შსს-ს გამთამაშებელი ხელის ტრავმის გამო გუნდს საპლეიოფო მატჩებში ვერ დაეხმარება
რეგულარული ეტაპის ბოლო ტურს შსს-ს გამთამაშებელი ბექა წივწივაძე ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს. იგი შსს-ს "სოხუმთან" მატჩში ვერ დაეხმარა. ამის მიზეზი დისკვალიფიკაცია იყო, რომელიც მან "არმიასთან" მატჩისას მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო. თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, ბექა "სოხუმთან" მაინც ვერ ითამაშებდა... ხელი აქვს ნატკენი.

- თავიდან გვეგონა, ტრავმა სერიოზული არ იყო, ხელის მტევანზე მოტეხილობა არ გამოჩნდა. ვარჯიშს ვაგრძელებდი და დაცხრობას ველოდი, - გვითხრა გუშინ ბექამ.

თუმცა, ტრავმა იმაზე გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ექიმები და თავად ბექა ვარაუდობდნენ...

- ამასწინათ კიდევ ერთხელ გადავიღე სურათი და მოტეხილობა აღმოჩნდა. შეხორცების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა ექიმებმა მითხრეს - ერთი თვე უნდა დაისვენოო. გამოდის, რომ სეზონი დავასრულე...

არადა, პლეი ოფი ახლა იწყება და შსს-ს მეტად საპასუხისმგებლო მატჩები ელის, მწვრთნელ დავით უსტიაშვილს კი წივწივაძის მეტად ეიმედებოდა. თავის მხრივ, იმედს არ კარგავს თავად კალათბურთელი:

- ძალიან გამიჭირდება ერთი თვე მოთმენა, მაშინ, როცა გუნდს საპლეიოფო მატჩები ელის. "სოხუმთან" მეოთხედფინალს გამოვტოვებ და თუ ნახევარფინალში გავედით... იქ დიდია ალბათობა "არმიას" დავუპირისპირდეთ. იმედი მაქვს მანამდე ტრავმა მომიშუშდება და...

შეგახსენებთ, რომ ბექა წივწივაძემ (1989 წელსაა დაბადებული, 190 სმ სიმაღლისაა) მიმდინარე სეზონი "ენერჯიში" დაიწყო. მანამდე ორი წლის განმავლობაში "აგრარულის" ლიდერი იყო. 2011 წლის იანვარში იგი რუსთავური "ენერჯიდან" შსს-ში გადავიდა და ახალი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის სქემებს კარგად მოერგო. თავად განსაჯეთ, ძალოვანთა გუნდში საშუალოდ 6.8 პასს ასრულებს.

შსს-ში იგი 9 მატჩში საშუალოდ 29 წუთს თამაშობს, 10.7 ქულას, 4.1 მოხსნას, 6.8 პასსა და 1.8 ჩაჭრას აგროვებს.

"ენერჯიში" მისი მონაგარი ასეთი იყო: 10 მატჩი, 31.4 წუთი, 14.3 ქულა, 5.1 მოხსნა, 4.4 პასი, 1.9 ჩაჭრა.

არც სუპერლიგაში ნათამაშები ოთხი სეზონის საერთო სტატისტიკა გამოიყურება უღიმღამოდ: 67 მატჩი, 33.3 წუთი, 15.2 ქულა, 5.2 მოხსნა, 5.8 პასი, 1.7 ჩაჭრა.

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე