ტურს ცენტრალური მატჩი გახსნის - "ინტერი" მიიღებს "ფიორენტინას", რომელმაც შესანიშნავად დაიწყო სეზონი. მილანური გუნდი თანდათან მოფერიანდა ცუდი სტარტის შემდეგ. ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა ჯერ "ტოტენჰემი" დაამარცხეს ჩემპიონთა ლიგაში, მერე კი ურთულესი მატჩი სტუმრად მოუგეს (1:0) "სამპდორიას".

მაგრამ "ფიორენტინა" ნამდვილად არ არის საჩუქარი. სტეფანო პიოლის გუნდი ძალიან ლაღად და თვალსასეიროდ თამაშობს.

თამაშის მოლოდინს ისიც ზრდის, რომ გუნდები პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ. "ინტერს" მხოლოდ ხორვატიის ნაკრების მცველი შიმე ვრსალკო დააკლდება.

"რომას" ძალიან კარგი შანსი ეძლევა, გამოისწოროს სეზონის საშინელი სტარტით მოგვრილი იმედგაცრუება. კრიტიკის ქარ-ცეცხლში და გადაყენების პირას მყოფი ეუსებიო დი ფრანჩესკო სერიოზული გამოცდის წინაშეა. რომაელები უდავო ფავორიტები არიან "ფროზინონესთან" საშინაო შეხვედრაში, მაგრამ ჩვენ ვნახეთ კვირას ეს "ფროზინონე", რომელმაც ტოლი არაფერში დაუდო "იუვენტუსს" და კინაღამ ქულები დააკარგვინა.

"რომა" ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს, მეტოქეს კი რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება. მეორე რომაული გრანდი კი ჯორდან ლუკაკუს, რამოს მარკისა და სტეფან რადუს გარეშე ითამაშებს "უდინეზესთან" გასვლით შეხვედრაში. თუმცა "ლაციო" მაინც ფავორიტია. ბოლო ტურებში სიმონე ინძაგის გუნდს აშკარად ეტყობა, რომ ფორმაში შედის.

დუგლას კოშტას და სამი ხედირას გარეშეც "იუვენტუსი" აშკარა ფავორიტია "ბოლონიასთან" მატჩში. მთავარი ინტრიგა ის არის, შეძლებს თუ არა ისევ გატანას იშტაზე მოსული კრიშტიანო რონალდო.

"პარმა" გვარიანად კი ყოჩაღობს სტარტზე, მაგრამ მაინც გაუჭირდება ამინ იუნესისა და ვლად კირიკეშის გარეშე მოთამაშე "ნაპოლისთან".

ფაქტები

"ინტერისა" და "ფიორენტინას" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"უდინეზესა" და "ლაციოს" შორის ბოლო 2 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"რომა" სულ 2-ჯერ შეხვდა "ფროზინონეს" და ორივე მატჩი მოუგო.

"ატალანტასა" და "ტორინოს" შორის ბოლო 5 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"ჯენოასა" და "კიევოს" შორის ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"იუვენტუსი" ბოლო 4 შეხვედრაში "ბოლონიაზე" ძლიერი აღმოჩნდა.

სერია A. VI ტური

სამშაბათი, 25 სექტემბერი

ინტერი-ფიორენტინა 23:00

ოთხშაბათი, 26 სექტემბერი

უდინეზე-ლაციო 21:00

რომა-ფროზინონე 23:00

ატალანტა-ტორინო 23:00

კალიარი-სამპდორია 23:00

ჯენოა-კიევო 23:00

იუვენტუსი-ბოლონია 23:00

ნაპოლი-პარმა 23:00

ხუთშაბათი, 27 სექტემბერი

სპალ-სასუოლო 21:00

ემპოლი-მილანი 23:00

ბომბარდირები: 5 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 4 - გრეგუარ დეფრელი (სამპდორია), როდრიგო დე პაული (უდინეზე), ლორენსო ინსინიე (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი