25 სექტემბერს ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანი ფინალში სამხრეთკორეელ გუჰამ ჩოს დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში ვაზარით ჩომ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა კარიერაში უკვე მესამედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი. მას მსოფლიოს პირველობა ჯერ არ მოუგია.

შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანი ნახევარფინალში მონღოლ ოგტონბაატარ ლხაგვასურენს შეხვდა და ვაზარით დაამარცხა. მანამდე ქართველმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში ეგვიპტელ რამადან დარვიშს დამაჯერებლად მოუგო.

მერვედფინალში ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს შეხვდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, თუმცა დამატებით დროში ოქროს ქულა ლიპარტელიანმა იპონით მოიპოვა. მეორე წრეში კი ფრანგი ალექსანდრე იდირი ვაზარით დაამარცხა.

ლიპარტელიანის ვერცხლი საქართველოსთვის მიმდინარე ტურნირზე რიგით მეორე მედალია. ბრინჯაოს მედალი ამირან პაპინაშვილმა (60) პირველივე დღეს მოიპოვა.

ხვალ, 26 სექტემბერს გურამ თუშიშვილი პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მეორე წრეში (+100) რუმინელ დანიელ ნატეასა და ლატვიელ რაივისკაკსტინს შეხვდება.

emigranti
გილოცავ ძიუდოს პროფესორო, ტყუილად არ გიწოდებენ ამგვარად. ამ დონის სპორტსმენს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა ასეთ სპორტსმენს, ჩვენთან კი დარწმუნებული ვარ ბევრი აკნინებს მის შედეგებს. გული არ გაიტეხო ლიპო, ოქროც იქნება.
და...
კაი თავი დავანებოთ იმას რომ ლიპო მართლა მაგარია, რომ იხაძი წადიო მაგაზე უკეტესი გყავს ვინმე??? თუ ქევხიშვილი მოიყვანს???
qutaiseli
ლიპოს მლანძღველებს თურმე ვერცხლი არაფერია ოქროა მთავარი ხოდა ვისაც ხოტბას ასხამდით იმათმა რა ქნეს რამდენი ოქრო აიღეს.გუშინ ალბათ კორეელს ქომაგობდით ეგეთები აქრო შემოსულიყავით მის საკრიტიკოდ.არადა როარა მსაჯის მიკერძოება სწორედაც ლიპო მოიგებდა ოქროს მანამდე ორჯერ იყო კორეელი გასაფრთხილებელი სანამ ლიპო გააფრთხილეს და ამით მიცენ უპირატესობა კორეელს თორე ის არაფლის გამკეთებელი არიყო.
ხვიჩა
ამ კაცს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა ანდა საკმარისად არაა აქ ტექნიკა რომ ფინალში მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონატის ფინალში მოუგოს იაპონელს ან კორეელს.
ლაშა
გუშინ ისეთი გამწარებული ვიყავი თავი შევიკავე რამე დამეწერა. ლიპო დიდი მადლობა გულწრფელად, საოცარი კაცი ხარ შენი შედეგებით, ამდენი ფინალი მგონი არცერთ სპორტსმენს არ უჭიდავია და დარწმუნებული ვარ შენი თავდადებით ოქროები კიდევ იქნება!!!
იპონი
მადლობა კაპიტანო!!! ლიპომ ბოლომდე იბრძოლა და ქულა ვერავინ აუღო ფინალამდე, იქაც მეცხრე წუთზე გამოელია ძალები, დაუფასოთ თავდადება, მოვა დრო შენ იქნები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და მჯერა სათანადო სიმაღლეებზე აიყვან ქართულ ძიუდოს. მანამდე კი კიდე გაგვახარებ გამარჯვებებით. მადლობა!!!!
ოდალა
არ არის ეს ოქროს კაცი. ვერცხლის კაცია. მგონი ცოტა ცივსისხლიანობა აკლია.
დათო30
სოსო. 1 ოქრო ჯობია 8 ვერცხლს
ზიზუ
ვინ დაწყევლა ლიპო რომ ყველა ფინალს აგებს რა უბედურებაა, ფიმალამდე მიდის ერთი ამოსუნთქვით და შემდეგ ფინალს აგებს. მე იმ ქართველის დედა ვატირე ვისაც ქართველის წაგება გაახარებს როგორი ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეს
გიორგი ჯანიკაშვილი
დათო 30-ს უნდა ვუთხრა,რომ ტენდენციურია და უზრდელი-მეტი არაფერი.თუ ვინმეს ჰგონია,რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლა ადვილი საქმეა-მიებაროს ამ ,,მაღალი დონის ექსპერტს¨-ფინალშიც გაიყვანს და მოაგებინებს კიდეც.სამწუხაროდ კრინტი არ დაუძრავს იმაზე,რომ მოჭიდავეებს თითქმის 2 სავარჯიშო თვე გაუცდათ ფედერაციის პრეზიდენტის არაკეთისინდისიერების გამო. ლიპომ ვერცხლი მაინც მოიგო და ეს მხოლოდ მისი პირადი დამსახურებაა-მხოლოდ თ ა ვ ი ს ი !
შაკო
ოქროს ჯერია თუშიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!
სოსო
დათო,აბა ერთი კარგად ამოქექე ისტორია,რამდენ ქართველს აქვს ევროპაზე,მსოფლიოზე და ოლიმპიადაზე 3 ოქრო და 8 ვერცხლი,ან მომავალში რამდენს ხედავ მაგის შემძლებელს და ტრაკებზე მერე ილაპარაკე.მაგ ფინალებამდე მიღწევა ჩალის ცოხნა ხომ არ გგონია?ადამიანი ამდენი წელია გარანტირებული მედალოსანია,მსოფლიოს პირველი ნომერია და ისევაც პირველად დარჩება. შენ ამას ეუბნები წადი და სხვებს დააცადეო?ნამუსიც კარგი საქონელია.რა შენ უფრო გინდოდა გამარჯვება?ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიადამდე არსად წავა და ყველაფერს გააკეთებს,რომ ჩემპიონი გახდეს.გახდება კიდეც,შეუძლებელია ერთხელ მასაც არ გაუმართლოს.ერთს კი ვიტყვი,საქართველოს ნაკრებს აუცილებლად სჭირდება კვალიფიციური ფსიქოლოგი.ეს უკვე სრულიად აშკარაა.ყველამ ვიცით რა მდგომარეობაში მოვიდა ჩვენი ნაკრები ამ ჩემპიონატამდე და ეს ყველას შეეტყო.ყველაზე მეტი ვარლამს გაუცდა და მან მაინც შესძლო თავისი სიმაღლის შენარჩუნება.ახლა არ უხარია ვარლამს,მაგრამ მეორე ადგილც მისალოცია და ვულოცავ კიდეც.ოქრო კი აუცილებლად იქნება. პ.ს.გულშემატკივრებს ბოდიშს გიხდით უცენზურო სიტყვის ხმარებისათვის,მაგრამ მე მხოლოდ გავიმეორე მისი ნათქვამი.
ანზორი*
ნამუსი არ გაქვს ბიჭოო! შენ რა გაქვს ცხოვრებაში გაკეთებული მაგის ფასი? ან მაგის მეათედი?
1
ბევრი გვყავს ასეთი მოჭიდავე, ყველა თითქმის ყველა ტურნირზე სტაბილურად მედალს რომ იღებს?
ანზორი*
შენნაირი გულშემატკივარი არის ნაგავი!
ბარკა
რა გაიხარა ქევხიშვილმა!
gurami
კორიელის ტაქტიკა ცავლება არ გაეკეტებინა ლოპოსტვის და დაეგალა რამაც 100% გაამარტლა
ხვიჩა
ისევ წააგო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, ან უკვე ფსიქოლოგიური პრობლემა გამოუმუშავდა ამ კაცს მსოფლიო ჩემპიონატებში ფინალების წაგების ანდა ტექნიკის საკმარისად უქონლობის.
qar
ჩემი აზრით ჩო მინიმუმ 2ჯერ იყო გასაფრთხილებელი ჩავარდნების გამო, დამატებით დროში კიდე ლიპარტელიანს მიცეს გაფრთხილება რითიც აიძულეს შეტევაზე გადასულიყო და დაეშვა შეცდომა, აქვე ვფიქრობ, რომ ლიპომ ძალიან ფრთხილად იჭიდავა ალბათ იმიტომ, რომ ძალიან უნდოდა 2 ფინალი ქონდა წაგებული და ამის მოგება უნდოდა ძალიან
დათო30
ფინალების ინვალიდი!!!!!!!!!!!!!!!!!! სახელის მოსახვეჭი ტურნირებია ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი და ოლიმპიადა. ამ ტურნირებზე იჭიდავა 11 ფინალი და აქვს 3 ოქრო - 8 ვერცხლი. წავა და იდიოტურ გრამპრიზე და ასეთ არაფრისმთქმელ და არაკონკურენტიან ტურნირებზე აიღებს ოქროს. Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser Loser ზაფხულის ოლიმპიადა 2016 - ვერცხლი მსოფლიოს ჩემპიონატი 2013 - ვერცხლი 2017 - ვერცხლი 2018 - ვერცხლი ევროპის ჩემპიონატი 2009 - ვერცხლი 2010 - ვერცხლი 2013 - ვერცხლი 2015 - ვერცხლი 2012 - ოქრო 2014 - ოქრო 2016 - ოქრო ან ასწავლეთ ფინალში ჭიდაობა ან უთხარით რომ ვერცხლი საკმარისზე მეტი გაქვს, ოქროს ტრაკი არ გაქვს და წადი.
გიგა
მაინც საკეთესო ხარ კაპიტანო.
ალექს
მერამდენე მერამდენეეე... :(((
გიორგი
რა ქნას კაცმა, 3-ჯერ გავიდა ფინალში. ალბათ თუ უიღბლობა არსებობს ეს ვარლამს სჭირს, თორე მადლობის მეტი რა გვეთქმის.
გგგ
რაც შეეძლო იჭიდავა. მაგარი იყო ეს ჩო და მეტს ვერაფერს იზამდა. უბრალოდ სამჯერ ფინალში და სამჯერვე წაგება ძალიან გულსატკენია მისთვის. გამხნევება და გვერდში დგომა სჭირდება ! მომავალში წარმატებები ვუსურვოთ!
gurami
ქევხისვილი ნადზირალა ფინალის წინ გაუკეტა განცხადება. ვისაც გაგიხარდატ ყოველი დგის ბოლოს სჰემოიარეტ ხოლმე!
ძიუდოს ერთიანი ოჯახის რიგითი წევრი
ვულოცავ კორეელს, არ ეკუთვნოდა ვარლამს, ძალიან პასიური იყო.
დემეტრაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!
ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..