ახლა მთელი გერმანია "ბაიერნის" კრიზისზე ლაპარაკობს. ჩვენც ამით უნდა დავიწყოთ. ის კი არა, ბევრი უკვე იმასაც ამტკიცებს, რომ ნიკო კოვაჩი არ არის იმ კვალიფიკაციის მწვრთნელი, რომელიც წარმატებით დამოძღვრავს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და რომელიც "ბაიერნს" შეეფერება.

დავუშვათ, ბუნდესლიგაში ბავარიული გრანდი ცოტათი მოეშვა, რადგან "ჰეფი ენდი" გარანტირებული ჰგონია, მაგრამ რა ვუყოთ ჩემპიონთა ლიგას, სადაც "აიაქსთან" შეხვედრაში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა? მანუელ ნოიერს რომ არ ეყოჩაღა, ფიასკო გარდაუვალი იქნებოდა.

"გლადბახთან" მატჩი იოლი რომ ვერ იქნება, ამის ვარაუდი აქედანვე შეიძლება. მიუნხენელები ფავორიტებად კი ითვლებიან, მაგრამ გვერდზე გადავდოთ კლასი და სტატისტიკა - მთავარია, როგორ ხარ მზად კონკრეტულ მომენტში.

ლუსიენ ფავრის "დორტმუნდი" ბოლო შეხვედრებში შემტევ და შედეგიან ფეხბურთს გვიჩვენებს. სხვა საკითხია, რამდენად იყო მოსალოდნელი ამ გუნდის ლიდერობა და რამდენად მოახერხებს პოზიციების შენარჩუნებას, ეყოფათ თუ არა საამისო რესურსი. ჯერჯერობით კი, "სიგნალ იდუნა პარკის" მასპინძელს "აუგსბურგის" ძლევა რომ შეუძლია, ეს ცხადზე ცხადია.

"დორტმუნდის" გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი ის არის, რომ კლუბმა ახალი კონტრაქტი გაუფორმა უნიჭიერეს ინგლისელ თინეიჯერს, ჯეიდონ სანჩოს. ამ ფეხბურთელზე თითქმის ყველა ევროპული გრანდი ნადირობდა...

საინტერესო უნდა გამოდგეს "ჰოფენჰაიმისა" და "აინტრახტის" შეხვედრა. ორივე გუნდი შეტევისკენაა მიდრეკილი. ამის გათვალისწინებით, სანახაობრივ ფეხბურთს ველით. მერე რა, რომ "ჰოფე" "სიტისთან" საშინაო რკენის შემდეგ დამარცხებული და გადაღლილია...

რთული უნდა "იყოს "ლევერკუზენისთვის" "ფრაიბურგთან" მატჩი. ვნახოთ, იქნებიან თუ არა ხასიათზე "ფარმაცევტების" ახალგაზრდა შემტევები. ასეთ შემთხვევაში "ფრაიბურგის" დაცვას ძალიან დიდი ჯაფა დაადგება. ისე კი "ლევერკუზენს" სტაბილურობა აკლია.

ფაქტები

"ვერდერსა" და "ვოლფსბურგს" შორის ბოლო 5 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"დორტმუნდსა" და "აუგსბურგს" შორის უკანასკნელ 5 დაპირისპირებაში ორივე გუნდმა შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა.

"ფორტუნასა" და "შალკეს" შორის ბოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.

"ჰანოვერმა" და "შტუტგარტმა" ზედიზედ 2 ფრე ითამაშეს.

"მაინცმა" უკანასკნელ სამ შეხვედრაში დაამარცხა "ჰერტა".

"ბაიერნსა" და "გლადბახს" ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"ჰოფენჰაიმისა" და "აინტრახტის" უკანასკნელ 2 მატჩში ფრე აღინიშნა.

"ლაიპციგსა" და "ნიურნბერგს" შორის ბოლო 3 მატჩში ორივემ შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა.

ბუნდესლიგა. VII ტური

პარასკევი, 5 ოქტომბერი

ვერდერი-ვოლფსბურგი 2:0

გოლები: 1:0 დეივი კლასენი (35), 2:0 იოჰანეს ეგშტეინი (86)

შაბათი, 6 ოქტომბერი

დორტმუნდი-აუგსბურგი 17:30

ჰანოვერი-შტუტგარტი 17:30

მაინცი-ჰერტა 17:30

ფორტუნა-შალკე 17:30

ბაიერნი-გლადბახი 20:30

კვირა, 7 ოქტომბერი

ფრაიბურგი-ლევერკუზენი 15:30

ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 17:30

ლაიპციგი-ნიურნბერგი 20:00

ბომბარდირები: 5 - ანჯეი დუდა (ჰერტა); 4 - ალასან პლეა (გლადბახი), ვედად იბიშევიჩი (ჰერტა), მარკო როისი (დორტმუნდი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში