საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო - სტუმრად ყაზახეთი 2:0 დაამარცხა.

არის პირველი გამარჯვება! არის პირველი 3 ქულა!

გილოცავთ!

კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო და ერთა ლიგაზე ჩატარებულ პირველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მას უნდა დაენახვებინა ყველასთვის, თუ რისი შემძლენი არიან "ჯვაროსნები" და რამდენად ობიექტურია ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობის ოპტიმიზმი, რომელმაც ყაზახების გაღიზიანება გამოიწვია.

ყაზახების უპირატესობა საკუთარ მოედანზე თამაში იყო და ისინი შეხვედრის წინ აცხადებდნენ, რომ საქართველოს ნაკრები ე.წ საშინაო გუნდია.

რა თქმა უნდა, ასტანას სტადიონის ხელოვნურ, ძალზედ სპეციფიკურ მოედანზე თამაში მასპინძელთათვის უფრო ადვილი გახლდათ, რადგან ასეთ საფარზე ასპარეზობას მიჩვეულნი არიან.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვამა აზერბაიჯანთან მოგებულ მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით ერთადერთი ცვლილება განახორციელა - ტუნგიშბაევის ნაცვლად ჟუკოვი გაიყვანა მოედანზე. შეგახსენებთ, აზერებაიჯანელები ყაზახებმა 3:0 დაამარცხეს და მე-14 წუთზე 2:0 დაწინაურდნენ.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის მიერ შერჩეულ თერთმეტეულს, მოულოდნელობა გახლდათ ძირითადში კვეკვესკირის დაყენება. თუმცა, ეს ალბათ, უფრო იმით იყო განპირობებული, რომ ის ყაზახეთის ჩემპიონატზე ასპარეზობს და იქაურ ფეხბურთს კარგად იცნობს. მოკლედ, ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და მე-6 წუთზე საჯარიმოს უფლება მოიპოვეს, რომელიც ისლამხანმა არაზუსტად შეასრულა. ჩვენმა გუნდმა ყაზახთა პირველი შეტევები მოიგერია და იქით დაიწყო იერიშების მიტანა - ხიფათის გარეშე. ორივე გუნდმა ერთმანეთს ზონები გადაუკეტა და ნაკლებად სანახაობრივი, თანაბარი თამაში წავიდა.

21-ე წუთზე კვეკვესკირმა შორიდან დაარტყა ბურთი, მაგრამ მეკარემ მოიგერია. შემდეგ კი ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევა ჩვენმა გუნდმა გოლით ვერ დააგვირგვინა - ბურთი მცველმა ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა.

31-ე წუთზე კინაღამ გოლი ლორიას შეცდომის შედეგად გავუშვით, რომელმაც ბურთი უხეიროდ მოიგერია, მასპინძელთა თავდამსხმელმა დაარტყა და ნავალოვსკიმ აკრობატულ ნახტომში გადაგვარჩინა.

მეორე ტაიმი ყაზახეთის ნაკრების შეტევებით დაიწყო, ცენტრალურმა მცველებმა პოზიციური შეცდომა დაუშვეს და შეტკინს დარტყმისას ხელი ნავალოვსკიმ შეუშალა, რომელმაც დაზღვევაზე ითამაშა.

59-ე წუთზე ყაზაიშვილმა მერებაშვილი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან მისი მოტყუება სცადა, რაც არ გამოუვიდა და ჩინებული მომენტი დაიკარგა.

ერთი სიტყვით, ერთ შეცდომამდე წავიდა თამაში.

65-ე წუთზე ვაისმა ქვილითაია გვილიათი შეცვალა და შემადგენლობა უფრო დაცვითი გახადა. მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და კონტრშეტევაზე ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. გოლი და რა გოლი! აი, ესაა რასაც ჰქვია ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს.

მერე ლორიამ ოდნავ მახვილი კუთხიდან მოიგერია ბურთი, კონტრშეტევაზე ისევ ჩაკვეტაძე გაიჭრა, ყაზაიშვილს უპასა, მის დარტყმულ ბურთს კი მალიმ საკუთარი კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში სტოილოვის შეგირდებმა უშედეგოდ შეგვიტიეს და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, ჩაკვეტაძემ კი ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა და ისტორიაში შევიდა.

ასტანა. "ასტანა არენა". 28 736 მაყურებელი

ყაზახეთი - საქართველო 0:2

გოლი: 0:1 ჩაკვეტაძე (69), 0:2 მალი (საკ. კარში)

ყაზახეთი: ერიჩი, მალი, პოსტნიკოვი, კუატი (ტურისბეკი 75), მუჟიკოვი, ისლამხანი (ზაინუტდინოვი 81), ჟუკოვი, შეტკინი, მურტაზაევი (სეიდახმეტი 88), შომკო, ბეისებეკოვი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 84), ქვილითაია (გვილია 65), მერებაშვილი, ჩაკვეტაძე (ოქრიაშვილი 74)

ზაზა
აი როგორც იქნა ითქვა ის რაც არის. თუ გაიგებენ....
Alexandre
რატომ მოვიგეთ? იმიტომ რომ კლასით მათზე მაღლა ვართ! როგორც სერვეთმა მიგვიგო კლასის ხარჯზე, ზუსტად ასევე მოვიგეთ ჩვენც. და დიდი იმედი მაქვს, მალე სერბეთთანაც კლასის და თავდადების ხარჯზე მოვიგებთ. გაიხარეთ ბიჭებო. მადლობა გუშინდელი დღისთვის.
Alexandre
რატომ მოვიგეთ? იმიტომ რომ კლასით მათზე მაღლა ვართ! როგორც სერვეთმა მიგვიგო კლასის ხარჯზე, ზუსტად ასევე მოვიგეთ ჩვენც. და დიდი იმედი მაქვს, მალე სერბეთთანაც კლასის და თავდადების ხარჯზე მოვიგებთ. გაიხარეთ ბიჭებო. მადლობა გუშინდელი დღისთვის.
shoti
aq zogi iset komentars aketebs mgonia nakrebis wageva ufro gaexarsebidat vidre mogeba ...mtavaria bichebma moiges da esaa mtavari chankve calke temaa kidev..da kidev tistqosta kazaketi gvjobda bevrad ragac momentebshi sheidzleba magram faseuli araferi sheuqmniat mats Romelic chven momentebs jobda..gilocavt bicheo warmatebebi 9..
დდდ
ორი გვამი რო ჭირდებოდა იმიტომ ზის მატროსოვზე :-დ წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!
არისტო

გამარჯვების პახმელიაზე!
ამ თამაშამდე მომწონდა ვაისი, წინა შესარჩევში თამაში არ მოგვიგია, მაგრამ ტოლსწორად ვეთამაშეთ ჯგუფის ლიდერებს, ამხანაგურებში ფეხბურთელებს ცდიდა და ყველაფერს ქონდა ახსნა. გუშინდელმა მოგებამ უზომოდ გამახარა, მაგრამ ძაანაც დამაფიქრა, და დამაფიქრა პირველ რიგში ვაისის მოქმედება-უმოქმედობამ. ნახევარი საქართველო და ყველა ქომაგი მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა შემადგენლობის დაყენებისას და შეცვლებისას, არ მინდა გვარების დასახელება, რომ ბიჭებს გული არ ვატკინე, იმიტომ რომ ყველამ გულით და სულით ითამაშა და გაგვახარა საბოლოოდ, მადლობა თქვენ ამისათვის, გენაცვალეთ, მაგრამ..... მაგრამ არ მინდა რომ თავში აგვივარდეს ცუდი თამაშით მოპოვებული ქულები და ეს გამარჯვება უბრალო გამონაკლისად დარჩეს, ამ თამაშით არანაირი შანსი არ ვექნება პლეი-ოფებში ბელორუსთან და მომაგრებულ სომხებთანაც და ხომ უნდა დავიხოცოთ ყველა ნერვიულობით ამ ჩვენს ,,მოძმეებთან" რომ დავმარცხდეთ და დაგვასხან თავს ლაფი!!!! ხოდა ეს რომ არ დაგვემართოს ამიტომ არი საჭიროა რაღაცეების შეცვლა ბ-ნო ვაისს, დ კიდევ ეს რა უბედურებაა და რომელმა მოურინიო-კაპელომ დაადგინა რომ მე-60-65-ე წუთამდე არ უნდა შეცვალო არავინ, რომ ხედავ შე დალოცვილო ვერ ქაჩავს დღეს ეს კაცი, შეცვალე რა მეორე ტაიმისათვის, მით უმეტეს გყავს მისი შემცვლელები სკამზე! თან ყველა ხედავს ვინ ვერ ქაჩავს ამ მომენტისათვის და რაღა მწვრთნელი ვერ ხედავს?! მაინდამაინც თქვენ უნდა მამკლათ ნერვიულობით?!!! ხოდა აბა თქვენ იცით ბიჭებო! გენაცვალეთ! ზეგ შევხვდებით სტადიონზე! პ.ს. ლატვია ძაან სუსტია წელს, უეჭველად უნდა მოვუგოთ და შესაძლებელია მოვუგოთ ლამაზი თამაშით, მაგრამ დღევანდელი ლატვია საზომად არ გამოგვადგება მეგობრებო, ასე რომ საზეიმო ჯერ ბევრი არაფერი გვაქვს, სამუშაო კი როგორც თამაშმა აჩვენა ძალიან ბევრი!
tngh
ვულოცავ ბიჭებს!!! გაიხარეთ და ხშირად გაგვახარეთ!!! შემდეგი თამაში ლატვიასთანაა... იგივე ყურადღებით, დაკვირვებით და ზომიერი სიფრთხილით!!! იმედია, შედეგი სასურველი იქნება!!!
amataki
ერთი შეხედვით შეტევაში მერებაშვილის თამაში არ იყო ეფექტური, მაგრამ მეორე მხრივ ის სასარგებლო იყო ორთაბძოლებში, მეტოქის შეტევების დეზორგანიზებაში, პლიუს გამოცდილება და დრაივი.დღესდღეობით ვაისი სერიოზულ მოწინააღმდეგესთან სავარაუდოდ არაფრისდიდებით არ დააყენებს ჩაკვეტაძესთან ერთად პაპუს ან მითუმეტეს არაბიძეს (თუ რაღაც გამოუვალ სიტუაციაში არ აღმოჩნდა).ის თითქმის ყოველთვის ასე იქცეოდა, ეს მისი ფეხბუთია და ამას არ შეცვლის.აშკარაა რომ ვაისი მწვრთნელების იმ კატეგორიას მიეკუთვნება რომელთათვის უმთავრესია თამაშის ორგანიზაცია და ტაქტიკური განლაგება.კონკრეტული მომენტისათვის ფეხბურთელის ფორმა და ოსტატობა მეორე პლანზე დგას. ამაში ის შეუვალია. ვაისი არ გარისკავს და არ შეცვლის არჩეულ გზას.ვნახოთ, ეყოფა თუ არა მას ნიჭი და გამოცდილება რომ ქართულ ფეხბურთს ღირებული რამ შესძინოს.
სანდრო
მერებაშვილი ყველაზე უსტი რგოლია ნაკრებში!
გუჯა კახაძე
თქვენ ყველა თამაში მოიგეთ და ვინ რა კომენტარს დაწერს ყურადღებას ნუ მიაქცევთ!
სოსო
ადმინ,გაწყენინეთ რამე?ჯერ არის და ანტირობოტს ვერ ვაჯერებ,რომ ადამიანი ვარ,ხვეწნა მუდარით გამომიშვებს და ახლა თქვენ მიკარგავთ პოსტს. ვულოცავ ნაკრებს და საქართველოს ამ პირველ და ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას.გამარჯვების ბედი ფეხბურთელთა ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა,მთლიანად ნაკრები კი ძალიან ფრთხილად და დისციპლინირებულად თამაშობდა.ეს ვფიქრობ პლიუსში უნდა ჩავუთვალოთ და აქ ჯდება მერებაშვილის თამაშიც.გიორგის თამაში არ არის მკაცრად ფლანგზე თამაში,იგი ცენტრშიც შედის ხოლმე და ამ დროს არის მაქსიმალურად პროდუქტიული.აქ კი ალბათ დავალებიდან გამომდინარე ცენტრისაკენ არ იწევდა და სივრცეს არ ტვირთავდა.ასე რომ მას სასაყვედურო შეიძლება მხოლოდ არა მწვავე ჩაწოდებები ჰქონდეს.მისი არ შეცვლა ალბათ ფიზიკური გამძლეობიდან გამომდინარეობდა,უბრალოდ სხვები უფრო დაიღალნენ და თანაც მწვრთნელმა დაცვა გააძლიერა.პირადად მე ყველაზე უფრო ნავალოვსკის თამაშის მეშინოდა,მინსკის დინამოს შემადგენლობაში ზენიტთან მეორე მატჩში ვუყურე და საშინელ ფორმაში იყო.საბედნიეროდ, აქ გიორგიმ დაცვაში ალბათ ყველაზე კარგად ითამაშა და შეტევაშიც ჩაკვეტაძესთან საკმაოდ კარგად ურთიერთქმედებდა.შეიძლება ითქვას რომ გიორგიმ ორი გოლი გამოგვაძრო. სხვა ნაკრებებთან ჩვენ ცალსახა ფავორიტები ვართ და ამ თამაშებში ალბათ შედეგთან ერთად თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე უნდა ვიფიქროთ.აქ ვიღაცა სწერდა,სომხებიც მოგვიგებენო,გუშინ ცოტა ხანს ვუყურე და საცოდაობაა სომხეთის ნაკრები.ათკაცა ლიხტენშტეინი, თამაშის ბოლოს, იქით უტევდა სომხებს და მხოლოდ 1-2 წააგეს.
ბუბო
ყოჩაღ ბიჭებს, ყოჩაღ ვაისს, ლატვია ანდორა 0-0, მოკლედ 99 % პირველ ადგილზე გავდივართ ამ ჯგუფში
KIKA
გილოცაააააავთ! ისე ვაისის შეცვლებს და სასტარტოს ვერასდროს ვერ გამოიცნობს კაცი!არალოგიკური კაცია!
Irakli Apkhaidze
ე ბიჯო, ტური გადადეს მთელ ყაზახეთში და ამ თამაშისთვის ემზადებოდნენ, მთელი 10 დღე; ჩვენებმა 1 დღეც ვერ ჩაატარეს სრულყოფილი ვარჯიში; თან ჩვენ სულ ლეგიონერები გვყავს მათგან განსხვავებით და ყველამ თვითმფრინავში უფრო მეტი დრო გაატარა ვიდრე მწვანე მინდორზე; და კიდე მინდორიცაა და მინდორიც, ხელოვნურზე ვეთამაშეთ; გასაგებია რო ეიფორიაში არ უნდა ჩავარდეთ და სუპერ-გუნდი რომ ვიყოთ დ კალათში კი არა ა-ში ვიქნებოდით. შეირგეთ ეს მოგება და შეგვარგეთ რა უბედურებაა... კრიტიკა ძაან კაი და საჭიროა, მარა ისე ჩანს თითქოს ბევრს ,,გაუტყდა" რო სალაპარაკო და საწერი არ მიეცათ ბევრი...
თაზო
ძალიან ძნელია ხელოვნურზე თამაში, ჩვენები ისე დარბოდნენ მოედანზე გეგონებოდა 1 წლის უვარჯისებლები იყვნენ, ძალიან მძიმედ გადაადგილდებოდნენ, სისწრაფეებიც დავარდნილი იყო, ვფიქრობდი იქნებ არ წავაგოთთქო მაგრამ ძლიერმა მაინც მოიგო, ეს გუნდი ბევრად ხარისხიან და სწრაფ და შემტევ ფეხბურთს აჩვენებს მინდორზე და დარწმუნდებით მალე ლატავიასტან მაგაშიც, მერებაშვილი კი არა ისეთი დონის ფეხბურთელები აფუჭებენ მომენტებს რომლებიც 100 მეტი ღირს ბაზარზე ვიდრე მერებაშვილია.. ზოგადად ეს თამაში მოიგო ჩვენმა მწვრთნელმა ვაისმა, დროული შეცვლები გააკეთა და რაც ყველაზე პოზიტიურია სათადარიგოდან თამაშის გაძლიერება შეგვიძლია !!!!
გიზოგ
გამარჯვებას გილოცათ ყველას, ყველას. ძალიან იშვიათად ხდება, როცა მოგებულ გუნდებს შეცდომების გარეშე ჩაეტარებინოთ მთელი თამაში და ამაზე დიდი ყურადღების გამახვილება, როცა მოგებით უნდა ვტკბებოდეთ არასწორად მიმაჩნია. ამაზე მწვრთნელი იმუშავებს ბიჭებთან. თუ გავიხსენებთ, რომ გუნდს გაზაფხულის შემდეგ არ უთამაშიათ და თანაც თამაშის წინ ორიოდე დღით ადრე შეიკრიბნენ, მეტ ხარისხს ნამდვილად არ ველოდი. ახლა მთავარია ტემპი შევინარჩუნოდ და ლატვიასთან დავამტკიცოთ, რომ ყაზახებთან მოგება იყო კანონზომიერი და სერიოზულ გუნდად ჩამოვყალიბდით.
გიზოგ
გამოცდილი გულშემატკივარი შეამჩნევდა, რომ გუშინდელი მოგება სწორედ განაპირა მცველის ნავალოვსკის დამსახურებაა. ორ აშკარა გოლისგან გადაგვარჩინა. იმ გოლებიდან ერთიც, რომ გასულიყო არავინ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ორივე მომენტში სწორედ ცენტრალური მცველების შეცდომები გამოასწორა.
Vasili
რა შუაშია , ბოღმა და ღვარძლი? ხალხი ხედავს ყველაფერს,, მერებას ნუ ეწყინება და ვერ იყო სანაკრებო დონეზე!!! და რა ? არ თქვას ხალხმა?? ყველამ შევამჩნიეთ ეს,, თორე ვის რა უნდა უნდოდეს პირადულად?! როცა ფორმაში იყო , ხალხი ხო ითხოვდა გამოძახებას? უნდა იცოდნენ ფეხბურთელებმა რო ვუყურებთ და ბრმები არ ვართ!!! /// 9-ში სამი ქულა მგონია რო ჯიბეში გვაქ უკვე...////
ლაშა
ნავალოვსკიმ 100%-იანი გოლისგან იხსნა საქართველოს ნაკრები, რომელიც რომ გასულიყო არავინ იცის როგორ დასრულდებოდა თამაში. ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა! კრიტიკისგან ეხლა თავს შევიკავებ, მადლობა ბიჭებს!
პაატა
ყველას გვახსოვს ალბათ მოწინააღმდეგის მაისურით ბევრი ქართველი იყო ტრიბუნაზე.იტალიასთან მატჩი იყო მგონი.მოკლედ ეს რომელიღაც ეხბურთელის ამოჩემება მიზანმიმართული ქმედება მგონია.გახსოვთ ალბათ ფაჩულიამ ძველებურად ვერ ითამაშა შარშან და რა დღეში იყო ბევრი ვაი გულშემატკივარი.კანკავაზეც იყო ასეთი უაზრო შეტევები.კაშიაზე გასაგებია რატომაც არი აგრესია მაგრამ სხვა შემთხვევაში აშკარად გადაჭარბებულია კრიტიკა.
bs
ამ თამაშმა სიხარული მოგვიტანა და თან დაგვძაბა კიდეც, იმიტომ რომ არ იყო ეს მოგება ისეთი როგორიც გვინდა, ძაან ბევრია აქვს სწორედ ვაისს სამუშაო, ვისაც ფეხბურთი არ გესმით და მარტო დაში-ტუში ქომაგობა იცით ნუ ჩაერევით ამ საუბარში, თქვენც გვჭირდებით სტადიონზე, მარა იმედია უმეტესობა არ ხართ. ლორიაზე და ნავალოვსკიზე ვერ დაგეთანხმებით პატივცემულო, მესმის და გეთანხმებით, რომ უკეთესი გვინდა, მაგრამ ამ ეტაპზე ორივე საუკეთესოა იმათ შორის ვისაც მათ პოზიციაზე შეუძლიათ თამაში, თუმცა 100 პროცენტით მართალი ხართ რომ ნავალას კონკურენტი უნდა გამოუჩნდეს, თუნდაც ლაკვეხელიანი უნდა მიეჩვიოს ამ დონეზე თამაშს. თქვენი არ ვიცი და ვაისმა ნერვები დამაწყვიტა დღეს, და კიდევ ეს რა წესია, ვინ ბრძანა რომ მე-60 წუთამდე არ უნდა შეცვალო არავინ? მოდას მისდევს ბ-ნი ვაისი თუ რა ხდება?! რომ ხედავ რომ ვერ თამაშობს ფეხბურთელი შეცვალე რა შე დალოცვილო ტაიმის დასაწყისში, რას ელოდები მოურინიოს მიერ დაწესებულ შეცვლის დროის დადგომას!
გიორგი
მერებაშვილის ამდენი ლანძღვა ძალიან მიკვირს. კი შეცდომები და უშვა, მომენტი ვერ გამოიყენა და შეიძლება სხვა ბევრი რამე ვთქვათ კიდევ. უბრალოდ ერთი რასაც დავაკვირდი, მერებეშვილის ფლანგიდან შედარებით იშვიათად იწყებოდა შეტევები. როგორც ჩანს დაცვაზე აქცენტიც ჰქონდა დავალებული მწვრთნელისგან. იმედი მაქვს ლატვიასთანაც დააყენებს მწვრთნელი და დარწმუნებული ვარ ბევრად უკეთეს თამაშს ვნახავთ. წარმატებები გიორგი მერებაშვილს!
გივი
ვინმე მაინც დაგვიტოვეთ ნაკრების გუშინდელი შემადგენლობიდან. :))
bs
მეც არ მინახია ასეთები როგორც თქვენ არსად, არ არი საჭირო ეს ,,ბოჩოლას აღტკინება"! მხოლოდ და მხოლოდ ჩაკვეტაძის ინდივიდუალური ოსტატობის დამსახურებაა რომ მოვიგეთ, თავისუფლად შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც, არანაირი სათამაშო უპირატესობა არ გვქონია! მერებაშვილს არავინ არ ერჩის, მან და ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს და იბრძოლეს, ითამაშეს როგორც შეეძლოთ. საქმე ვაისს ეხება, როცა სკამზე გყავს ფერხბურთელები ვისაც შეუძლია შეცვალოს მერებაშვილი უნდა შეცვალო, რადგან ვერ მისდის თამაში. გამარჯვებამ არ უნდა დაგაბრმავოთ და ეიფორიაში არ უნდა ჩავარდეთ, თქვენ და ვერც ვერავინ ვერ მასწავლის ქომაგობას, გამომივიდნენ აქ ზოგიერთები ,,დედა ტერეზები" როგორც იქნა გვეღირსა და მოვიგეთ, გილოცავთ ყველას! გენაცვალეთ ბიჭებო! მარა შეცდომებზე იფიქრეთ და იმუშავეთ, რომ ეს მოგება გამონაკლისად არ დაგვრჩეს!
asaqsdasa
არის!!!!! კი გაგვიჭირდა, გოლი აქეთაც უნდა მიგვეღო მაგრამ გაგვიმართლა, უნდა მოგვეგო და მოვიგეთ. იცით ტამაში ბედიც გწყალობთ და მგონი დროააა!!!!
ტოტტი
მერევაშვილმა გულიანად ითამაშა და ამისთვის მადლობა მაგრამ მგონი რომ აჯობებდა არაბიძეც და პაპუნაშვილიც . ან შეცვლაზე მაინც შემოეყვანა ვაისს გაავსო მცველებით სტადიონი კაში კვირკველია ხოჭოლავა გვილია კანკავა კაკაბაძე ნავალოვსკი ყველა დაცვაში იდგნენ ჯანო გვაკლია მაგრათ რომელიც ბურთს დაიჭერს და გააზრებულ პასს გააკეთებს
odala
მერებაშვილი კი არა მარტო, კანკავაც ცუდი იყო. კაშიას გრძელი პასები ხო - სასწაული. ჩვენ საფირმო ფეხბურთად იქცა ეს გრძელი, უაზრო პასები. თამაშის ხარისხიც არ ვარგოდა. არა და პოტენციალი ჩანს. ასეთი თამაშიც ვერც სომხებს გასცდები პლეიოფში და ვერც ბელორუსს. უბრალოდ გაგვიმართლა და მოვიგეთ, თორემ ახლა სულ სხვა ლაპარაკი წავიდოდა. არავინ თქვას რომ დავჩაგრეთ მეტოქე და ეს შედეგი სამართლიანი იყო. პირველ ტაიმში იმათ მეტი ჰქონდათ ბურთის ფლობა და კარისკენ დარტყმებიც და მეორე ტაიმში აშკარად გვჯობდნენ, მანამ ჩაკვეტაძე შეასრულებდა. და მაგის მერეც დაგვაჯდნენ.
odala
ორი გვამი მჭირდებაო, გახსოვს რომ თქვა? ეტყობა მაგიტომ.
QT
შენ ძმურად ლიცენზია აიღე და მწვრთნელობა დაიწყე. რა გააარჩია ბიჭო თამაში და შემადგენლობა, არ დაილია ეს სხვის ომში ბრძენი ხალხი
ემირი
რა პონტში აკეთებთ ამ ნეგატიურ კომენტარებს ზოგიერთები,წავაგებთ ილანძღებით დგეს მოვიგეთ და ისევ ილანძგებით ხან მერებაშვილზე ( ვინაც ერთი მომენტი გამაზა სხვა ხველაფერი კოხტად გააკეთა) ხან ლორიაზე, სასწაული ერი ვართ რა საოცარი იმენა. ყველა თითოეული ფეხბურთელის წვლილია ამ გამრაჯვებაში, გილოცავთ ყველას.მეგობრებო.
დათო
სულ რამდენიმე ასეთი ლომია, ბევრს კი ხმაურობენ
ზაზა
ფაქტია, რომ ვაისმა მოუგო სტოილოვს და ეს მშვენივრად გამოჩნდა თამაშით.რაც შეეხება მერაბიშვილს - ვერ გავიგე ამდენი ბოღმა საიდენ მოდის მის მიმართ.
სამართალი
მერებაშვილზე მინდა ვთქვა(არც ჩემი მეგობარია და არც ახლობელი და არც ახლობელის ახლობელი). უბრალოდ ყველაზე მეტი ლანძღვა შეხვდა და ვფიქრობ აბსოლუტურად უსამართლო. არაფერი გაუფუჭებია და თავის საქმეს მშვენიერად გაართვა თავი. მომენტი ვერ გამოიყენა, მერე ვის არ მოსვლია. რატომღაც მიზანმიმართულად დაესია ზოგი. ნებისმიერს ვინც ჩააგდებს თამაშს ერთად არ შეხვედრია ამდენი ბოღმა და ღვარძლი. წინ თამაშებია, ისიც ხო ადამიანია, ალბათ წაიკითხავს ამას ყველაფერს და როგორ გინდა არ გაგიფუჭდეს ხასიათი და განწყობა, კარგი იქნება თუ არ მიაქცევს ყურადღებას. ვინა ხართ თქვენ და რა გინდათ, იმის ნაცვლად მოგებით გაიხაროთ დასკდით ბოღმით. ვა, ასეთი არ მინახია ჩვენს გარდა არსად.
დავით 67
სამწუხაროდ თამაში ვერ ვნახე, რა თქმა უნდა მოგებით გახარებული ვარ! აბა ეხლა 9-ში თქვენ იცით.მოგებას ველოდებით!
Superman
მერებაშვილი რო არ იყოს ვიტყოდი რო ევროპაზე გავალთთქო, მაგრამ სანამ ეგ ძირითადში იქნება ვგონებ თავი უნდა შევიკავო
ბექა
ვულოცავ საქართველოს ამ მოგებას!!!
&exa
ვულოცავ მთელ საქართველოს. წარმატებები ბიჭებს, ყველას უკლებლივ. ერთი რამე უნდა ვთქვა, წავიკითხე კომენტარები და ზოგიერთი კლავიატურის "ლომის" გასაგონად მინდა ვთქვა, თქვენს მოსაწონ ფეხბურთს ბარსელონაც ვერ თამაშობს ალბათ, ბიჭებმა მწვრთნელის დავალება შეასრულეს მაღალ დონეზე, ვიცი რაც ჰქონდათ დავალება და იმიტომ ვამბობ. შეცდომები ყველას მოსდის, იმის ნაცვლად გაიხაროთ გამარჯვებით, ზიხართ და ბიჭებს ლანძღავთ. ამდენი ფეხბურთის პროფესორი ნამეტანია ჩემმა მზემ. ტაქტიკურად მოუგო ვაისმა სტოილოვს და ესაა ფაქტი.
გიორგი
ჯულაყიძეს რატომ არ იძახებს ვაისი? ან თუნსაც შემაზაშვილს
გიორგი
ნუგზარ ჯუღელმა წაიყვანოს რეპირტაჟები!!! მოვითხოვ!! ნაკრების კარში კიდევ გაბელია დააბრუნეთ!
გოგლიკა
გაიხარე, ჩემი სათქმელი თქვი მოკლედ და ლაკონურად
ზაზა
ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად ვითამაშეთ და არ გვქონდა პრობლემები. ეს ყველაფერი ამ მატჩს თან ახლდა და ჩვენ მათი გამოსწორება გვმართებს. აუცილებლად უნდა გავზარდოთ სათამაშო ხარისხი ეს ვაისის სიტყვებია და არა ჩემი ამას ვითხოვთ და ევროპაზე გასვლას ზოგიერთებივით ვერ ჩაუსაფრდებით გუნდს და წაგებისთანავე ვერ დაუწყებთ ლანძღვა გინებას.პოზიტივი თუ რამე იყო დასხვამ ვერ დაინახა ვინც დაინახეთ იმან დაწერეთ ოღონდ კონკრეტულად.ვაისი კიდე სასიამოვნოდ ადეკვატურია რაც მახარებს.
zaza
გილოცავთ ამ ნანატრ გამარჯვებას რომელსაც ამდენი ხანი ველოდით!! ყაზახეთის ნაკრები უსუსტესი გუნდი ნამდვილად არ არის, შეთამაშებულები კარგად არიან და შეტევაში რა სწრაფად გადადიოდნენ ეს მომხვდა თვალში, ერთი ეგაა რომ საშემსრულებლო კლასი დაბალი აქვთ!! თამაშს რაც შეეხება ნორმალური თამაში იყო, ეგ რა მსოფლიო ჩემპიონატზე ამაზე უარესი თამაში რამდენიც გინდა იმდენი იყო!! ბიჭებმა კარგად ითამაშეს, იყო შეცდომები, თუმცა მთავარია მოვიგეთ და იმედია უფრო შეთამაშებიან ბიჭები
qomagi
ძმებო, ქართველებო! გილოცავთ გამარჯვებას! (კადრი ფილმიდან “ბაში-აჩუკი”) ხშირად გვეთქვას ეს ფრაზები
გიორგი
ქართველი ყველა ექსტრა ექპერტია
ბექა
აუ ჯიგარი ხარ რაააა,ხო შეჭა,ეს ტვინი გასვლზე მოიგეს 2-0 მეტი რა გვინდა ვერ გავიგე :
Gg
რა გჭირთ ხალხო ყველა ექსპერტი როგორ გახდით ყველა ერთად. მოვიგეთ დაღლილებმა ნამგზავრებმა შეუთამაშებლებმა უდროობის გამო. ხალხი წინდა დღით ჩამოფრიმდა 8.9 საათიანი ფრენების შემდგომ და მოუგეთ დასვენებულ გუნდს რომელიც კვირეებია შეკრებილოა და ემზადება ჩენთვის გილოცავთ ყველას მადლობა ბიჭებს და 9ში დავხვდეთ ლატვიელებს
კარგია მოგება
ეს ჩაკვეტაძის მოგებაა და არა ვაისის! ლორია არ არის ფორმაში! რავი კი მოვიგეთ, მაგრამ 2 თვე ვაისი რომ ერთ ადგილს იფხანდა აგერ ჩანს, შეუთამაშებლობა გუნდის! თუ ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით მერე გაგვიჭირდება ევრო 2020 საგზურის მოპოვება 100%-ანი!
emigranti
ადმინ რატომ მიბლოკავ, მაინც და მაინც ორი სიტყვით უნდა შემოვიფარგლო?თქვენზე ნაკლებად არ ვგულშემატკივრობ ნაკრებს და საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებაც მაქვს, ასე რომ კეთილი ინებეთ და გამოაქვეყნე. ყველას გილოცავთ გამარჯვებას და 3 ქულას, მაგრამ თამაშის ხარისხით ძალიან უკვაყოფილო ვარ. ძირითადი შემადგენლობის დაყენებაშია შეცდომები. ლორიას დღეს კვასხვაძეც ჯობია და არგამოძახებული მახარაძეც. კაშიას ნაცვლად ხოჭილოვა ბევრად უკეთესია და მის მსგავს შეცდომებს არ უშვებს, რასაც "შახტარის" ყველა შეხვედრაში ამტკიცებს. ნავალოვსკი კი დარბის ჭაკი ცხენივით, მაგრამ მისი შეტევაში ქმედებების ეფექტიანობა ნულს უტოლდება, თან დაცვაშიც პრობლემებს გვიქმნის. ეს პოზიცია ყველაზე მტკივნეულია და სანამ დროა ნაკრებში მჭედლიშვილი გამოიძახონ. ან თუნდაც ლაკვეხელიანი მიაჩვიონ ნაკრებს, ძალიან კარგი ახალგაზრდა გვეზრდება. მერებაშვილს ბოლოს და ბოლოს უნდა დავემშვიდობოთ, კაცის მოტყუება მას არ შეუძლია და მხოლოდ მისი შესაშური შრომისუნარიანობა ნაკრებისათვის საკმარისი არაა. მის ადგილზე არაბიძე დახატავდა ამ თამაშს. ცენტრში კვეკესკირის ნაცვლად გვილა აჯობებდა თავიდან, და თუ დაიღლებოდა მერე გამოეყვანა კვეკესკირი. თორნიკეს გამოსვლა კი საერთოდ გაუმართლებელი იყო, თუნდა იმიტომ, რომ ახალაღდგენილს შემთხვევით არ მიეღო ტრავმა, როცა თამაშის ბედი ფაქტიურად გადაწყვეტილია. შემტევ ნახევარმცველებში კი ვინც გნებავთ ის აარჩიონ ვაკოსთან ერთად. კიტეიშვილიც ფორმაშია, პაპუნაშვილიც შევა მალე და ჯანოც დაგვიბრუნდება, ასე რომ მშვენიერი ნაკრები შეიძლება ჩამოყალიბდეს, მარა ვაისი აშკარად ურევს რაღაცეებს და ჯობია სანამ დროა დავემშვიდობოთ. ნებისმიერი ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი უკეთესად გაუძღვება ნაკრებს.
რა მაფიაა?
სულ ორ შეტევაში არ მონაწილეობდა მერებაშვილი და ორივე გოლით დამთავრდა, ძალიან მონდომებულია მარა ძირითადის ფეხბურთელი არაა ამ ეტაპზე, იმედია ვაისი მიხვდა ამას... რაც შეეხება ვაისს, სამი დღე ყავდა გუნდი სულ და ორჯერ იმგზავრეს და პირველი თამაშისთვის უმნიშვნელოვანესი სამი ქულაც საკმარისია, თუ ეს შესარჩევიც ჩააგდო და განსაკუთრებით უსახური თამაშის ხარისხით მაშინ ვიმსჯელოთ მის მომავალზე ჩემი მოკრძალებული აზრით ))
დათო
ყველას გილოცავთ!!! ეს გამარჯვება თითოეულ გულშემატკივარს ეკუთვნის!!! მადლობა ბიჭებს გახარებისთვის!!! თამაშის ხარისხი: მოედანი ხელოვნური, აბსოლუტრად განსხვავებული!!!! მასპინძლების დიდი ჟინი და მონდომება, შეიძლება ითქვას თავგანწირვა!!! პირველი მატჩის სინდრომი!!! ყველაზე უფრო ის მომეწონა, რომ ნაკრები არ დაიღალა!!! მთავარია ახლა სწორი ანლიზის და დასაკვნების გაკეთება ვაისის მხრიდან!!!! ნამდვილ ბრძოლაში ,დიდი ხნის შემდეგ,ვაისმაც ჩვენთან ერთდ უყურა ნაკრების თამაშს!!! მადლობა ნაკრებს!!!
zaza
1 ზოგ კომენტარზე გაგიჟდები რა, ვაგებთ-მოკვდა ქართული ფეხბურთი, ვიგებთ-უამრავი შეცდომა და ცუდი თამაში. ადმინ არ დამიბლიკო რა, მივმართავ ასეთ ხალხს: რა ჯანდაბა გინდათ თქვე ჩემის ტრულაილებო???... ვულოცავ ყველა გულშემატკივარს რატო უზრდელობ ბიძია არ შეგიძლია კორექტულად რო გამოხატო შენი აზრი თორე გინებაზე თუ მიდგა აქ საქმე დაგკარგავთ საერთოდ ამ საიტიდან.თუ სხვისი აზრი არ მოგწონს შენ შენი გამოთქვი და დაამთავრე სხვისი აზრების რევიზიის უფლება ვინ მოგცა თან დამალული ხარ და ამით სარგებლობ.
fsiuuu
ნახევარდაცვა იმდენი გვყავს კარგი ფეხბურთელი რომ უკვე გული გვწყდება იმან რატომ არ ითამაშა და ამან რატომ არ ითამაშაო, სამაგიეროდ დაცვის და თავდასხმის რგოლში არავინ არის შემცვლელი, განაპირა მცველებს ვგულისხმობ!
Dato
მართალი ხარ ზაზა, ძალიან სუსტი გუნდური თანაში. ძალიან სამწუზაროა, მაგრამ ერთ ორ თამაშს თუ არ ჩავთვლით, ვასის ხელში მე პირადად გუნდის გმართული თამაში არ მინახია. ღმერთმა ქნას და ვცდებოდე, დაბრდღვნან დარჩენილ თამაშებში ყველაფერი, მაგრამ თუ არა? კიდევ ერთი წყალს გატანებული შესარჩევი? მჯერა რომ ძალიან კარგი სპეციალისტია, მაგრამ არ გამოსდის აქ მუშაობა (მაგას კი არა, კუპერს არაფერი გმოუვიდა) და გადავყვეთ?

პირველ რიგში გილოცავთ! ასე გააგრძელეთ გამარჯვებები! მაგრამ ვაისს ბევრი აქვს სამუშაო - უფრო დასალაგებელია გუნდი და ტაქტიკურად გასაძლიერებელი. სხვანაირად იკარგება ბიჭების ძლიერი მხარეები და ქაოტური და უფრო ინდივიდუალურია მათი თამაში. ინდივუდუალური მონდომებები თითქოს ამოვარდნილია სიტუაციის შესაბამისი პრაგმატულობიდან. პირველი გოლი ჩაკვეტაძის იყო სრულად, მეორე გოლზე ძალიან გაგვიმართლა, თორემ რეალურად 3-3-ზე კონტრშეტევას ვაფუჭებდით. პირველ ტაიმშიც რაღაც იდენტური იყო გოლი რომ ხაზიდანგამოიტანეს ყაზახებმა. მერებას მონდომებას მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი ქონდა - აი ამ ყველაფრის დასალაგებლად გვინდა ვაისი, თორემ ბიჭები რომ ტექნიკური გვყავს და მონდომებაც არ აკლიათ ეს ჩანს უკვე ყველა თამაშში.
ვასიკო
კაი რაა რას თხოვ???ხელოვნურზე ითამაშეს და ასფანაში დავამარცხეთ 2:0.იტალიის ნაკრებს უჭირს თამაში და მეტი პოზიტივი დაინიხე
123
ზოგ კომენტარზე გაგიჟდები რა, ვაგებთ-მოკვდა ქართული ფეხბურთი, ვიგებთ-უამრავი შეცდომა და ცუდი თამაში. ადმინ არ დამიბლიკო რა, მივმართავ ასეთ ხალხს: რა ჯანდაბა გინდათ თქვე ჩემის ტრულაილებო???... ვულოცავ ყველა გულშემატკივარს
Vadiko
ძალიან კარგი იყო მოგება!!!გილოცავთ!!!მაგრები ხართ ბიჭებო.ჯანო დაგემატებათ და ოქრი ფორმაში შევა.ძალიან კარგი გუნდი გვყავს.არაბიძე ათამაშდება კიდე
1
გილოცავთ ყველას.ის ხალხი სადაა რომ არ სჯეროდათ ჩვენი ფეხვურთის და ფეხბურთელების.გამოიღეთ ყველამ ერთად.საქართველო საფეხბუეთო ქვეყანაა და ამას დავამტკიცებთ.ღმერთის წყალობით მოვიგეთ,არავის აღარ აინტერესებს მწვრთნელის ტაქტიკა და ბიჭების შეცდომები.შევირგოთ მოგება და მოვემზადოთ შემდეგი თამაშისათვის.მისია ევროპის ჩემპიონატი გრძელდება.გაუმარჯოს საქართველოს
nnn
ვაისის კვერი ცხვა-ცხვა გვიან გამოცხვა
გოჩა
ჩემი აზრით.ვაისი ფრთხილობდა,ნუ ჩაკვეტაძე ბრავო,მოვიგეთ ძალიან კარგი გილოცავთ ყველას,ახლა სახლში ყველამ ერთ მუშტად უნდა შევიკრად,კაშიას თემა არ უნდა გახდეს მიტიგების და რა ღაცეების მოწყობის ამბავი,ამავდროულად კაშიას საქციელი,მიმაჩნია დიდ შეცდომად,მაგრამ ქართველებო არ გვინდა სიტუაციის დაძაბვა ნაკრების თაშზე,ახლა უნდა დავამტკიცოდ,რომ ჩვენ საფეხბურთო ქვეყანა ვართ, მთელ ერს ვულოცავ გამარჯვებას.წინ საქართველო.
შალვა 73
მადლობა ბიჭებს.
zaza
მოგება კარგია მაგრამ პოზიტივი რა იყო? ჩაკვეტაძე და მისი ულამაზესი გოლი ხოლო ნაკლი რამდენიც გინდა. მოწინააღმდეგე როგორც მოსალოდნელი იყო უსუსტესი. თუარ გამოვასწორედ თამაში ევროპაზე სხვა წავა და ესიქნება ძალიან ცუდი.დღეს კიდე ვულოცავ ყველა ქომაგს და გუნდს.
საქმე
აი ესაა საქ.ჩემპიონატი სადაც ყაზახები გვხვდებიან იქ გვხევენ ბურთს თავზე .ეს იმიტომ,რომ ნაყარნუყარი ფეხბურთელებითაა სავსე ჩვენი ჩემპიონატი ,მაგრამ სრული რეალობა საქართველოს და ყაზახების დონე ნაკრებების თამაშებში აისახება
irakli81
კარგი დასაწყისია, ტურნირის მსვლელობისას კიდევ უფრო მოვუმატებთ ამის პოტენციალი აშკარად ჩანს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ თამაშს შედეგზე ორიენტიერებული გამართული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა ჩვენმა ნაკრებმა, მეტოქეს აღემატებოდა კლასით და დამსახურებულად მოიგო. საშინაო თამაშები ბევრად უფრო სანახაობრივი იქნება ჩვენი გუნდის შესრულებით. ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას.
aleko
merebashvilit da tamashis xsrisxit shors ver gavfrindebit. es ufro individualuri goli iyo vidre gunduri
საქმე
მოკლედ მაგარი დებილობა იყო მერება რომ ბოლომდე დატოვა,ვაკოვ მაგაზე იყო უკმაყოფილო,ტიპმა პასი ვერ გააკეთა
ემირი
აკი ვამბობდო მეგობრებო ჩაკვეტაძეზე. მაგარი ბიჭია. გილოცავთ ყველას
Geo
ძაან გამიხარდა, გილოცავთ ბიჭებო! ერთი რამაა უბრალოდ, დავამარცხეთ ყაზახეთი და არა ბრაზილია!) ეიფორიის გარეშე გთხოვთ) აქ გაიმარჯვა უფრო დიდმა ფეხბურთის კლასმა, ვინმემ თუ დაინახა მწვრთნელის საფეხბურთო აზრი? მე ვერ ვნახე) ჩაკვეტაძე ბრავო!)
samtredski
ვაისმა რა შეცვალა რა გააკეთა ალბათ თავგზა ჩვენც მარა ყაზახებს უფრო აებნათ ყველა ვარიანტში სამი ქულა დაგვრჩა გილოცავთ.
რობი
მაგრები ხართ ბიჭებოოოო!!!გილოცააავთ.წარმატებები
Zestazesta
Tamashis xarisxi veriyo kargi magram mogeba mogebaa gilocavt. Ubralod chveni donis gundebtan burtis moshorebaze romar vifiqrebt zalian magari iqneba
j.ch.
ყველას გილოცავთ გამარჯვებას,თუმცა ბოლო ოცმა წუთმა უკმაყოფილების გრძნობა დამიტოვა.ყაზახეთის დონის გუნდთან ასეთი პანიკური დაცვით თამაში არ უნდა გჭირდებოდეს.სხვა დონის გუნდი ამას არ გაპატიებდა.მწვრთელმაც საეჭვო შეცვლები განახორციელა.
ტიმო
დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს,უფრო სამწვრთნელო გადაწყვეტილებებზე,წარმატებები ბიჭებს,სულ ასე გამარჯვებული და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მქონდეს ნეტავი.
Lasha
Mაგარიხარ გიორგი
ave
ყველას გილოცავტ, სულ ესეტი გახარებული გვენახოს საქარტველო და ყველა ის ადამიანი ვინც აქ კომენტარებს წერს, ცუდს ვინც წერდა ისინიც.
დდდ
გილოცააავთ!!! სულ ესეთი წარმატებით გევლოთ ჯიგრებო! გენაცვალეთ თქვენ
TanoLife
გენაცვალეთ! გენაცვალეთ! გენაცვალეთ!
Guja
დამსახურებული გამარჯვება ! გილოცავთ
geo
gilocavtttttttt!
saba
მაგარი გოლი შეაგდო ჩაკვეტაძემ...3 ქულა გვაქვს, შეგვერგოს!
Zurikela
ყველას გილოცავთ მიყვარხართ დროა მაყურებლებიც ჩევიცვალოთ 9-ში ყველა დინამო არენაზე!!!
ქობულეთელი
სად ხართ ეხლა ღვარძლიანებო და კრიტიკოსებო ამოიღეთ ხმა
giorgi
დავლურსმეთ
dato
გილოცავთთთთთთთთთთთთთთ
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს ყაზახეთში უყურებენ
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
5:0 ძალების დაზოგვით - საბერძნეთი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე მოემგზავრება [VIDEO]
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით