„ლივერპულის“ თავკაცი, კენი დალგლიში „ნიუკასლ იუნაიტედისგან“ 28 წლის ჩეხუბისთავის, ჯოი ბარტონის ყიდვას აპირებს
„ლივერპულის“ ახალი თავკაცი, კენი დალგლიში „ნიუკასლ იუნაიტედისგან“ 28 წლის ჩეხუბისთავის, ჯოი ბარტონის ყიდვას აპირებს.

ამბობენ, რომ მერსისაიდული გუნდის შოტლანდიელი ლეგენდა საქმის გაჩარხვას 5 მილიონ ფუნტად აპირებს. „კოპის მეფე კენი“ (კოპი ტრიბუნაა „ენფილდ როუდზე“) ბარტონის თამაშსა და პროგრესს, თურმე, დიდი ხანია აკვირდება და ნახევარმცველი ძალიან მოსწონს, თუმცა, შეუძლებელია არ ესმოდეს, რომ ამ გაუწონასწორებელი კაცის ყიდვამ შეიძლება შარს გადაჰყაროს.

რამდენადაც ტაბლოიდებისთვის გახდა ცნობილი, დალგლიშს ზაფხულში ექვსი ახალი მოთამასის ყიდვა აქვს გადაწყვეტილი. მას სიაც ჩამოუწერია, რომელშიც შედიან: „ბლექბერნის“ ფილ ჯონსი, „ბლექპულის“ ჩარლი ადამი, „ასტონ ვილას“ ეშლი იანგი და სტიუარტ დაუნინგი და „იფსვიჩის“ კონოტ უიკჰემი. „ლივერპულიდან“ გამოსულ ხმათა თანახმად, დალგლიშს „წითელი“ გუნდისთვის მკაცრად ბრიტანული იერსახის და სულის დაბრუნება სურს, რისთვისაც ბარტონი, თავისი თავდადებული, ენერგიული სტილით, ზედგამოჭრილ კანდიდატურად მიაჩნია.

თან, ბარტონი წარმოშობით მერსისაიდელია, ლივერპულის სიახლოვეს, ჰუიტონში გახლავთ დაბადებული, მაგრამ მოედანზე „წითლებისადმი“ განსაკუთრებული მოწიწებით არასდროს გამოირჩეოდა. გასულ დეკემბერს, „ნიუკასლისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრაში („კაჭკაჭებმა“ მოიგეს 3:1) ის ფერნანდო ტორესს დაეჯახა, მანამდე კი, „ენფილდ როუდზე“ ბოლო ვიზიტის დროს, ჩაბი ალონსოს წინააღმდეგ უხეშობის გამო გააგდეს მოედნიდან.

თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, დალგლიშს მიაჩნია, რომ ბარტონი მის გუნდს ახალ სისხლს შემატებს და მოედნის სიღრმიდან 35 მილიონიან შენაძენ ენდი ქეროლს დაეხმარება - ქეროლი და ბარტონი, იანვრამდე, ერთად თამაშობდნენ „ნიუკასლში“. ბარტონის პასებით ქეროლმა „კაჭკაჭთა“ მაისურით 8 გოლი გაიტანა. ცნობისთვის: ბარტონს „სენტ ჯეიმსი’ზ პარკზე“ კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა