"დეტროიტ პისტონსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია მიმდინარე სეზონის წინ დაიმატა, რათა საკუთარი გუნდისთვის დამატებითი ენერგია მიეცა.

მიუხედავად იმისა, რომ ანდრე დრამონდი აუცილებლად მთავარი ცენტრი იქნება, ფაჩულიას შეუძლია გუნდს მისცეს ის რაღაც, რაც დრამონდს აკლია.

გარდა ამისა, ზაზა დრამონდის შესანიშნავი შემცვლელი იქნება. ანდრემ მოახერხა, რომ კარიერის ამ მომენტისთვის ტრავმები აერიდებინა, თუმცა გამორიცხული არაფერია. მართალია, ფაჩულია არ არის იმავე დონეზე, რა დონეზეც მისი კონკურენტია, თუმცა ის ვეტერანი დუბლიორის როლს მოირგებს.

ეს სეზონი ზაზასთვის რიგით მე-16 იქნება NBA-ში. იგი "გოლდენ სტეიტიდან" მოდის, სადაც გამარჯვებას არის მიჩვეული. მიუხედავად იმისა, რომ ის ამ გამარჯვებების მთავარი მიზეზი არ ყოფილა, მისი გამარჯვებულის მენტალიტეტი გუნდს აუცილებლად დაეხმარება.

Hoopshabit.com-მა ქართველ ფორვარდს 2018-19 წლების სეზონისთვის სამი მთავარი მიზანი დაუსახა:

1. შეინარჩუნოს საშუალო დისტანციიდან სროლის ხარისხი

გასულ სეზონში ზაზამ 3-5 მეტრის დისტანციიდან ნასროლი ბურთების 50 პროცენტი ბადეში მოაქცია. ეს საშუალოზე მაღალი შედეგია ზაზას საშუალო შედეგთან შედარებით მთელი კარიერის განმავლობაში. დრამონდთან შედარებით, ზაზა ამ კომპონენტში უკეთესია. ამასთან ერთად, ფაჩულიას შეუძლია ზონები გაუხსნას ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან რეგი ჯექსონი და ბლეიქ გრიფინი.

გასულ სეზონში ამ დისტანციიდან მან 27-ჯერ ისროლა. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია, თუმცა 2014-15 წლების სეზონში, როცა ქართველი კალათბურთელი "მილუოკიში" თამაშობდა, ამ პოზიიიდან 166 სროლა შეასრულა.

ამ სეზონში სროლების რიცხვი ასეთი მაღალი აღარ იქნება, თუმცა ზაზა აუცილებლად დაეხმარება თანაგუნდელებს.

2. პასის რაოდენობის გაზრდა

ძალიან ცოტა ფორვარდს შეუძლია იპოვოს თანაგუნდელი პერიმეტრთან, ფაჩულიამ კი ბოლო წლებში ეს კომპონენტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. წინა სეზონში 36 წუთში ის საშუალოდ 4 პასს აკეთებდა, თუმცა, ამავდროულად, შარშან ის საშუალოდ 14,1 წუთს თამაშობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მომატება შეუძლია.

თუ ფაჩულია ბურთით ხელში ირგვლივ მიმოიხედავს, აუცილებლად დაინახავს თანაგუნდელებს, რომლებსაც შეტევის უკეთ გაგრძელება შეეძლებათ. გრიფინს და ზაზას შეუძლიათ, შექმნან დიდი კაცების საინტერესო წყვილი, რომლებმაც იციან, როგორ უნდა შეუქმნან პრობლემები მეტოქეს.

3. ჯანმრთელობის მდგომარეობა

საბედნიეროდ, ზაზა ფაჩულიას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა არასდროს ჰქონია. ის მინიმუმ 52 მატჩს თამაშობდა სეზონში მთელი კარიერის განმავლობაში. ცხადია, ის ძირითადი ხუთეულის წევრად არ განიხილება, თუმცა აუცილებლად მოუწევს დრამონდის შეცვლა. მას შეუძლია საშუალოდ 15-20 წუთი დაჰყოს პარკეტზე და ის მუდამ მზად უნდა იყოს. იმედია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დარჩება ისეთივე მყარი, როგორიც ის აქამდე იყო და ქართველი ცენტრის ტრავმა დვეინ ქეისის პრობლემებს არ შეუქმნის.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს 2018/19 წლების სეზონი 16 ოქტომბერს დაიწყება.

გია
რა იყო გაუგებრობის მიზეზი ჩემძთვის უცნობია. ჩემთვის ეჭვს არ იწვევს ზაზას საჭიროება და მისი პროფესიონალიზმი. ზაზა არის ის კაცი, რომელმაც ერთერთი უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა იმაში, რომ ჩვენი ნაკრები ევროპაში წამყვან როლებს თამაშობდა. მნიშვნელოვანია ზაზას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. მე მგონია ეხლაც შეიძლება ზაზასთან ლაპარაკი და მისი ნაკრებში დაბრუნება, თუ მან საკალათბურთო კარიერაზე უარი არ განაცხადა.
ქართველი
ნამდვილას სასარგებლო იქნება
status quo
რა გინდა,გიტარასავით აქვს ზაზას აწყობილი საქმე.
სოსო
ზაზა ნაკრებს ძალიან გამოადგებოდა, ალბათ ნაჩქარევი და ემოციური იყო მისი გადაწყვეტილება, თან ზოგიერთი გულშემატკივრის კომენტარებმა ნამდვილად გული ატკინა და შესაბამისი რეაქცია ჰქონდა. ძალიან დიდი პიროვნება და სპორტსმენია ზაზა და ყოველთვის გვეყვარება და გვემახსოვრება . ჩვენს კალათბურთს არ ყავდა ესე ნაადრევად დასაკარგავი პიროვნება..... პ.ს. იქნებ შეიცვალოს გადაწყეტილება.
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEOS] ბითაძის სათამაშო დრო გაიზარდა, სანდრომ 10 ქულა დააგროვა - ქართველების გუნდები დამარცხდნენ
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილის სუსტი მატჩი - "ტორონტო რაპტორსი" "დეტროიტ პისტონსთან" დამარცდა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 4 ქულა და 3 მოხსნა - "ორლანდომ" "დეტროიტი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ბითაძის 23 წუთი - "ორლანდო" "დეტროიტთან" დამარცხდა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
სანდროს 3 სამქულიანი - "სან ანტონიო" "დეტროიტ პისტონსთან" დამარცხდა [VIDEO]
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ