უკრაინულმა Footboom-მა დონეცკის "შახტარის" ქართველ მცველ დავით ხოჭოლავასთან ისაუბრა. უკრაინული გუნდი დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ლიონს" საფრანგეთში დაუპირისპირდება.

ხოჭოლავას თქმით, ისინი ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც "მანჩესტერ სიტის" გარდა, სამივე ერთნაირი დონის გუნდია.

"ძალიან რთული ჯგუფია. პირველ თამაშამდეც ვიცოდით, რომ უძლიერესი ოპონენტები გვყავდა. ჯგუფში სამი ერთი დონის გუნდია, "მანჩესტერ სიტი" კი - აშკარა ფავორიტი. პირველი მატჩი ჩავატარეთ და დარჩენილ ხუთ მატჩში რაც შეიძლება მეტ ქულას უნდა მოვუყაროთ თავი. არ მგონია, რომ ყველაფერი ერთ მატჩში გადაწყდება. დარჩენილი ხუთი შეხვედრა ხუთი ფინალის ტოლი იქნება. "ლიონს" ძალიან ტექნიკური ფორვარდები ჰყავს. ფრანგები ძალიან სწრაფად მოძრაობენ. ამიტომ მცველებს ბევრი მუშაობა მოგვიწევს, შეტევაში კი იმ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომელიც გულშემატკივარს მოსწონს" - განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.

დავით ხოჭოლავას საქართველოს ნაკრების შესახებაც ჰკითხეს.

"ერთა ლიგა უმნიშვნელოვანესი ტურნირია. მთელ ქვეყანას სჯერა, რომ ტურნირს მოვიგებთ. დიდი ხანია მთელი ქვეყანა ეროვნული ნაკრების ირგვლივ ასე არ გაერთიანებულა. თან კარგი გუნდი გვყავს, დროა, დიდ ტურნირზე მოვხვდეთ" - უთხრა "შახტარის" მცველმა Footboom-ს.

დონეცკის "შახტარი" დღეს, 2 ოქტომბერს "ლიონს" თბილისის დროით 23 საათზე დაუპირისპირდება. პირველ ტურში უკრაინელებმა "ჰოფენჰაიმთან" ფრედ ითამაშეს (2:2), ხოლო ფრანგებმა სტუმრად "მანჩესტერ სიტი" (2:1) დაამარცხეს.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა [VIDEO]
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს