ფოტო: ივანე ბაკურაძე

რუსთავის "ხარებმა" "ბათუმს" მისსავე "რაგბი არენაზე" დაძაბულ ბრძოლაში 15:8 აჯობა და 2018/2019 წლების დიდი 10-ის სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მეორე ტურის პირველი შეხვედრა ორივე გუნდისთვის მძიმე აღმოჩნდა. რუსთაველებმა დებიუტშივე მოახერხეს დაწინაურება, 5-მეტრიანი დერეფნიდან შეტევა გაშალეს, დათო თაბუკაშვილმა ბოჭვა აირიდა და ლელოთი ანგარიში გახსნა. "ხარებმა" მასპინძლებს აგრესიული დაცვა დაუპირისპირა და "ბათუმს" 22-თან მიახლოვების შანსი არ მისცა, რის გამოც მამუკა ნინიძემ 43 მეტრიდან ჯარიმის დარტყმა გადაწყვიტა, თუმცა მიზანმა უმტყუნა.

მეორე ტაიმის მე-9 წუთზე მეტოქის 22-თან დანიშნული დერეფნიდან უკვე "ბათუმმა" შეუტია, საბა შუბითიძემ ხაზი გაჭრა და 20-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა. ბექა ურჯუკაშვილს გასატანი გარდასახვა გაუცუდდა, რაზეც კობა ბუჯიაშვილმა ასევე არაზუსტი ჯარიმით უპასუხა, 65-ე წუთზე კი, ნინიძემ 40 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და ზღვისპირელები წინ გაიყვანა - 8:5.

მაგრამ თამაშის განახლებისთანავე "ბათუმმა" საკუთარ 22-ში დაკარგა ბურთი, ის ლაშა გოგიაშვილს მიუვიდა და ლელომდე ვეღარავინ შეაჩერა. დასკვნით წუთებში "ხარებმა" მასპინძლების წნეხის ქვეშ მოქცევა მოახერხა, 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ, ცენტრისკენ ერთ დარტყმას ორი მოკლე ფრთაზე მიძალება მოყვა და გიგა ქვლივიძემ რუსთაველებს სეზონის პირველი მოგება დაუბევა - 15:8 "ხარების" სასარგებლოდ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა