ჯერ კიდევ წინა წლებში მავანსა და მავანს აღიზიანებდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებად რონალდოსა და ლეო მესის დასახელება, მაგრამ ასეთი იყო რეალობა - ისინი მართლაც საუკეთესონი გახლდნენ და ეს ფაქტია. წელს, ალბათ, სამართლიანად საუკეთესოდ "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მიიჩნიეს (ფიფას ვერსიით) და ზოგიერთმა ეპოქალური რონალდო და მესი საერთოდ ჩამოწერა.

თავად ეს პრიზები, დაჯილდოებები, ცერემონიები და ა.შ. ხანდახან სუბიექტური იყო და ამა თუ იმ მხარის გაღიზიანებას იწვევდა. საუკეთესოების არჩევის კრიტერიუმებიც ძალზე დაუკონკრეტებელია. მაგალითად, ლონდონში ფიფამ წლის საუკეთესო მეკარედ ტიბო კურტუა აღიარა, წლის სიმბოლურ ნაკრებში კი არ შეიყვანა...

სიმბოლურში ვერ მოხვდა "ლივერპულის" შემტევი ნახევარმცველი მოჰამედ სალაჰიც, რომელიც ამავე ორგანიზაციამ სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა.

მოკლედ, სრული ნონსენსი და კლოუნადაა.

"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ აღნიშნა, რომ ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს და სპორტი და სხვადასხვა ცერემონიის მოწყობა ბიზნესად იქცა.

დაჯილდოებაზე რონალდო და მესი არ ჩავიდნენ და ამან ფიფას მაღალჩინოსნები გააბრაზა. უკმაყოფილება გამოხატა ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომაც.

რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული გახლდათ ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დავორ შუკერი. მან რონალდოსა და მესის მიმართ ანტიპათია ვერ დამალა.

"არ მინდა, ვინმეს ამ საღამოზე ხასიათი გავუფუჭო, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ რაღაცას ვიტყვი. ცხოვრება მარტო გამარჯვება როდია. წაგებულმაც უნდა გამოხატოს გამარჯვებულის მიმართ პატივისცემა. რაც შეეხება მოდრიჩის გამარჯვებას - რონალდოსა და მესის ერის დასასრული კარგია ფეხბურთისა და ხორვატი ფეხბურთელებისთვის. ეს დამსახურებული ჯილდოა იმისათვის, რაც მოდრიჩმა უკანასკნელ წლებში გააკეთა", - განუცხდა შუკერმა "მუნდო დეპორტივოს".

თუ რამდენად ობიექტურია შუკერი რონალდოსა და მესისთან მიმართებაში, ეს თავად განსაზღვრეთ. უბრალოდ, ფაქტს მოგახსენებთ - 33 წლის მოდრიჩს ახალ სეზონში თავი ჯერ დიდად არაფრით არ გამოუჩენია (არაფერს ვამბობ ერთა ლიგის მეორე ტურში ხორვატიის ნაკრების ესპანეთთან განადგურებაზე - 0:6). მესიმ ლა ლიგას 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო რონალდო "იუვენტუსში" ათამაშდა და სერია A-ს ბოლო 2 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

ასე რომ, ბევრს ნაადრევად უხარია მათი ერის დასასრული და ეს ფეხბურთისთვის სულაც არ იქნება კარგი. თუმცა, მარადიული ამ ქვეყნად არაფერია და ადრე თუ გვიან მათი ერაც დასრულდება, ოღონდ ამით ფეხბურთი ნამდვილად ვერ მოიგებს.

MAO
გეთანხმები, ინტერმა ლიგა 2010-ში მოიგო და მილიტო და სნეიდერი მართლაც შუედარებლები იყვნენ, მაგრამ ნუ გავიწყდება, რომ ამ წელს ესპანეთმა გაიბრწყინა მსოფლიო ჩემპიონატზე და იქ ინიესტა იყო ყველაზე მაგარი, ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, და მთელი სეზონის განმავლობაში მესიზე გამორჩეული იყო ბარსაში, მაგრამ ოქროს ბურთი მაინც მესის გადასცეს, ეს ყველაზე დაუმსახურებელი ჯილდო იყო მესისთვის. ჩემი აზრით, ოქროს ბურთი ამ სამს შორის უნდა გათამაშებულიყო. მაგრამ მესი ფიფასთვის რაღაც თავისებურ ბრენდს წარმოადგენს და გვერდზე ბევრი ძებნა აღარ უწევთ, ან მესი ან რონალდო. ამ ფონზე არავის ეგონოს რომ მესის გენიას ვაკნინებდე, ერთერთ უდიადეს ფეხბურთელად მივიჩნევ ფეხბურთის ისტორიაში.
lasha
მშვენიერი წერილია. :) ფიფას დაჯოლდფოება მართლა სრული კოუნადა იყო, რასაც ქვია გაიპაზორეს თავი. კარგი ქნეს მესიმაც და რონალდომ ამ ცირკის სანახავად დრო რომ არ დაკარგეს

აქ გადამწყვეტი როლი ხორვატიის თემამ ითამაშა. ლიბერასტებმა ხომ ყველაფერი ტაკიმასხარაობად აქციეს უმცირესობების მიმართ ვითომცდა თავგადაკლული სიყვარულის გამო.საქართველო მუნდიალზე საერთოდ არ ყოფილა, თორემ ალბათ კაშიას დაასახელებდნენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად.
sake
მესის და რონალდოს ეპოქის დასრულებაზე საუბარი ღიმილისმომგვრელია,მოდრიჩის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,მაგარი ბიჭია,უბრალოდ ფიფა-ს მოქმედებები დიდი ხანია გასცდა ყოველგვარგვარ ლოგიკას. პ.ს. უსამართლობა კაცობრიობის ყველა ეპოქასა და დროში იყო და იქნება სამწუხაროდ,საცოდაობაა როცა მოდრიჩს ოქროს ბურთი ექნება და ისეთ გენიოსს,როგორიც ი ნ ი ე ს ტ ა ა არა.
leebowyer
ვინ საუკეთესონი რა საუკეთესონი, ფეხბურთში ჩახედული პირი რო ქვია ამასაც. ეხლავე უცბად რაც მახსენდება 2 სეზონი შემიძლია დავასახელო, სადაც ოქროს ბურთი მესი-რონალდოს არ ეკუთვნოდათ, ინტერმა ტრებლი რო მოიგო მაგ სეზონში დიეგო მილიტომ და სნაიდერმა რასაც ქვია მარტომ მოიგეს ყველაფერი, მილიტოს აბსოლუტურად ყველა თამაშში მაგ წელს გადამწყვეტი გოლები აქვს გატანილი, ფინალში დუბლი თან რა დუბლი, სნეიდერი კიდე მატორი იყო მაგ გუნდის, როგორც მახსოვს მესის მისცეს მაგ სეზონის ოქროს ბურთი. მეორე უკვე ლუის სუარესის პირველი სეზონი ბარსაში, აქაც ტიპმა მარტო ლა ლიგაში 24 გაიტანა, ლიგის პლეიოფში სიტი და პსჟ მარტომ გააგდო ფაქტიურად, მთავარ ელ კლასიკოში რითიც დიდწილად გადაწყდა ბარსას ჩემპიონობა 1-1ზე გაუტანა რეალს, და ჩემპიონთა ლიგის ფინალში იუვეს გადამწყვეტი, მეორე გოლი გაუტანა. მაგ სეზონში მესიმ რასაც გაბრწყინება ქვია ერთხელ გაიბრწყინა მარტო ბაიერნთან, ბოატენგი რო აგორავა, დალშე ლუისმა დადო ყველაფერი მარა ოქროს ბურთი მესის მისცეს მაინც
მფრინავი კრიშტიანუ
რონალდუმ უდიდესი საქმე გააკეთა ფეხბურთისთვის.მესიმ 5ჯერ რომ აიღო ოქროს ბურთი რონალდუმ გადაწყვიტა მას დაწეოდა და თავისი ჟინით,შრომის მოყვარეობით მიაღწია კიდევაც.მსოფლიო ორ ბანაკად გაიყო მესისტებად და რონალდისტებად,რაც ფებურთისთვის მართლაც საუკეთესო აღმოჩნდა.მარტო ლალიგის ელ კლასიკოები რად ღირდა.ახლა იტალიაში გამოაცოცხლა ფეხბურთი.გაიზარდა ინტერესი, შემოსავალი.მოკლედ მენეჯმენტის თვალსაზრისით ფებურთისთვის განუმეორებელია და პელესა და მარადონასაც აჯობა ამ საქმეში.
kroosi
რონალდუ არა კვახი,,,,ლუკიტოოოოოოო
semi
ძლივს ვეთანხმები ამ ჟურნალისტს, იმედია ოქროს ბურთს დამსახურებულად რონალდოს გადასცემენ, ან მესის. მათ გარდა არავინ იმსახურებს, მიუხედავად იმისა რომ მესი ბევრად მირჩევნია რონალდოს, წელს ოქროს ბურთს რონალდო უფრო მეტად იმსახურებს.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
ხორვატია ზედიზედ მეოთხედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
მაესტრო ლუკა - მოდრიჩს 40 წლის ასაკში კონტრაქტის გახანგლძრივებას შესთავაზებენ
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
"ერთხელ იცით, რონალდო რის გამო ატირა?" - მოდრიჩმა მოურინიოზე ისტორია გაიხსენა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ