„ლივერპულის“ 22 წლის თავდამსხმელი ენდი ქეროლი ოთხშაბათს, მეგობრებთან ერთად მადრიდში იყო და ლუდს შეექცეოდა
თუ გახსოვთ, ინგლისის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ „ლივერპულის“ 22 წლის თავდამსხმელ ენდი ქეროლს ალკოჰოლისგან თავის შეკავება ურჩია, მაგრამ მენტორის შეგონება, ჯერჯერობით არ ჭრის - ფორვარდი, რომელმაც ეროვნული გუნდის შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი მარტში, განასთან ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა, ოთხშაბათს, მეგობრებთან ერთად მადრიდში იყო და ლუდს შეექცეოდა.

რა უნდოდა ქეროლს ესპანეთის დედაქალაქში, გასაგებია - „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს დაესწრო. მასთან ერთად იყვნენ ლივერპულელი თანაგუნდელები პეპე რეინა, გლენ ჯონსონი და რაულ მეირელეში. მიუხედავად „ლივერპულის“ და „ევერტონის“ ოდინდელი მტრობისა, „წითელ“ საძმოსთან ერთად მადრიდში ტიმ კეჰილიც გახლდათ.

შეგახსენებთ კაპელოს ნათქვამს: „ახლა ბევრი რამ ენდის ცხოვრების წესზე იქნება დამოკიდებული. ის ყოველ წამს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მე მას ამ ყველაფერზე პირადად ველაპარაკე. მეტი მუშაობა და ნაკლები ლუდი - აი, რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი“.

ქეროლი „ლივერპულში“ „ნიუკასლიდან“, იანვარში, 35 მილიონ ფუნტად გადავიდა და... ლუდის სიყვარულიც თან გადაიყოლა. ეს ამბავი მადრიდულ დარში კიდევ ერთხელ დადასტურდა, პაპარაცებმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვეს და ფოტოები გადაუღეს.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა თავდამსხმელს მუხლი ტკივა, „ლივერპულისა“ და „არსენალის“ შეხვედრაში დაშავდა და ჯერ ბოლომდე არც არის გამოჯანმრთელებული, მაგრამ კვირას, კალენდრის თანახმად თავის ყოფილ გუნდთან, „ნიუკასლთან“ უწევს შეხვედრა და ძალიან უნდა მოედანზე გავიდეს.

„ლივერპულის“ თავკაცმა კენი დალგლიშმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ქეროლთან დაკავშირებით ჯერ არაფერი გადაუწყვეტია. შეიძლება არ გარისკოს და ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე დასვას. გაზეთები კი, ამასობაში წერენ, რომ ასეთ დროს მწვრთნელს მადრიდული ფოტოების ნახვა მაინცდამაინც არ გაეხარდებოდა.

„ჩვენ ენდის ამბავს ემიციურად არ გადავწყვეტთ, ანალიზს ჩავატარებთ და გადაწყვეტილებას ისე მივაღწევთ. არა მგონია მისმა მუხლმა იცოდეს, რომ „ლივერპული“ "ნიუკასლს" ხვდება, ასე რომ თუ ის ჯანმრთელად იქნება, ვათამაშებ, თუ არა და სკამზე დავსვამ. მესმის, რომ ენდის თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან უნდა, მაგრამ მან ჩვენთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამის შანსი კიდევ ბევრჯერ მიეცემა. მისი მომავალი გაცილებით დიდია, ვიდრე ამ კვირის მატჩი „ნიუკასლ იუნაიტედთან“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა