ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

2 მატჩში 6 ქულა ავიღეთ? ავიღეთ - აბა, რით ვართ უკმაყოფილოები?

2 მატჩში 6 ქულა ავიღეთ? ავიღეთ - აბა, რით ვართ უკმაყოფილოები?

საქართველოს ნაკრების ერთა ლიგის მეორე ტურში ლატვიასთან მატჩმა თან კმაყოფილები დაგვტოვა, რომ მორიგი 3 ქულა მოვიპოვეთ და თან უკმაყოფილოები - თამაშის ხარისხმა. მოდით, მშვიდად განვიხილოთ ეს შეხვედრა.

ჩვენ გვავიწყდება, რომ კვალიფიკაციით რანგით მე-4, D ლიგაში ვთამაშობთ, ჩვენი მხოლოდ ერთადერთი ფეხბურთელი (ლევან მჭედლიძე) ასპარეზობს ევროპის ტოპ-4 ჩემპიონატში და გუშინ იმასაც არ უასპარეზია.

იყო შანსი, ახალ სეზონში კიდევ ორი მოთამაშე გადასულიყო ტოპ-4-ეულში, მაგრამ არ გამოვიდა: გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა" პლეი-ოფში დამარცხდა, ხოლო ოთარ კაკაბაძეს ტრანსფერი ჩაეშალა. საქართველოს ნაკრებს არა ჰყავს მსოფლიო დონის ფეხბურთელები, თუმცა ჰყავს ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდები, რაც მთავარია, ძალიან მონდომებულები, რომელთაც ახლო მომავალში შეუძლიათ დიდი ფეხბურთი ითამაშონ. ჩვენი ეროვნული გუნდი დაუბალანსებელია, რადგან ყველა რგოლში არ გააჩნია მაღალი დონის შემსრულებლები.

ერთა ლიგა იმითაა შესანიშნავი, რომ ჩვენნაირ გუნდებს მისცეს თავის წარმოჩენის საშუალება და უნდა ამოვიდეთ ჭაობიდან, ეს კი ადვილი საქმე არაა.

ამ ორ შეხვედრაში, რა თქმა უნდა, იყო გამართლების ფაქტორიც და მოდით, ვთქვათ ალალად, ორივე შეხვედრა 19 წლის ბიჭმა, გიორგი ჩაკვეტაძემ მოგვაგებინა. ყოველ შემთხვევაში, ამაში მას ლომის წილი მიუძღვის. იყო თუ არა ლატვიასთან პენალტი? თუ ფეხბურთის წესების მიხედვით ვიმსჯელებთ, იყო, მაგრამ ასეთ თერთმეტმეტრიანს ხშირ შემთხვევაში არ ნიშნავენ. მთავარი მსაჯი იმ ეპიზოდში მომენტის ადგილიდან შორს იდგა და ვერ შეამჩნია. სამაგიეროდ, კარსუკანა არბიტრმა დაინახა (გაახარებს ღმერთი!).

ალბათ, უადგილოა პარალელის გავლება, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. ესპანეთის ნაკრებთან ჩვენი მატჩები მახსენდება, სადაც ე.წ. ავტობუსი ჩავუყენეთ და თბილისში კინაღამ მოვუგეთ (მატჩის ბოლოს გავუშვით გოლი და წავაგეთ), მერე კი ევროპირველობის წინ ამხანაგურ მატჩში ვძლიეთ. ძნელია 11 კაცით კარში ჩამდგარი, ორგანიზებული გუნდის ძლევა და რთული თამაში მოსალოდნელი იყო. რა მაგის პასუხია და, ამას წინათ "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ჩიოდა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ კარგად ორგანიზებული დაცვითი გუნდების გატეხვაო. ასეთი შეხვედრების მოგება დიდ გუნდებს უჭირთ და რა გასაკვირია, რომ ჩვენც გაგვიჭირდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და სერიოზული ნაბიჯი გადავდგით წინ.

ბევრი კრიტიკა გამოითქვა მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის მიმართ სასტარტო შემადგენლობის დაყენებასთან დაკავშირებით. სხვა შემადგენლობა რომ დაეყენებინა, მაინც გააკრიტიკებდნენ, თუმცა მაინც ვერ გავიგე, საერთოდ რატომ ჩამოიყვანა კარგ ფორმაში მყოფი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიიდან, თუ 1 წუთსაც არ ათამაშებდა. ვერაფრით ვერ გავიგე, რატომ აგვიანებს მუდამ შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელებას, რატომ ვერ ცვლის თამაშისას ტაქტიკას და ა. შ. შეიძლება არ აქვს ამის რესურსი, შეიძლება ვერ ახერხებს გუნდის გადაწყობას და ამის უნარი არც გააჩნია.

ძალიან, ძალიან დააკლდა გუნდს გიორგი ქვილითაია. ყაზახეთთან ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, ლატვიასთან მისი თამაში უნდა ყოფილიყო, რამეთუ ის არაა იმ ტიპის ფორვარდი, რომელიც ცენტრში ბურთს მოიპოვებს, რამდენიმე მცველს მოატყუებს და გოლს გაიტანს. მას ჩაგდებულ ბურთზე ეხერხება თამაში და გუშინ სწორედ ამის შესაძლებლობა მიეცემოდა. ნიკა კაჭარავას შარშან "კორონაში" კარგი მონაკვეთი ჰქონდა, მაგრამ ტრავმის მერე ფორმიდან ამოვარდა და ვეღარ ჩადგა, ხოლო "ანორთოსისში" თამაში არ წაუვიდა და ბექა მიქელთაძის დუბლიორია და იკითხავს ახლა ზოგიერთი, მაშინ მიქელთაძემ რაღა დააშავა, რომ არ იძახებენო?..

მოკლედ, სამსჯელო და საკამათო ბევრია, ამ ორმა მატჩმა არაერთი კითხვა დაბადა, თუმცა, რაც მთავარია, 6 ქულა ავიღეთ. წესით, ჯგუფი უნდა მოვიგოთ, პერსპექტივა გაჩნდა, წინ გადაიდგა ნაბიჯი და მართალია, მაქსიმალისტები უნდა ვიყოთ და თამაშის უკეთესი ხარისხი უნდა მოვითხოვოთ, მაგრამ ნამეტანი პრეტენზიულებიც ნუ ვიქნებით.

ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

• გიზოგ

მადლობა თორნიკე, გაიხარე და ჩვენი ნაკრების ევროჩემპიონატზე გასვლით გვეზეიმოს.

• რა მაფიაა?

სამი წლის მანძილზე ვერ შეძლო ნაკრების შექმნა ძაან ღადაობაა... სამი წლის მანძილზე სულ დამტვრეული უყო 2-3-4 წამყვანი მოთამაშე და 3-3 დღით იკრიბება ნაკრები და ამის გათვალისწინებითაც რამდენიმე კარგი თამაში შემოგვთავაზა... კაი თამაში და ვერ მოვიგეთ არ მოგწონთ, სვარკა იყო და მოვიგეთ არ მოგწონთ, მაგარი ტრენერი ჩამოვიყვანოთ და ბევრი ფული მივცეთ არ მოგწონთ და აბა ანჩელოტი უფულოდ არ ჩამოვა და თან ტრანსფერებს ვერ განახორციელებს და ჩამოყალიბდით ჯერ რა... 3 წელიწადში სუპერ ტრენერები, კლუბს ვერ აყალიბებენ დღეში ორჯერ ვარჯოშით და ვისაც უნდა იმას რო ყიდულობენ ისე და ტრავმიან ნაკრებს 3 დღიანი შეკრებით მეტს როგორ თხოვთ... ბოლო 8 თამაშიდან 6 მოიგო კაცმა და 1 წააგო და 1 ფრე ითამაშა... მეტი რა გინდათ ვერ გავიგე მე პირადად. არც ვაისის დამცველი ვარ თავგადაკლული, მარა რაღაცას დაამსგავსა კაცმა, შედეგი არის, ხან კარგად თამაშობენ ხან სვარკით იგებენ... ამ ეტაპზე ამაზე წუწუნი უადგილოდ მეჩვენება

• რა მაფიაა?

3 დღით ნაკრების შეკრებით გინდათ რო კომბინაციური ფეხბურთი ათამაშოს ვაისმა? ტიპს იმენა მიზანი აქვს რო ჯგუფი მოიგოს... ნახევარი ესპანეთი რეალში და მეორე ნახევარი ბარსაში თამაშობს წლებია და ორივე ერთად წელიწქდში ასჯერ ხვდება ერთმანეთს და შეთამაშება თუ გინდა ეგაა და ეგეთ ესპანეთს მართლა კინაღამ მოვუგეთ რამდენიმე წლის წინ ოფიციალურ მატჩში და ძალიან ძნელია ასე თამაში... ვაისი შეიძლება ვარსკვლავებს არ წყვეტს მაგრამ აქვს ამ კაცს ავტორიტეტი გუნდში, პრინციპულობა რო ზუსტად ჩვენი წუწუნის გამო არ დააყენოს ვინმე, იხეალური ატმოსფეროა გუნდში და ძალიან ბევრი პლიუსი აქვს კიდე... ჯანსაღი კრიტიკა შეიძლება, მაგრამ ეხლა იმის მოთხოვნა რო გავუშვათ, არის აბსურულზე აბსურდული... ამიტო ჯანსაღი კრიტიკით, ის რო შეცვლა შეიძლება ცოტა ადრე გააკეთოს ან რამე მსგავსი შეიძლება, მარა ჩვენზე უკეთ ერკვევა სიტუაციაში და ჩვენზე უკეთ იცი ტაქტიკა და როდის რა უნდა ქნას... შორიდან მაგრები ვართ, pes18 da fifa ხო არაა, გადი ითამაშე მარტო... მილიონი ფაქტორია გასათვალისწინებელი...

• გიზოგ

ჩვენ ვართ ისეთ ჯგუფში სადაც ყველა ავტობუს გვეთამაშება, რადგან აქ ფავორიტები ჩვენ ვართ. რა ვქნათ ვიძახოთ ავტობუსის წინააღმდეგ ძნელია თამაშიო, თუ გამოვნახოთ ხერხები ასეთი გუნდების დასამარცხლებლად. ეგ ''ავტობუსი'' გამოგონილია დიდი ხანია, ადრე მას გულშემატკივრები ''ბეტონს'' ვეძახდით. ჩვენ წინააღმდეგ ასე თამაშობდნენ ''კრილია სოვეტოვი'', ''მოლდავა კიშინოვი'', კაირატი და ა.შ. მათ წინააღმდეგ მწვრთნელი უფრო დიდ ყურადღებას აქცევდა ტექნიკურ თამაშს, მეტი ინდივიდუალიზმი იყო წინ წამოწეული. რადგან ორგანიზებული, დაპროგრამირებული გუნდი უნდა დააბნიო მაღალ სისწრაფეზე არაორდინალური თამაშით. როცა ის ელოდება და ემზადება, რომ პასს მისცემ პარტნიორს, მოწინააღმდეგე კეტავს ყველა შენ პარტნიორს და სივრცეებს, ამ დროს კი დრიბლინგით ატყუბ და მაღალ სისიწრაფეზე მიიწევ საჯარიმოში კარისკენ, მოწინააღმდეგეს ისღა რჩება თავდამსხმელი წესების დარღვევით შეაჩეროს ან შეუშვას მეკარესთან პირისპირ გოლის გასატან პოზიციაზე. შემთხვევითი არ იყო, რომ წინა ორი თამაში სწორედ სწრაფმა და ტექნიკურმა ფეხბურთელმა ჩაკვეტაძემ მოგვაგებინა. ასეთი ფეხბურთელები საკმაოდ გვყავს და მათ უნდა მივცეთ სათამაშო დრო ასეთ თამაშებში. ასეთ თამაშს მეტი სისწრაფე და მეტი ტექნიკა უნდა დავუპირისპიროთ. და არა ისეთი, როგორც ლატვიასთან. იშვიათად, მაგარამ ხომ გადმოდიოდნენ შეტევაზე და იხსნებოდა სივრცეები, მაგრამ ჩვენ ნელი ტემპით ვიწყებდით შეტევას ან გადავდიოდით კონტრშეტავაზე, რა დროსაც ის ახერხებდა თავის ე. წ. ავტობუსის დალაგებას. არადა ასეთი ორი-სამი მომენტიც, რომ მიეცემა გუნდს მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს და თავი უნდა დავანებოთ წუწუნს ის ავტობუს მეთამაშება, ის ტოპ ლიგის მოთამაშეებითაა გაძეძგილი და ასე შემდეგ. წარმატება მრავალფეროვანი ტაქტიკის მქონე მწვრთნელების და გუნდების თანამდევია. ამას ვუსურვებ სწორედ ჩვენს ნაკრებს.

• ალექსანდრეს

მონტენეგრო c ჯგუფშია

• ირაკლი

ყველაფერი სწორია გარდა ერთისა, ფინალური დუელი ერთი მატჩისგან შედგება და მასპინძელ ქალაქს უეფა შეარჩვევს.

• tngh

უკმაყოფილებასთვან დაკავშირებით, დათვის ამბავი მახსენდება... რომ "იშოვნა" და "დაიწუნა".

• გიზოგ

გთხოვთ ქართულად წერეთ, რომ ადვილად წავიკითხოთ.

• კახა

ძლივს არ ვეღირსეთ ვაისზე შედარებით ნორმალურ შეფასებას და მის დამცველებს ვეკითხები კაცს რომელსაც შესარჩევში ოფიციალური თამაში არ მოუგია გააჩერებენ ნაკრების სათავეში? ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში კისრისტეხვით გამოაგდებდნენ ამ კობიაშვილის გამკვირვებია ასეთუ ისე ევროპულ ფეხბურთს არი ნაზიარები არ მინდა ვიფიქრო რამე მაქინაციებს ააქვს ადგილი.

• lasha

დაცდილი არ აქვს? 3 წელია აქ არის. წელიწადში 4 ჯერ ჩამოდის საქართველოში 3 დრით. ჭამს სვამს, ხელფას იღებს და მიდის. თამაშებს ეგ არ ესწრება, სელექციას ეგ არ აწარმოებს. როცა არ გაქვს ტვინი ვინ რას აგირევს? :) 3 წლის განმავლობაში ვერავინ გაიგო რას თამაშობს ნაკრები :)

• რა მაფიაა?

თორნიკეს 100% იანია... ფაქტი ერთია რო ვაისი სრული პასუხისმგებლობით უდგება საქმეს და ჩანაფიქრს მისდევს ფეხდაფეხ... და უკიდეგანო კრიტიკა უადგილოა... თავის გეგმას მიყვეს თუ თითოეული გულშემატკივრის და ჟურნალისტის სურვილი გაითვალისწინოს... ჯგუფი მოვიგოთ თუ გინდა ყველა თამაშში ტრუხა პენალი დაგვიდონ და ანდორასთანაც გაგვივარდეს შემთხვევით და მერე შესარჩევში უკვე შეიძლება ორგანიზების კუთხით აქტიური მუშაობა... ეხლა ამ კაცის ტვინში რაღაცეების არევა არ შეიძლება და ჩვენი მხრიდან დალაგებული და სუპერ ლამაზად მოთამაშე გუნდის მოთხოვნა არის დაუნახაობა... იტალია და ინგლისი და ბევრი კიდე ვერ თამაშობს ასე და ჩვენ რატო გვინდა ეგრევე, როცა ბოლო წლებში პირდაპირი გაგებით ჭაობში ვართ კისრამდე... აცადეთ ბატონო, ერთხელ ხო შეიძლება მშვიდად მუშაობა ვაცადოთ მწვრთნელს და მადლოვა ვუთხრათ იმისთვის რო ბოლო 8 თამაშიდან 6 მოიგო და 1 ფრე ითამაშა... სუსტ გუნდებს მოგება არაფერია ვიღაც იტყვის მაგრამ იმ სუსტ გუნდებსაც ვერ ვუგებდით, მარტო ძლიერ გუნდებთან გვქონდა რამდებიმე კარგი მომენტი, უნდა ვისწავლოთ და მივეჩვიოთ სუსტ და საშუალო გუნდებთან პირველ ნომრად თამაშს, რაც არ იცის ჯერ ნაკრებმა... აცადეთ ბატონებო, აცადეთ...

• lasha

ვაისის ფორმაციის ნაკრები ვერ თამაშობს თანამედროვე ფეხბურთს. მე პირადად ცხადაძის სტილი გაცილებით მომწონდა. ის რომ ნაკრებს არ ყავს ფეხბურთელები ეს ვაისს თავის მართლებაა. არის რამოდენიმე ფეხბურთელი რომელიც ევროპის სასუალო დონის გუნდშია, ასე რომ უვარგისები რომ იყვნენ მათ იქ არავინ გააჩერებდა და არც ხელფასს გადაუხდიდა. 3 წლის განმავლობაში ვაისმა ვერ შეზლო ნაკრების შექმნა. გუნდის სტრატეგიაა- გადით, დადექით თქვენ პოზიციაზე, იქნებ გაგვივარდეს და გოლიც გავიტაანოთ. სულ ეს არის. არანაირი კომბინაცია და ვარჯიშემზე დამუშავებული სქემა.

• თორნიკე

მეგობრებო, აქ უმეტესობამ არ უცის თუ რა მნიშვნელობა აქვს, რაოდენ დიდი ჯგუფის მოგებას! შევეცდები ავხსნა. 1.ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გადადის ც დივიზიონში. 2. ჯგუფების გამარჯვებუს შემდეგ იქნება ევროპის შესარჩევის წილისყრა და მოვხვდებით გაცილებით უკეთეს კალათაში ვიდრე აქამდე რადგან კალათებუ შედგება ერთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით. 3. სულ იქნება ათი ჯგუფი და პირველი ორი ადგილი ანუ ჯამში 20 გუნდი პირდაპირ მოხვდება ევროპის ჩემპიონატზე. 4.თუ საქართველოს ნაკრები ჯგუფში დაიკავებს პირველ ან მეორე ადგილს შესაბამისად მოხვდება ევროპაზე. 5. თუ ვერ მოხვდა ჯგუფიდან ევროპაზე,ამ შემთხვევაში უკვე ჩაერთვება ფლეი ოფ ში იმ შემთხვევაში თუ ერთა ლიგის ჯგუფში სადაც ეხლა ვთამაშობთ გავალთ პირველ ადგილზე. სადაც შევხვდებით ნახევარფინალში დანარჩენი ჯგუფების გამარჯვებულთაგანს ნახევარ ფინალში დ ლიგიდან. თამაში იქნება გასვლა სახლში. ნახევარფინალის შემდეგ იქნება ფინალი ისევ გასვლა შინ 2 თამაში და საბოლოოდ დ ლიგის გამარჯვებული მოხვდება პირდაპირ ევროპაზე.აღნუშნული ფლეიოფები გაიმართება 2020 წლის მარტში. 6. ასე რომ ერთა ლიგის ჯგუფურის შემდეგ დაიწყება ევროპის შესარჩევი, როგორც აქამდე იყო და თუ იქედან ვერ მოვხვდით შემდეგ კიდე მოგვეცემა შანსი თუ მიმდინარე ჯგუფში სადაც ეხლა გამოვდივართ გავალთ პირველ ადგილზე. ასე რომ ამ ჯგუფის მოგება არის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომაც არის რომ ვაისი ძააან პრაგმატულს თამაშობს და როცა იგებს მერე დაცვას აძლიერებს და ფხიზლობს. რომ ამბობთ ეს გამოიძახეთ და ის გამოიძახეთო, ეხლა არ არის ექსპერიმენტების დრო, ეს ჯგუფი უნდა მოვიგოთ და შემდეგ შესარჩევზე შეიძლება ექსპერიმენტები რადგან უკვე მივიღებთ დამატებით შანსს და 2020 წლის მარტში გვეყოლება საბოლოოდ ძლიერი გუნდი რომელიც მოიგებს ფლეიოფებს. ასე რომ ვაისს ეგრე ძაანაც ნუ კიცხავთ. იცის ამ კაცმა რასაც აკეთებს!!!!

• ზაზა

ცხრილი დადეთ და წესები ზუსტად აგვიხსენით რა. ანუ ნახევარფინალი როდისაა, ერთი თამაშისგან შედგება თუ ორისგან, თუ ერთია ნეიტრალურ მოედანზეა? ასევე ფინალი როდისაა და ასევე 1 თამაშია თუ 2? ევროპის შესარჩევი როდის იწყება და აქ გამარჯვებულის თამაშს მანდ რაღა აზრი აქვს და ა.შ. წინასწარ მადლობა ✌

• ალექსანდრე

კაი, მოვიგეთ ჯგუფი, მონტენეგროს რას ვუშვრებით (შესარჩევზე), ჩერნოგორია რომ ეძახიან, მაგალითად... ევროპაზე გამსვლელ ადგილს წავართმევთ?

• შოთა გუგეშაშვილი

ნორვეგია ან ბულგარეტს შევხვდებიტ არ მგონია კვიპროსი ან ბელარუსი

• romardos

მართალიხარ,კრიტიკის მიზეზი სულოინახება,მაგრამ აშკარად რომ გყავს კაჭარავაზე უკეთესი თუარა მსგავსი მაინც,გამოცვალე რა იმას ხომ ხედავ არწაუვიდა თამაში....

• elgvisa

100-იანი ხარ ძმაო.....

• ემირი

მართალს ამბობს ეს კაცი, ლატვამ ძმაო ძაან მაგრად დაიცვა თავი.პენალტი იყო, იყო კოჭთან შეხება რამაც გამოიწვია გიორგის წაქცევა. და საკამათო აქ რაარის ვერ გავიგე თუ უნდა მოემტვრია ფეხი უფრო ძლიერად დაერტყა კოჭში და მერე არიქნებოდა საკამათო.ისე პირველტაიმში ყაზაიშვილს არ უნდა გაემაზა ის დარტყმა.ასპროცენტიანი მომენტი იყო.

• Amberki

სუსტ გუნდებთან რომ ვთამაშობთ და თამაშის ხარისხი მაინც რომ არ გვივარგა, ესაა პრობლემა.

• cotne

ადმინ, რატომ მიბლოკავ?

• romandro

ra shemadgenlobac arunda daeyenebia da ra shecvlebic eketebina...ararsebobs mainc gaakritikebdnen...ararsebobs shemadgenloba romelsac kritika armoyves...

• მინდია

საბა ლობჟანიძეა გამოსაცადი ანდორასთან ცენტრ ფორვარდად,ძალიან სწრაფია და თანაც გამტანი.

• wereteli

6 kulis kvela kartvels unda gvixarodes, magram ar dagvavitkes vis movuget, am tamashis xarisxit ar gvekneba didi shansi shemdeg etapze, amitom vtuxvart gulshematkivrebi, weisis xelshi amaze karg tamashs ver vachvenebt, amitom tavshi nu agivardebat, mere uxerxulad igrznobt tavs!

• იაგო

ისე ნუ ვიზამთ ერთალიგის უკანასკნელ დივიზიონში 2 მოგება სატრიპაჩოთ გავიხადოთ და კრიტიკის აუცილებლობა შევზღუდოთ

• შოკირებული გულშემატკივარი

გილოცავთ 6 ქულას! ყოველთვის არ გაგვიმართლებს. სასწრაფოდ მოძებნეთ თავდამსხმელი ახალგაზრდებში. მალე ყველა მწვრთნელი მიხვდება თავდამსხმელი რო არ გვყავს და შესაბამის ტაქტიკას აირჩევს. ამ ლიგაში ასპარეზობა საამაყო არ არის მაგრამ მეტი ჯერ არ შეგვიძლია. მადლობა ჩაკვეტაძეს და ნავალოვსკის და ყველა დანარჩენებს!

• Ziqenbud

მართალია წინ დიდი გზა გველის (ფლეი-ოფში მაკედონიას და ბელარუსიას ვგულოსხმობ), მაგრამ მჯერა რომ გავალთ ევროპაზე ღმერთის წყალობით! ხოდა აი იქ, ოდნავ ძლიერ გუნდებთან რას იზამს ვაისი ხო წარმომიდგენია, ქეცბა მონაგონი იქნება, 10-0-0 ტაქტიკით ათამაშებს ალბათ გუნდს...

• გიორგი

საერთოდ, ფეხბურთი საინტერესო თამაშია და მართლაც ყოველმხრივ და ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ჯორდანო ბრუნო....არა, უკაცრავად, ისა,...რა უნდა მეთქვა... მოკლედ, ციყვებიიიიი

• kaxa

ჩვენ ალაბათ გაარჯვებულის მენტალიტეტი გვაკლია, ამას იმიტომ ვამბობ რომ ბოლო წუთებზე ყაზახეთთან და ლატვიასთან შეშინებული ბავშვებივით ჩავჯექით დაცვაში და ვიგერიებდით უაზროდ ბურთებს. ცალკე თემაა მწვრთნელი,რომელსაც ნორმალური ფეხბურთელები ყავს ამ ჯგუფის მოსაგებად,მაგრამ სათანადოდ ვერ იყენებს. ვაისმა შარშან ვერცერთი თამაში ვერ მოუგო მოლდავეთს და მე მაგალითად იქ დავკარგე ამ კაცზე წარმოდგენა, ძალიან ჯიუტი ადამიანი ჩანს რომ აიჩემებს რამეს კაცი ვერ გადაათქმევინებს. კიტეიშვილი მართ

• კირკიტა

მიქელთაძემ კი არა, ბეგლარიშვილმა რა დააშავა? კაჭარავას აღარ ჯობია, კაცო?! მეორე წელია რეიტინგით საქართველოზე მაღალ ჩემპიონატში ბომბარდირი ხდება.

• euhh

პეპ გვარდიოლა,სიტი,ლივერპული და ცოთა დაბლა რომ იფრინო არა??სნ რა შედარებებია?სიტის უჭირს იუნაიტედთან ავტობუსის გარღვევა და ლიტვასთან ორი ავტობუსის გარღვევაც არუნდა გვიEირდეს და არც გაგვიჭირდებოდა 6 მცველის ნაცვლად შემტევი სასტავი რომ დაეყენებინა,გამოეყბანა დროზე გვილია,არაბიძე და შეეცვალა კაჭარავა,ჯერ ისეარაფერია და რომხედავ არწაუვიდა თამაში შეცვალე..ანუ იმისთქმა მინდა რომ ვაისი რომ მშიშარა მწვრთნელი არ იყოს გუშინ უკეთესი შედეგი გვექნებოდა...ბიმედია კიდეუფრო დალაგდებიან და ბიზეომებთ შედეგს...წარმატებები და სულ გამარჯვებები.....

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

მუნდიალი 2022. შესარჩევი: პორტუგალიას გამარჯვება მოპარეს - რონალდომ მოედანი სკანდალურად დატოვა [VIDEO]

თბილისში გამომგზავრებამდე ყაზახეთმა ასტანაში ლატვია ვერ დაამარცხა

პროფესორი მოსწავლის წინააღმდეგ - "ქართველებმა ლატვიას მასტერ-კლასი ჩაუტარეს"

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..

ბლექჰედების სასახლე, მოტორმუზეუმი, ქუჩის მუსიკოსები, ანუ მეორე დღე რიგაში

უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა

რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

ყაზახეთის ნაკრებს ისეთი თარჯიმანი ჰყავს, რომ ლატვიელი ფეხბურთელი პრესკონფერენციაზე სიცილით კინაღამ ჩაბჟირდა [VIDEO]

უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა

მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]