მარკოს ბაღდატისმა მიუნხენის ტურნირის პირველ წრეში ჟულიან ბენეტოს ძლევით ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

ამ კვირის ტურნირებზე პირველივე დღეს რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა და ჩვენს პირველ მიმოხილვას ერთ-ერთი ასეთი

სენსაციით დავიწყებთ.

ბარსელონას ტურნირს პირველ ნომრად განთესილი ჩოგბურთელი გამოეთიშა. მარიონ ბარტოლი პირველ წრეში მაგდალენა რიბარიკოვას ხვდებოდა. სლოვაკი საკუთარ გეიმებში ფრანგზე ოდნავ უკეთ თამაშობდა, მიღებაზე კი გაცილებით ძლიერი იყო - შვიდიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და საბოლოოდ შეხვედრა საათსა და 26 წუთში მოიგო.

ასევე აღვნიშნავთ იაროსლავა შვედოვას გამარჯვებას კაი-ჩენ ჩანგთან - ამისთვის ყაზახ ჩოგბურთელს ორი საათი და ცხრა წუთი დასჭირდა. ტურნირის მეექვსე ნომერმა რობერტა ვინჩიმ საათნახევარზე ნაკლები დრო დახარჯა სილვია სოლერ ესპინოსას დასამარცხებლად, მეორე ნომერი ალექსანდრა დულგერუ კი ჟუჟანა კუკოვას ანადგურებდა, როცა შეხვედრის მიწურულს ამ უკანასკნელმა ბრძოლის შეწყვეტა გადაწყვიტა.

ბარტოლისგან განსხვავებით, ეშტორილში განთესვის ლიდერმა წარმატებით დაიწყო ტიტულისკენ სვლა. ალისა კლეიბანოვამ სასტარტო მატჩში ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა ოლგა გოვორცოვა - თამაში 66 წუთი გაგრძელდა და რუსმა ოთხიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

ყველაზე სწრაფი გამარჯვება მეორე რუსს - ელენა ვესნინას ჰქონდა, რომელმაც ადგილობრივი ჩოგბურთელი ბარბარა ლუჟი სულ რაღაც 42 წუთში დაანადგურა. თუმცა ეს არც არის გასაკვირი - 17 წლის პორტუგალიელი, რომელიც უაილდ-ქარდით მოხვდა ძირითად ბადეში, ამჟამად რეიტინგის პირველი ათასეულის მიღმა იმყოფება.

აქაც დღეს განთესილი ჩოგბურთელების გავარდნის გარეშე არ ჩაუვლია. ეშტორილი დატოვეს ჟიე ჟენგმა (წააგო რომინა ოპრანდისთან) და ბეტანი მატეკმა (დამარცხდა მონიკა ნიკულეკუსთან).

ეშტორილში მამაკაცებიც თამაშობენ და აქ რთულ ბრძოლაში გააღწია მეორე წრეში ერთ-ერთმა ფავორიტმა კევინ ანდერსონმა. მან ტიემო დე ბაკერთან სამსეტიან მატჩს ორსაათნახევარი მოანდომა. განთესვის მეშვიდე ნომერმა ათი ბრეიკ-პოინტიდან ზუსტად ნახევარი გამოიყენა.

ვიქტორ ჰანესკუმ ორ სეტში დაამარცხა რუი მაშადო, ჟერემი შარდიმ კი ფრანგულ დერბიში ასევე ორ პარტიაში მოუგო ადრიან მანარინოს. კიდევ ერთ დერბიში პორტუგალიელი ჩოგბურთელები თამაშობდნენ - ორივენი პირველი სამასეულის მიღმა იმყოფებიან და ძირითად ბადეში უაილდ-ქარდით მოხვდნენ. საბოლოოდ ჟოაო სოუზამ მესამე სეტში გატეხა გასტაო ელიაშის წინააღმდეგობა.

მიუნხენში ტიტულის დაცვას შეუდგა მიხაილ იუჟნი, რომელმაც ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეძლო მატიას ბახინგერის დამარცხება. რუსმა საკმაოდ სწრაფად გამოიყენა სამიდან ორი ბრეიკ-პოინტი და ინიციატივა მოიპოვა რეიტინგის საუკეთესო ასეულში შესული გერმანელის წინააღმდეგ. ამის შემდეგ მოქმედმა ჩემპიონმა შვიდიდან ექვსი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და დამაჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე, რისთვისაც ჯამში საათი და 37 წუთი დახარჯა.

მარკოს ბაღდატისმა, როგორც იქნა, შეწყვიტა თავისი ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია - კვიპროსელი პირველ წრეში ფრანგ ჟულიან ბენეტოს გაუსწორდა. ზუსტად ასწუთიან მატჩში მარკოსმა 12 ეისის ჩაწოდება შეძლო. ორასიო სებალიოსმა თავის პირველ მოწოდებაზე მხოლოდ რვა ქულა დათმო და შესაბამისად, ორ სეტში გაუსწორდა რობერტ კენდრიკს.

ბელგრადის ტურნირის პირველ დღეს მხოლოდ სამი შეხვედრა გაიმართა და ერთ-ერთი ხანგრძლივი და დაძაბული ბრძოლით აღინიშნა.

დღე ბლაჟ კავჩიჩის გამარჯვებით დაიწყო - სლოვენიელმა ორ სეტში დაამარცხა შარშანდელი სეზონის საუკეთესო ახალბედა, გერმანელი ტობიას კამკე. ამის შემდეგ მიშა ზვერევმა სამ პარტიაში აჯობა დუდი სელას. ამ უკანასკნელს 19 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და მხოლოდ ხუთი გამოიყენა.

მთავარი მატჩი კი მასპინძელ იანკო ტიპსარევიჩსა და იაპონელ კეი ნიშიკორის შორის გაიმართა. პირველმა პარტიამ აზიელი ჩოგბურთელის კარნახით ჩაიარა, მაგრამ მოგვინებით წარმატების განვრცობა ვერ შეძლო. ტიპსარევიჩმა მეორე სეტში გაათანაბრა ანგარიში, გადმწყვეტი უპირატესობა კი მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე მოიპოვა, რომელიც "მშრალი" ანგარიშით მოიგო.

ATP

BMW Open

მიუნხენი (გერმანია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 500 ევრო

I წრე

ორასიო სებალიოსი (არგ)-რობერტ კენდრიკი (აშშ) 6:4, 6:4; მიხაილ იუჟნი (რუს, 1)-მატიას ბახინგერი (გერ) 7:5, 6:2; სერგეი სტახოვსკი (უკრ, 6)-დენის ისტომინი (უზბ) 5:1 ისტომინის უარი; მარკოს ბაღდატისი (კვიპ, 4)-ჟულიან ბენეტო (საფ) 7:6, 6:3.

Serbia Open

ბელგრადი (სერბეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 373 200 ევრო

I წრე

იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 7)-კეი ნიშიკორი (იაპ) 2:6, 6:2, 7:6(0); ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ)-ტობიას კამკა 7:6(0), 6:1; მიშა ზვერევი (გერ)-დუდი სელა (ისრ) 7:6(4), 3:6, 6:3.

Estoril Open

ეშტორილი (პორტუგალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

I წრე

ვიქტორ ჰანესკუ (რუმ)-რუი მაშადო (პორ) 6:3, 6:3; კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-ტიემო დე ბაკერი (ჰოლ) 5:7, 6:3, 6:2; ჟოაო სოუზა (პორ)-გასტაო ელიაში (პორ) 7:6, 3:6, 5:2 ელიაშის უარი; ჟერემი შარდი (საფ)-ადრიან მანარინო (საფ) 6:4, 6:3.

WTA

Estoril Open

ეშტორილი (პორტუგალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

I წრე

ალისა კლეიბანოვა (რუს, 1)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 6:2, 6:2; მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-ბეტანი მატეკი (აშშ, 5) 6:4, 5:7, 6:3; ელენა ვესნინა (რუს, 6)-ბარბარა ლუჟი (პორ) 6:1, 6:1; რომინა ოპრანდი (იტა)-ჟიე ჟენგი (ჩინ, 7) 6:4, 6:2; მატილდ იოჰანსონი (საფ)-ქსენია პერვაკი (რუს) 6:4, 6:3; ალა კუდრიავცევა (რუს)-ანასტასია როდიონოვა (ავსტრა) 1:6, 7:6(5), 6:4; იოჰანა ლარსონი (შვედ)-მაგალი და ლატრე (პორ) 6:3, 6:1; კეისი დელაკუა (ავსტრა)-შუაი ჟანგი (ჩინ) 6:2, 6:1.

Barcelona Ladies Open

ბარსელონა (ესპანეით). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

I წრე

მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ)-მარიონ ბარტოლი (საფ, 1) 6:4, 6:1; ალექსანდრა დულგერუ (რუმ, 2)-ჟუჟანა კუკოვა (სლოვაკ) 6:1, 5:0 უარი; რობერტა ვინჩი (იტა, 6)-სილვია სოლერ ესპინოსა (ესპ) 6:2, 6:3; იაროსლავა შვედოვა (ყაზ)-კაი ჩენ ჩანგი (ტაივ) 6:3, 2:6, 6:2; ჯილ კრეიბასი (აშშ)-აკგულ ამანმურადოვა (უზბ) 6:3, 6:3; ესტრელა კაბესა კანდელა (ესპ)-არანჩა პარა სანტონხა (ესპ) 6:3, 7:5; მარია ელენა კამერინი (იტა)-ევგენია როდინა (რუს) 6:4, 7:5.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა