„არსენალის“ 27 წლის ვარსკვლავი თანაგუნდელებს ეხვეწება, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ შიშით არ გავიდნენ მოედანზე

„არსენალის“ 27 წლის ვარსკვლავი ემანუელ ებუე თანაგუნდელებს ეხვეწება კვირას, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ შიშით არ გავიდნენ მოედანზე. ის, რომ „მეთოფეებს“ ჩემპიონობის შანსი აღარ აქვთ, გასულ უქმეებზე, ბოლტონში დამტკიცდა, მაგრამ არსებობს თავმოყვარეობაც.

„არსენალს“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამარცხების შემთხვევაში შეუძლია პრემიერლიგის ბოლო ტურებს აზრი შეუნარჩონოს და „ჩელსის“ მისცეს ლიდერის დაწევის შანსი.

„ჩვენ მანჩესტერელებს, რასაკვირველია, პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, მაგრამ შიში ყოვლად დაუშვებელია. მთავარია კვირას ჩვენებურად ვითამაშოთ და თამაშის მერე ვნახავთ ტაბლოზე როგორი ანგარიში იქნება“.

„იუნაიტედი“ ლონდონში, რასაკვირველია, საკუთარ შესაძლებლობებში უკიდურესად დარწმუნებული ჩავა. სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭებმა ხომ სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „შალკეს“ სტუმრად მოუგეს და აღმავლობას განიცდიან. გარდა ამისა, შეგვიძლია „არსენალისა“ და „იუნაიტედის“ შეხვედრათა სტატისტიკას ჩავხედოთ: ბოლო ექვსი დაპირისპირებიდან ხუთი მანჩესტერელებმა მოიგეს.

თუ ებუეს კვირას ათამაშებენ, მას, სავარაუდოდ, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავის, 37 წლის რაიან გიგზის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

„ის დღესაც ისე თამაშობს, გეგონება, 20 წლისა იყოს“ - შეაქო მეტოქე კოტ დ’ივუარელმა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა