სეგუნდადივიზიონის მე-5 ტურში "სარაგოსა" სტუმრად 1:2 დამარცხდა "ალმერიასთან" და გამარჯვების გოლი მასპინძლებმა 88-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილის შეცდომის შედეგად გაიტანეს.

გიორგი 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, მატჩის დასასრულს კი მოედნის ცენტრში მის დაკარგულ ბურთს "ალმერიას" სწრაფი შეტევა და გოლი მოჰყვა.

heraldo ამ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველს თანაგუნდელებმა მოედანზევე უსაყვედურეს ინდივიდუალიზმის გამო, რამაც ფატალური შედეგი გამოიღო, მან კი მომხდარი ძალიან განიცადა და ორივე ხელი სახეზე აიფარა.

ნამატჩევს ის ყურადღების ცენტრში მოექცა. თუმცა, არავინ იცის, რა უთხრა მწვრთნელმა იმანოლ იდიაკესმა გასახდელში, პრესკონფერენციაზე კი განაცხადა, რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

არაგონული გუნდის მცველმა ალბერტო ბენიტომ ვიპ-ზონაში თქვა, რომ მოგება შეეძლოთ, დეტალურ ანალიზს არ აპირებს და ყველაფერი ქართული ფინალით დასრულდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გუნდის კაპიტანი ალბერტო ზაპატერი ძალიან იმედგაცრუებული იყო, პაპუნაშვილის გვარი არ უხსენებია, მაგრამ ყოველი ნათქვამი ფრაზის "უხილავი გმირი" გიორგი იყო.

მის მიმართ უკმაყოფილება გულშემატკივრებმა აგრესიულად გამოხატეს.

არადა, პაპუნაშვილს კარგი თამაშით და გატანილი გოლებით არაერთხელ გაუხარებია ქომაგები, შეცდომა ვის არ მოსვლია და თანადგომის და მხარდაჭერის ნაცვლად, რისხვა დაატეხეს თავს და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - როდესაც სხვა კლუბში გადასვლის ვარიანტები ჰქონდა, ღირდა კი "სარაგოსასთან" კონტრაქტის გაგრძელება.

იდიაკესი ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ პაპუზე დიდ იმედებს ამყარებდა, ხოლო ხელშეკრულების გახანგრძლივების შემდეგ Eldesmarque.com-ი წერდა:"ახალი კონტრაქტით, რომელიც პაპუსა და "სარაგოსას" შორის 2022 წლამდე გაფორმდა, ფეხბურთელის ხელფასი გაიზრდება, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევრო

იქნება, რითაც "სარაგოსა" მის მსურველ კლუბებს შეაკავებს".

ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ამ მატჩში პირველი გოლი "სარაგოსამ", უფრო სწორად ავტოგოლი, შვეიცარიელი მცველის სიმონე გრიპოს შეცდომის შედეგად გაუშვა და ის არ გაუკრიტიკებიათ.

როლო
სხვა გუნდში გდასვლა არარის გამოსავალი,არამედ სწორი დასკვნა და მეტ შრომა
gaza
ასე იკო კაზახეტში კვეკვესკირმა უაზროდ ატრია ცენტრში ბურტი, დაკარგა და ცოტა მაგალი კლასის რომ კოფილიკო კაზაკეტი ეხლა 6 მაგივრად 3 კულა გვეკნებოდა
კახა ქირია
მაშინ კარიუსი უნდა მოეკლათ ლივერპულის ფეხბურთელებს...არა რა ინგლისში სულ სხვა მიდგომა აქვთ გულშემატკივრებსაც და ფეხბურთელებსაც ეგეთ რაღაცეე ძე.გუნდი 4:0 აგებს და მაინც ფეხზე დამდგარი ტაშს უკრავენ..
ალეკსანდრე
ასეა ყველგან უცხოს უფრო არ პატიობენ, ერთი ჩვენ ვართ ყველაფერს რომ ვპატიობთ გადამთიელებს
Semi
Gulshematkivridan ar aris sawyeni, magram tanagundelebs zedmeti mouvidat, tu sayveduria satqmeli mwvrtneli etyvis. Pirvelive shanssze unda datovos gundi.
12
ზედმეტად ათრევს ბურთს და შენიშვნა ბევრჯერ ექნებოდათ მიცემული
თენგაბი
ესენი ხომ არ უბერავენ? პირველი გოლის დროს სარაგოსას მცველმა ჩააბარა ბურთი მეტოქეს და მერე ავტოგოლი შეაგდო, მეორეც, გიორგიმ მეტოქის საჯარიმოსთან დაკარგა ბურთი,კორპასმა მთელი მოედანი გადმოირბინა და ლამის დამცველთა ფეხებიდან გაიტანა ბურთი. მცველების ბრალია და კიდევ გიორგის აბრალებენ?
ჰაჰა
იმათმა საყვედურიც იციან და გვერდში დგომაც. არავინ არ კრავს სამუდამოდ კაცს ხელს, მითუმეტეს თუ 10 მილიონს ელოდებიან. კრიტიკა კიდევ ცუდი არ არის, ოღონდ ხელები არ უნდა ჩამოუშვა. პ.ს. ისე გაიხსენეთ ქართველმა მწვრთნელებმა რამდენჯერ წაგვიგია თამაშები, როცა ბურთი ცენტრში უაზროდ დაიკარგა. თუნდაც ნაკრების დონეზე. ჰოდა გაითვალისწინეთ როცა ასწავლით ცენტრში უაზროდ ბურთის თრევას.
გიზოგ
შეცდომა ყველას მოსდის და რა თქმა უნდა საპატიებელია. მაგრამ თუ ფეხბურთელი გამიზნულად და ჯიუტად აკეთებს ზედმეტ მოძრაობებს პუბლიკისთვის, ეს შეცდომა არ არის და დიახ შეიძლება საყვედური უთხრა. ხანდახან ნაკრებშიც გამოჩნდება ხოლმე ასეთი ზედმეტი თრევა ბურთის და მას არაერთხელ მოჰყოლია სწრაფი შეტევები და მათ შორის გოლიც. გიორგი დიახაც ინდივიდუალისტია და ეს უნდა გამოიყენოს მეტოქესთან ბრძოლაში, თუმცა უნდა გრძნობდე რამდენად საჭიროა ეს იმ მომენტისათვის. გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა. ამ შემთხვევაში გიორგის თანადგომას ვუცხადებ და მჯერა ამ შემთხვევას გაკვეთილად გამიყენებს.
მოვდივართ დაგიგდებთ
ერთ სიტყვიანი საზიზღრობებად დაგიგდებთ მალე
Niko
იძახე ანეკდოტიო და კი აკეთებს ასობით ათას ევროს ქართველი ფეხბურთელი პაპუნაშვილი ფეხბურთის თამაშით. შენ იჯექი 7 ლარიან ხელფასზე და იღადავე პაპუნაშვილებზე აჰაჰა
Mmm
პაპუნას კი არა მო სალახს მოუვიდა დღეს მსგავსი რამ მერედა რა? ეგრე როგორ შეიძლება , მათხოვრები ტფუ
ოღონდაცა რააააა
ორ სიტყვიანი ანიგდოტი. ქართველი ფეხბურთელი :-)))))
euhh
დააფერეთ ხელი არ ინერვიულოს(((მშრომელი,ნიჭიერი ბიჭია და კრიტიკას კაცი არ მოუკლავს.ზოგი ჭირი მარგებელია.პ.ს. გამოუჩნდენ დამცველები:გიკვირით?ჩვენ არავარ რომ მოიგებენ ცამდეაგვყავს და თუ წააგეს უკანასკნელი მტერივით რომ ვიმეტებთ სალანძღავად ჩვენ ნებისმიერ სპორტსმენს?!!!
გიორგი
შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგათი უმადური ... წამო საერთოდ მაგ გუნდიდან.
ემირი
იმათი ოჯახის წევრებს მოხვდა პირში.... არპროფესიონალები. პაპუს დარი ფეხბურთელი სეგუნდაში მეორე არც არის
cheroeli
რას და გუნდისთვის უნდა ითამაშო
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ლა ლიგის გუნდში შეთანხმებული ტრანსფერი ჩამეშალა - ნიკა კვეკვესკირი
პაპუნაშვილი კარიერას კვიპროსში განაგრძობს, თუმცა ქეცბაიასთან არა
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ქოჩორაშვილის "ლევანტე" "სარაგოსასთან" დამარცხდა
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
ElDesmarque: "სარაგოსამ" "პაპუს" თაობაზე მომხიბვლელი წინადადება მიიღო
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
As: ბარახამ პაპუნაშვილი "სარაგოსაში" დატოვა
წიტაიშვილმა გაიტანა, მაგრამ "გრანადა" ისევ ფრეს დასჯერდა [VIDEO]