დედაქალაქურ დერბიში ‘ლელო-სარასენსი’ ‘ლოკომოტივთან’ ბოლოს წინა წუთზე დაწინაურდა, მაგრამ რკინიგზელებმა საპასუხო შეტევისას ჯარიმა გამოიმუშავეს, ბექა წიკლაურმა გაიტანა და საკუთარ გუნდს 21:20 მოაგებინა.

დიდი 10-ის მეექვსე ტურის ცენტრალური შეხვედრა დიდ დიღომში, ‘ლელო არენაზე’ გაიმართა. მასპინძლებს პირველივე წუთზე ჰქონდათ დაწინაურების შესაძლებლობა, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილმა 22-ის ხაზიდან გასატანი ჯარიმა ააცილა. მე-6 წუთზე ‘ლელო-სარასენსმა’ დერეფნიდან მოლი დააყენა, 6-7 მეტრი დაფარა და გიორგი ჭყოიძის ლელო კვირიკაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და შემდეგ მოლს ფარნავაზ გასვიანის სინბინი მოყვა. ‘ლელო-სარასენსმა’ რიცხობრივი მეტობა ქულებში მე-18 წუთზე ასახა, როდესაც შერკინებაში ჯარიმა გამოიმუშავა და კვირიკაშვილმა ანგარიში 10:0 გახადა.

ტაიმის შუაში ‘ლოკომოტივმა’ მოახერხა მეტოქის ნახევარზე გადასვლა, მარჯვენა ფრთაზე ჯარიმა გამოიმუშავა, წიკლაურმა ბურთი ფეხით მარცხენა ფრთაზე, ლელოში ჩაკიდა და მასთან პირველი ლევან გოგოლაშვილი გაჩნდა. ზედ შესვენების წინ სტუმრებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დააყენეს, მას თორნიკე ტურაშვილი ორ თანაგუნდელთან ერთად მოწყდა და ლელო გაიტანა, ხოლო წიკლაურმა გარდასახვით ‘ლოკომოტივი’ დააწინაურა - 12:10.

მეორე ტაიმი კვირიკაშვილის ჯარიმით დაიწყო და ‘ლელო-სარასენსმა’ ლიდერობა დაიბრუნა. მაგრამ ‘ლოკომოტივმა’ შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება, მეტოქის ნახევარზე 10 წუთი გაატარა და წიკლაურმა ახლოდან არეკნი გაიტანა. 62-ე წუთზე ბექამ ჯარიმაც გაიტანა, კვირიკაშვილმა 67-ე წუთზე გასატანი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა და მასპინძლებს მოსაგებად მხოლოდ გარდასახული ლელო ჭირდებოდათ.

დასკვნით 10 წუთში რეფერიმ ყვითელი ბარათი 5-ჯერ ამოიღო ჯიბიდან და 4-ჯერ სტუმართა გუნდის მორაგბეები გაასინბინა, ლევან გოგოლაშვილი, ვახტანგ კავთიძე, გიორგი ბეგაძე და ზვიად მაისურაძე. მასპინძელთაგან ყვითელი რევაზ დუგლაძემ მიიღო. ‘ლელო-სარასენსმა’ 3-კაციანი რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა, რევაზ ჯინჯიხაძემ ხაზი გაჭრა, რაქიდან ბურთი ირაკლი ყიასაშვილმა მიიღო და ალამთან დაამიწა. ყიასაშვილმა გარდასახვაც თავად შეასრულა და დიდ დიღმელები ზეიმისთვის მოემზადნენ, მაგრამ თამაში რომ განახლდა ‘ლელო-სარასენსი’ დაჯარიმდა, წიკლაურმა გაიტანა და წინა ტურში ‘ხარებთან’ მარცხის შემდეგ, ‘ლოკომოტივმა’ ხასიათი გამოიკეთა - 21:20.

rugby.ge

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 რუსთავი. შემოტრიალება წყალტუბოურად
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"ლოკომოტივმა" "ყოჩებს" 20 წუთში 23 ქულა ამოუქაჩა და გაიმარჯვა
გიორგი ჭყოიძე: ლელო ჩემი ოჯახია!
დიდი 10: "აკადემიამ" "ლოკომოტივი" 25:5 დაამარცხა
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
"ლოკომოტივმა" "ლელო-სარასენსი" გაწითლებულ დროში დაამარცხა
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "ხარებს" მოუგო
დიდი 10: "ყოჩებმა" და "ლელო-სარასენსმა" ქულები გაიყვეს
"არმაზმა" ჩემპიონს სძლია და საჩემპიონო რბოლას გამოთიშა
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" "აკადემია" 14:13 დაამარცხა
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივი" დაამარცხა
დიდი 10: "აიამ" "ლელო-სარასენსს" 4 ლელო გაუტანა