ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრები დრამატულ მატჩში საბერძნეთთან 1 ქულის სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

საქართველოს ნაკრები დრამატულ მატჩში საბერძნეთთან 1 ქულის სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 85:86 დამარცხდა.

ისრაელთან შესანიშნავმა გამარჯვებამ ჩვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი გაუჩინა და თან, საბერძნეთს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პრაქტიკულად გარანტირებული აქვს და თბილისში წამყვანი კალათბურთელების ბურუსისის და პრინტეზისის გარეშე ჩამოვიდა. ამან ელადელებთან გამარჯვების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ გუნდს გაუზარდა და გულშემატკივარი იმედით აღავსო.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: შენგელია, ცინცაძე, ჯენინგი, სანაძე, შერმადინი.

თავიდანვე წაუვიდა შეტევაში თამაში შერმადინს. სამაგიეროდ ჩვენს გუნდს კალატესის

ჩაკეტვა უჭირდა. ჯენინგს კი პერიმეტრი გადაუკეტეს. შუა პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრები 8 ქულით გაიჭრა წინ და სტუმართა მწვრთნელმა სკორტოპულოსმა წუთშესვენება აიღო.

ვერც ამან და ვერც სლუკასის მოედანზე შეშვებამ ვერ უშველა მოწინააღმდეგეს, ბითაძეც კარგად ჩაერთო თამაშში და პირველი პერიოდი 30:17 მოვიგეთ. ვერაფერს იტყვი, ჩინებული დასაწყისი იყო.

ზუროსმა პირველი მეოთხედის დასასრულს და მეორის დასაწყისში ლიდერები დაასვენა და სტუმრებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს, საჯარიმოებიც გააცუდეს და ტაბლოზე 37:20 აინთო.

სამწუხაროდ, დარჩენილ დროში ზედიზედ დავკარგეთ ბურთი, საკუთარ კალათში სამქულიანები მივიღეთ, ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა, თუმცა ტაიმის ფინიში კარგი იყო და პირველი ტაიმი 49:38 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ცინცაძემ და ზუროსმა ტექნიკურები მიიღეს, კალატესი შეუჩერებელი იყო და მესამე მეოთხედი 12 ქულით წავაგეთ.

მეოთხე მეოთხედში თამაში ქულა ქულაში წავიდა, მერე საბერძნეთი 5 ქულით დაწინაურდა, საქართველოს ნაკრები 1:28 წამით ადრე 6 ქულით გაიჭრა წინ, მაგრამ ბოლოს სტუმრებმა იმარჯვეს და უკანასკნელ წამზე ჩაგდებული ბურთით გაიმარჯვეს.

მიუხედავად წაგებისა, ჩვენი გუნდი თავდადებული თამაშისთვის უდავოდ მადლობას იმსახურებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ 17 ქულით ვიყავით წინ და ბოლოს 6 ქულას ვიგებდით...

ჩვენი გუნდიდან 22 ქულა შენგელიამ ჩააგდო (13-ჯერ მოხსნა ბურთი), 17-17 ბითაძემ და ჯენინგმა, 11 შერმადინმა, 8 სანაძემ, 7 ცინცაძემ და 3 ბოქოლიშვილმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კალატესი იყო, რომელიც თავის გუნდს 31 ქულით შეეწია, 5-ჯერ მოხსნა ბურთი, 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34 იყო.

• სოსო

ლევანს. აუჰ ლევან,ეგ რა გამახსენე!გახსოვს 16 წლის დერიუგინმა რა დღეში ჩაყარა ბელოსტენნი და ტკაჩენკო?ორივე ევროპის საუკეთესო ცენტრები იყვნენ უკვე ამ დროს,სიმაღლით 216 და 220 სმ .და ამ ჯერ კიდევ ლაწირაკმა,პირველივე ტაიმში 4-4 ჯარიმა აჰკიდა ორივეს.დარბაზი გიჟს ჰგავდა,ბელოსტენნი და ტკაჩენკო კი მართლა გაგიჟებულები იყვნენ.სპორტის სასახლე ირყეოდა ხოლმე და აქამდე როგორ დგას,საოცარია.

• zaza

ვაშა ამ ახალ საქართველოს! ვაშა შენებას! ყანწი!

• odala

იმას არავინ ამბობს, რომ ის ჯარიმა შეტევაში, რომელიც ბერძნებს მისცეს და რომლის შემდეგაც 6 ქულით დავწინაურდით, ჩვენზე იყო ჯარიმა და ბერძნებს უნდა ესროლათ საჯარიმოები. მე ბრიტანელების წაყვანილ მატჩს ვუყურებდი და მათ ასე დაინახეს. მაგ მომენტში საჯარიმოებიც ჩვენ ვესროლეთ, იმიტომ რომ იმათმა მწვრთნელმა ტექნიკური მიიღო და მგონი ორქულიანიც დავამატეთ. არ გვეკუთვნოდა და ვერ მოვიგეთ. ჯენინგი მეტად უნდა გამოგვეყენებინა. ცინცაძეზე რაღა უნდა თქვა. ყველაფერთან ერთად არც გონება უჭრის. ჩვენ ფაქტიურად ბოლო 2 თუ 3 possession არ შეგვიტევია. ის შენგელიამ რომ გაისროლა, ეგ შეტევა არ იყო. სხვათა შორის ეს ახალი არ არის. ბოლო წუთებში სულ ასე გვემართებოდა.

• ლევანი

ჯიგარი ხარ. ყველა შენსავით რომ ფიქრობდეს, არა მარტო კალათბურთი, სპორტის სხვა სახეობებიც წინ წასული იქნებოდა. 50 წლამდე ბევრი აღარ მიკლია. ბავშვობიდან დავდივარ კალათბურთზე. კოლია დერიუგინის დროინდელი "დინამო" მახსოვს. სპორტის სასახლის ზანზარი, პოლიციის და ჯარის კორდონები, უდიდესი გულშემატკივრობა: "დინამო"-ცსკა, "დინამო"-"ჟალგირისი", "დინამო"-სტროიტელი", "დინამო"-"სპარტაკი"... იმის მერე ასეთი ჟინი არ მინახავს. მადლობა ზუროსს, მადლობა ყველა კალათბურთელს, მადლობა ამ სანახაობის მომწყობებს, მადლობა სპორტის სასახლის ხელმძღვანელობას, ან კალათბურთის ფედერაციას(ალბათ ორივეს ერთად). მადლობა იმ ნერვიულობიათვის, რისთვისაც ღირს სპორტის გუნდური სახეობის ყურება. კალათბურთს ვერცერთი სახეობა ვერ შეედრება დაძაბულობით. მთელი თამაში, ყოველი წუთი მუღამში ხარ. ადრენალინი მაქსიმუმზეა. წარმატებები. ყოველ სეზონში თუნდაც თითო ასეთი მატჩი უკვე ბევრს ნიშნავს

• ნანა

ღმერთო,როგორ განვიცდი,სულ ტირილი მინდა,საშინელი ბოლო წუთები თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა.

და რა უნდა ექნა შენგელიას? დრო იყო ამოწურული და უნდა დაედო ბურთი და დაბრუნებულიყვნენ დაცვაში (შეიძლება ჯობდა), მაგრამ სროლაც სწორი იყო მაგ მომენტში - გადმოვარდნილზე უნდა ეაქტიურათ ჩვენებს ოღონდ. შეცდომა მანამდე იყო შეტევაში პასიურობა და დავისაჯეთ კიდეც ტაქტიკურად გაუთვლელი თამაშისთვის.

და მაგ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა წაიყვანოს მწვრთნელმა თამაში და დაალაგოს შემადგენლობა და არა ისე რომ ცინცაძის დასასვენებლად ფაცაცია შემოუშვა რომელიც აშკარად დათრგუნული იყო.

• გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს

როდესაც მთელი გუნდი მოძრაობს კარგია მაგრამ ჩვენები ამას ვერ შეძლებენ რადგან მალე იღლებიან

• ბმბ

პირში ენა როგორ გიტრიალდებათ ან ხელი როგორ არ აგიკანკალდებათ ამ ბიჭების და ზუროსის სასაყვედუროდ, ფუი, არაფრის ღირსნი არა ვართ, რა თამაში გვიჩვენეს, რა შოუ დადგეს ბიჭებმა და ამათ საყვედურობთ? მერე რა, რომ წავაგეთ, იმ თავდადებას როგორ უკარგავთ, არ გრცხვენიათ მართლა ვაი თუ ვუიგულშემატკივრებო?!

• გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს

მადლობა კვალიფიციური ანალიზისთვის. ნეტავ ჩვენი მწვრთნელები როდის შეძლებენ ასე ზუსტად თამაშის გარჩევას.

• სოსო

კარგია რომ შემგელიაზეც უკეთესები გვყავდეს,მაგრამ ვერ ვპოულობთ.თუ მიგვასწავლი ვინმესთან,მთელი საქართველო მადლიერი დაგჩებათ.კარგი რა დალოცვილებო,რაღა დროს ზაზა,წავიდესო,შენგელია ვერ ვარგობსო,ცინცაძეს ბურთი თვალით არ უნახავსო,ამას თავის მოჭრაო და იმას ჩამოხრჩობაო.ისე სწერთ,თითქოს მათი კლასის მოთამაშეები დუჟინობით იყვნენ საქართველოში.ცინცაძეს ღირსეული შემცვლელი რომ ჰყოლოდა,რომელიც დამატებით სამ წუთს მაინც დაასვენებდა,ეს თამაში მოგებული იყო,მაგრამ სადა გვყავს?ასაკობრივი ნაკრებები კატასტროფაა და მაგაზე იყვირეთ,თუ ყვირილი გინდათ.

• imereli

გამთამაშებლისთვის გონებაა მთავარი ნებისმიერ სპორტში

• ბორა

დარჩენილი წამების გათვალისწინებით მწვრთნელს უნდა მიეთითებინა, რომ დრო მაქსიმალურად ბოლომდე გაეყვანათ ბურთის გათამაშებით და მხოლოდ ბოლო წამებზე ესროლათ

• არისტო

კარგი და კალატესის მთელი თამაშის მანძილზე მარტო დატოვება ვისი ბრალია? მოთამაშეების? და მერე ერთხელ მაინც ვინმემ ხომ უნდა უთხრას? ამოგვტენა სამქულიანებით!

• მ. ტ.

წაგებას ბევრი მიზეზი ჰქონდა, სუბიექტურიც და ობიექტურიც... ჯარიმის აღება არასგზით შეიძლებოდა - მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე ტექნიკურს ვერ ავცდებოდით (ამდენი ტექნიკური ერთ მატჩში არც მახსენდება) და ეს გარანტირებული წაგება იყო... როცა ერთ ქულას იგებ, შეტებაზე მეტად დაცვა გჭირდება და ამ დროს ბოლო წამებზე ბურთს ისე კარგავ, რომ მეტოქეს შენს ფართან ორი ერთზე ტოვებ - ვინ გაპატიებს?!... რომც ჩაგვეგდო, ბერძნებს 3 ქულიანი მაინც უშველიდათ გასათანაბრებლად და ამ დროს ჩვენი ფარი მოშიშვლებული უნდა ყოფილიყო?!... არ ვუცდიდით ბერძნების სწრაფ შეტევას?!... რატომ აღარავის შერჩა უკან სასწრაფოდ დასაბრუნებელი ძალა და ენერგია?!... დაღლილები იყვნენ?!... რატომღაც, დასვენებულები რომ ყოფილიყვნენ... ჰოდა მთავარ სათქმელთანაც მივედით(ჩემი სუბიექტური აზრით, რათქმაუნდა).... დალოცვილო, როცა არაქათი გამოცლილი გაქვს, როცა მშვენივრად იცი შენი მოკლე სათადარიგო სკამის ამბავი და ასევე მშვენივრად იცი, რომ შეუცვლელი ხარ, იმის ნაცვლად, რომ ძალებს მოუფრთხილდე და ოდნავ მაინც სული მოითქვა, შენ რას აკეთებ?!... მთელი ძალით ხტები 100 კილოიანი კაცი და მეორე 100 კილოიანს მკერდით ასკდები როგორც მდედრის თავმოსაწონებლად ნაადრევად ატეხილი ორი მამალი ჯიხვი... რა საჭიროა ეს ქარიზმატული თვითგვემები, როცა შენი ერთი ხელის აქნევაზე მთელი დარბაზი ისედაც ფეხზე დგას?!... კალატესმა ლამის მარტომ დაგვამარცხა, მაგრამ მთელი თამაშის განმავლობაში ძარღვი არ შესტოკებია სახეზე, სამაგიეროდ თამაშის მერე ისიც და დანარჩენი ბერძნებიც ისე ხარობდნენ, გეგონება, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოეგოთ... ეს პროფესიონალიზმია... სწორედ ის პროფესიონალიზმი, რომელიც გენებში ვერავის ექნება, რადგან მთელი კარიერის განმავლობაში უნდა სწავლობდე და ხვეწდე... ეს ის პროფესიონალიზმია, რომლის გარეშე ნბა-ში არავინ მიგასუნინებს, ევროპაში სულაც ვარსკვლავებს რომ წყვეტდე ციდან და სწორედ შენგელიასა და ბითაძეს უნდა ჰქონდეთ ნბა-ში თამაშის აბსოლუტურად ლეგიტიმური და დასაბუთებული სურვილი და ამბიცია... ნბა-ში კი მეოთხედი მთელი ორი წუთით გრძელია და ხშირად გვინახავს, რომ იქაური ლიდერები ოვერტაიმშიც ისევე აგრძელებენ ფრენას, თითქოს იქამდე 4 მეოთხედი არც ეთამაშოთ... ზოგიერთი მათგანი მოცურავესავით ტანსაც კი იპარსავს, რომ ჰაერთან ხახუნის ძალა მინიმუმამდე დაიყვანოს და მთელი ძალა და ენერგია მხოლოდ სასრგებლო მოძრაობაზე დახარჯოს... სწორედ ასეთ მოთხოვნებს წაუყენებენ თორნიკე შენგელიას, რადგან მას ზოგიერთივით დრო არ სჭირდება ერთი ფარიდან მეორემდე მისვლაში, ნიჭთან და ქარიზმასთან ერთად ბარე ორ აფროამერიკელზე უკეთესი და იდეალურთან მიახლოებული ფიზიკური მონაცემები აქვს და სანამ არ დარწმუნდებიან, რომ მისგან მაქსიმუმს ამოიღებენ მთელი 48 წუთის განმავლობაში, იქამდე სკამის ხეხვა მოუწევს ნბა-ში, რაც უკვე გამოცდილი აქვს და აღარასგზით ვუსურვებ... გახსოვთ, როგორ დაიწყო თამაში?!... ეს იყო ბრწყინვალე ერთჯერადი შოუ, რომელსაც ბერძნები უნდა დაეთრგუნა და ქართველები გამარჯვების ჟინით აენთო და რომელმაც მშვენივრად იმუშავა ფაქტიურად მთელი მატჩის განმავლობაში... რატომ ვეღარ ვიხილეთ იგივე დარჩენილ დროში, გვაწყენდა?!... ასეთი "პარაშუტებ"-ის დაკიდება ცინცაძეს მთელი თამაშის განმავლობაში შეუძლია და ვიქტორ სანიკიძე სიბერეშიც კი ახერხებდა სტარტზე რამოდენიმეჯერ გაფრენას, მაგრამ მისდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად ის შეუცვლელი არ ყოფილა, თორნიკე კი შეუცვლელია - მას დაღლის უფლება არ აქვს! მისი ლიდერობით ჩვენს ნაკრებს შეუძლია, ევროპის ნებისმიერ გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშოს და მის გარეშე კი მთელი თამაშის განმავლობაში მოპოვებული უპირატესობა გაანიავოს ან სულაც 40 ქულით დამარცხდეს უშუალო კონკურენტთან პრინციპულ ბრძოლაში... მეც და დარწმუნებული ვარ, ბევრ გულშემატკივარსაც, სწორედ ასეთი შოუების გამო გვიყვარს კალათბურთი და ერთი ასეთი მომენტის ყურება, იქნებ, მთელი მატჩის ყურებადაც გვიღირდეს, მაგრამ ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ ასეთი გაფრენებისთვის და შემდეგ მეტოქის ფარზე გაკეთებული აზიდვებისთვის მთელი თამაშის განმავლობაში ძალა ვერავის ეყოფა - ჩვენ კი ლიდერები მთელი თამაშის განმავლობაში გვჭირდება, სხვაფრივ არაფერი გამოგვდის, სხვა გზა, უბრალოდ, არ გვაქვს... თორემ ბერძნები სულაც ულიდერებოდ ჩამობრძანდნენ და რა ახლოს ვიყავით ამ თავდაჯერებულად გაყოყოჩებული ჟესტისთვის ღირსეული პასუხის გასაცემად... საწყენად და მითუმეტეს, ნიშნის მოგებით არ ვწერ, გულისტკივილით ვწერ... p.s. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და იმავდროულად ტრაგიკული მარაბდის ბრძოლა მხოლოდ იმიტომ წავაგეთ, რომ ნაადრევად ვირწმუნეთ გამარჯვება, შერჩენილი ძალები არ დავზოგეთ და ყიზილბაშების მაშველ ძალას ნაალაფარის დატვირთვაში ქანცგაწყვეტილები დავუხვდით. მარაბდა ისტორიაც არის და მწარე გაკვეთილიც. მარაბდა აღარ გვინდა. ჩვენ დიდგორზე უნდა ავიღოთ სწორება - სპორტშიც და ცხოვრებაშიც, შეუძლებელი არაფერია!!!

• tngh

იქნებ ისიც გვითხრა, ცინცაძის ნაცვლად ვინ უნდა ითამასოს. "პოჩერკზე" გეტყობა ვინ ბრძანდები. უმადური და ბოღმით გაბერილი. სხვა "კომპლიმენტებზე" თავს შევიკავებ... უსინდისო დილეტანტო...

• ლაშა

ცინცაძე არ არის ბოლო წუთების მოთამაშე და ვერ გაიგო ეს ზუროსმა. დასანანი ის კი არ არის მხოლოდ რომ წავაგეთ, დასანანია ასე სულელურად წაგება! რიგითი გულშემატკივარი რომ ვხვდები ამას, ზუროსი ვერ ხვდება? იტყვიან კიდე მაგარი მწრთვნელიაო, უპატიებელ ტექნიკურებს იღებს

• გოგა

ვინც მწვრთნელ აკრიტიკებს, მეეჭვება კალათბურთში საერთოდ ერკვეოდეს. ის შეცდომები, რაც კალათბურთელებმა დაუშვეს მხოლოდ მათი ინდივიდუალური შეცდომებია. ცინცაძე არ არის მაღალი დონის გამთამაშებელი და მას დიქსონი ბევრად ჯობდა, მაგრამ სხვა არ გვყავს. ეს ფაცაციას შეცვლაზე შემოსვლამაც გვიჩვენა. მეტი პასი უნდა მიეცათ ჯენინგისთვის, რომელიც ჩვენ ნაკრებში საუკეთესო მსროლელია. აქაც კონკურენტის შიშმა და საკუთარ გულშემატკივართან თავის გამოჩენის სურვილმა გვაზარალა. 4-5 ჯერ ჯენინგი ისეთ პოზიციაზე "იხსნებოდა" 100%-ით ჩააგდებდა. მაგრამ რატომღაც ცინცაძემ ან თავად ისროლა, ან სხვას მისცა პასი. მოკლედ, თაობათა ცვლის პერიოდში მართლა კარგ შედეგს უნდა ველოდეთ. ზუროსი საუკეთესოა

• კოტე

საერთოდ, კალათბურთზე წარმოდგენა გაქვს?!

• tngh

ბევრი ცრემლიანი თვალი ვნახე სპორტის სასახლეში... ცრემლთან ერთად სიამაყეც იყო!!!

• ხვიჩა

ჩვენს გუნდში უმრავლესობა არაპროფისიონალია თავისი საქმის და თითო ოროლა პროფია, ცინცაძემ ჩააბარა ბურთი მეტოქეს და საერთოდ დიდი ხანია ის ნაკრებში საერთოდ არ არი საჭირო მოსაშორებელია დიდი ხანია უკვე და არამარტო ის არამედ ბევრი სხვაც, შენგელიას აზროვნება არ არი ისეთი როგორც უნდა ჰქონდეს კალათბურთელს რომელსაც ნბაში თამაში სურს, ბოლო წამებზე სამქულიანი იყო სრული სიბეცე, მოკლედ გაიმარჯვა საბერძნეთის ნაკრებმა რომელიც უფრო პროფებით არის დაკომპლეკტებული და უფრო უკეთესად აზროვნებენ თამაშის დროს.

• კოკო

დიდი მადლობა ბიჭებს და ზუროსს თავდადებისათვის. ჩემი აზრით, თუ რამდენიმე საკითხს გავითვალისწინებდით უკეთესი შედეგების მიღწევა შეიძლებოდა. 1) ფედერაციამ არ გააკეთა საკმარისი, რომ ფაჩულიას და დიქსონს ეს შესარჩევი ციკლი ჩაემთავრებია. არადა დიქსონი და ცინცაძე ძალიან ავსებდნენ ერთმანეთს. 2) კარგი მოთამაშეა ჯენინგსი, მაგრამ ჩვენ უფრო გამთამაშებელი გვჭირდებოდა, რომ ცინცაძეს შენაცვლებოდა. 3) კაცი დაბერდა და ბურთის ტარება ვერ ისწავლა, მოაშორეთ ეს ფაცაცია ნაკრებს - რამდენიმე წუთს ანდრონიკაშვილი უკეთესად ითამაშებდა და ცინცაძეს დასვენების საშუალებას მისცემდა. 4) ზუროსი კარგი სპეციალისტია, მაგრამ უფრო დაცვის კუთხით. შეტევაში საქართველოს ნაკრებს უჭირს და ძირითადად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავდივართ ფონს. ჩვენი კალათბურთელები ძირითადად დგანან. მოძრაობს ძირითადად ის ვისაც ბურთი აქვს. გუნდს არ გააჩნია კოლექტიური მოძრაობა, კალათბურთელები იშვიათად ეხსნებიან ერთმანეთს, ისიც ერთეულები. არადა ამ დროს სამი-ოთხი კალათბურთელი განუწყვეტლივ უნდა გადაადგილდებოდეს და ეძებდეს თავისუფალ და ხელსაყრელ ადგილს. ნაკლებია დროული მანევრები და საერთოდ ჩვენ გუნდს მობილურობა აკლია. ლამის გატასტროფა გახდა ჩვენთვის მეტოქის პრესინგი. არადა ელემენტარული გუნდური მოძრაობა ამ პრესინგს ადვილად დაგვაძლევიებდა.

• გიორგი

ე ბიჭო, ფეხბურთის თამაშიც გეცადათ იმ მკვდრების ნაცვლად...

• კოტე

რა არის მწვრთნელების ბრალი, ცინცაძემ ბურთი რომ დაკარგა, მერე ვერ ჩააგდო, თუ შენგელიას ნასროლი ბურთი ე.წ. "ატსკოკით" ბერძნებს რომ მიუვიდათ. ის ზუროსი სწორედ იმიტომ ყვირის, ზოგჯერ მის დავალებებს რომ ვერ ასრულებენ, თორემ ეგეთი მწვრთნელი ევროპაში არ არის. ამ გუნდით მაქსიმუმზე მეტს აღწევენ. ცინცაძემ კი მართლა ჩააგდო თამაში. დაკარგვები, გაფუჭებული სამქულიანები. რამდენჯერმე პასი არ მისცა სასროლ პოზიციაზე მყოფ ჯენინგს, რომელიც დღევანდელ საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მსროლელია.

• სოსო

წესების მიხედვით გარბენი იყო.თორნიკე ჯერ ერთი ფეხით გადადგა და უკან დაბრუნდა,შემდეგ მეორე ფეხით გააკეთა იგივე ნოძრაობა.ეს კი უკვე გარბენია,თუმცა ამერიკაშიც და ხშირად ევროპაშიც,ამას ყურადღებას აღარ აქცევენ,აქ მსაჯს უნდოდა და მიაქცია.ესეც დამოკიდებულებაა,ჩაკვეტაძის პენალტივით.აქ ისევ დავუბრუნდები ცინცაძის თემას.მეგობრებო არ შეიძლება ასე უკან მოუხედავი კრიტიკა ადამიანისა,რომელის მთელ სულსა და გულს დებს თამაშში.შეხედეთ ხალხო მის წინააღმდეგ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მსოფლიოს ერთერთი უძლიერსი ნაკრების მცველები,ძალიან ძლიერ კლუბში მოთამაშეები,გიორგი კი ყატარის კლუბში თამაშობს და მიუხედავად ამისა,მატჩის თითქმის სამი მეოთხედი ტოლ სწორად და უპირატესობითაც კი ათამაშა გუნდი.საქართველოში მოთამაშე ფაცაციამ საეღტოდ ვერაფერი შესძლო მათთან და გიოს დააწვა მთელი მატჩის სიმძიმე.რა თქმა უნდა ძალიან დაიიღალა და შეცდომებიც გაუმრავლდა,მაგრამ გვყავდა ღირსეული შემცვლელი?ახალგაზრდულების ჩემპიონატებს ხომ ვუყურეთ და ნეტავ არ გვეყურებინა.არ გვყავს ხალხო გიორგისთან მიახლოებული კლასის მაინც გამთამაშებელი და ალბათ კარგა ხანს არც გვეყოლება,რაც ასაკობრივებში ვნახეთ.გაიგეთ,შეეგუეთ და მადლობა გადაუხადეთ გიოს,თავდაუზოგავად რომ იბრძვის მოედანზე,ტრავმიანი თუ ჯანმრთელი,ფორმაში მყოფი თუ ფორმა დაკარგული.თამაშის მისნაირი გაგებით კი ევროპის ბევრი ძლიერი ნაკრების გამთამაშებელიც ვერ დაიტრაბახებს.შენგელია ევროპის ძლიერ კლუბებში თამაშობს და მის თამაშს ევროლიგაზე ხშირად ვუყურებ ხოლმე.ბევრი თამაში წააგო თორნიკემ სწორედ იმის გამო,რომ გადაღლილი უკანახაზელები,ბოლო წუთებზე სისულელეებს აკეთებდნენ,ხშირად უფრო დიდსაც კი,ვიდრე გიოს მოსდის ხოლმე.გადაღლილ მოთამაშეს ტვინში ჟანგბადის მიწოდება აღარ ჰკმარა და საღ გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებს.ეს კალათბურთელის ბრალი კი არაა,არამედ მოკლე სკამის და ფედერაციისაგან მუშაობის რადიკალურ გაუმჯობესებას უნდა მოვითხოვდეთ ასე ხმამაღლა და არა თავგადადებულ ბიჭებს ვაკრიტიკებდეთ.ისე ჯენინგიც ალბათ შეეჩვევა გუნდს და გათამაშებაში უფრო მეტად დაგვეხმარება.დიქსონიც ხომ ასე იყო.

• დათო

ეს უკვე მეტის მეტია დააბით მატჩის დროს ზუროსი, მაგ ვერ ხვდება, რომ ასე ნერვიულობის გამოხატვა მოთამაშეებზე გადადის თანაც ეს ტეხნიკურები დიდი ზარალის მომტანია,

• dato

კოკოშკოვი რომ სჯობს ზუროსს ორი აზრი არაა, ამას ნაკლებს უხდიან ალბათ.

• სოსო

რატომ არ აიღეს ჯარიმა?ალბათ იმიტომ,რომ ცოტა ხნით ადრე,სრულიად სპორტული ჯარიმა,ცინცაძეს,არასპორტულად ჩაუთვალეს და ბერძნებს დამატებით ასროლინეს.მსაჯებმა შეცვალეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჩვენიც და ბერძნებისაც.მათ ფეხქვეშ საყრდენი იგრძნეს,ჩვენ კი თავდაჯერებულობა დავკარგეთ.გაიხსენეთ მსაჯებისაგან არევის შემდეგ,როგორ გაგვიფუჭდა ჯარიმების სროლაც.

• 999

დაუთმეს კი არა კვახი, მოგიგო იმ კაცმა და ეგაა

• მერაბ გ.

ბოლო 88 წამში 7:0 არ უნდა წაგვეგო. ცინცაძის მიერ ბურთის დაკარგვის, მისივე აცილებისა და შენგელიას გარბენის მიუხედავად ბურთი ცოტა მეტხანს უნდა შეგვენარჩუნებინა, სულ 5-6 წამით მეტხანს. გასაგებია დაძაბულობა, ნერვები, მაგრამ ეს პირველ რიგში მწვრთნელის ხარვეზია!

• ზუროსი

ცინცაძე გამეყვანა და იური გაგარინი შემომეყვანა?

• ATP 31

ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გულშემატკივრების , ესეთი მაგარი ემოცია მე პირადად არ მახსოვს , სასწაული გარემო იყოო , მადლობა თითოეულ ქართველს , რომლისთვისაც დროშა , ჰიმნი და სამშობლო ყველაფერზე ძვირფასია . მიუხედავად დასანანი წაგებისა , ალბად ეს დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება , თუმცა მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ არაერთი ასეთი ემოცია გველოდებ წინ , ოღონდ წაგების გარეშე .

• შაკო

მაინც მაგარი ნაკრები გვყავს P.S მანუ რო გვყოლოდა ამ თამაშს მოვიგებდით

• გგგ

მეც მგონია, რომ აჯობებს. ძალიან მიხარია რომ მოუმატა. საბერძნეთთან წაგებას არ გადაუწყვეტია ჩვენი ბედი, მაგრამ თავისუფლად შეგვეძლო მოგება. მომავალ წელს აშკარად უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება. გაიხსენეთ სულ ცოტა ხნის წინ რა გუნდი გვყავდა

• თაზო

ნერვებმა გვიმტყუნა და მხოლოდ ეს არის მიზეზი. რამდენიმე ვარიანტი გვქონდა : ჯარიმაზე უნდა წამოგვეგო მეტოქე. თოკოს ბოლო სროლა საერთოდ არ იყო საჭირო მთლიანი გუნდით შეტევაში წასული გუნდისთვის, ჯობდა ცოტა ადრე ცენტრისთვის მიგვეცა პასი. ცინცაძეს დაკარგვა ელემენტარულ სიტუაციაში(მერამდენე შემთხვევაა გადამწყვეტ მომენტში ბურთს მეტოქეს აბარებს).

• გიორგი

მოხსნა და ბლოკი სასწაული აქვს

• BIANKONERI

არვიცი რავთქვა.. ყველაფერი იყო, მთელი სული და გული იყო და ასეთი დასასრული მეარვცი.. პ.ს იმათ ვინც თამაშზე ვერ მოხვედით, ქართველი გულშემატკივარი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, დარბაზში საოცარი გარემო იყო, საოცარი!

• ზაზა

ეს ის კაცია, კომბლებს, რომ თლის და ჭერში აწყობს!

• გიორგი

აბა, შიგ რეზიდანეციაში, შიგ ადმინისტრაციაში!

• ზაზა

ადმინ - მაგარი ბლოკი და სინკარი ხარ!

• rustavi

ბითაძემ მაგრა მოუმატა.ფიზიკურად ძლიერდება.ეგ აკლდა მაგ ბიჭს.ჯერ 19 წლისაა არ დაგავიწყდეთ.ეგ ფაჩულიას აჯობებს.ერთი ორი ისეთი ჩატენა,მთელი საბერძნეთი მხრებზე ჩამოეკიდა.ძირითადად ბიჭებს მადლობა.წავაგეთ მარა იმედი გაგვიჩინეთ.გვიყვარხართ.ძაან მაგრები ხართ.მასე გააგრძელეთ.გამარჯვებები აუცილებლად მოვა

• zaza

შიგ! შიგ!

• d. iokuzuna

-ზუროსმა წააგო ეს თამაში!!!

• გიგა

მადლობა ბიჭებს, მათ ვინც ითამაშა. მაგრამ ობიექტურად!! პირველი ნომრის პოზიციაზე რომ გეყოლება მოთამაშე რომელიც ორი თამაშის განმავლობაში 4!!!!!! ქულას ჩააგდებს (საბერძნეთის ნაკრებში იგივე პოზიციაზე მოთამაშემ 31 ქულა ჩააგდო), უამრავ ტაქტიკურ შეცდომას დაუშვებს, ბევრ ბურთს დაკარგავს, ძირითადი ხუთეულის ცენტრი რომელიც ვერ დარბის, ვერ ისვრის და ა.შ. საბერძნეთის დონის გუნდთან ძალიან ძნელია მოგება.... ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტია!!!!

• გიორგი

ელემენტარული იყო - არ უნდა ესროლა, დრო სულ რომ ამოწურულიყო - ის ჯობდა

• გიორგი

სულ რომ არ ესროლათ ის ჯობდა

• დეივიდ ჰიუმი

შიგ ავლაბრის რეზიდენციაში ჩაგვახტნენ

• zaza

ამის დრო დადგა კი არა გავიდა, მაგრამ სხვით რომ ვერ ვანაცვლებთ უკეთესით? აგერ ფაცაციააა მაგის სამწუხარო მაგალითი

• toka

ეხ მაგარი სამწუხაროა. აწი კალათბურთის ყურებას არ ვაპირებ , დამაწყდა ნერვები

• ???-ს

ვეთანხმები 100%-ით!!! ადრეც დავწერე და ეხლაც გავმეორდები: ზუროსი არის საშუალო დონის მწვრთნელი, დღემდე ვერ გამიგია როგორ არჩიეს ზუროსი კოკოშკოვს?! ისრაელთან ბოლოს გაგვიმართლა, თორემ მაგ თამაშსაც წავაგენდით. მესამე მეოთხედში დღესაც იგივე მოხდა...თამაშის ბოლო წუთი ხომ საერთოდ კატასტროფა იყო. გუნდი ფაქტიურად უმწვრთნელოდ თამაშობდა. კიდევ ერთი: რატომ ათამაშა კალატესთან ცინცაძე საერთოდ გაუგებარია! რასაც ქვია ისეირნა კალატესმა ჩვენს ფარქვეშ... არ ვიცი რა, მწვრთნელის ამ დონის შეცდომებით ნაკრებს რა შანსი უნდა ჰქონდეს?! არადა მაგარი ბიჭები გვყავს

• qutaiseli

ადმინ რაიყო ჩემი ნიკი არ მოგწონს თუ რატო მბლოკავ .დდ ეხლა გინდ ბლოკი იხმარე და გინდ აგური მოგახმაროს ღმერთმა მშვიდობაში.

• არკადი

სანაძეს რატო არა მადლობა ...

• ირაკლი

რა თქმა უნდა მასეა, ახალი გუნდით ასეთი შედეგები მხოლოდ დადებითად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ეს მათელ გონებაზე, ცხელ გულზე კი ეს როგორ მოახეღხეს არის ზუსტად

• qutaiseli

ყველაფერი მინახია მარა ბოლოს ჯარიმა რატო არ აიღეს ჩვენებმა კალატესზე ცენრთან ახლოს. არვიცი რა ვთქვა უბრალოდ. ბაგა ბაღია ეგ ჩვენი კალათბურთი ხანდახან რაც შეეხება ნაკრებს ოთხადოთხი კაცი თამაშობს სამწუხაროდ და ცინცაძეც უკვე ოცდათორმეტი წლისარის ეს მისი ბოლო შესარჩევია ალბათ ნაკრებში მარა უბედურება ისარის მის გარდა რო არავინ არ ყავს დღესდღეობით მაგ პოზიციაზე ნაკრებს და საერთოდაც თუ გოგას არ ჩავთვლით თაობა უბრალოდ ისეთი კარგი აღარ მოდის როგორიც იყვნენ ფაჩულიას თაობა სამწუხაროდ ეს რეალობაა მშურს უკრაინელების ესპანეთი რო დაამარცხეს კეთილი შურით რათქმაუნდა მაგრამ ფაქტია ყველამ მიხედა მომავალ თაობას ჩვენ გარდა.

• ATP 31

თოკო , დაივიწყე ის რაც დაგვემართა ბოლო წამზე ყველას ერთად და ღირსეულათ იარე თავაწეულმა, რადგან შენ ხარ ჭეშმარიტი პატრიოტი , ჯიგრიანი ქართველი და მისაბაძი პროფესიონალი . და გთხოვთ ყველას , რომ თავი შევოკავოთ ემოციებისგან , რადგან იმას რასაც თოკო განიცდის , ვერცერთი ჩვებთაგანი ვერ გაითავისებ იმ პასუხისგებლობას , პირიქით უნდა გავმხნევოთ და წარმატებები უსურვოთ ჩვენს ლომკაც ქართველ ლეონიდას .

• aleko

ცინცაძე მოაშორეთ და მოიყვანეთ ვინმე უცხო რეებს აკეთებს ეს გადამწყვეტ მომენტებში თან მერამდენედ. პრაქტიკულად ამან წააგებინა თამაში გუნდს. სულ გულდაწყვეტილი როგორ უნდა ვიყო დავიღალე რაა

• ნოდო

ამხანაგური ტამასი კი არ წაგვიგია წავაგეთ 100%იანი მოგებული ტამაში ეს რო მოგვეგო ცალი ფეხით ჩინეთში ვიქნებოდით რატო არ გვინდა ვითომ კრიტიკა? ასე გუშინ დაწყებული მოტამაშეც არ აკეთებს თავი რო გონია სტეპ კარი მაგაშია უბედურება

• დომენტი

უსტვენდა კი არა ეხლაც ყურები მტკივა. მარტო მაგით რო თამაშები იგებოდეს..

• roma

ამ თამაშის წაგება,არ ვიცი ეს მხოლოდ იმ გუნდს შეუძლია,ვისაც ცინცაძესნაირი კალათბურთელი ჰყავს,მერამდენედ აკეთებს ამას გიორგი,ჯერ დღევანდელ თამაშში და მერე საერთოდ სხვა დროსაც,სხვა მატჩებშიდაც ხშირად აქვს გაკეთებული ასეთი სისულელეები, ეს არის გუნდის და ქვეყნის ღალატი,ყოველგვარი ემოციების გარეშე ვამბობ ამას,ასევე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ზუროსზე,შე კაი დედმამაშვილო,მწვრთნელი ხარ თუ მთხლე ხარ,მერამდენედ აკეთებს ამას ტიპი,ასეთ საპასუხიმგებლო წამებში,როგორ ენდბი მას,არც ალღო გაქვს,არც გამოცდილება,აბა რა ჯანდაბის მწვრთნელი ხარ ვერ გავიგე,როგორ შეიძლება ცინცაძეს მისცე შანსი გააკეთოს ის,რაც გააკეთა, დაადუმა მთელი საქართველო ტიპმა და დაგვიხეთქა გულები,სირცხვილია ეს ყველაფერი და თავზე ლაფის დასხმაა.

• გიოშა

ასეთი წაგება ძალიან გულსაწყვეტია,მაგრამ დიდად საამაყოა,რომ მთელი მატჩის მანძილზე უგებ მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდს! ხუთი წლის წინ ამის გაფიქრებაც კი არ შეიძლებოდა.დიდი მადლობა ილიას ზუროსს და საქართველოს ნაკრების ყველა კალათბურთელს.

• სოსო

გუშინაც ვწერდი და დილასაც.სასწაული გუნდია საქართველოს ნაკრები,მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია,კარგისაც და ცუდისაც.ამ საღამოს მათ თვალნათლივ დაამტკიცეს ჩემი სიმართლე.ძალიან მაგრად ითამაშეს ბერძნებმა მეორე ტაიმში,მაგრამ თამაში მაინც ჩვენ წავაგეთ,თან რა თამაში,ორჯერ მოგებული.თამაში,რომელიც ძალიან დიდხანს გვემახსოვრება.ჩვენ თუ 6 კაცით ვთამაშობდით,ბერძნები მეორე ტაიმში 8 კაცით თამაშობდნენ.მსაჯებმა ბერძნები თამაშში დააბრუნეს და შემდეგ უკვე მათაც ივარგეს.აქ ზოგიერთები ცინცაძეს აბრალებენ დამარცხებას,მაგრამ ეს ასე არ არის,როდესაც შეცვლაზე ფაცაცია შემოვიდა,ვნახეთ,რომ ბერძენი მცველები მას ძალიან სჯობნიდნენ და ბურთი ვერ გადაგქვონდა.ზუროსი იძულებული გახდა ისევ გიორგი შემოეშვა და ორი ძალიან მაღალი კლასის ბერძენი მცველის წინააღმდეგ ბრძოლაში,გიო ძალიან დაიღალა.დაღლის შედეგი კი შეცდომებია.ასე ემართება ყველას და მათ შორის გიოსაც.მიუხედავად წაგებისა,ენა არ მომიბრუნდება ჩვენს ნაკრებზე რაიმე საყვედური ვთქვა,ყველამ ყველაფერი გაიღო გამარჯვებისათვის და ამიტომ მადლობა მათ.ბერძნების მწვრთნელმა განაცხადა,ქართველებს შოუს მოწყობა უნდათო და მართლაც შედგა დაუვიწყარი შოუ,ტრაგიკული დასასრულით

• msaji

ტოკოზე გარბენი სად დაინახა? ეგ ტუ გარბენია NBA-ს გუნდები 50 ქულას ვერ უნდა აცდნენ. ვულოცავ პოლონელ მსაჯს ტოტალიზატორში გამარჯვებას. უჩივლონ პროკურატურაში.

• გგგ

ძირითადად მესამე პერიოდი წყვეტს თამაშის ბედს და ჩვენც ზუსტად ამ პერიოდს ვაგდებთ. ძალიან დასანანია მართლა ამხელა უპირატესობის გაფლანგვა

• 912

სად ვაჩუქეთ სამიანი კარგით რა ამნაირ წაგებას 20 ქულით წააგო ჯობია

• ხვიჩა

ზოგიერთი წერს თუ როგორ მოახერხა და წააგო ჩვენმა გუნდმა, როგორ და ჩვენს ნაკრებში ბევრი არაპროფისიონალი თამაშობს და ამიტომაც მოიგო გუნდმა რომელშიც თამაშობენ ნამდვილი პროფისიონალები.

• ddd

ფაცაცია რა პროფესიისაა?

• sdfffff

საერთოდ ეგ ჩაკუკვის ოსტატიზმი უნდა აღმოუფხვრას ერთხელ და სამუდამოდ. თორემ შეიძლება დაიჭირონ ზოგზოგიერთი.

• სულხანი

სასწაული თამაში წავაგეთ..რა უნდა ნაკრებში ფაცაციას..ორჯერ გამოვიდა და ორივეჯერ ბურთი დაკარგა..ცინცაძე კიდე თუ ჩაისვარა სასწაულებს აკეთებ.როგორ დაგვაკლდა დიქსონი!!!

• შაკო

მაინც მაგარი ნაკრები გვყავს

• ddd

მესმის რომ გამთამაშებლის პოზიციაზე კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს და ამის გამო თამაშობს ცინცაძე, მაგრამ რაც მაგან ბოლო მეოთხედში გააკეთა ეს იყო უპასუხისმგებლობა და მეტი არაფერი. 5-0 გაქცევა მაგის ნამუსზეა. და ბოლოს - 3 ჯარიმა!!!!!! 3 ჯარიმის უფლებაბგაქვს და 1 წუთში 5 ქულას იგებ კალათში! არ ვიცი რა....

• ყური მიგდე

ყველა თამაშზე ასე არ აკეთებს? გასაგიჟებელ მომენტს შექმნის და...მარა, რად გინდა, საკვანძო მომენტში ისეთს იზამს!!! ((((( ძალიან ჭკუათხელია... მომავლის იმედით ვიყოთ

• დიმა

ცინცაძეც არ იყო ამ თამაშში ცუდი თუმცა ზედმეტი მოუვიდა. ბითაძე კი უმაღლესი დონის ბიჭი გვეზრდება. სამწუხაროა წავაგეთ, თუმცა ამ წაგებით ბიჭებს ნუ ჩამოვწერთ, ცხადია მეტოქეც ძალიან დიდი დონისა იყო. სერბეთზე იყრიან ჯავრს დარწმუნებული ვარ. წარმატებები ნაკრებს, ერთი კალატესი(გაგვაწამა ამ კაცმა) გვინდა და მერე დაგვიდგეს ნებისმიერი.

• Pushka

Exxx ra tamashi davtmet

• მუმუ

ასე წაგება მართლა მარტო ქართველი თუ მოახერხებს. სირცხვილია უბრალოდ მოგებული თამაში დაუთმეს ბოლო 1 წუთში და ბოლო წამზე ცომ საერთოფ.

• Gg

Esaa uvicoba

• ნოდო

ლაივის ყურებას გული ვერ გამიძლებდა და მხოლოდ ტოტალიზატორის ლაივ სტრიმს ვუყურებდი სადაც თამაშის ბოლო მეოთხედში ეწერა ჩვენზე რო გვქონდა მხოლოდ ერთი ფოლი? ეს თუ მართალია და საიტმა არ გაჭედა იმ სამს როცა დარჩენილია 02წამი ვის ვუნახავდით? ცინცაძეს ისრაელტან იმ ცაში აყვანამ აი რა უქნა ასე გუშინ დაწყებული მოთამაშეები არშვებიან ტიპებს 7 ჯარიმა ქონდათ რატო უნდა ესროლო სამიანი ადრე როცა შესვლა ჯობია?

• გიორგი

ცინცაძეს ფაქტიურად შემვცლელი არ ყავდა, მგონია ბოლო შეცდომაც ამის ბრალი იყო. მაგრამ კარგიც არ უნდა დავუკარგოთ კაცს. უიღბლოთ წავაგეთ, მაგრამ საბერძნეთთან ასეთი თამაში მოგების ტოლფასია. როგორ გაუხარდათ მოგება ზუსტად ამის დასტურია. მე ამაყი ვარ ჩვენი ნაკრებით. დიდი მადლობა ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის.

• gg

მაინც ვაგებთ და ვინმე ახაგაზრდა დააყენონ არ ჯობია. ტყუილად ადგიკს იკავეს ფაცაცია კიდე. 10 წელია ნაკრებშია და ისწვ იმ დონეზე დარჩა რაც იყო.უფრო უარესად თამაშობს კიდე.აღარ უნდა დაძახო მაგას და ცინცაძეს ნკრებში. დაგვაწყვიტეს ნერვები უკვე რამდენი წელია.... დაცვაში ერთხელ არ გადასულა კალატისზე რო ხელი შეეშალა და სე ჩააგდებდა ის კაცი აბა რას იზამდა....

• cotne

კაცი (ცინცაძე) დაბერდა და ვერავინ შეაგნებინა მაინც, რომ თავდაჯერებულობა და თავხედობა ერთი და იგივე არ არის. ასეთ უპასუხისმგებლო კაცი ბოლო, გადამწყვეტ წუთებში მაინც უნდა მოაშორო პარკეტს. მშვენიერი მატჩი ჰქონდა დღეს, მაგრამ რად გინდა, საკუთარი და მთელი გუნდის ნაჯაფარიც ერთ წამში გაატარა ქარს. გამთამაშებელს მარტო მარჯვე ხელები კი არა, საღი გონებაც სჭირდება!

• Gaguuuu

Ar dadga dro cincadzem daaxvios nakrebidan reebs aketebs

წერეთ ახლა ისევ ზუროსის სადიდებელი, ფარქვეშ არაფერი გამოსდიოდათ ბერძნებს და პერიმეტრიდან გვიტევდნენ მხოლოდ და ჩვენ ვერ ავწიეთ ხაზი და 8 ნომერზე ოდნავ ვერ მივიწიეთ ახლოს მთელი თამაში. 24 წამი გვეწურებოდა ხშირად და ფაცაცია რომ არ უნდა გამოეყვანა და სხვანაირი გადაწყობით დაესვენებინა ცინცაძე ეს მას უფრო უნდა ცოდნოდა მითუმეტეს პირველი შემთხვევის შემდეგ. ბოლოს კი როგორ უნდა მოახერხო ასეთი რამ: 1:28 წამში 0:7 ??? ბოლო 27 წამში ფარქვეშ შეტევის ნაცვლად, სადაც დიდი შანსია ჯარიმის აღების დგას გუნდი. და თუ დროის გაყვანას აპირებდნენ და ბოლოს ბურთის გადაგდებას (საერთოდ გადაეგდოთ მოედნის გარეთ ჯობდა) დაცვისკენ ხომ უნდა მდგარიყო გუნდი რომ სწრაფი შეტევა შეეფერხებინათ - საკუთარი 3 წამიანიდან წამოიღეს და ფარქვეშიდან ჩაგვიგდეს !!! პერომეტრიდან, საშუალოდან ჩაგდებით მოგებული ბევრი გვინახავს, მაგრამ ასეთი რამ??? ჩაიყარა წყალში ბიჭების მონდომება, ამას ვამბობდი ისრაელთან მოგების შემდეგ.

• ddgfdf

მოკლედ ეგ ცინცაძე ქულებს თუ აკეთებს, მერე ამოაზღვევს ხოლმე. ჯობია ისევ ქულები არ გააკეთოს.

• პაატა

მეორე თამაშია ამხელა უპირატესობას ვანიავებთ...ვერ გავიგე მესამე მეოთხედში რა ემართება ზუროსს??? ცინცაძეს მადლობა წლების მანძილზე მონიჭებული სიხარულისთვის, მაგრამ მაგის თამაში უკვე პრობლემა გახდა! დაცვაში დიდად არასდროს გამოირჩეოდა, დღეს შეტევაშიც კაი გვარიანად აზარალა გუნდი. მოკლედ რა, ასეთი თამაშის წაგებას მოხერხება უნდოდა...მაგარი ბიჭები გვყავს და კარგი გუნდის აწყობა შეიძლება!!!

• ზიზუ

ეხლა არ გვინდა რა მეგობრებო ბიჭებზე ცუდის თქმა და ძახილი ეს როგორ მოახერხეს და წააგესო, იმავე ცინცაძეს გავაკრიტიკებთ ეხლა ეს რა ქნა თამაში მაგან წააგავო, კი ბატონო უპასუხისგებლოთ გააკათა ბოლოს მაგრამ ბიჭმა ორი წუთი დაისვენა მხოლოდ მთელი თამაში. მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის ბიჭებზე და ქება და ქება თავდადებისთვის და ბოლომდე ბრძოლისთვის. ძალიან დასანანი მარცხი იყო. ბოლოს როდის ვინერვიულე ასე არ მახსოვს, კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს

• Musenbezi

ისეთ დღეში ვარ მომცა ერთი ცინცაძე და ფაცაცია... 3-4 კალათბურთელი თამაშობს დანარჩენი აფუჭებს... მადლობა შენგელიას, ბითაძეს, ჯენინგს, შერმადინს და ბოქოლიშვილს!!!

• გეორგიუსი78

გადაჭედილი კი იყო სპორტის სასახლე მაგრამ აზრი!? მეტოქის შეტევის დროს დაუსტვინეთ მაინც თქვე დალოცვილებო,თეატრში კი არ ზიხართ

• gioT

კარგი რა ცინცაძე, კარგი რა! მერამდენედ უნდა მოიქცე ესე უპასუხისმგებლოდ???

• gio

რამოდენიმე წამი რომ ეთამაშა ბურთით მოწინააღმდეგის ნახევარში და არ ესროლა ასიანი მოგებული ვიქნებოდით რატომ ვართ ასეთი სულსწრაფები.

• Tinto bras

ცინცაძეს შემოლაწუნება უნდა და ფაცაციამ დაახვიოს ნაკრებიდან. სირცხვილია ეს რა ქნეს:(

• gg

ასე თამაშის წაგება მარტო ჩვენ შეგვიძლია. ცინცაძისნაირი უპასუხისმგენლო მოთამაშე მე არ მინახია. სირცხვილია მართლა მერამდენედ აკეთებს ასე, მაგას გონია ეზოში თამაშობს მგონი...

• დდდ

ეს იყო ყველაზე მძიმე წაგება ბოლო წლებში ძალიან იმედგაცრუებული ვარ

• lado

ისე ამ თამაშის წაგებას მოხერხება ხომ უნდოდა

• ირაკლი

ეს როგორ უნდა მოახერხო?!

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

"ჩვენ დავბრუნდებით" - ფრანგების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხის მიზეზი განმარტა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

გიორგი შერმადინი: ახალგაზრდა კალათბურთელები გვყავს და ჩვენთვის მთავარი მომავალია

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი

საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა

კარგი პირველი და საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა [VIDEO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ამარცხებს

ამერიკის ნაკრებმა ახალ ზელანდიას 27 ქულით სძლია [VIDEO]

ზუროსი: ევრობასკეტს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით

მამუკელაშვილი: მალე ყველაფერს დავალაგებთ და უკეთესობისკენ წავალთ

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89