ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

დიდებული რუნის ბოდიში

დიდებული რუნის ბოდიში

25 წლის ფეხბურთელი აღიარებს, რომ ძალიან შეცდა, როცა ნახევარი წლის წინ ფერგიუსონის გუნდის სიძლიერესა და ამბიციურობაში ეჭვი შეიტანა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავი, 25 წლის უეინ რუნი გრძნობს, რომ არასდროს ისე მტყუანი არ ყოფილა, როგორც ამ ნახევარი წლის წინ, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის სიძლიერესა და ამბიციურობაში ეჭვი შეიტანა.

დღეს, როდესაც „იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში „შალკე“ სტუმრად 2:0 დაამარცხა და ცალი ფეხით უკვე ფინალშია, მაშინდელი საქციელი დიდ შეცდომად ჩანს. არადა, ფაქტია, რომ გასულ შემოდგომაზე რუნი ჭირვეულობდა, ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერდა და გუნდიდან წასვლამდეც ცოტა დააკლდა.

ინგლისის ნაკრების ფორვარდმა, რომელმაც სამშაბათს გელზენკირხენში ჩინებულად ითამაშა და ერთი თავად გაიტანა, მეორე ეპიზოდში კი ჩინებული საგოლე პასი შეასრულა, თქვა:

„დღეს შემოდგომის ამბებს ვიხსენებ და ვაღიარებ, რომ საშინლად ვცდებოდი. ახლა უკვე ყველაფერი აშკარაა. საბედნიეროდ, საკუთარ შეცდომას მივხვდი და ყველა ღონეს ვხმარობ, რათა „იუნაიტედის“ ფანების გული ხელახლა მოვიგო. ვგრძნობ, რომ ამას ახლა წარმატებით ვაკეთებ. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოველ გამარჯვებაში მთელს გულს და სულს ვაქსოვ.

საბედნიეროდ, სეზონის მეორე ნახევარში ყველაფერი სხვანაირად განვითარდა. როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე მოედანზე თავს ბედნიერად ვგრძნობ. გარშემო ყველაფერი დაწყნარდა და დამშვიდდა.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „იუნაიტედის“ ფანებს, რომელთაც ჩემთვის ურთულეს პერიოდში ზურგი არ მაქციეს. მიხარია, რომ დღეს ასეთ კარგ ფორმაში ვარ. ახლა, ბრწყინვალე სეზონს ბრწყინვალე დასასრული გამოუჩნდა: ჩემპიონთა ლიგის ფინალი და პრემიერლიგის ტიტულის საუცხოო შანსი.“

ასეთი ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტებმა გაიხსენეს, რომ ოქტომბერში რუნიმ, თავისი განცხადებით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კინაღამ კრიზისული პერიოდი დაუყენა. ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი შეხვედრის დაწყებამდე ორი საათით ადრე მოხდა. ის თამაში „იუნაიტედმა“ ძლივს მოუგო თურქულ „ბურსასფორს“, 1:0. მაშინ რუნიმ ეჭვი გამოთქვა, რომ „იუნაიტედში“ თამაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს აღარ აინტერესებთ. თანაგუნდელის ასეთმა გამოხდომამ გააბრაზა ფრანგი მცველი პატრის ევრა, რომელმაც რუნის გუნდიდან გაშვება მოითხოვა. ევრამ თქვა:

„თუ რომელიმე ფეხბურთელი დანარჩენებს აღარ ენდობა, ის უნდა წავიდეს.“

დღეს ევრა ასე ამბობს: „თურქულ გუნდთან თამაშის წინ ყველა „მანჩესტერ იუნაიტედის“ კრიტიკით იყო დაკავებული. ამბობდნენ, რომ იმპერიის აღსასრული დადგა, მე კი ვპასუხობდი, რომ მუსიკოსებს ფულს კონცერტის დამთავრების მერე უხდიან. დღესაც იმავე აზრზე ვარ.

დიახ, შემოდგომაზე დიდ გასაჭირში ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველანი ერთსულოვანნი დავრჩით. იცოდეთ, ჩვენთან, ერთი ფეხბურთელის შეცვლით ქვეყნიერება არ იქცევა. მე ყოველთვის ვამბობდი და ვიმეორებ, რომ პატრის ევრა წავა თუ უეინ რუნი, „იუნაიტედი“ „იუნაიტედად“ დარჩება, რადგან აქ ვარსკვლავი გუნდია და არა მისი რომელიმე ფეხბურთელი.

ცხოვრებაში პრობლემები ნებისმიერ ადამიანს აქვს, მაგრამ რუნი პროფესიონალია და თქვენ ნახეთ, რომ ის მდგომარეობიდან ღირსეულად გამოვიდა. შესაძლოა ფანებს მაინც დაწყდათ გული მათმა საყვარელმა ვარსკვლავმა ასეთი რამ რომ გააკეთა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

მე „მანჩესტერ იუნაიტედის“ განსაკუთრებულობაში ეჭვი ერთი წამითაც არ შემიტანია და შემოდგომაზე მეგობრებს ვეუბნებოდი, ამ სეზონში პრემიერლიგის ჩემპიონობისთვისა და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ-მეთქი. ისეთ ცუდ მდგიმარეობაშიც კი, როგორშიც შემოდგომაზე ვიყავით, გვჯეროდა, რომ ჩემპიონობა შეგვეძლო. იცით, ჩვენი რწმენა და შემართება ყველაზე კარგად სად ჩანს? აბა, გაიხსენეთ, რამდენი გოლი გვაქვს ბოლო წუთზე გატანილი...“

გაზეთმა „სანმა“ კი უეინ რუნის სეზონი კითხვა-პასუხის ფორმით გადაუშალა თავის მკითხველს. ამჯერად ლაპარაკი მხოლოდ მის საფეხბურთო პრობლემებსა და მათ დაძლევაზე იყო. ცოლის ღალატი და შერიგება, რამაც ასევე დიდი როლი ითამაშა, არ განუხილავთ. ვფიქრობთ, ეს ჩვენთვისაც საინტერესო იქნება:

რატომ იყო რუნი უგუნებოდ?

ისევე, როგორც ბევრი გულშემატკივარი, ის გულაცრუებული იყო. მას მერე, რაც „იუნაიტედმა“ გასულ სეზონში ჩემპიონობა გაუშვა ხელიდან, ბევრს, მათ შორის რუნის, აღარ სჯეროდა, რომ მდგომარეობა უახლოეს პერიოდში გამოსწორდებოდა. იგრძნობოდა კრიშტიანო რონალდოს დანაკლისიც. ბოლო წლებში ხომ გუნდის თამაში პორტუგალიელზე იყო აწყობილი, ის კი 80 მილიონ ფუნტად „რეალს“ მიჰყიდეს.

როგორ დაიწყო სეზონი?

წინა სეზონში ტიტულის გარეშე დარჩენილმა რუნიმ, ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატიც ჩააფლავა და დაეუფლა შეგრძნება, რომ ის, როგორც მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი, დასრულდა. მან, თითქმის მთელი წლის განმავლობაში, მხოლოდ ორი გოლი გაიტანა.

რამდენად რეალური იყო მისი „ოლდ ტრეფორდიდან“ წასვლა?

„მანჩესტერ სიტი“ დარწმუნებული იყო, რომ რუნი გადაბირებული ჰყავდა. ვარსკვლავი „იუნაიტედში“ მხოლოდ სერ ალექსის შეგონებამ დატოვა და... დღეს ის ორი ტიტულის მოპოვებასთან არის ახლოს.

რამ შემოატრიალა რუნის სეზონი?

თავდამსხმელმა აღმოაჩინა, რომ მის სახლთან ფანებმა დაიწყეს შეკრება და ყველა ტელეშოუში მასზე ლაპარაკობდნენ. სწორედ მაშინ იგრძნო, რომ ყველაფერი, რაც ბოლო დროს გააკეთა ვეებერთელა რეზონანსს იწვევდა.

რომელი შეხვედრა იყო გადამწყვეტი?

გადამწყვეტი მომენტი 12 თებერვალს დადგა, როდესაც უეინ რუნიმ ხმაურიან მეზობელს, „მანჩესტერ სიტის“, ფანტასტიკური მაკრატელა გოლი შეუგდო. იმ დღეს შემოუბრუნდათ მისკენ გული გულშემატკივრებსაც.

დღეს როგორ თამაშობს?

„მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ამდენად მნიშვნელოვანი ის არასდროს ყოფილა. ყველაფერს თავი დავანებოთ და სტატისტიკა მოვიშველიოთ: 20 შეხვედრაში 12 გოლი შთამბეჭდავი შედეგია. მოედნის სიღრმიდან მისი შეტევები მეტოქეებს ნაწილებად შლის.

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია

4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა

კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში

საქართველო 10:1 ესტონეთი

"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა

იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა

"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ

ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია

[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა

[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში

საქართველო 5:0 ესტონეთი

ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა

[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა

კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"

"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა

პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია

[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"