დღეს, 16 ოქტომბერს, ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე, რიგაში, "დაუგავა არენაზე" გაიმართება.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფში სამიდან სამი შეხვედრა მოიგო და გოლი არ გაუშვია. ეს ნაკრებისთვის რეკორდული მაჩვენებელია და მოგებათა სერია კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. არ გამოვრიცხოთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ყველა შეხვედრა მოიგოს.

ზოგიერთი გულშემატკივარი ქილიკობს იმ თემაზე, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ერთ-ერთ უსუსტეს გუნდებს ამარცხებს, მაგრამ არ ითვალისწინებს იმას, რომ ამით ნაკრები გარკვეული სახის უპირატესობას იღებს:

შანსი აქვს, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს

სწავლობს ფეხბურთის თამაშს მისი დონის გუნდებთან

იცის, როგორ აკონტროლოს ბურთი. ანდორასთან შეხვედრაში პასების სიზუსტე 90% იყო

თავდაჯერებულობა ემატება, არა აქვს მოდუნების საშუალება, უფრო მეტი დამკვირვებელი ჰყავს მის თამაშებს და სანაკრებო პერიპეტიები კარიერული წინსვლის საშუალებას აძლევს.

ამავდროულად, აგროვებს ქულებს, წინ მიდის რეიტინგში და არის შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე კალათაში მოხვდეს.

ჩვენი მონახაზი

ვლადიმირ ვაისმა თქვა, ცვლილებები იქნება - თუმცა ექსპერიმენტები არაო. დიდი ალბათობით, ცვლილებები უკანა ხაზს და საყრდენ ზონას არ შეეხება და ისევ იმავე კომბინაციას ვიხილავთ: გიორგი ლორია - ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, გიორგი ნავალოვსკი - ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი. ამ შვიდეულს დაემატება გიორგი ჩაკვეტაძეც, რომელმაც მისი კარგი თამაშით ნაკრებში ადგილი დაიბევა.

თორნიკე ოქრიაშვილის არყოფნის პერიოდში გამოჩნდა, რომ შეტევის მარჯვენა ფლანგზე გვესაჭიროება პოზიციით სუფთა მარჯვენა ვინგერი, რადგან წინა შეხვედრაში ამ პოზიციაზე გიორგი ჩაკვეტაძის ყოფნა არაეფექტური გამოდგა. სათადარიგო შემადგენლობაში კი ამ პოზიციაზე გვყავს: ჯაბა ჯიღაური, გიორგი მერებაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი და ლუკა ზარანდია. თუმცა ამ უკანასკნელზე საუბრისას სლოვაკმა თქვა, რომ ამჯერად ექსპერიმენტებს არ მიმართავს და მას ძირითად შემადგენლობაში არ უნდა ველოდოთ.

ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა ფორვარდის პოზიცია. სლოვაკი ამჯერად მაინც გადაანაცვლებს თუ არა ვაკო ყაზაიშვილს ამ პოზიციაზე, საკითხავია. ვაკო თუ წინ აიწევს, სავარაუდოდ, ამ მატჩში ძირითად შემადგენლობაში მაინც არ უნდა ველოდოთ ოთარ კიტეიშვილს, რადგან წინა შეხვედრაში მისი თამაშიდან გამომდინარე, გაცილებით დიდი მოლოდინი იყო. ვაისს აქვს ჯანო ანანიძის ვარიანტი, თუმცა, ტრავმის რისკიდან გამომდინარე, მას ალბათ ისევ ბოლო 30 წუთს ანდობს. არ გამოვრიცხოთ, ვაკო გვილია ვიხილოთ ძირითად შემადგენლობაში.

ლატვიის ნაკრები

ლატვიის ნაკრებმა თბილისში რა "ავტობუსიც" გვეთამაშა, ანდორის ნაკრებსაც კი შეშურდებოდა. ლატვიის ნაკრების ფინელი მწვრთნელი მიქსუ პაატელაილენი მუდმივად აქებს ჩვენს ნაკრებს.

ფინელი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები წამყვანი ჩემპიონატების წამყვან გუნდებში თამაშობენ. ბატონო მიქსუ, აბა, ჩვენ გვკითხეთ?!

ლატვიელთაგან ყველაზე სახიფათო 24 წლის ფორვარდი დავის იკაუნიეკსია, რომელიც გუნდში გამორჩეული ფეხბურთელია და "იაბლონეცის" ღირსებას იცავს. კარგი ფეხბურთელია "რიგასის" ფორვარდი კასპარს დუბრაც.

მეტოქე, ალბათ, თბილისში ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, ოდნავ მაინც გახსნის თამაშს. თუმცა ორივე გუნდმა იცის, რომ ეს შეიძლება მათთვის უარესი გამოდგეს, მაგრამ, როცა საშინაო არენაზე თამაშობ, გულშემატკივარს სხვა მოთხოვნები და სხვა სურვილები აქვს.

თუმცა ლატვიელთა მცველს, ვიტალის იაგონდინსკის საქართველოსთან მშრალი სერიის დასრულება სურდა.

მოლოდინი

უნდა მოვიგოთ! თან უპირობოდ, რადგან როგორც არასდროს, შეგვიძლია ბრწყინვალე სერია გავაგრძელოთ და ერთა ლიგა 6 მოგებით დავასრულოთ, რაც გზას გაგვიხსნის ახალი საქართველოს ნაკრების ჩამოყალიბებისკენ.

გუნდში საბრძოლო განწყობაა. ფეხბურთელები აცნობიერებენ მატჩის მნიშვნელობას და იციან, რომ მოდუნების უფლება არა აქვთ. ერთა ლიგამ მათ მისცა შანსი, რომ საფეხბურთო კარიერაში ახალ გამოწვევებს შეეგებონ და კონტინენტის პირველობაზე შეძლონ თამაში.

anti
საჭიროა ეს თამაში მოვიგოთ, რადგან დარჩენილ თამაშებში ვაისმა სხვა ფეხბურთელებიც გამოცადოს და შეათამაშოს ძირითად ბირთვთან
გიორგი
ვაისმა პრეს-კონფერენციაზე გელა ნუგზარაშვილზე განსაკუთრებული ხაზგასმა გააკეთა!! ველით გელა ნუგზარაშვილის წარმატებულ თამაშს დღეს ლატვიასთან. მიდი გელა!! სხვათაშორის, ლატვიას ნატურალიზებული თავდამსხმელი აუყვანია - რიდრიგო ავეირო ლიმა და სოუზა.ამიტომ ყურადღება გვმართებს!!
გიორგი
შემადგენლობები უკვე გამოაცხადეს!!!! გელა ნუგზარაშვილი ძირითადშია!!! ველით მისგან გოლებს.
semi
მართალიხარ ოთო ძალიან აქტიური იყო და ე.წ. მწვავე პასების მიხედვით პირველი, გადაავლეთ სტატისიკას თვალი სანამ სტატიას დაწერთ.
cheroeli
მე არ ვფიქრობ რომ "მისი" დონის გუნდებია ესენი.
საღოლ
ძალიან კარგი სტატიაა და ზუსტად შეფასებული, კიტომ ითამაშა რაც შეეძლო და კიდევ მოუმატებს იმედია, კანკავას ის ბურთი რომ გაეტანა, მაშინ სხვანაირად დაიწერებოდა ყველაფერი მასზე, წინ საქართველოვ! და ბოლოს, არა მგონია უკეთესი ჯგუფების გუნდებსაც რაიმე დავუთმოთ!!!
gio
რეიტინგში არასდროს რომ არ გვაწინაურებენ რახდება, რამდენი უნდა მოიგოს ნაკრებმა?! რამე პირადული თუაქვთ გვითხრან:)
Tbiliseli
ეს დღეებია კომენტარებს ვკითხულობ და მეცინება:))))) რა შემდეგ ორ თამაშში ახალგაზრდებს მისცეს შანსი, ღადაობთ? :დ D დივიზიონში საუკეთესო შედეგი თუ გვექნება ნახევარფინალს ჩვენ ვუმასპინძლებთ, რა დროს ახალი ფეხბურთელების გამოცდაა.
giorgi
ავტორ ჯიგარი ხარ მართლა ალმაცერად უყურებენ ჩვენს მოგებებს მაგრამ იმას არ ითვალისწინებენ აქ რატო ვართ
tbiliseli
მოგებას რა ჯობია, მაგრამ: ისე ჩვენში რომ ვთქვათ ფრეც საკმარისია პირველ ადგილზე რომ დავრჩეთ ბოლომდე.
ბაჩო
დიახაც რეიტინგის 70ეულში აუცილებლად შეგვიყვანს D ლიგის ტურნირის მოგება რაც ავტომატურად ჩვენს მოთამაშეებს ინგლისის პრემიერლიგისკენ გზას გაუხსნის.ეს დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს
David
უნდა ვცადოთ ყველა თამაშის მოგება სანამ სუსტ გუნდებს ვხვდებით, რეიტინგში რომ ავიწიოთ მაქსიმალურად თორემ მერე გაგვიჭირდება რეიტინგის აწევა ისეთი გუნდები გვეყოლება მეტოქეებად.
ერთერთი...
აუცილებლად დღესვე უნდა გავინაღდოთ გასვლა იმისათვის რო მომდევნო ორი თამაში მოსამზადებლად გამოვიყენოდ და მოგვეცეს საშუალება რამოდენიმე ახალ ფეხბურთელს მივცეთ თავის გამოჩენის შანსი.. მხოლოდ ამისთვის თორე დარჩენილ სამ შეხვედრაში შვიდი ქულის ამღებიც კი არ არის არც ერთი ჩვენი მეტოქე ..
latvia vs georgia 0-3
ანუ ის რომ თუ ჯგუფებიდან გასულებში ორ საუკეთესოს შორის ვიყავით მაშინ თამაშები თბილისში გვექნება ფლეი ოფის
სოსო
თუ დ ჯგუფის ყველა გუნდზე უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ,პლეი ოფის თამაშები საქართველოში გაიმართება
გიორგიპირველი
ორი საუკეთესო პირველადგილოსანი მოიპოვებს თამაშის შენ გამართვის უფლებას.
Felisio
ვინმემ იცით პლეოფის წესები? ერთმატჩიანია თითო დაპირისპირება მგონი მაგრამ თამაშის ადგილი როგორ შეირჩევა?
Maxoia
საქართველოს ნაკრებს შეუძლია ისტორიაში შევიდეს.როგორც პირველი გუნდი ვინც ერთა ლიგის პლეიოფში გავიდა
ირაკლი
ავტორს ვერ დავეთანხმები იმაში, რომ კიტეიშვილმა სუსტად ითამაშა. საკმაოდ პროდუქტიული იყო და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მოუმატებს.
dadu
ძალიან სუსტია ლატვია, ისეთი სუსტი რო მასთან გასვლაზე 3 ქულის დაგეგმვა ნამდვილად არ არის "უზრდელობა". პრინციპში ფრეც არ იქნება ურიგო და ჩემი აზრით თავქუდმოგლეჯილი წინ არ უნდა გავიქცეთ. ნელ-ნელა მეთოდურად შევუტიოთ და მათი სისუსტიდან გამომდინარე აუცილებლად მოგვეცემა შანსი. მთავარია მათ კონტრშეტევები არ მივცეთ, პოზიციურ შეტევაში კი ჩვენი დაცვა ძალიან წინაა მათ თავდასხმასთან შედარებით ვერ გაგვიტანენ გოლს შანსი არ არის. მათი ერთადერთი იარაღი კონტრშეტევაა. გასახარია რომ როგორც იქნა ფლანგის მცველები პროდუქტიულად ერთვებიან შეტევაში და ბევრ პრობლემას უქმნიან მეტოქეს. ერთა თასზე ნავალოვსკის და კაკაბაძის თამაში ძალიან მომწონს.
tngh
ყველა გუნდის ყველაზე დიდი მტერი ზედმეტი თვითდაჯერება, ამპარტავნობა და მეტოქის სათანადოდ შეუფასებლობაა... იმედია, დღეს საქართველოს ნაკრები მაქსიმალური ყურადღებით, ზომიერი სიფრთხილით ითამაშებს და საურველ სედეგსაც მიიღებს. სულით და გულით თქვენთან ვარ, ბიჭებო!!!
ირაკლი
თბილისში პირველ ტაიმზე კიდევ შეიძლება ითქვას ავტობუსი გვეთამაშაო, მაგრამ მეორე ტაიმი თუ ავტობუსი იყო მაშინ მე სხვა თამაშისათვის მიყურებია. ძალიან სახიფათო იყო კონტრშეტევებზე და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ დაცვაში. კარგია მწვრთნელი და ფეხურთელები თვითდაჯერებულ კონეტარებს რომ აკეთებენ, მაგარამ ზედმეტი არ უნდა მოუვიდეთ და მინდორზე მაქსუმალურად კონცენტრირებულები უნდა გავიდნენ. წარმატებები ბიჭებს და საქართველოს ნაკრებს!
საბა
ეს ჯგუფური ეტაპის შემდეგ კი მასპინძლობის უფლებას მოგვიპოვებს.-ეს წინადადება ვერ გავიგე???ანუ?
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
მუნდიალი 2022. შესარჩევი: პორტუგალიას გამარჯვება მოპარეს - რონალდომ მოედანი სკანდალურად დატოვა [VIDEO]
თბილისში გამომგზავრებამდე ყაზახეთმა ასტანაში ლატვია ვერ დაამარცხა
პროფესორი მოსწავლის წინააღმდეგ - "ქართველებმა ლატვიას მასტერ-კლასი ჩაუტარეს"
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
ბლექჰედების სასახლე, მოტორმუზეუმი, ქუჩის მუსიკოსები, ანუ მეორე დღე რიგაში
ყაზახეთის ნაკრებს ისეთი თარჯიმანი ჰყავს, რომ ლატვიელი ფეხბურთელი პრესკონფერენციაზე სიცილით კინაღამ ჩაბჟირდა [VIDEO]
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია