დღეს, 7 ოქტომბერს 15:30 საათზე, ჩინეთის ღია პირველობის ფინალში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი და არგენტინელი ხუან დელ პოტრო დაუპირისპირდებიან.

30 წლის არგენტინელი მე-4 ნომერია, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი 26 წლისაა და ამ ეტაპზე 34-ე ნომერია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ჩოგბურთელი აუცილებლად შევა ოცდაათეულში, რა შედეგიდაც არ უნდა დამთავრდეს ეს შეხვედრა.

ეს ორი სპორტსმენი მხოლოდ ერთხელ არიან შეხვედრილები, ისინი წინა სეზონში შანხაის მასტერსზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და არგენტინელს სამი სეტი დასჭირდა ქართველის დასამარცხებლად - (2:6, 6:3, 4:6).

დელ პოტრო ფინალს დასვენებული ხვდება, რადგან მას ნახევარფინალში ასპარეზობა არ მოუწია, მისმა მოწინააღმდეგე ფაბიო ფონინმა შეხვედრის ჩატარება ვერ შეძლო და არგენტინელი ფინალში პირდაპირ გავიდა.

" რა თქმა უნდა მე მინდოდა ფაბიოს შევხვედროდ და დამწუხრებული ვარ იმ ფაქტით, რომ მან ასპარეზობა ვერ შეძლო. ჩვენ მეგობრები ვართ და მას საუკეთესოს ვუსურვებ. მიუხედად ყველაფრისა ვერ ვიტყოდი, რომ 100%-ით მზად ვარ. შევეცდები ფინალში ჩემი საუკეთესო შესაძლებლობები გამოვავლინო. " - განაცხადა დელ პოტრომ

დელ პოტროს მიმდინარე სეზონში შანსი აქვს პირველ ნომრად გადაინაცვლოს, იმ შემთხვევაში თუ დარჩენილ ტურნირებში მაქსიმალურ ქულებს მოიპოვებს. მან მიმდინარე სეზონში 42 შეხვედრა გამართა, 35 მოიგო და 7-ში დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კაილ ედმუნდის დამარცხებით, მეოთხეჯერ გავიდა ATP ტურნირის ფინალში. ქართველს 2016 წელს პაულო ლორენცისთან აქვს კიტზბუჰელის ფინალი წაგებული, 2017-ში კი რაიან ჰარისონთან მემფისის პირველობის ფინალში დამარცხდა.

ჩვენებურისთვის ეს წელი წარმატებულია, რადგან მან მის კარიერაში პირველად შეძლო მსგავსი ტურნირის მოგება. ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობა მოიგო და მიმდინარე სეზონში მის კარიერულ რეკორდებს ამყარებს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარია.

იმის მიუხედავად, რომ ხუან დელ პოტრო უპირობო ფავორიტია, ნიკოლოზ ბასილაშვილისგან განსაკუთრებულ თამაშს ველოდებით და დასამახსოვრებელ მომენტებს. რაც მთავარია ჩოგბურთში უძლეველი სპორტსმენები არ არსებობენ და რატომ არ სძალუძს ამის გაკეთება ნიკოლოზ ბასილაშვილს?

გიორგი
მოიგოოოოოოოოოოოო!!!!
ARIS!!
მოვიგეეეეთთთთ!!!.....გილოცავთ ყველას!!.....ბრავო ნიკაააააააააააააა!!!!!!!!!!
რუსლანი
ესეც მოიგოოოოო...გილოცავ ნიკაააააააა
levan
არის!!! ნიკა დიდი ჩემპოინია
ATP 20 ?
ნიკაა შე მართლა ყველაზეე მაგაროოო . მიდიი ბოლომდეეე !!!!
ზიზუ
მიდი ნიკა გაგვახარე უფრო მეტად, მთავარია მიღწეულით არ დაკმაყოფილდე და ირწმუნე რომ შეგიძლია დაამარცზო დელპოტრო. აქ ვიღაცამ ორად ვარ გაყოფილი ჩემი თანამემამულე ჩემს საყვარელ ჩოგბურთელს ეთამაშებაო, ალბათ იხუმრე სერიოზულად თუ თქვი ყოჩაღ შენს ქართველობას, ვერ წარმომიდგენია როცა ქართველი თამაშობს ორად როგორ უნდა გავიყო
დათო
ახლა უკვე 28 საფეხურზეა, გამარჯვების შემთხვევაში გადავა 23-ზე!!!
N
ძალუძს! ძალუძს! წარმატებები ნიკა! ნეტავ იცოდე, რამდენი გქომაგობს! მჯერა, მთელ საქართველოს გაგვახარებ! მიდი, ნიკა, მიდი!!!
ბესო
1.11.04წამზე
ლევანი
ნებისმიერ შემთხვევაში ოცდაათეულში შესვლა გარანტირებული აქვს.
Sportall
რომელ საათზეა?
სანდრო
დელპო მოდუნებულიცაა ცოტა!!! არცერთ მატჩში არ უგრძვნია კონკურენცია, ეს ყველაფერი ნიკამ პირველივე სეტიდან და დასაწყისიდან უნდა გამოიყენოს და მცირე შოკის ეფექტი მისცეს არგენტინელს!!!
შალვა 73
ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ნადალის, ბარე ორი ვერ შემეჯიბრება ისეთი, მაგრამ როცა ქართველს შეხვდება, მაშინ ნადალი მკიდია!!!
პაატა
ორივეს როგორ უსურვებ წარმატებას?:)))))))))) ამ ფინალში მეგობრობამ გაიმარჯვაო ვერ იქნება!;)))) ამიტომ ნიკას, და მხოლოდ ნიკას ვუსურვებთ გამარჯვებას!!!!

ყველაზე ცუდ დღეში ალბათ მე ვარ, ერთ მხარეს თანამემამულე და მეორე მხარეს ჩემი ყველაზე საყვარელი ჩოგბურთელი. ორივეს წარმატებებს ვუსურვებ!
Semi
ბექჰემი ნიკას კარგი აქვს, უბრალოდ წინა თამაშებში არ წაუვიდა თორემ ბექჰემი ერთ ერთი საუკეთესო მხარეა მისი. აი ბადე ცოტა დასახვეწია და ჩათვალეთ 10. ეული გარანტირებული აქვს.
David
ყველაზე ცუდი ისაა რომ დელ პოტრო უფრო დასვენებულია და ამ მხრივ დიდი უპირატესობა ექნება, თუმცა იმედია მაინც მიაღწევს წარმატებას ბასილაშვილი
სანდრო
სწორად თამაშობს ნიკოლოზი, მისი აგრესიული სტილი ზუსტად მოარგო ახალმა მწვრთნელმა მის თამაშს - ისე რომ შეცდომები მინიმუმამდე დააყვანია. ჰამბურგის მერე აშკარაა მისი პროგრესი: სტაბილურად უგებს 40-50ეულის გარეთ მყოფ მოთამაშეებს, ანუ პირველ ნომრად თამაში შეუძლია. ასევე, მოუგო ტოპ 20ის არაერთ წევრს: 2ჯერ ჯეკ სოკს,ედმუნდს,კარენო ბუსტას,კოლშრაიბერს,ნიშიკორის სეტი მოუგო, ნადალსაც. ფაქტია რომ დელპო ცოტა მოდუნებულიცაა იმის ფონზე რომ ამ ტურნირზე საერთოდ დაძაბული მატჩი არ ჩაუტარებია, თან გუშინ ფონინი არ გამოუცხადდა. დელპოს ტექნიკური მოთამაშეა თუმცა აგრესიულ დარტყმებში ნიკოლოზი ნაღდად არ ჩამოუვარდება, ასევე ნიკოლოზს ის ინტელექტიც აქვს რომ სწორად ცვალოს მიმართულება შეტევის დროს. წარმატებები ნიკა შენ შეგიძლია!!! ბადესთან თამაში და ბექ ჰენდის მხრიდან სლაისს(იგივე მოჭრილს) თუ უკეთ აითვისებს საერთოდ მწვერვალების დაპყრობაც შეუძლია!
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სენსაცია! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! [VIDEO]
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის