26 სექტემბერს გურამ თუშიშვილი (+100) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

თუშიშვილი ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს, უშანგი კოკაურს დაუპირისპირდა და შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე იპონით დაამარცხა.

გურამ თუშიშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია მიმდინარე ტურნირზე, რომელმაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. 23 წლის ძიუდოისტისთვის ეს კარიერაში პირველი ოქროს მედალია მსოფლიოს ჩემპიონატზე.

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილმა მეორე წრეში გოლიათი რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა, შემდეგ უკრაინელ იაკივ ხამოს მოუგო. მერე, მეოთხედფინალში ჰოლანდიელ როი მეიერს დამატებით დროში სძლია, ნახევარფინალში კი მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს მოუგო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ყველა შეხვედრა იპონით მოიგო.

ამ გამარჯვებით თუშიშვილმა საქართველოს მესამე, თუმცა ყველაზე მაღალი სინჯის მედალი მოუტანა. საქართველოს ანგარიშზე 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალია. ვერცხლის მედალი 25 სექტემბერს ვარლამ ლიპარტელიანმა (100) მოიპოვა, ხოლო ტურნირის სტარტზე ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი აიღო.

ამით მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრება დასრულდა. 27 სექტემბერს გუნდური პირველობა დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრები არ მონაწილეობს, რადგან ქალებში წარმომადგენელი არ გვყავს.

kaxa
სამი ვერცხლი - მშვიდობაძე, კოკაური და ლიპო
tngh
გილოცავთ!!! გილოცავთ!!! გილოცავთ!!! ყველას!!! ყველას!!! ყველას!!! საქრთველომ 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო აიღო!!! ქართველებმა 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო... იქნებ მეტად მოვუფრთხილდეთ ჩვენს სპორცმენებს???

ადრე თუ გვიან ხომ დაბერდება ეგ ოხერი და იქნებ დაგვანებოს თავი :))))))))
გოჩა
შენ გაიხარე,პრინციპში ქართული ფინალი იყო,გურამ გილოცავ და ვულოცავ საქართველოს,ასე გაგეგრძელებინოს,გაიხარეთ.
samtredski
ვულოცავ გურამს და რინერის მერე მან უნდა აიღოს მძიმე წონის ლიდერობა რაშიც თითქმის დარწმუნებული ვარ.
ჯ ი ჯ ი
გურამ გილოცავ. ერთი თვის უკან თუშის და ჭრიკიშვილს ოქრო და წითელი წარწერა ვუსურვე, და ასრულდა კიდეც, ჭრიკიშვილიც უეჭველი ჩემპიონი გახდებოდა.
გიორგი ვარშავიდან
გაიხარე ძმაო გურამ , ეს ერთი და სხვა მრავალი !!!
მინა
მის ჭიდაობას აწი უფრო დააკვირდებიან. ახალი სიმაღლეების დასაპყრობად და ხანგრძლივი დროით სტაბილურად გამოსასვლელად საკმარისი არაა ერთი/ჩახტომით კისრული/ ან ორი/გარესარმა/ ელვარე ილეთი; ელვარე ილეთი მინიმუმ 5 უნდა გქონდეს და კიდევ ერთი ამდენი კარგად დამუშავებული ფანდი, რომელსაც ნებისმიერ დროს წარმატებით გამოიყენებ
petrekupry
მერე გამოტყვერება სადღაციდან ტედი რინერი და ჩაგვიკუკავს ხასიათში ....
პაატა
გენაცვალე გურამ!!! რაც შენ ჩვენი ხალხი გაახარე დაგფასებოდეს!!! ერთი იმას დავამატებ, რომ აზიელებთან კონკურენციას მარტო ჩვენ თუ გავწევთ, ევროპელებიდან მაგის თავი სხვას არ აქვს!!! მამაკაცებში ქართველებმა საერთო ჯამში ყველაზე მეტი მედალი მოვიპოვეთ (საქართველოს+5 სხვა ქვეყნის სახელით) - 8 (2 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო)! გენში გვაქვს ჭიდაობა!:) ფედერაციაში წესიერი ხალხი მიუშვით და მომავალში ამდენს მარტო ჩვენი ნაკრების ბიჭები აკრიფავენ!!!!
ემირ
გილოცავთ ყველას... ისე პირადად მე აქ არაფერი გამკვირვებია, ამ ბიჭის ჩემპიონობაში მე ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი...
არჩილ
სულ ასე გამარჯვებული და გახარებული გევლოს სპორტისა და ცხოვრების გზაზე გურამ! რამდენი სიხარული და ბედნიერება გვაჩუქე!
ზვიადი
გურამს და მთლიანად საქართველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას. ყოჩარ და იმედია გურამის მიერ რინერის გაგორებასაც მოვესწრებით!
გიორგი ჯანიკაშვილი
გუშინწინ ვწერდი'დარჩენილი ორი ოქრო ჩვენი გმირებისა იქნება ' მეთქი და მსაჯებს ლიპარტელიანისთვის ოქრო ხელიდან რომ არ გამოეგლიჯათ'ასეც იქნებოდა.დღეს გურამს ვულოცავ მსოფლიოს ჩემპიონობას.ჯიქურ მიიწევს გურამი და რინერი თუ დაეჭიდება ოლიმპიურ თამაშებამდე-იმასაც მოუგებს.გურამისნაირი მძიმეწონოსანი დღეს მსოფლიოს არ ჰყავს.არიან ნიჭიერები,ძლიერები წინ მიიწევენ,მაგრამ თუ გურამი ასეთი შემართებით გააგრძელებს ვარჯიშს-წინ ვერავინ დაუდგება.გული მწყდება,რომ ფედერაციის უტვინობის გამო მოსამზადებლად ყველაზე ძვირფასი დრო ჩვენმა ბიჭებმა ვერ გამოიყენეს და ამის გამო სულ მცირე ორი მედალი მაინც დავკარგეთ.რას ვიზამთ.რაც მოხდა-მოხდა.ეხლა მდგომარეობას სასწრაფოდ უნდა შველა. კიდევ ერთხელÑ გურამ,გ ი ლ ო ც ა ვ !ოლიმპიური ოქროცა და....მერე სულ ოქროებით გევლოს.გმადლობ მონიჭებული სიხარულისთვის.მადლობა შენს მშობლებს,მეუღლეს.გაიხარე.
qutaiseli
როგორც იქნა რა თუ რინერი არიქნება ოლიმპიადაზე იქაც მაგარი შანსი ექნება.საღოლ
patrioti
შენ გენაცვალე, გურამ! შენ გაიხარე ისე, როგორც ჩვენ გაგვახარე!
დათო30
გურამ მაგარი კაცი ხარ 1 ფინალი და ეგრევე ჟანგიანი ვერცხლისმაგივრად ოქრო აიღე. ბრავო. მემგონი ერთადერთია ვინც ყველა ჯახი იპონით მოიგო
qomagi
ჯოს-ჯო—ჯოს!!!
ზიზუ
ულოცავ გურამს და მთელ სქართველოს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს, საამაყო ქართველი ხარ გენაცვალე, ძალიან ძნელია ადგილობრივი მაყურებლის წინაშე იმათი ფალავნის დამარცხება რაც გურომ შეძლო და ყველა ერთად დაამარცხა. დღევანხელმა ოქრომ გადაწონა ალბათ წინა დღეების წარუმატებლობა
გაიხარეთ
ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო პატარა საქართველოსთვის ძალიან მაგარი შედეგია.უნამუსო ქევხიშვილი მოაცილეთ ქართულ ძიუდოს.
შალვა 73
გურამ, როგორც ეხლა მე ვარ ბედნიერი და გახარებული, ისე იხარე და იბედნიერე მთელი ცხოვრების მანძილზე შენს ოჯახთან და ყველა შენთვის ძვირფას და კეთილისმსურველ ადამიანთან ერთად, მუდამ გამარჯვებული გამყოფოს უფალმა საქართველოს სასახელოდ და სადიდებლად!!! მადლობა დღევანდელი დღისთვის!!!
შაკო
თუში ოქროს ჯერია მეთქი და დადე სულ ასე გამართლებულ და გამარჯვებულს გევლოს და ხშირად გაგეხარებინეთ
კოტე
გილოცავთ!!! შემდეგი ტედი რენერია ოლიმპიადაზე გურამ!!
BOSS
შენ გენაცვალე!!!ერთი რინერიც მანახა შენგან დაიპონებული რა იქნება!ეგ ერთი და სხვა მრავალაი!!!
912
გილოცავ ტაისონ გილოცავთ მთელ საქართველოს.... გუნდურიდან როგორ ამოგვაგდეს ესეთი სულელური წესით გუნდურის ჩატარება სად გაგონილა...
leqso
გურამის გაუ მარ ჯოსსსსსსს!
zaza
ვა რა მაგრათ გამიხარდა უფალმა დაგლოცოს გურამ
gurami
შენ გენაცვალე ქართველო ლომო!!!!!!!!!!!!!!!!!!!
არაბული777
შენ გენაცვალე, ნამდვილი დევი ხარ ეს ერთი და სხვა მრავალი
ლაშა
არის ასრულდა, გილოცავთ ქართულ ოქროს! გილოცავ გურამ! ქართველთა ფინალით დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი
ბაზი
ყველას გილოცავთ! ამ ბიჭმა თავდაუზოგავი ვარჯიში თუ გააგრძელა, ძალიან ბევრ სიხარულს მოგვანიჭებს და ყველა ქართულ ზიუდოისტურ რეკორდს მოხსნის
ვახო...
გილოცავთ! წინ, დიდი წარმატებებისაკენ!

თავი არ დაუზოგავს ისე იჭიდავა თავიდან ბოლომდე.საკმაოდ კარგად გაუძლო ფიზიკურად, რისკზეც მიდიოდა და ღირსეულად გაიმარჯვა! ვულოცავ ამ დიდ წარმატებას!
დათო
მაგარი კაცი!!! გენაცვალე!!!
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა