ევროპა ლიგის მეორე ტურში "სევილიას" კარში გატანილი ჯადო-გოლის შემდეგ sports.ru-მ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა "კრასნოდარის" ქართველ ნახევარმცველზე თორნიკე ოქრიაშვილზე, რომელსაც სრულად გთავაზობთ და ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის.

ახლა კი სუპერგოლები მაკრატელათი

ოქრიაშვილს შეეძლო გაცილებით ადრე გამოჩენილიყო რუსეთში - ჯერ კიდევ 2010 წელს. 17 წლის ასაკში მისი დებიუტი შედგა "გაგრაში", 18 წლისა კი "ზენიტის" ავსტრიულ შეკრებაზე აღმოჩნდა. თუმცა, გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე არ იცოდა, რომელ გუნდთან ერთად ივარჯიშებდა. "უბრალოდ მითხრეს, რომ ძლიერი კლუბი იყო, შემდეგ კონსალტინგური სააგენტოს Innovation Sports Technologies პრეზიდენტმა თემურ ლეპსაიამ მაცნობა, რომ "ზენიტი" იყო, უღრმესი მადლობა დახმარებისათვის", - უთხრა ფეხბურთელმა "Чемпионат"-ს.

თორნიკემ პირველივე ვარჯიშზე დუბლი შეასრულა და კვდებოდა მძიმე დატვირთვებისგან. ეხმარებოდა მისადმი სპალეტის დამოკიდებულება: იტალიელი აქებდა, შეცდომებზე მიუთითებდა და პირადად ბევრს ესაუბრებოდა. "ზენიტში" დარჩენა კი მაინც ვერ მოახერხა. "კარგი ფეხბურთელი ხარ, მაგრამ პირველ გუნდში შენთვის თამაში ნაადრევიაო, მითხრა სპალეტიმ შეკრების შემდეგ. დარჩენის დიდი სურვილი მქონდა, თუმცა ლუჩანო, ალბათ, მართალი იყო. საქართველოს შემდეგ ამ გუნდის დონით შოკირებული ვიყავი. კერჟაკოვი, ბისტროვი, ანიუკოვი - რუსეთის საუკეთესო მოთამაშეები. შეიძლება, შესაძლებელი იყო დავეტოვებინეთ და აღვეზარდეთ", - იხსენებდა ოქრიაშვილი.

საქართველოში ის მაინც არ დაბრუნდა, რადგან "შახტარის" სკაუტებმა შეამჩნიეს. იქ ნახევარ წელიწადში ახალგაზრდულიდან პირველ გუნდში დაწინაურდა, რომელსაც სათავეში ლუჩესკუ ჩაუდგა. რუმინელი კი ჯიუტად არ ამჩნევდა ახალწვეულს და სულ ანათხოვრებდა: "ილიჩევეცში" (2011-2013 წლებში), სადაც მუდამ ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა და "ჩერნომორეცში" (2014). ოდესაში თორნიკე მხოლოდ ექვსი თვე შეყოვნდა, მაგრამ მოასწრო "სეზონის ჯოკერის" პრემიის მიღება - უკრაინის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო სათადარიგო მოთამაშის პრიზი. გუნდში ის შეიყვარეს. "მეტად დატვირთეთ პასებით ოქრიკა, იქ კი ის ყველაფერს თავს გაართმევს", - თავს იქებდა ფეხბურთელი...

"ჩერნომორეცს" მისი კონტრაქტის გამოსყიდვა უნდოდა, მაგრამ "შახტარმა" უარი თქვა და დაარწმუნა თორნიკე, რომ დონეცკში ელოდნენ. როდესაც დაბრუნდა, მიხვდა, რომ ამის შესახებ ლუჩესკუმ არაფერი არ იცოდა. "მირჩა უბრალოდ არ მიყურებდა. ვარჯიშებზე არ მამჩნევდა. ვცდილობდი თავი წარმომეჩინა, მაგრამ მესმოდა, ლუჩესკუს მე არ ვაინტერესებდი. იქ პრინციპში, ახალგაზრდებზე იმედს არც ამყარებდნენ. კარგი ბრაზილიელები იყვნენ და შანსი თითქმის არ გვეძლეოდა".

მაშინ გულგატეხილი ოქრიაშვილი დაემშვიდობა "შახტარს" და დასავლეთში გადაბარგდა. 2014 წლის ზაფხულში "გენკთან" გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ ურთიერთობა თავიდანვე ვერ დაამყარა. გუნდში ჩარიცხვიდან სულ რაღაც ორ კვირაში კორტრეიკიდან დაბრუნებისას კლუბის ავტობუსში დათვრა და დაავიწყდა, როგორ მისულიყო სახლში. გაუმართლა, რომ თანაგუნდელი დაეხმარა: კაბო-ვერდელმა ანელე ნკგონგამ თავის სახლში წაიყვანა. ბიჭები დამეგობრდნენ, მაგრამ ოქრიაშვილი უხერხულად გაეხუმრა მის კანის ფერზე და იჩხუბეს - ორივე დააჯარიმეს 10 ათასი ევროთი. ოქრიაშვილი ჯარიმით გადარჩა: დილით, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, პოლიციამ გააჩერა - მისი "მერსედესიდან" ბენზინი გადმოედინებოდა.

მეორე დღეს კლუბის ტელეარხზე ვიდეო გავიდა - ოქრიაშვილი ბოდიშს იხდიდა:"მე და ანე კარგი მეგობრები ვართ. შემდეგ მატჩში 100%-ით დავიხარჯებით".

"ვიცით, არასწორად მოვიქეცით. მე და ოქრიმ ვისაუბრეთ ამის შესახებ. ის კარგი ბიჭია, ჩვენ ვმეგობრობთ დ გვინდა, ბოდიში მოვიხადოთ. გვსურს, დავივიწყოთ ეს ინციდენტი და დანაშაული მოედანზე გამოვისყიდოთ", - თქვა აფრიკელმა.

თუმცა, ოქრიაშვილის საქმე არანაირად არ გამოსწორდა. ერთხელ ავადმყოფი შვილის მოსანახულებლად საქართველოში გაემგზავრა და რამდენიმე დღე გაჩერდა, ხოლო როდესაც ბელგიაში ბრუნდებოდა, გაირკვა, რომ ვიზას ვადა გასული ჰქონდა. 10 საათზე მეტი მოუწია სტამბულის საბაჟოზე ყურყუტი, სადაც თვითმფრინავი გადაჯდომით მიემგზავრებოდა დანიშნულების ადგილას. ტელეფონით აგინებდა "გენკის" ხელმძღვანელობას, რომელიც დიდად არ ცდილობდა მის დახმარებას. გაბრაზებული თორნიკე სახლში გაფრინდა, თუმცა მერე გუნდში დაბრუნდა.

ოქრიაშვილს შეეძლო კარგად ეთამაშა, რამდენიმეჯერ შანსიც მისცეს, მაგრამ ხელს ენების არცოდნა უშლიდა. კლუბმა ინგლისური და ფრანგული ენების რეპეტიტორი დაუქირავა, ოჯახი ბელგიაში ჩაუყვანა, მაგრამ არაფერმა არ იმუშავა. მწვრთნელი ალექს მაკლიში გაოგნებული იყო:"ამ ბიჭმა ან სახლის ნოსტალგია თავიდან უნდა ამოიგდოს და ან ფეხბურთს თავი დაანებოს". შემდეგ გუნდში ახალი მწვრთნელი მივიდა, პიტერ მასი, რომელიც არ იყო მაკლიშის დარად მისადმი კეთილგანწყობილი. "ერთნაირ სიტუაციებში ადრე მამაშვილურ რჩევას ვიღებდი, ახლა კი პირიქით", - ჩიოდა ოქრიაშვილი.

ის და მასი დაუსრულებლივ კამათობდნენ და 2016-ში გუნდიდან წავიდა (ჩემპიონატზე 34 მატჩში 2 გოლი გაიტანა). პრობლემებმა თურქეთის "ესკიშეხირსპორში" წაიყვანა, სადაც მხოლოდ ორი რამ მოხდა: სუპერლიგიდან გავარდნა და ხელფასის მუდმივად დაგვიანება. "სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გამოჩნდა თურქეთის ვარიანტი. კლუბის ფინანსური მდგომარეობის შესახებ არაფერი არ ვიცოდი. ხუთი თვე გასამრჯელო არ ამიღია. ჩავედი თუ არა, ბიჭებმა მითხრეს, ხელფასს არც ელოდოო. კლუბს ვალები ჰქონდა და ფული არ გააჩნდა. ხშირად ვხუმრობდი, რომ საკვებისთვის ვთამაშობდით. ბაზაზე ნორმალურად გვკებავდნენ. უფასოდ. სასაყვედურო არაფერი მქონდა. პირობები იყო, თურქეთის ჩემპიონატი კი მაღალი დონისაა", - ამბობდა ოქრიაშვილი.

2016 წელს კინაღამ "მარსელში" აღმოჩნდა: კონტრაქტი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში კლუბის პრეზიდენტი

შეიცვალა და ყველაფერი ჩაიშალა. თორნიკეს აზრით, ახალ ბოსს მის პოზიციაზე თავისი კანდიდატი ჰყავდა. უგუნდოდ ის მაინც არ დარჩა. თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოდგომაზე "კრასნოდარში" ჩაირიცხა.

აქაც არა აქვს ყველაფერი წესრიგში: ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას ვერ ახერხებს (ამ დროის მანძილზე 600 წუთი ითამაშა), გასულ სეზონში ორჯერ მიიღო ტრავმა, მაგრამ როდესაც მოედანზე გადის, მისგან ყველა აუცილებლად შოუს ელოდება.

და როგორ გვინდა, ბოლოს და ბოლოს ყველაფერი გამოუვიდეს. 26 წელი - საამისო ასაკია.

"ცხოვრებაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, რაზეც უზომოდ ვნანობ, ამან ხელი შემიშალა როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს. არ მინდა გახსენება. ეს ჩემი შავი ფურცელია. ამისათვის სრულად ვზღე და ახლა უბრალოდ, ფეხბურთის თამმაში მსურს. მინდა, ვაჩვენო რუსეთს, რომ ოქრიაშვილი ძლიერი და მაღალი კლასის ფეხბურთელია", - განცხადა მან ორი წლის წინ.

ვანდერსონი ოქრიაშვილის გოლზე: ასეთი რამ პირველად ვნახე

დათო
თურმე - "კაბო-ვერდელმა ანელე ნკგონგამ თავის სახლში წაიყვანა. ბიჭები დამეგობრდნენ" - აბა რა იქნებოდა ორივე მუგუზალივით შავები არიან და....
ჟიგარო
დიდ ფეხბურთსაც ითამაშებს და წარმატებებსაც მიაღწევს, რას ბლატაობთ აქ?? ცოტა ყოფილა რთული ხასიათის ფეხბურთელი ვინც დიდი ფეხბურთი ითამაშეს? მთავარია კაცი იყო და ფეხები არავინ მოგჭამოს, დავაი ოქრიიი!!!
Emigranti
Sjobs gvian vidre arasdros mtavaria mixvda da imedia gaiazrebs tavis shecdomebs carmatebebi oqri.. arabizezec amboben mdzime bavshvi ariso da tavshi aqvs avardnilio da vinmem urchiet axloblebma daeshvas sanam gviani ar aris. Qinqladze roca sitishi gafavida tavshi rom auvatda da varjishi ezareboda tore rom evarjisha bolomde am bunebit dajildovebul adamians bevrad mets miagcevda karierashi
Kaxa
Eს არი უდისიპლინობა Dა კიდე სხვაა აკრიტიკებტ
superman
ეჰ რამდენჯერ დამიწერია სიმართლე ამ ბიჭზე აქ, მაგრამ ძალიან უყვართ ვიღაცეებს და ყოველთვის იბლოკებოდა კომენტარი. მინდა გითხრათ რომ მეც ძალიან მიყვარს მისი თამაში, მაგრამ პიროვნულად ეს ადამიანი ძალიან "უკან" არის. სანამ სხვადასხვა "უკანონო" რაღაცეებით სიარულს არ მოეშვება ფეხზე ვერ დადგება. წარმატებებს ვუსურვებ სულით და გულით
ზურა
მართლაც გამორჩეულია ოქრი თავისი ტექნიკით მაგრამ მეც ვფიქრობ რომ დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, 26 წლის ყოფილა უკვე და თინეიჯერივით იქცევა და გამოიყურება, არავინ არ შეხედავს და მიიღებს მას სერიოზულ ადამიანად, სხვანაირად დიდი ფეხბურთელი ვერ გახდები თუ გარშემო ყველა კაი ტიპ თინეიჯერად აღგიქვავს ამხელა კაცს
გეგე
სამწუხაროდ არ გამოვა ოქრისგან დიდი ფეხბურთელი, ყველაფერი აქ მთავარის გარდა.. მენტალურად არაა მზად ამისათვის
Giga
უდიდესი პოტენციალი აქ ოქრის, არც მოედნის ხედვა აკლია, არც სისწრაფე, არც თამაშის დინამიკა,არც ლიდერობა,გოლები კი როგორი მნიშვნელოვანი და ლამაზი გააქვს ვიცით, სამწუხარო ის არის რომ თავისივე დაუდევრობებით მხოლოდ რუსეთში კარგავს თავის ნიჭს.
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"რუსეთის ჩემპიონატზე ვერავინ იტყვის, რომ ცუდი და სუსტია" - სპერციანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
მეორე სომეხი ფეხბურთელი "ინტერში"? - "ნერაძურის" პრესსამსახურმა სიტუაცია განმარტა
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
პსჟ თუ "ჟირონა"? - სპერციანმა კომენტარი გააკეთა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
ევროპაში ამიტომ არ გაუშვეს? - სპერციანს მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა