“გაძეტა დელო სპორტი” ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ტურინში უკვე ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
“იუვენტუსის” კრიზისი ბევრისთვის პირადი ტრაგედიის ტოლფასია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც ტურინელთა ძნელბედობა ძალიან ახარებთ. სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება ჩეხი სპეციალისტი ზდენეკ ზემანი, რომელიც არც კი მალავს თავის კმაყოფილებას. ზდენეკი “კორიერე დელო სპორტს” გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:

“ყველამ კარგად იცის როგორი ფეხბურთის მოყვარული ვარ და შესაბამისად, არავის უნდა უკვირდეს ის, რომ “იუვენტუსის” და მსგავსი გუნდების წარუმატებლობა ფეხბურთის წარმატებად მიმაჩნია. ზოგადად, “იუვეს” საწინააღმდეგო არაფერი მაქვს - პირიქით, “კალჩოპოლის” შემდეგ მსურდა კიდეც ამ გუნდისთვის მეგულშემატკივრა, მაგრამ არაფრით არ გამომივიდა. ლუიჯი დელ ნერის ტაქტიკა-სტრატეგია ზედმეტად პრაგმატულია, “იუვეს” თამაში კი საშინლად საყურებელი.

ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ფეხბურთს გულშემატკივრებისთვის თამაშობენ. ხშირად, როდესაც გუნდი არასანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს, შედეგით იმართლებენ თავს, ამ შემთხვევაში კი შედეგიც უარყოფითია. არ დავმალავ, როდესაც ანტიფეხბურთს არა დადებითი შედეგი, არამედ კრიზისი მოაქვს, ეს ძალიან მახარებს”.

აი, ასეთი განცხადება გააკეთა ზდენეკ ზემანმა და ალბათ კიდევ უფრო გააღიზიანა ისედაც არც თუ კარგ ხასიათზე მყოფი “იუვეს” გულშემატკივრები.

ამასობაში, “გაძეტა დელო სპორტი” ავრცელებს მეტად საინტერესო ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ტურინში უკვე ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან. ჯანლუიჯი ბუფონის თქმის არ იყოს, სასწაული უნდა მოხდეს, რომ დელ ნერიმ ადგილი შეინარჩუნოს, სასწაულების კი ტურინში უკვე აღარ სჯერათ. ამიტომ, “იუვეს” მესვეურებმა სენიორ ლუიჯის ჩანაცვლება საბოლოოდ გადაწყვიტეს და მოლაპარაკებები რამდენიმე ფრონტზე გაშალეს.

ყველაზე ხშირად რობერტო მანჩინის შესახებ საუბრობენ, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ სიტის” უდგას სათავეში და დიდია შანსი, ზაფხულში კლუბის დატოვებამ მოუწიოს. შესაბამისად, მისთვისაც საინტერესოა თანამემამულეებთან მოლაპარაკების წარმოება და ამად იყო, რომ ლონდონში ერთი მეტად დამაინტრიგებელი საქმიანი ვახშამი შედგა. მაგიდას სამი ადამიანი მიუჯდა - “იუვენტუსის” სპორტული დორექტორის, ჯუზეპე მაროტას თანაშემწე ფაბიო პარაჩიტი, დირექტორთა საბჭოს წევრი და მწვრთნელის კონსულტანტი პაველ ნედვედი და მანჩინის პირადი აგენტი ჯორჯო დი გეორგისი.

ბუნებრივია, თავად მანჩინიმ თავი შეიკავა შეხვედრაზე მისვლისგან, რადგან ინგლისის “პრემიერლიგაში” სეზონი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ასეთ დროს, სხვა კლუბთან მოლაპარაკების პირადად წარმოება ვერავითარ ეტიკეტში ვერ ჩაჯდებოდა. საგულისხმოა ისიც, რომ პაველ ნედვედთან ერთად ინგლისში არა ჯუზეპე მაროტა, არამედ მისი თანაშემწე ჩავიდა. უკვე აქტიურად საუბრობენ იმის შესახებაც, რომ დელ ნერი და მაროტა როგორც მივიდნენ, ისევე წყვილად დატოვებენ ტურინს, ამ უკანასკნელის ადგილს კი სწორედ პარაჩიტი დაიკავებს - როგორც ვხედავთ, უკვე შეუდგა კიდეც მოვალეობების აქტიურად შესრულებას. რაც შეეხება ნედვედს, ჩეხის პოზიციები კლუბში აშკარად ძლიერდება, რასაც მისი პრესასთან გაკეთებული კომენტარი ადასტურებს:

“დასამალი არაა, რომ მიმდინარე სეზონში გუნდის ასპარეზობით ძალიან უკმაყოფილოები ვართ. შესაბამისად, მწვრთნელის პასუხისმგებლობის საკითხი დაყენებულია და სავარაუდოდ, დელ ნერისთან განშორება მოგვიწევს. რაც შეეხება ახალ კანდიდატურას, ჩემი სიმპატიები რობერტო მანჩინისკენ იხრება, რომელმაც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე დიდი გამოცდილება დააგროვა და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. ფეხბურთში ხშირია უსამართლობა და ვფიქრობ, რომ საფეხბურთო საზოგადოების მანჩინისადმი დამოკიდებულაც ამის ნათელი მაგალითია - ბევრს ეპარება მის შესაძლებლობებში ეჭვი, არადა, ჯერ კიდევ “ინტერში” მუშაობისას დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის სპეციალისტია. თანაც, რობერტო კლუბის პრეზიდენტის, ანდრეა ანიეოლის ძველი მეგობარია და საერთო ენის გამონახვა არ უნდა გაგვიჭირდეს”.

ნედვედი პირდაპირ ამბობს, რომ ყველანაირად შეეცდება დელ ნერი მანჩინით ჩაანაცვლოს. თუმცა, ალბათ თავადაც კარგად ესმის, რომ ბევრი რამე სეზონის დარჩენილ შეხვედრებზე იქნება დამოკიდებული. თუ “მანჩესტერ სიტიმ” მოახერხა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, ინგლისური კლუბის არაბ მეპატრონეებს სავარაუდოდ მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების სურვილი გაუჩნდებათ - მათთან კონკურენცია კი იოლი საქმე ნამვილად არ უნდა იყოს. ლონდონში გამართული შეხვედრის შესახებ ნედვედი შემდეგ კომენტარს აკეთებს:

“არ შეიძლება იმის თქმა, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, რადგან კონკრეტული წინადადებით მანჩინისთვის არ მიგვიმართავს. ეს უბრალოდ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო, რომელიც მეტწილად “იუვენტუსის” გეგმებზე და სტრატეგიულ მიმართულებებზე ლაპარაკს დაეთმო. თავის მხრივ, აგენტმაც გაგვაცნო მანჩინის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ მხოლოდ “მანჩესტერ სიტის” გაწვრთნაზეა კონცენტრირებული და სანამ სეზონი არ დასრულდება, სხვა ვერაფერზე იფიქრებს. ამ პოზიციას ველოდით კიდეც, რადგან რობერტო პროფესიონალია და შუა სეზონში სხვა საფიქრალი უბრალოდ ვერ ექნება”.

მართალია, მოლაპარაკება აქტიურ ფაზაში არ არის შესული, მაგრამ საქმე დაძრულია და ვნახოთ, რით დასრულდება ეს ყველაფერი. ზემოთ ვთქვით, რომ დელ ნერის მსგავსად, კლუბიდან წასვლის კანდიდატი ჯუზეპე მაროტაც გახლავთ - მის კიდევ ერთ შეცდომად საფეხბურთო ექსპერტებმა კარვალიო ამაურის “პარმაში” გაშვება მიიჩნიეს და ამის გამო, მკაცრადაც აკრიტიკებენ. მაშინ, როდესაც ტურინელებს ძალიან უჭირთ შეტევაში, ამაური გოლს გოლზე იტანს და ის, რომ ემილიური გუნდი დაშორდა გასავარდნ ზონას, ამაში დიდი წვლილი სწორედ მას მიუძღვის. ბუნებრივია, აპენინელი ჟურნალისტები ამაურისაც შეეხმინენ და მისი აზრიც მოისმინეს:

“ბევრს ჰგონია, რომ ძალიან მახარებს “იუვენტუსის” წარუმატებლობა, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. პირიქით, ვგულშემატკივრობ გუნდს და მინდა, რომ ევროპის ლიგის საგზური მაინც მოიპოვოს. ჯერ ერთი, “პარმაში” იჯარის წესით ვასპარეზობ და ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა ტურინში დაბრუნებამ მომიწიოს, ამიტომ ამ გუნდს ჯერ კიდევ ჩემად ვთვლი. მეორე მხრივ, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ “პარმაში” გადასვლის გადაწყვეტილება მივიღე და დღეს, ამ გუნდში ვირიცხები.

აქ შესანიშნავი ადამიანები დამხვდნენ, რომლებიც გვერდში ამომიდგნენ რთულ პერიოდში და კრიზისის დაძლევაში დამეხმარნენ. კლუბს ბრწყინვალე პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფეხბურთელებმა თავი კარგად იგრძნონ - აღარაფერს ვამბობ გულშემატკივრებზე, რომლებიც სტადიონზე საოცარ ატმოსფეროს ქმნიან”

“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია
[VIDEO] კრიშტიანოსა და მესის გარეშე - მოდრიჩმა მისთვის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა