ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრი დასრულდა. მსოფლიო პირველობაზე არაერთმა ქართველმა იასპარეზა, არათუ ქართული დროშით, არამედ სხვადასხვა ქვეყნის სახელით.

ამ სტატიაში შევეცდებით, წარმოგიდგინოთ ქართველი მამლუქები, რომლებიც თითქმის ყველა წონაში იყვნენ.

60 კგ

ლუკა მხეიძე საფრანგეთის სახელით ასპარეზობდა. 22 წლის სპორტსმენის მაქსიმუმი მესამე ეტაპამდე მისვლა გახდა. პირველ ეტაპზე ისვენებდა, მეორე ეტაპზე ნიგერიელ მოქტარ ალესანთან გაიმარჯვა და მესამე ეტაპზე კიდე ერთი ქართული წარმოშობის სპორტსმენთან, რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა.

რობერტ მშვიდობაძე რუსეთის სახელით ასპარეზობდა. ის 29 წლის ძიუდოისტია ქალაქ გორიდან. მას ეს მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებული გამოუვიდა, ნახევარფინალში ამირან პაპინაშვილს შეხვდა, სადაც მისი დამარცხებით ფინალში გააღწია, თუმცა იქ იაპონელ ნაოშისა ტაკატოსთან ვერაფერი გააწყო. მშვიდობაძისთვის ეს პირველი მედალი გამოდგა მსოფლიო ჩემპიონატზე. მანამდე მას ოქრო 2017 წელს ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა მოპოვებული.

ბექირ ოზლუ, ანუ ბეთქილ შუკვანი ქართველებისთვის საკმაოდ ცნობილი ძიუდოისტია, რომლის გარშემო არაერთი სკანდალი იყო. 30 წლის ძიუდოისტმა მსოფლიოზე თურქეთის სახელით მეორე ეტაპიდან დაიწყო და იქვე დამარცხდა ბრიტანელ ეშლი მაკკენზისთან.

66 კგ

გიორგი ზანთარაია გალში დაბადებული ძიუდოისტია, რომელიც უკრაინის სახელით ასპარეზობს. 30 წლის ძიუდოისტი საკმაოდ ცნობილი სპორტსმენია. ის თავისი კარიერის განმავლობაში 60 და 66 კილოში ასპარეზობდა: მას მსოფლიო ჩემპიონატებზე 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო ჰქონდა მოპოვებული. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ის მეოთხედფინალში იაპონელ აბე ჰიფუმთან დამარცხდა, ხოლო რეპეშაჟში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

81 კგ

22 წლის ანრი ეგუტიძე მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის სახელით ასპარეზობდა, მან და ზებედა რეხვიაშვილმა მეორე ეტაპიდან დაიწყეს, პირველივე დაპირისპირებაში მათი შერკინება შედგა და გამარჯვებული პორტუგალიელი გამოვიდა. ეგუტიძე მეოთხედფინალამდე მივიდა და იქ ირანელ საიდ მოლაელთან დამარცხდა. ეგუტიძემ ყველაზე მაღალი სინჯის მედალი ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა - ვერცხლის მედალი.

25 წლის ვედატ ალბაირაკი იგივე ვანო რევაზიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე თურქეთის სახელით გამოვიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ რევაზიშვილი 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საბერძნეთს რომან მუსტოპულოსის სახელი სახელით გამოდიოდა, თუმცა უმედლოდ დარჩა.

90 კგ

ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მის შესახებ არაერთი სტატია გვქონდა და შეგიძლიათ მითითებულ ბმულებზე გაეცნოთ.

100 კგ

აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე 26 წლის უშანგი კოკაური მსოფლი ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და მისი მეტოქე უზბეკი ოლტიბოევი საფინალო გზაზე დაამარცხა. ფინალში კი გურამ თუშიშვილს დაუპირისპირდა, მასთან ორთაბრძოლაში ვერაფერი გააწყო და იპონით დამარცხდა.

შესაბამისად, ქართველმა ძიუდოისტებმა, რომლებიც სხვა ქვეყნის სახელით გამოდიოდნენ, საერთო ჯამში 5 მედალი - 1 ოქროს, 2 ვერცლის და 2 ბრინჯაოსი მოიპოვეს.

vvvvv
თურქეთის ჰიმნზე მოსულა ?
მინა
უნდა ეწეროს "ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქ ა რ თ ვ ე ლ ი ძიუდოისტი ჯარჯი ზვიადაური ..."
მინა
წასული წასულია და გულდასაწყვეტია, რომ უცხო ქვეყნის სახელით იღებენ ოქროებს; ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი ჯარჯი ზვიადაური 14 წლისა გავუშვით ქვეყნიდან - გავაშვილეთ(?) დღეს ნაკრებში 4 ძალიან ნიჭიერი ძიუდოისტია: თუშიშვილი, ლიპარტელიანი, ღვინიაშვილი და ჭრიკიშვილი. იაპონიაში რომ ეასპარეზათ, მათ სამჯერ მეტი მონაპოვარი ექნებოდათ. მათ უნდა მეტი დისციპლინა, უკეთესი საწვრთნელი პირობები და უკეთესი წვრთნა; ან კარგი უცხოელი მწვრთნელი უნდა ჩამოვიყვანოთ, ან ჩვენი გონიერი მწვრთნელები გავუშვათ პერიოდულად სტაჟირებაზე იაპონიაში, ან საფრანგეთში. ორკვირიანი წვრთნები კორეასა და იაპონიაში არასაკმარისია/და ის ახლებური წვრთნები ბავშვებსაც წაადგებათ/
soso
ამ ცხოვრებაში ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ გორელი კაცი რომ რუსეთის ჰიმნზე გაიჯგიმება და რუსეთის დროშას ააფრიალებს, რა უნდა თქვა არ ვიცი
ჯონდი
აი რა მამლუქი, აგიჩემებიათ მამული, მამლუქი. რა შუაშია? ხალხი საკუთარი სურვილით იღებს გადაწყვეტილებას წარმოადგინოს ესა თუ ის ქვეყანა და ძალით გატაცებულ ხალხს რატომ ადარებთ?
ირაკლი
ყველას წარმატებებს ვუსურვებ, უბრალოდ მაინტერესებს რატომ ხდება, რომ ასე მასობრივად გამოდიან სხვა ქვეყნების სახელით, აქ რატომ არ აქცევენ სათანადო ყურადღებას? ფედერაცია რას აკეთებს?

ქართველი თურქულად გვარს და სახელს რომ შეიცვლის, ის ქართველად მე არ მიმაჩნია. კოკაურმა და სხვებმა თუ არ შეიცვალეს, ამათ რა ძალა ედგათ ?
semi
ყველას წარმატებას ვუსურვებ ! ღმერთმ ხელი მოგიმართოთ და ბევრი გამარჯვებები გქონოდეთ !
ვაჟო
ბეთქილმა ფექზე მიიღო მძიმე ტრავმა და მოგება მაკენზის ჩაეთვალა, არ დამარცხებულა.
კოლი
რას იზამ... ინდივიდუალურ სპორტის სახეობებში დიდი კონკურენციაა და სხვა არჩევანი არ აქვთ ხოლმე სპორტსმენებს ხშირ შემთხვევაში. წარმატებები მათაც ყველა კარგ საქმეში!
დათო
რევაზიშვილი დაგავიწყდათ, თურქეტის სახელით გამოვიდა 81-ში და ბრინჯაო აიღო
dato
ერთი გაკლიათ ისიც თურკეთის სახელით გამოდის
ავთო აჭარელი
დაითვალე თავიდან
სარკაზმი
ვაიმე როგორ გამეხარდა, ხედავთ ქართველმა რომ ცხოვრებაში რამე წარმატებას მიაღწიოს საქართველოდან უნდა წავიდეს.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მამლუქები და ნატურალიზებულები - ქართველები, ვინც ოლიმპიადაზე დაგვიპირისპირდება
ცივი და თბილი ვარშავა - რეპორტაჟი ევროპის ჩემპიონატიდან
შერაზადიშვილი ტატამზე გაითიშა [VIDEO]
"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - კახაბრიშვილის ცრემლები
ᕡ᠐
ზაგრების გრან პრი: ორიდან ორი - პაპინაშვილის ოქრო, ლიპარტელიანის ბრინჯაო [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. II დღე: საქართველო ისევ უმედლოდ
"ტატამის დანახვაც აღარ მინდა" - შერაზადიშვილის ემოციები და ბექაურის რევანში
ქართველები ერთმანეთს გულთბილად გადაეხვივნენ და წარმატება მიულოცეს [VIDEO]
ბაქოს გრან სლემი: ბოლო დღის აკორდი - ქართველების 1 ოქრო და 3 ბრინჯაო [VIDEO]
"ძიუდოს ანგელოზად" ცნობილი ნიკოლოზ შერაზადაშვილის ისტორია
ევროპის ჩემპიონატი: რა მოხდა ვარშავაში?
ზაგრების გრან პრი: ამირან პაპინაშვილი 1/2-ფინალშია!
ქართული ფინალი ზაგრებში: პაპინაშვილი და მშვიდობაძე ოქროსთვის იჭიდავებენ
რიო 2016: არ დაიღალო ბექა! წინ დიდი გზაა... [VIDEO]
ამირან პაპინაშვილმა ზაგრების გრან პრიზე ოქროს მედალი მოიგო [VIDEO]
მხეიძეს ოლიმპიადაზე მედლის მოპოვება საფრანგეთის პრეზიდენტმა მიულოცა
აზერბაიჯანის ძიუდოისტთა ნაკრები შეკრებაზე თბილისს უძლიერესი შემადგენლობით ესტუმრა
ევროპის ჩემპიონატი. წილისყრა: ვარშავური ტატამის ხვედრი
ძიუდო. ბუდაპეშტის გრან პრი: ღვინიაშვილი და ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ