის გუნდი: 1 მლნ ევრო

აქვე თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ, რომ უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, A ლიგის გარდა, ჯგუფის მოგების შემდეგ ნაკრები პლეი-ოფში მონაწილეობისთვისა და ლიგის მოგებისთვის დამატებით თანხას არ იღებს.

შესაბამისად, საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგაში მონაწილეობას კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი დაემატა. გარდა იმისა, რომ "ჯვაროსნებს" ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი გაუჩნდათ, მათ შეუძლიათ ასევე 1 მლნ ევრო გამოიმუშავონ.

აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში არ არის შესული სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან მიღებული თანხები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები D ლიგის პირველ მატჩს სტუმრად ყაზახეთთან დღეს, 6 სექტემბერს გამართავს, ხოლო 9 სექტემბერს ლატვიას უმასპინძლებს.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე
უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ