ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"დიეგო სიმეონემ 5 ფეხბურთელი დაამატა, მათ შორის, მეც" - ლადო ჩიხრაძე "ატლეტიკოს" ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს

"დიეგო სიმეონემ 5 ფეხბურთელი დაამატა, მათ შორის, მეც" - ლადო ჩიხრაძე "ატლეტიკოს" ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს

"საბურთალოს" 17 წლის თავდამსხმელი ლადო ჩიხრაძე მადრიდის "ატლეტიკოს" 18-წლამდელთა გუნდს შეუერთდა, სადაც ერთი წლის განმავლობაში იასპარეზებს.

ახალგაზრდა ქართველი 2017 წლის ნოემბერში უკვე იმყოფებოდა ერთკვირიან სტაჟირებაზე ესპანურ გრანდში და მისი მიწვევა კიდევ ერთხელ, ამჯერად ერთი წლით გადაწყვიტეს.

"საბურთალოს" ოფიციალურმა გვერდმა მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

- ლადო, რამდენიმე კვირაა მადრიდში იმყოფებით და "ატლეტიკოს" ასაკობრივ გუნდში ირიცხებით. როგორ შეეწყვეთ?

- ყველაფერი ნორმალურადაა. უცხო გარემოში არ ჩამოვსულვარ. 2017 წლის ნოემბერში ერთი კვირით სტაჟირებაზე ვიყავი. ახლა ისე მოხდა, რომ კიდევ მომიწვიეს და აგრძელებენ ჩემზე დაკვირვებას. საცხოვრებელ ბაზაზე ვცხოვრობ. ჩემთან ერთად ესპანეთის სხვადასხვა ქალაქიდანაც არიან ფეხბურთელები, თუმცა ლეგიონერი 18-წლამდელთა გუნდში, სადაც ვთამაშობ, არ ჰყავთ. რაც შეეხება სავარჯიშო ბაზას, 10 წუთის სავალზეა. პირველი და ასაკობრივი გუნდები ერთ ბაზაზე ვვარჯიშობთ.

- საწვრთნელ პროცესზე გვითხარით, დიდი დატვირთვებია?

- ძალიან სასიამოვნო ვარჯიშებია, აქცენტი ტექნიკაზეა გადატანილი - ბურთის სწორად მიღება, ერთი ფლანგიდან მეორეზე სწრაფად გადატანა, კვადრატები, კარში დარტყმა. ასევე ხშირია სხვადასხვა კომბინაციის დამუშავება.

- და ფიზიკური დატვირთვები?

- შაბათ-კვირას ოფიციალური მატჩებია. ისე ხდება, რომ დატვირთვები ორშაბათობითაა, სამშაბათს გუნდი ისვენებს ხოლმე, დანარჩენ დღეებში კი ბურთთან მიდის მუშაობა.

- "ატლეტიკოს" ასაკობრივ გუნდში როდემდე დარჩებით?

- 1 წელი აქ ვიქნები. ამ ხნის განმავლობაში კარგად დამაკვირდებიან და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. თუ კარგად წარმოვაჩინე თავი, შემეძლება, რომ კარიერა ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლუბში გავაგრძელო.

- თქვენ შარშანაც იყავით "ატლეტიკოში", თუმცა მოკლე დროით. ალბათ, ახლა უფრო გაგიადვილდებოდათ...

- ჩამოსვლისას რამდენიმე ძველმა გუნდელმა მიცნო, ძალიან თბილად მიმიღეს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს სტაჟირებაზე ერთი კვირის განმავლობაში ვიყავი, ბევრს დავამახსოვრდი. შეიძლება ითქვას, უცხო გარემოში არ მოვხვედრილვარ.

- ენის პრობლემა არ გაქვთ?

- საქართველოში ყოფნისას ესპანურ ენას ვსწავლობდი. რაღაც დონეზე ვიცი ესპანური და ვგებულობ, რას ლაპარაკობენ. წიგნებიც მაქვს წამოღებული, თუ რამე ვერ გავიგე, წიგნებით ვხელმძღვანელობ. იმედი მაქვს, მალე უკეთესად მეცოდინება ენა.

- ცოტა ხნის წინ "ატლეტიკოს" მთავარ გუნდშიც მოგიწიათ ვარჯიში…

- "ეიბართან" 1:1 თამაშის მერე "ატლეტიკოს" მთავარ გუნდს ვარჯიში ჰქონდა. მწვრთნელმა რამდენიმე მათგანი დაასვენა. სრულყოფილი ვარჯიში რომ ჩატარებულიყო, დიეგო სიმეონემ 18-წლამდელთა გუნდიდან 5 ფეხბურთელი დაამატა, მათ შორის, მეც. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვერც წარმომედგინა, რომ ასეთი დონის ვარსკვლავებთან მომიწევდა ვარჯიში. ძალიან ემოციური და ისტორიული დღე იყო. რაც შეეხება მეორე ვარჯიშს - მთავარი გუნდი ერთ-ერთი მატჩისთვის ემზადებოდა. ასე ვთქვათ, ორმხრივი მატჩი ვითამაშეთ ბაზაზე.

- "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი ხართ. როგორ გაიხსენებთ ამ გუნდში გატარებულ დროს?

- "საბურთალოში" 8 წელი ვთამაშობდი. ყველაფერი კარგად მახსენდება. "საბურთალოს" ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. თუ რამე ვისწავლე, ამ აკადემიაში. მართალია, ახლა ესპანეთში ვარ, მაგრამ თბილისში გატარებული დრო არასდროს დამავიწყდება. სწორედ "საბურთალოში" შემიყვარდა ფეხბურთი. ყოველდღიურ ინფორმაციას ვღებულობ ჩემს ყოფილ გუნდზე. ვნახულობ ვიდეოებს, ვებგვერდის მეშვეობით ვიგებ ახალ ამბებს. მინდა, წარმატებები ვუსურვო "საბურთალოს" მთავარ გუნდს, ასევე, ასაკობრივ გუნდებს. "საბურთალო" განვითარებული კლუბი და აკადემიაა.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით

• დავითი

მეტი ქართველი ასეთ კლუბებში და მე მგონი გვეშველება

• ლუკა

დიდი ხანია ასეთი პოზიტიური ინფორმაცია და თან უტყუარი, არ გამიგია და ძაან გამახარა ამ ახალგაზრდას ამბავმა. ატლეტიკო დიდი გრანდია და ამ გუნდში თავის დამკვიდრება დიდი შრომას და ბევრი სირთულეების გადალახვას ნიშნავს. ჩვენი ყველას ვალია რომ ამ ნიჭიერ ბიჭს გვერდში დავუდგეთ და მუდამ ვაგრძნოვინოთ რომ საქართველო მის გვერდითაა. რადგან ეს მას დიდი სტიმულს და მოტივაციას მისცემს იმისათვის რომ თავი ასახელოს, და რაც მთავაია ასახელოს საქრთველო. "ჩიხო"( ვიცი რომ ასე გეძახიან)) აბ შენ იცი, გისურვებ წამატებებს! პირველ რიგში უნდა გახდე ისეთი ფეხბურთელი როგორიც შენ გინდა რომ იყო. დაისახე მიზანი და იარე შეუპვრად ამ მიზნის მისაღწევად. ვუერადები ამ კომენტარებს და მე როგორც ყოფილი ფეხბურთელი ასევე მეამაყები !

• QT

ყაზაიშვილი, ტაბიძე,ხარაიშვილი, ეს ვინც უცბად გამახსენდა, ეხლა ჩიხრაძე, ეს ბიჭები საბურთალოს აღზრდიელბი არიან. აქედან ჩანს რომ კლუბში სწორ გზას ადგანან. წარმატებები ლადოს ევროპულ გრანდში და საბურთალოს.

• ზურა

წარმატებები ნიჭიერო ქართველო! სულ მალე ატლეტიკოს პირველ გუნდში გვენახე და საქართველოს ნაკრებში!!!

• მერაბი

წარმატებები, ლადო! მეიმედება, რომ დიდი ფეხბურთელი გახდები!

• ქომაგი

მახსოვს რომ ამ ბიჭზე იმფორმაცია გავრცელდა ატლეტიკოში სინჯებზე მიიწვირსო. მაშინ იმის მაგივარად რომ მიგვლოცა და თბილის სიტყვები გვეთქვა, პირიქით სამარცხვინო კომენტარები დაუწერეს. ახლა კი ნათელი გახდა რომ ბიჭმა სინჯებიც წარმატებით გაიარა და ატლეტიკოს აკადემიაშიც წევრი გახდა. გილოცავ შვილო! სულ წარმატებებით გევლოს ამ რთულ გზაზე! რომ გიყურებ მეამაყები, ასეთი ვაჟკაცი ატლეტიკოს მაისურში რომ დგახარ და იცოდე რომ მთელ საქართველოს ეამაყები! გისურვებ მალე გეთამაშოს მთავარ გუნდში. თქვენმა თაობამ უნდა დააბრუნოს ქართული ფეხბურთის დიდება!

• გიორგი

წარმატებები მეგობარო!! ალბათ წარმოუდგენელი სიხარულია როცა ატლეტიკოს მაისური გაცვია. აბა მალე გაგავახარე შენი გატანილი გოლებით.

• ნანა

აბა მალე ნაკრებში გვენახე ვაჟკაცო

• sake

შენ შვილო დიდ წარმატებებს გისურვებ,დიდი ფეხბურთი გეთამაშოს და გამარჯვებით გევლოს სავალ გზაზე ყოველთვის,მაგრამ საბურთალოს აკადემიის წარმატებულობაზე რა გითხრა არ ვიცი,ქუთაისში ადრე ბავშვებს წყლის გარეშე,რომ ცურვას ასწავლიდნენ დაახლოებით საბურთალოს აკადემიაში ასე ხდება დღეს მოედნის არ ქონის გამო...

• Tbiliseli

ვა, რა მაგარია)) წარმატებები.

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა

შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს

"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს

ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა

ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება

რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

[VIDEO] "პერესი გაგაგდებს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე" - სიმეონესა და ვინისიუსის დაპირისპირება მატჩის დროს

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

მადრიდის "ატლეტიკომ" და სპალ-მა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე მიიწვიეს

[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია

რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს