იტალიური სპორტული პრესა წერს, რომ "ინტერის" მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ჩილელი ალექსის სანჩესი იქნება
იტალიური სპორტული პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ "ინტერის" მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ალექსის სანჩესი იქნება. "უდინეზეს" ჩილელი ლეგიონერი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და მისით, ევროპული ფეხბურთის გრადნთა დაინტერესება სრულიად ბუნებრივია.

თუმცა, ვისაც სანჩესის გაფორმება სურს, ჯიბეზე მოუწევს ხელის გაკვრა და ეს ცხადზე უცხადესია. ბევრი რამე იმაზე იქნება დამოკიდებული, მოიპოვებს თუ არა უდინური კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურს - თუ მოიპოვა, მაშინ ჩილელის შეძენა ურთულესი იქნება, დღეს კი მისი ფასი მინიმუმ 25 მილიონ ევროს შეადგენს.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, მასიმო მორატი მზადაა ორ ვარსკვლავს შეელიოს და მათში აღებული თანხით სანჩესი იყიდოს. საუბარია დუგლას მაიკონსა და დიეგო მილიტოზე. პირველის გასხვისება მილანელებს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს შეეძლოთ, მასში მადრიდის "რეალი" დიდძალ თანხას იხდიდა, თუმცა მორატიმ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ბრაზილიელს არსად გავუშვებო. შედეგად, მაიკონმა უკლო თამაშს, ასაკიც სოლიდური აქვს და დღეს, მისი ფასი მაქსიმუმ 15 მილიონ ევროს შეადგენს.

დუგლასით ინგლისური პრემიერლიგის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მათ შორის "მანჩესტერ სიტი" და წესით, მილანელებს მისი გასხვისება არ უნდა გაუჭირდეთ. რაც შეეხება არგენტინელს, მისი დაბრუნებით "ჯენოაა" დაინტერესებული და თუ კლუბის პრეზიდენტ ენრიკო პრეციოზის დავუჯერებთ, მზად არის მილიტოში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. ესეც ჯამური 25 მილიონი და შანსი იმის, რომ სანჩესმა სწორედ "ინტერის" ამუნიცია მოირგოს.

აქვე, კიდევ ერთი თემა, რომელიც "ინტერს" ეხება. არ წყდება სპეკულაციები იმის სესახებ თუ ვინ იქნება "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეონარდო შეინარჩუნებს პოსტს, მაგრამ ჟურნალისტთა ნაწილი სხვა ვერსიას ემხრობა. ჯერ კიდევ აქტუალურია ლუჩანო სპალეტის "ინტერში" შესაძლო დანიშვნის სააკითხი, რომელიც ამ ცნობას არც უარყოფს და არც ადასტურებს. "ნერაძურის" ყოფილმა მწვრთნელმა, ჯიჯი სიმონიმ კი ისეთი ვერსია გააჯღერა, მილანელი გულშემატკივრები ლამის ჭკუიდან შეიშალნენ:

"ჩემი აზრით, ლეონარდო არ არის ის სპეციალისტი, რომელიც "ინტერს" წარმატებამდე მიიყვანს და მგონი, ამაში უკვე კლუბის მესვეურეებიც მეთანხმებიან. მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრაზილიელი დარჩეს გუნდში, მის შესაძლო შემცვლელებზე კი ურთიერთგამომრიცხავი ცნობები მესმის. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი იქნება თუ მილანელები რაფაელ ბენიტესს დაკავშირდებიან და მას დაბრუნებას სთხოვენ. სწორედ ესპანელია ის სპეციალისტი, რომელსაც გუნდის ყველაზე მწვავე კრიზიიდან გამოყვანა ძალუძს. მოკლედ, პირადად მე, რაფას კანდიდატურას ვემხრობი და ვნახოთ, გაითვალისწინებენ თუ არა რჩევას "ინტერის" მესვეურები".

[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება