დღეს, 9 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე "დინამო არენაზე" ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. რაც შეეხება ბილეთებს მისი შეძენა TKT.GE-ზე და "დინამო არენას" სალაროებში შეგიძლიათ.

ყაზახური მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს გამოცდის მეორე ეტაპი დაუდგა, თუ როგორ შეძლებს ეიფორიის დაძლევას და ზედიზედ მეორე მატჩის მოგებას.

სამწუხაროდ ბევრისთვის დღევანდელი მატჩი ფეხბურთის გარდა სხვა ინტერესსაც ემსახურება, იმედი ვიქონიოთ რომ გულშემატკივრებს ხელს არ შეუშლის მათი ჩანაფიქრები. ფეხბურთი ემოციის ადგილია და არა აქციების ან პოლიტიკური გამოსვლების პოლიგონი. ქომაგებმა კი არ უნდა დატოვონ ცარიელი ადგილები, რათა სხვებს სპეკულაციების საშუალება არ მიეცეს.

ჩვენი ნაკრები

გამარჯვება სასიხარულოა და ნაკრებში ატმოსფერო იდეალურია, პრობლემები ყოველთვის არის და მათი გადალახვაა საჭირო. თუმცა იმდენად კარგი გუნდია შეკრებილი, სახასიათო და სამეგობრო თვალსაზრისით - ისინი ერთხმად და ერთად დგომით ყველაფერს შეძლებენ და რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმარებიან მეგობრებს.

ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გვერდში დგომა გიორგი ქვილითაიას ესაჭიროება, რომელმაც ნაკრების ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით საკმაოდ დიდი ხანი გაუცდება. დღეს საქართველოს ნაკრებმა მისთვის უნდა გაიმარჯოს და თითოეული გოლი მას უნდა მიუძღვნას.

საქართველოს ნაკრებში წინა შეხვედრიდან ბევრ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, საერთოდ მოგებულ შემადგენლობას ნაკლებად ცვლიან. მაგრამ არ გამოვრიცხოთ, უფრო შემტევი შემადგენლობა ვიხილოთ. კარებს ალბათ ვაისის რჩეული გიორგი ლორია ჩაიბარებს, რომელსაც სლოვაკი ენდობა.

ანალოგიური ვითარება იქნება დაცვის ხაზში და იგივე ოთხეულს უნდა ველოდოთ, გურამ კაშიამ და გიორგი ნავალოვსკიმ წინა დაპირისპირებაში იდეალურად გამოიყურებოდნენ. ხოლო საბა კვირკველიას და ოთარ კაკაბაძეს კი ჰქონდათ შეცდომები, თუმცა ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან და დღეს მათგან გაცილებით უკეთესს თამაშს უნდა ველოდოთ.

არ გამოვრიცხოთ ცვლილებები საყრდენ ზონაში, რადგან სათადარიგოდ გუნდს ვაკო გვილია ჰყავს და ნაკრებისთვის ისიც ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. თან მას შეტევითი პოტენციალი კარგი აქვს და ლატვიასთან მატჩში ესეთ ფეხბურთელზე უფრო უნდა იყოს მოთხოვნა.

რაც შეეხება შეტევას, გულშემატკივრები მოედანზე თორნიკე ოქრიაშვილსა და გიორგი არაბიძეს ელიან, მათ ძირითად შემადგენლობაში თუ არ ვიხილავთ, დიდი ალბათობით მეორე ტაიმში ჩაერთვებიან და გააძლიერებენ გუნდს.

პრობლემურია თავდასხმის პოზიცია ნიკა კაჭარავა და მითუმეტეს ლევან მჭედლიძე იდეალურ ფორმაში არ არიან, არ გამოვრიცხოთ რომ ფორვარდათ ვაკო ყაზაიშვილი მოგვევლინოს.

ვლადიმირ ვაისი: ხვალ ძალიან მნიშვნელოვანია დღე იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო წარმატებას მივაღწიოთ ერთა ლიგაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის სამი ქულა რაც ყაზახეთთან ავიღეთ, მაგრამ ხვალ მნიშვნელოვანია გამარჯვება, რათა გვქონდეს პოზიტიური შედეგი. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, საბოლოოდ დადგინდება ხვალინდელი შემადგენლობა.

ლატვიამ ანდორასთან ფრედ ითამაშა, მეტოქე თამაშობს დაცვით სისტემას 4-4-2 ტაქტიკით., ჩვენ უნდა ვუპოვოთ გასაღები მათ დაცვას და ვიმედოვნებ, რომ ხვალ ჩვენი სტადიონი გაივსება და გულშემატკივარს

გავახარებთ.

ლატვიის ნაკრები

ლატვიის ნაკრებს ბოლოს 2017 წლის 28 მარტს დავუპირისპირდით და 5:0 ვძლიეთ. მაშინ ამან მეტოქის მთავარი მწვრთნელის გათავისუფლება გამოიწვია და გუნდშიც კარგი ატმოსფერო ნამდვილად არ იყო. "დინამო არენაზე" იმდროინდელი მოასპარეზე შემადგენლობიდან, 8 ფეხბურთელი დღეს არსებულ განაცხადში არ არის (5 ძირითადი, 3 სათადარიგო).

ამჯერად ნაკრებს ფინელი მწვრთნელი წვრთნის, რომელსაც ფინეთის ნაკრებში უმუშავია და ჩვენი ნაკრები ამ ასპარეზზე დაუმარცხებია. საკლუბო ფეხბურთში კი დაახლოებით 6 გუნდი ჰყავს გაწვრთნილი: "დანდი", ჰიბერიანი", "კილმარნოკი" და ა.შ.

მან ოთხი შეხვედრის ჩატარება უკვე მოასწრო, აზერბაიჯანთან შინ 1:3 დამარცხდნენ, ლიეტუვას ესტუმრნენ და ფრედ - 1:1 ითამაშეს, საშინაო არენაზე ესტონეთი 1:0 დაამარცხეს და ერთა ლიგის პირველ მატჩში საკუთარ სტადიონზე ანდორასთან ფრე 0:0 ითამაშეს.

ფინელმა მწვრთნელმა ოთხივე შეხვედრაში სხვადასხვა ტაქტიკა გამოსცადა: აზერბაიჯანს 3:5:2-ით დაუპირისპირდნენ და ეს არჩევანი გარკვეულწილად სანანებელი გაუხდათ; ლიეტუვასთან 4:5:1 სცადეს და ამ არჩევანმა გარკვეულწილად გაამართლა, თუმცა ესტონეთს 4:4:2-ით დაუპირისპირდა და ამავე ტაქტიკით სცადა ანდორასთანაც ფონს გასვლა თუმცა უშედეგოდ.

ლატვიის ნაკრებს 8-ჯერ ვართ შეხვედრილები, სამი ჩვენ მოვიგეთ, სამში დავმარცხდით და ორი ფრე დამთავრდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მათთვის ოფიციალური შეხვედრა მოგებული არ გვაქვს.

მიკსუ პაატელაილენი: საქართველოს ნაკრები ფანტასტიკური გუნდია, მე ვუყურე ყაზახეთთან მატჩს და ცოტა დაცვითი ფეხბურთის თამაში მოუწიათ. თუმცა, მათ ჰყავთ ძალიან კარგი შემტევები და გუნდი კომპაქტურად თამაშობს. ხვალ ძალიან გაგვიჭირდება, თუმცა გეგმა გაგვაჩნია და ვნახავთ, როგორ შევასრულებთ.

ქართველებს ჰყავთ საკმაოდ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები: ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე და კანკავა. ამავდროულად გყავთ ძლიერი ცენტრალური მცველები - გურამ კაშია და საბა კვირკველია. ჩვენ აუცილებლად უნდა ვითამაშოთ დისციპლინირებულად, გუნდურად და

აუცილებლად უნდა გავანეიტრალოთ ყველა საფრთხე, რაც საქართველოს ნაკრებისგან წამოვა.

მოლოდინი

იმედი გვაქვს სტადიონი დღეს სრულად გაივსება, ბილეთებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და ეს სასიხარულო ფაქტია. საქართველოს ნაკრებს შეუძლია ისტორიაში პირველად უეფას ეგიდით ჩატარებული ტურნირი ერთა ლიგა მოიგოს, ამიტომ თითოეულ მატჩში გვერდში დგომას და მხარდაჭერას საჭიროებს.

ერთად დავწეროთ ქართული ფეხბურთის ახალი ისტორია!

ნანა
მაინცდამაინც თამაშის დროს დაეკარგა ხმა ჩემს ტელევიზორს და ვერ გავიგე არაბიძე იყო თუ არა საერთოდ,იქნებ გამაგებინოთ
Emigranti
Komentarebs ratom blokavt cudsityvebs ar vcer da ratom aignorebt saertod agar shemoval am saitze qartulma marshma ro gaauqma ratom ar dadet statia eg aris tqveni demokratia.....
tngh
ყველას გისურვებთ მოგებას... უპირველეს ყოვლისა საქართველოსთვის!!!
ლადო
დღეს დარწმუნებული ვარ მოვიგებთ მაგრამ რაჭირს ამ ჩვენ ფეხბურთელებს როგორ იღებენ ასე ხშირად ტრამვებს ინტერესი მკლავს უბრალოდ როგორ ახერხებენ იქნებ ვიდეო არის ტრამვის მომენტის ასე იყო მჭედლოც ათამაშდება და უცებ ტრამვა იმედია მალე გამოჯანმრთელდება ქვილითაია და ისევ გაიტანს გოლებს
b-52
რა გვჭირს მოკლედ ყველა სპორტში? ფაიფურებივით ვიმტვრევით. 90 იანების გამოძახილი მგონია ეს.
ბაჩი
ზუსტადაც ერთად უნდა დავწეროთ ქართული ფეხბურთის ახალი საფეხურები.წარმატებები ჩვენს გუნდს!!!! და რა მოუვიდა ქვილითაიას,როგორ მეწყინა,ტიპი ფორმაში შედიოდა და აჰაა?...
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
მუნდიალი 2022. შესარჩევი: პორტუგალიას გამარჯვება მოპარეს - რონალდომ მოედანი სკანდალურად დატოვა [VIDEO]
თბილისში გამომგზავრებამდე ყაზახეთმა ასტანაში ლატვია ვერ დაამარცხა
პროფესორი მოსწავლის წინააღმდეგ - "ქართველებმა ლატვიას მასტერ-კლასი ჩაუტარეს"
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ბლექჰედების სასახლე, მოტორმუზეუმი, ქუჩის მუსიკოსები, ანუ მეორე დღე რიგაში
ყაზახეთის ნაკრებს ისეთი თარჯიმანი ჰყავს, რომ ლატვიელი ფეხბურთელი პრესკონფერენციაზე სიცილით კინაღამ ჩაბჟირდა [VIDEO]
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ