ლა ლიგაში უდანაკარგოდ აღარავინაა. ერნესტო ვალვერდეს ექსპერიმენტებმა შემადგენლობაში, "ბარსა" კატალონიურ დერბიში შეაფერხა და "ჟირონასთან" მატჩში 2 ქულა დააკარგვინა.

ახლა "ბარსა" და "რეალი" ერთად ლიდერობენ ლა ლიგას, რომელსაც შუა კვირაშიც მორიგი ტური ელის.

Video

23.09.18. ბარსელონა - ჟირონა 2:2

ძნელი სათქმელია, რას აკეთებს ხულიენ ლოპეტეგი - იდეალურ 11-ეულს ეძებს თუ როტაციას მიმართავს, მაგრამ ფაქტია, ამ მწვრთნელის ხელში "რეალში" ექსპერიმენტები არ ილევა. ახლა ნავასს, მარსელოს, კროოსსა და ბეილს მიეცათ დასვენების საშუალება და "რეალმაც" ამ სეზონის უცუდესი თამაში ითამაშა. "სამეფო კლუბმა" მაინც მოიგო, რაც მარკო ასენსიოსა და ვიდეორეფერის დამსახურებაა. რომ არა ტექნოლოგია, ამ წესების დაცვით გატანილ გოლს არ ჩათვლიდნენ.

Video

22.09.18. რეალი - ესპანიოლი 1:0

როგორც იქნა, თომა ლემარმა დაგვანახა, რატომ გადაიხადეს მასში 75 მილიონი ევრო - ორივე გოლი "ხეტაფეს" კარში მისი დამსახურებაა, თუმცა პირველში მეკარე სორიამ ხარიხიდან გამოვარდნილი ბურთი უნებურად შეაბრუნა კარში.

Video

22.09.18. ხეტაფე - ატლეტიკო 0:2

ფაქტები

"სოსიედადის" 2 ფეხბურთელი ერთ მატჩში აქამდე ბოლოს 2005/06 წლების სეზონში გააძევეს.

12 მატჩია, რაც "ალავესი" არ აგებს, თუ გოლი იბაი გომესს გააქვს (11 მოგება, 1 ფრე).

"სელტამ" პირველ 9 წუთში ორი გოლი ლა ლიგაში 2002 წლის მერე პირველად გაიტანა.

ოსკარ პლანიოს გოლმა "ვალიადოლიდის" 399-წუთიანი მშრალი სერია დაასრულა.

იაგო ასპასი მე-2 ადგილზე გადავიდა "სელტას" ფეხბურთელებში პრიმერაში გატანილი გოლების მიხედვით - 71.

2006 წლის მერე პირველად, "ხეტაფეს" გოლკიპერმა საკუთარი კარი დალაშქრა.

მარკო ასენსიომ ლა ლიგაში თებერვლის მერე პირველი გოლი გაიტანა, ხოლო "სანტიაგო ბერნაბეუზე" პირველი - 2017 წლის ნოემბრის შემდეგ.

"ხეტაფეს" ივან ალეხო მოედანზე გამოსვლიდან 4 წუთსა და 21 წამში გააძევეს.

თომა ლემარმა "ატლეტიკოს" მაისურით პირველი გოლი 416 წუთის შემდეგ გაიტანა.

პაბლო სარაბიამ (სევილია) კარიერაში პირველად გააკეთა ერთ თამაშში 3 საგოლე პასი (პლუს, გოლი გაიტანა).

"სევილიამ" ლა ლიგის საგარეო მატჩში 6 გოლი პირველად გაიტანა.

დანი პარეხო ბოლო 9 ტურში 2-ჯერ გააძევეს, არადა, წინა 276 ტურში მან წითელი ბარათი მხოლოდ ერთხელ მიიღო.

1999 წლის მერე "ვალენსიას" ასეთი ცუდი სტარტი არ ჰქონია - ჯერ მოგება არა აქვს.

ლიონელ მესიმ 423-ე მატჩი ითამაშა ლა ლიგაში და ამ მაჩვენებლით არაესპანელ ფეხბურთელებში ყველას გადაუსწრო.

2018 წელს ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი გოლი ლიონელ მესის აქვს გატანილი - 34 (36 მატჩში).

21-ე საუკუნეში პირველად შეძლო ერთმა ფეხბურთელმა წლის განმავლობაში "რეალისა" და "ბარსელონას" კარში დუბლების შესრულება - ეს კრისტიან სტუანია ("ჟირონა").

ლა ლიგა. V ტური

უესკა-სოსიედადი 0:1

გოლი: 0:1 მერინო (64)

გაძევება: ხუანმი (71. სოსიედადი), ტ. ერნანდესი (82. სოსიედადი)

ვალეკანო-ალავესი 1:5

გოლები: 0:1 ჩ. ნავარო (8), 1:1 დე ტომასი (30), 1:2 იბაი გომესი (34), 1:3 კალიერი (56), 1:4 იბაი გომესი (77), 1:5 ბურგუი (95)

გაძევება: ბა (35. რაიო ვალეკანო)

სელტა-ვალიადოლიდი 3:3

გოლები: 1:0 ასპასი (5), 2:0 მ. გომესი (9), 2:1 პლანიო (39), 3:1 ასპასი (54), 3:2 იუნალი (65), 3:3 ლეო სუარესი (94)

ეიბარი-ლეგანესი 1:0

გოლი: 1:0 კიკე (52)

ხეტაფე-ატლეტიკო 0:2

გოლები: 0:1 სორია (14-საკ. კარში), 0:2 ლემარი (60)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში (71. გოდინი) - ლემარი (80. ა. კორეა), როდრი (58. თომასი), საულ ნიგესი, კოკე - დიეგო კოშტა, გრიზმანი

გაძევება: ალეხო (67. ხეტაფე)

რეალი-ესპანიოლი 1:0

გოლი: 1:0 ასენსიო (41)

რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოზოლა, ვარანი, სერხიო რამოსი, ნაჩო - მოდრიჩი, კაზემირო, სებალიოსი (63. ლ. ვასკესი) - ისკო (79. მ. ლორენტე), ბენზემა (60. მარიანო დიასი), ასენსიო

ლევანტე-სევილია 2:6

გოლები: 0:1 ბენ იედერი (11), 1:1 როჯერი (12), 1:2 კარისო (21), 1:3 ბენ იედერი (35), 1:4 ბენ იედერი (45), 1:5 ანდრე სილვა (49), 1:6 სარაბია (59), 2:6 კიაერი (90-საკ. კარში)

სევილია (3-5-2): ვაჩლიკი - გომესი, კიაერი, კარისო - ხესუს ნავასი, ფ. ვასკესი, ბანეგა (63. მესა), სარაბია (73. მურიელი), ალ. ვიდალი - ბენ იედერი, ანდრე სილვა

გამოუყენებელი პენალტი: მორალესი (26. ლევანტე)

ვილიარეალი-ვალენსია 0:0

ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გაბრიელ პაულისტა, დიაქაბი, გაია - ფ. ტორესი (56. გედეში), სოლერი, პარეხო, ჩერიშევი - ს. მინა (46. ბატჩუაი), გამეირო (61. კოკლენი)

გაძევება: პარეხო (58)

ბეტისი-ბილბაო 2:2

გოლები: 0:1 ვილიამსი (7), 0:2 რაულ გარსია (18), 1:2 ბარტრა (51), 2:2 კანალესი (68)

გაძევება: სუსაეტა (45. ბილბაო)

ბარსელონა-ჟირონა 2:2

გოლები: 1:0 მესი (19), 1:1 სტუანი (45), 1:2 სტუანი (51), 2:2 პიკე (63)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - არ. ვიდალი (58. რაკიტიჩი), ბუსკეტსი, არტური (58. კოუტინიო) - მესი, ლ. სუარესი, დომბელე (46. უმტიტი)

გაძევება: ლონგლე (35)

ბომბარდირები: 5 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 4 - იაგო ასპასი (სელტა), ქარიმ ბენზემა (რეალი), როჯერ მარტი (ლევანტე), ანდრე სილვა (სევილია).

მომდევნო ტური

25 სექტემბერი: ესპანიოლი-ეიბარი, რეალ სოსიედადი-რაიო ვალეკანო, ატლეტიკო-უესკა

26 სექტემბერი: ბილბაო-ვილიარეალი, ლეგანესი-ბარსელონა, სევილია-რეალი, ვალენსია-სელტა

27 სექტემბერი: ალავესი-ხეტაფე, ვალიადოლიდი-ლევანტე, ჟირონა-ბეტისი.

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს