საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა საბერძნეთთან დამარცხების (85:86) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მოთამაშეებს, მათ დიდი სამუშაო გასწიეს. სამწუხაროდ, კალათბურთში ხდება ასეთი რაღაცები და გარკვეული შეცდომების გამო ვერ მივაღწიეთ გამარჯვებას, რომელიც ახლოს იყო.

თითოეულმა კალათბურთელმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა და თავი ბოლომდე წარმოაჩინა, თუმცა მაინც წავაგეთ.

სპორტის სასახლეში ძალიან კარგი ატმოსფერო იყო და ამით კმაყოფილი ვარ, მსურს მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. მათ აქტიურობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

დღევანდელ შეხვედრაში წარმოჩინდა ახალგაზრდა კალათბურთელების შესაძლებლობები და საქართველოს ნაკრებს აქვს მომავალი. ჩვენმა გუნდმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა.

მეტოქის კალათბურთელები ტოპ-ლიგებში თამაშობენ, თუმცა მათ არაფერი არ დავუთმეთ. ეს კალათბურთია და 1 ქულამ ყველაფერი გადაწყვიტა.

დიდი სამუშაო გავწიეთ და მოკლე პერიოდში მაქსიმალურად მოვემზადეთ. ჩვენ გვყავს კარგი კალათბურთელები: გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია და ა.შ.

სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს".

დრამატულ მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 1 ქულით დამარცხდა

გიოშა
ამ ეტაპზე ბერძნებისთვის არცეთ შემთხვევაში არ უნდა მოგვეგო.პირველ რიგში ჩვენი ნაკრების მწრთვნელის ზუროსის ფაქტორით.ბერძნები ხომ ამ მოგებით მსოფლიოზე გავიდნენ.საქართველოს ნაკრები მომავლის გუნდია.
ბმნ
ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ზუროსის გენიალურობა არა მგონია ბრჭყალებში ჩასასმელი იყოს.
გუგა
ძალიან კარგი შეფასებაა, თითქმის ყველაფერში გეთანხმებით, თუმცა ბოლომდე ცინცაძის შეფასებაში ვერ დაგეთანხმებით. გიორგი ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა, ნაკრებისთვის ყოველთვის დიდი ძალა იყო, ქონია უხეში შეცდომები და გუშინაც ასე მოხდა, ბოლო წამებზე, მაგრამ ეს კალათბურთია და ხდება, ისრაელთან იგივე ბოლო წამებზე მეტოქეს ბურთი აართვა.
qutaiseli
კოკოშკოვის დროს რაც გუნდი იყო იმის მესამედი არარის დღევანდელი ნაკრები და იმ ნაკრებს უფრო კვალიფიციური მწვრთნელი მსოფლიოზეც გაიყვანდა როგორც ეს უკრაინელების ამერიკელმა მწვრთნელმა მოახერხა აი ის ნაღდად იყო მაღალი დონის მწვრთნელი.თორე კოკოშკოვის დროსარიყო აქ ერთ ამბავში რო იყავით აქაოდა ბელგიანსთან ორვე თამაში როგორ წააგოდა ჯგუფში როგორ ჩარჩაო მერე სულზე მოგვისწრო ფორმატის შეცვლამ და საჩუქრად მივიღეთ ევროპის ფინალური ეტაპი ესეც ბალტიელების და იტალიელების დამსახურება იყო და არა კოკოშკოვის. რატო ვიცით ადამიანების გაიდეალება და ბელადებათ წარმოსახვა არმესმის.აგერ უკრაინამ ესპანეთი დადო ბეჭებზე და რაუნდა თქვას ეხლა მათმა მწვრთნელმა.რაო ოთხი კაცით თამაშობდა მეტი რას ითხოვ კალათბურთელები არაგყავს საშუალო ევროპული დონის უკვე ისეა ნაკრებში საქმე მალე ზუროსს მოუწევს თამაში მოედანზე შენგელია ლეგიონერი ბითაძე და სანაძე დაგვჩება მეტი არავინ დიდი ალბათობით ცინცაძე და მანუ წავლენდა ვინ გჩება შენგელია და. შერმანდინი ევროლიგის გამო ფაფუ.
kotes
წაკითხულს გააზრება უნდა
პეტრე
დაახლოებით 50 წლიანი სტაჯის გულშემათკივარი ვარ და არამარტო მაგიტომ, მაგრამ კალათბურთში რაღაც გამეგება. ძალიან მოკლედ:გუშინ თავდადებისა და შემართების ხარჯზე, მიუხედავად ძალიან ,,მოკლე სკამისა" შეგვეძლო გაგვემარჯვა(როგორც ადრე გადაჭედილ სპორტის სასახლეში ვიმარჯვებდით მოსკოვის ცსკა-თან ,რომელიც ფაქტიურად სსრკ-ს ნაკრები იყო)-წავაგეთ, დასანანია, მაგრამ რას იზამ. ობიქტურ მიზეზებთან ერთად (მაღალი კლასის მოწინააღმდეგე), როგორც ყოველთვის იყო სბიექტურიც.მინდა აქვე ხაზგასმით ავღნიშნო ზუროსი ,,ღვთის საჩუქარია",ჩემი აზრით ასეთ სპეციალისტს ჩვენთან არ უმუშავია. ღმერთმა დამიფაროს ჭკუას ვასწავლიდე, მაგრამ გუშინ ბოლო წამებზე ვფიქრობ წუთშესვენება უნდა აეღო. არ მესმის რისთვის ჩამოვიყვანეთ ჯენინგსი თუ ასეთ გადამწყვეტ მომენტებში არ ვასროლინებთ, მითუმეტეს როცა სროლები არ წაგვივიდა. უნდა გვეცადა ზუსტად მისთვის შეგვექნა სროლის პირობები(ბლოკის დაყენებით და ა.შ.) და ამ დროს ბერძნების დაჯარიმების მეტი შანსიც გვექნებოდა. და ბოლოს, არ შემიძლია არ ვთქვა ცინცაძეზე, მგონი თხუტმეტი წელია მის თამაშს ვუყურებ, უნიჭიერესი კალათბურთელია. მახსოვს მისი უამრავი გენიალური თამაში. მაგრამ სამწუხაროდ ასევე მახსოვს გადამწყვეტ მომენტებში მისი უპასუხისმგებლო, გაუმართლებელი, ეფექტზე გათვლილი ბურთის ტარებაც, სროლებიც და გადაცემებიც. დასანანია დროა დაღვინდეს. პ.ს. ,,ზვიადი" იმაში ვერ გარკვეულა უბნელებს ელაპარაკება თუ საიტზე კომენტარს აკეთებს და რატომ უბეჭდავთ ვერ გამიგია.
სოსო
ზუროსიც ძალიან კვალიფიციური მწვრთნელია და კოკოშკოვიც,მათ ეს უკვე დამტკიცებული აქვთ.ხოლო ვინც ახლა ზუროსს აგინებს,ისინი თავის დროზე კოკოშკოვსაც ასევე აგინებდნენ და სპეციალისტობას უწუნებდნენ.გათამაშების სისტემა შეიცვალა ხალხო,მწვრთნელს საერთოდ აღარ რჩება დრო,გუნდთან მუშაობისათვის და მაინც შეადარეთ დღევანდელი ნაკრები შარშან ჯგუფში მოთამაშე ნაკრებს,თუმცა ახლა ლეგიონერები გვეხმარებიან მაგრამ მაინც.ბოქოლიშვილი და ბერიშვილი ბოლომდე ჯერაც ვერ იღებენ თავზე თამაშს,მაგრამ უკვე გაცილებით თავდაჯერებულები არიან.თავდაჯერება აკლია აშკარად ფაცაციას და ეს გასაგებია,მეტოქის მცველები ძალიან მაღალი კლასისები იყვნენ მასთან შედარებით,თუმცა უფრო სუსტ გუნდებთან ლევანიც საკმაოდ კარგად ირჯებოდა ხოლმე.რაც ჩემთვის მოულოდნელია,თავდაჯერებულობის ნაკლებობას ვამჩნევ გიო შერმადინს და გაოცებული ვარ,რამდენჯერმე იყო,როცა სასროლი არ ესროლა და უკან გაიტანა,არადა მეტოქეს სჯაბნიდა.ჯენინგი კარგი იყო,მაგრამ ჯერ გუნდს ვერ იცნობს და გათამაშებაში ამიტომაც ვერ იყო ბოლომდე აქტიური.როცა იგი საბოლოოდ შეეჩვევა გუნდს,მისი სარგებლიანობაც ძალიან მოიმატებს და ცინცაძეს დიდი შეღავათი მიეცემა თუნდაც ფიზიკური დატვირთვის მხრივ.დრო სჭირდება ჩვენს ნაკრებს,რომელიც სამწუხაროდ აღარ გვაქვს/ამ ორ თამაშამდე ერთი ამხანაგური შეხვედრა მაინც რომ ჩაგვეტარებინა,ჯენინგი უკვე გაცილებით უკეთესად ჩაჯდებოდა სათამაშო სქემებში და ბერძნებთან ეს შეიძლება საკმარისიც გამხდარიყო.ჩვენ ხომ სულ ერთი ქულით წავაგეთ.
sg
კარგად ითამაშეს. დიქსონი ჯენინგს ნამდვილად სჯობდა, მაგრამ ეგებ მერე უკეთესად ათამაშდეს.
niko
ძალინ კარგად ითამაშეს, კვლავ პრობლემა არის გმთამაშებელი, რომელიც ბურთს უდროო დროს არ დაკარგავს და დროულ პასს გააკეთებს, ცინცაცემ კარგად ითამაშა, მაგრამ ბლოლოს მაინც შესცოდა. ფაცაციას ნაკრებში რა უნდა არ ვიცი, ვერ არის მაგ დონის მოთამაშე, იქნებ სხვა ენახათ ვინმე? დაფეეთებული და ფაფხურა კალათბურთელია. ბითაძე ყოჩაღ ისევ, შერმადინიც, ჯენინგსიც და არა ჯენინგი, და თოკო ისვე და ისევ. გალაქტიონ წერა ისწავლე ან გადაიკითხე სანამ გამოაქვეყნებ, სირცხვილია ამხელა სახელის ტარება და ასე აბდაბუდად წერა ან სახელი გამეიცვალე.
ირაკლი
ძაან მაგარიკაცია ზუროსი და ბიჭებმაც მაგრად ითამაშეს, რომ არა ყოვლად უპასუხისმგებლო შეცდომები ერთი კალათბურთელის. დასანანი თამაში წავაგეთ.
gi
შენგელია ხომ მაგარია მაგრამ ბითაძე იქნება რაღაც დიდ წარმატებებს მიაღწევს
Mmm
ზუროსი კარგიწვრთნელია, მარა მომავლს სად ხედავს? ერთადერთი ბითაძე, რომელიც მომავალი კი არა მოსულია უკვე, სხვა ვინაა 20,18,16 იანები თავიანთი მამუკელაშვილ ანდრონიკაშვილით ყველა ჩაფლავდა ბულაშვილი გაკუჭებულია რავარც გურულები იტყვიან და სადაა მომავალი?დ
kote
აბა, კაცო აბა...სად იყო დანევას სად იყო ხელის კანკალიო .??? დაბნევა და მეტი არ ყო ცინცაძე-ფაციას დუეტი? აბა რა იყო? დაბენევა არ იყო კალატესის მარტო დატოვება(ები) - ყოველთვის სიცარიელეში მდგომი ბომბავდა კალათს, დაბნევა და უარესი არ იყო ბოლო წამები? აბა მეტ რა არის დაბნევა?
გიორგი
რომ არ აეცილებინა და შემდეგი 3 წამიანი შეტევა ვერ გამოგვეყენებინა? მერე ვიტყოდით ეს რასისულელე ქნესო...წინ ვიყავით და უნდა მოგვეგერიებინა ეგ შეტევა...
დათო
მაგას სატანადო ინტელექტი სჭირდება...
grego
რა მაინტერესებს. არ შეიძლებუდა ბოლო წამზე ჯარიმა აეღოთ და შესაძლოა ერთი მაინც აეცილებინათ?
basketi
ყველაფერი იდეალური იყო დღეს გარდა შედეგისა.მალდობა ბიჭებს და პირადად ზუროსს.როგორც აღნიშნა ამ ადამიანმა მომავლის გუნდს აკეთებს და ეს წაგება კიდევ უფრო ბევრს გვასწავლის.ჯენინგი ძალიან კარგია და კიდევ მოუმატებს.ბუს შეეშვით ნუ აკრიტიკებთ,ერთადერთი გამთამაშებელია და მეტი რა ქნას,შეცდომა გარდაუვალია როცა ამდენს თამაშობ და არ ისვენებ.იმედია მეორე გამთამაშელს შეარჩევს ზუროსი რომ ცინცაძემ დაისვენოს ხოლმე...მომავალი ჩვენია!!!
d. iokuzuna
-100 -იანი ბრძანდებით!
merkeli
-შენ თუ თამაშის ბაიბურში იყო რა! მადლობა კი არა ზუროსის.....
რ
ფაცაცია გამთამაშებელი არ ყოფილა. შეცდომა იყო მისი შემოყვანა 1 პერიოდის ბოლო წუთებზე. არია შეთამაშებული ხუთეული. ჯენინგი სროლებში კარგია, მაგრამ დიქსონის ნახევარია მხოლოდ. ცინცაძემ რო დაისვენა მისი შემცვლელი გამთამაშებელი არ გვყოლია. ისევ მოკლე სკამი გვაავს, თუმცა ბითაძემ გაგვახარა. ნამდვილი სერბი პროფესიონალი კალათბურთელივით თამაშობს.
კახა
უღრმესი მადლობა ბიჭებს მადლობა ბრძოლისთვის თავდადებისთვის იმედია ახალგაზრდა კალათბურთელებმა უდიდესი გამოცდილება შეიძინეს რაც შეეხება შედეგს 100 დან ერთხელ ხდება სენსაცია ორი კალთბურთელით ვერ მოუგებ ტოპ გუნდს დააკვირდით არანაირი დაბნევა ანგარიშშიც ჩამორჩნენ მაგრამ ხელი არცერთ არ აკანკალებია კარგი გაკვეთილია ჩვენებისთვის ბევრი უნდა იშრომონ რომ ასეთ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. მადლობა და ფედერაციამ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალები უნდა დაასაქმოს მოიწვიოს ტრეინინგები ლექციები გაგზავნა პრაქტიკის მისაღებად წარმატებულ ქვეყნებში სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს ათეული წლებია ჩვენთან ველოდებით როდის გამოჩნდება ტალანტი საჭიროა სწორი დაგეგმვა რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში შეუწყოთ ხელი ყოლოდა შენგელიას ორი კაცი კიდე გვერდში მოიგებდა მაინც მადლობელია მთელი ერი გაიხარეთ და გაახარეთ ოჯახები და სამშობლო.
გიოშა
ასეთი წაგება ძალიან გულსაწყვეტია,მაგრამ დიდად საამაყოა,რომ მთელი მატჩის მანძილზე უგებ მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდს! ხუთი წლის წინ ამის გაფიქრებაც კი არ შეიძლებოდა.დიდი მადლობა ილიას ზუროსს და საქართველოს ნაკრების ყველა კალათბურთელს.
პაატა
მაინც ვერ გავიგე რატომ ვთვლით რომ ზუროსი კოკოშკოვს რამით ჯობია?! მეორე თამაშია მაგარ უპირატესობას ვანიავებთ...მესამე მეოთხეხში რა ემართება ზუროსს?! ფაქტიურად ორივე თამაშსი უმწვრთნელოთ ითამაშეს მესმაე მეოთხედი.
"ჩვენ დავბრუნდებით" - ფრანგების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხის მიზეზი განმარტა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
გიორგი შერმადინი: ახალგაზრდა კალათბურთელები გვყავს და ჩვენთვის მთავარი მომავალია
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
კარგი პირველი და საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა [VIDEO]
ამერიკის ნაკრებმა ახალ ზელანდიას 27 ქულით სძლია [VIDEO]
ზუროსი: ევრობასკეტს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით
მამუკელაშვილი: მალე ყველაფერს დავალაგებთ და უკეთესობისკენ წავალთ
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ამარცხებს
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას