პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომავალი სეზონიდან მარიო ბალოტელი "მანჩესტერ სიტიში" იასპარეზებს...

პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომავალი სეზონიდან მარიო ბალოტელი "მანჩესტერ სიტიში" იასპარეზებს. ახალგაზრდა ფორვარდმა რაფაელ ბენიტესისგან ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობის გარანტიები მოითხოვა, რაც ვერ მიიღო და გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. მარიოს თქმით, მას სურს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, ამისათვის კი სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად ასპარეზობაა საჭირო. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა სხვა გუნდში გადასვლა და თუ რაიმე გაუთვალისწინებული არ მოხდა, კარიერას ინგლისში გააგრძელებს. ბალოტელის ტრანსფერთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ:

"მარიო ძალიან ნიჭიერია და შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს. თუმცა, ჯერჯერობით ვერ გაიხსნა ბოლომდე, რაც მისი ხასიათების ბრალია. ყველა პირობა შევუქმენით, რომ განვითარებულიყო და პროგრესი განეცადა, თუმცა ყველაფერი ძალიან სწრაფად მოინდომა და ამიტომ, ჩვენი გზები იყრება. მას სურს, რომ ოცი წლის ასაკში ევროპის საუკეთესო გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყოს, რასაც ნამდვილად ვერ შევპირდებით. ისეთ დიდ და გამოცდილ ფეხბურთელებს, როგორებიც მაგალითად სამუელ ეტოო, დეიან სტანკოვიჩი და მარკო მატერაცი არიან, კარგად ესმით, რომ მუდმივად ძირითად თერთმეტეულში ვერ იქნებიან. ბალოტელის დიდი ამბიციები აქვს და ღმერთმა ხელი მოუმართოს, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. დიახ, "მანჩესტერ სიტისთან" მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული და ალბათ, უახლოეს დღეებში ყველაფერს წერტილი დაესმება".

აქვე, კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც "ინტერს" ეხება. როგორც გუშინდელ ნომერში გაცნობეთ, "ნერაძურის" მესვეურები ხავიერ მასკერანოს გადაბირებას ცდილობენ. ბენიტესს არგენტინელის დამატება ძალიან უნდა და მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს. მილანში გადაბარგების სურვილი თავად ფეხბურთელმაც გამოთქვა, რამაც ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური გახადა. თუმცა, "ლივერპულის" მესვეურებმა ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო მოითხოვეს, აი აქ კი კითხვის ნიშნები გაჩნდა, რადგან მასიმო მორატის არგენტინელის სანაცვლოდ მაქსიმუმ 20 მილიონის გადახდა ჰქონდა განსაზღვრული.

"ინტერის" მესვეურებმა მალევე მონახეს გამოსავალი და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, უახლოეს დღეებში "მერსისაიდელებს" ახალ შეთავაზებას გაუკეთებენ: საუბარია 15 მილიონ ევროსა და სალი მუნტარზე, რომელიც თანახმაა კარიერა ინგლისში გააგრძელოს. შეგახსენებთ, რომ მუნტარიმ თავის დროზე ერთი სეზონი "პორტსმუთში" იასპარეზა და მისთვის პრემიერლიგა უცხო არ გახლავთ. ვნახოთ, რამდენად საინტერესო იქნება ახალი შეთავაზება ლივერპულელებისთვის.

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა