ბელგრადში პროფესიულ ტურს ჩილელი ფერნანდო გონსალესი დაუბრუნდა, რომელმაც ATP-ის ტურნირზე მატჩი 11 თვის წინ მოიგო
მორიგი სათამაშო დღის მიმოხილვა აუცილებლად ბელგრადის ტურნირით უნდა დავიწყოთ. აქ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - პროფესიულ ტურს დაუბრუნდა ჩილელი ფერნანდო გონსალესი, რომელმაც ბოლოს ATP-ის ტურნირზე მატჩი 11 თვის წინ მოიგო. ეს შარშანდელი როლან გაროსის პირველ წრეში მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ჩილელმა ტრავმირებულ ბარძაყზე ოპერაცია გაიკეთა და მხოლოდ ახლა დაუბრუნდა აქტიურ სპორტს. პირველ წრეში მას იოლი მეტოქე ერგო სლოვაკი კლიჟანის სახით და ყოველგვარი გართულების გარეშე გაიარა ეს ბარიერი. კლიჟანი ბოლო დროს მყარად დაფუძნდა რეიტინგის მეორე ასეულში და თანდათან პირველ ასეულს უახლოვდება.

ისე კი, ბელგრადში განთესილ ჩოგბურთელებს არც ისე წარმატებული დღე ჰქონდათ. ტურნირის მეხუთე ნომერმა ჯონ ისნერმა სულ რაღაც 75 წუთში წააგო რიკარდო მელოსთან, არადა, ამერიკელმა 18 ეისი ჩააწოდა. ორივე მეტოქეს 5-5 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ბრაზილიელმა ორი შანსი გამოიყენა, ისნერმა - მხოლოდ ერთი.

ასევე დამარცხდა მერვე ნომრად განთესილი ხუან მონაკო - მან თავის ესპანელ მეგობართან ფელისიანო ლოპესთან წააგო. არგენტინელს გრუნტზე საქმეები ცუდად მისდის - ოთხი შეხვედრიდან ჯერ მხოლოდ ერთი მოგება აქვს.

მიუნხენში დიდი სენსაცია მოხდა - განთესვის ერთ-ერთმა ლიდერმა სტანისლას ვავრინკამ პირველი წრეში დაასრულა ბრძოლა. თანაც შვეიცარიელს გზა გადაუღობა ბევრისთვის უცნობმა იამაიკელმა დასტინ ბრაუნმა. ამ უკანასკნელმა კარიერაში პირველად დაამარცხა TOP15-ის წარმომადგენელი, თანაც პირველად მოიგო ATP-ის დონეზე მატჩი გრუნტის საფარზე. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ვავრინკამ 2005 წლის შემდეგ პირველად წააგო შეხვედრა რეიტინგის მეორე ასეულში მყოფ ჩოგბურთელთან.

ბრაუნმა ორსაათიან და სამსეტიან მატჩში ათი ეისი ჩააწოდა, ვავრინკა კი ზედიზედ მეორე ტურნირის პირველ წრეში გამოეთიშა ბრძოლას.

წარმატებული დღე ჰქონდათ ადგილობრივ ჩოგბურთელებს. გერმანელთა მთავარმა იმედმა ფლორიან მაიერმა სტივ დარცისის დამარცხებას საათზე ნაკლები დრო მოანდომა. გამარჯვებულს ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის მაღალი პროცენტი ჰქონდა - ათიდან შვიდი შანსი გამოიყენა.

ამ ტურნირის 2007 წლის გამარჯვებულმა ფილიპ კოლშრაიბერმა ასევე ორ სეტში მოუგო რობერტ ფარას. ფილიპ პეტცშნერმა ბოლო მომძლავრებული ივან დოდიგი დაამარცხა. ასევე გავიდნენ მეორე წრეში დენის გრემელმაიერი და ჯულიან რაისტერი. მხოლოდ რაინერ შუტლერმა ვერ გაამართლა გერმანული პუბლიკის იმედები - ვეტერანმა სამ სეტში წააგო რუს თეიმურაზ გაბაშვილთან.

პირველი წრე დასრულდა ეშტორილშიც. აქ პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ ხუან მარტინ დელ პოტროს მოგება პედრო სოუზასთან მატჩში. არგენტინელმა გრუნტზე პირველად ითამაშა 2009 წლის როლან გაროსზე როჯერ ფედერერთან ცნობილი ნახევარფინალის შემდეგ.

თავის მხრივ, სოუზა კარიერაში პირველად დაუპირისპირდა საუკეთესო ორმოცდაათეულის წარმომადგენელს და შესაბამისად, მის მიერ მოგებული სეტიც პირველი იყო კარიერაში. თუმცა დანარჩენ ორ პარტიაში უფრო გამოცდილი დელ პოტრო გაცილებით შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

მილოშ რაონიჩმა მხოლოდ ოთხი ეისი ჩააწოდა პირველი წრის მატჩში, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა რუსი იგორ ანდრეევის დასამარცხებლად. ამ უკანასკნელმა რვა ბრეიკ-პოინტი დააგროვა, მაგრამ ვერცერთხელ ვერ აიღო მეტოქის გეიმი.

ATP

BMW Open

მიუნხენი (გერმანია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 500 ევრო

I წრე

მარინ ჩილიჩი (ხორ, 3)-სიმონე ბოლელი (იტა) 7:5, 7:6; დასტინ ბრაუნი (იამ)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 2) 6:7, 6:4, 7:5; რადეკ შტეპანეკი (ჩეხ)-ანდრეი გოლუბევი (ყაზ) 6:1, 4:6, 6:3; ფილიპ პეტცშნერი (გერ)-ივან დოდიგი (ხორ) 6:1, 6:4; თეიმურაზ გაბაშვილი (რუს)-რაინერ შუტლერი (გერ) 3:6, 6:4, 6:3; პოტიტო სტარაჩე (იტა)-იან ჰაიეკი (ჩეხ) 3:6, 6:4, 6:0; ფლორიან მაიერი (გერ, 5)-სტივ დარცისი (ბელ) 6:1, 6:2; ჯულიან რაისტერი (გერ)-დანიელ ბრანდსი (გერ) 7:6, 6:1; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 8)-რობერტ ფარა (კოლ) 6:3, 6:1; ნიკოლაი დავიდენკო (რუს, 7)-ანდრეი კუზნეცოვი (რუს) 6:1, 7:6.

Serbia Open

ბელგრადი (სერბეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 373 200 ევრო

I წრე

ფელისიანო ლოპესი (ესპ)-ხუან მონაკო (არგ) 6:4, 7:5; ილია მარჩენკო (უკრ)-ერნესტ გულბისი (ლატ) 6:2, 6:4; რიკარდო მელო (ბრა)-ჯონ ისნერი (აშშ) 6:4, 7:6; სომდევ დევარმანი (ინდ)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 1:6, 6:4, 6:2; ფილიპო ვოლანდრი (იტა)-დუშან ლაჟოვიჩი (სერ) 6:1, 6:4; ადრიან უნგური (რუმ)-რუბენ რამირეს იდალგო (ესპ) 6:7, 6:3, 6:4; მიხაელ ბერერი (გერ)-ალექსანდერ პეია (ავსტრია) 4:6, 6:3, 6:4; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-ფრანკო შუგორი (ხორ) 7:5, 6:1; ფერნანდო გონსალესი (ჩილ)-მარტინ კლიჟანი (სლოვაკ) 6:2, 6:4.

Estoril Open

ეშტორილი (პორტუგალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

I წრე

მილოშ რაონიჩი (კან)-იგორ ანდრეევი (რუს) 6:4, 6:4; კარლოს ბერლოკი (არგ)-დანიელ ხიმენო ტრავერო (ესპ) 6:4, 6:3; ალეხანდრო ფალა (კოლ)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 4:6, 6:1, 4:4 ანდუხარის უარი; ტომას ბელუჩი (ბრა)-ფრედერიკ ნილსენი (დან) 7:5, 6:1; ედუარდ როჟე ვასელენი (საფ)-მარკოს დანიელი (ბრა) 6:3, 6:1; ფრედერიკო ჟილი (პორ)-ფლავიო ჩიპოლა (იტა) 6:3, 6:2; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ)-პედრო სოუზა (პორ) 6:2, 3:6, 6:3.

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი