ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "დინამომ" "საბურთალოს" 2:1 სძლია.

პირველ ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები კი ფლობდნენ, მაგრამ შეტევების ორგანიზება უჭირდათ. აშკარაა, გუნდს კიტეიშვილის წასვლის შემდეგ ლიდერი და თამაშის წარმართავი არ ჰყავს. მეტნაკლებად ამის გაკეთებას შენგელია ცდილობდა.

რაც შეეხება სტუმრებს, მშვიდად გაუძლეს უხიფათო იერიშებს და შესვენების წინ იქით შეუტიეს. შეუტიეს და მიზანსაც მიაღწიეს. ჯერ მეკარე სიკაჩმა მოიგერია ვოლკოვის დარტყმული ბურთი, ხოლო შემდეგ კუთხურისას ტანმორჩილმა კოხრეიძემ მეორე სართულზე ბრძოლა მოუგო მეტოქის მცველს, მისი თავური გოლკიპერმა მოიგერია, მაგრამ დასწრებაზე ყველას მარგველაშვილმა აჯობა და 0:1.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, "დინამოს" მწვრთნელმა კაჭარავამ თავდასხმის გასაძლიერებლად ივანისენიას ნაცვლად ვაწაძე შეუშვა მოედანზე და ამან უმალ გამოიღო შედეგი - შენგელიას ჩაწოდებული ბურთი ვაწაძემ თავით დაარტყა, რომელიც კუპატაძემ მოიგერია და რეხვიაშვილისგან რიკოშეტით ავტოგოლი გავიდა.

თითქოს ფრე გარდაუვლად მოჩანდა, მაგრამ ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ აქტიურმა შენგელიამ ლამაზი გოლი გაიტანა და "დინამომ" "საბურთალოსთან" ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. თან, "დინამოს" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

თბილისი. "დინამო არენა"

დინამო - საბურთალო 2:1

გოლები: 0:1 გაგი მარგველაშვილი (45+4), 1:1 გიორგი რეხვიაშვილი (58, საკ. კარში), 2:1 შენგელია (90+3)

დინამო (4-2-3-1): სტეფან სიკაჩი, ლაშა თოთაძე (კ), ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (გიორგი ივანიშვილი 78), ბაქარ ქარდავა, ბუდუ ზივზივაძე (ლაშა ქოჩლაძე 66), აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია (მათე ვაწაძე 56), ლევან ხარაბაძე, ლევან შენგელია, ნიკა ნინუა

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

საბურთალო (4-1-2-3): ლაზარე კუპატაძე (კ), ნოდარ იაშვილი, გაგი მარგველაშვილი, დავით ვოლკოვი, გიორგი კოხრეიძე (დავით თარგამაძე 73), ლუკა ლაკვეხელიანი, ელვინ ტერა (დიმიტრი ტატანაშვილი 79), თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე (სანდრო ალთუნაშვილი 66), გიორგი რეხვიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

tngh
ნახეთ გამეორება, და დარწმუნდებით, რომ არანაირი პენალტის მსგავსი არ ყოფილა. "დინამომ" მოიგო, და ჩემპიონატის IV წრე, ბევრად უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება.
dimo
100 პროცენტიანი 11მეტრიანი არ დაგვიდეს და იმ შეტევიდან გოლი მივიგეთ,ხორავას სინდისზზე იყოს..
სოსო
89 წუთზე მსაჯმა ისე დაიბრმავა თვალები,რომ ყველასაგან დანახული პენალტი არ დაინახა.კარგია,რომ ჩემპიონატს ინტრიგა დაუბრუნდა,მაგრამ ასეთ ფასად,ნამდვილად არავის სჭირდება
kroosi
გოლი დაიდოს დროზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა