"ლაციოს" ფეხბურთელებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და კლუბის მესვეურებს სერიოზული შეტევების მოგერიება უწევთ. ბოლო პერიოდში, ძალიან გააქტიურდნენ...

"ლაციოს" ფეხბურთელებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და კლუბის მესვეურებს სერიოზული შეტევების მოგერიება უწევთ. ბოლო პერიოდში, ძალიან გააქტიურდნენ ტომაზო როკის მიმართულებით, რომელიც "ბიანკოჩელესტეს" ლიდერი და მთავარი დამრტყმელი ძალაა. თუ "ილ ტემპოს" დავუჯერებთ, როკის გადაბირება "ჯენოასა და "პალერმოს" მესვეურებს სურთ. განსაკუთრებულად აქტიურნი გენუელები არიან, რადგან მათი მთავარი პრიორიტეტული სატრანსფერო მიზანი შეტევის გაძლიერებაა. გავრცელებული ცნობის თანახმად, "ჯენოა" მზად არის 32 წლის ფორვარდის სანაცვლოდ ექვსი მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც ვეტერანი ფეხბურთელისთვის არც თუ მცირე თანხაა. თუმცა, "ლაციოს" პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო შეუვალია და აცხადებს, რომ როკი არ იყიდება:

"უახლოეს პერიოდში სატრანსფერო ბაზარზე გავაქტიურდებით და რამდენიმე ფეხბურთელს შევიძენთ. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ გუნდი, რათა მომდევნო სეზონში მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. შესაბამისად, წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა ჩვენს გეგმებში არ შედის. ტომაზო როკი გუნდის სული და გულია, მისი გასხვისება აზრადაც არ მოგვსლია. დიახ, "ჯენოას" და "პალერმოს" მესვეურები შემოგვეხმიანენ, მაგრამ საქმე ამაზე წინ არ წასულა. ყველა სიკეთესთან ერთად, ტომაზო გუნდის საბრძოლო განწყობაზე შესანიშნავად მოქმედებს და მისი სხვაგან გაშვება დიდი სისულელე იქნებოდა".

ლოტიტომ კრისტიან ლედესმასთან ურთიერთობის დალაგების პერსპექტივაზეც ისაუბრა. თურმე, ყინული გალღვა და არის შანსი, არგენტინელმა ნახევარმცველმა კლუბთან სულაც კონტრაქტი გაახანგრძლივოს. მის ხელშეკრულებას ვადა ერთი წლის შემდეგ ეწურება და ლოტიტოს სურვილია, რომ თანამშრომლობა კიდევ სამი წლით გაგრძელდეს. აი, რას ამბობს "ბიანკოჩელესტეს" პრეზიდენტი:

"ლედესმა მაღალი დონის ფეხბურთელია, ეს კარგად ვიცი და მსურს, მასთან ახალი ხელშეკრულება გავაფორმოთ. რაც მთავარია, გუნდში დარჩენის სურვილი თავად ფეხბურთელსაც აქვს, რაც ჩემთან პირად საუბარში განაცხადა. უსიამოვნება წარსულში უნდა დავტოვოთ და ყველამ ერთად "ლაციოს" საკეთილდღეოდ ვიზრუნოთ. იმედია, კრიატიანი მოაწერს ხელს კონტრაქტს და კიდევ არაერთი წლით დარჩება "ლაციოში". სულ მალე, ჩვენს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგება და საბოლოო შეთანხმებას მივაღწევთ".

Kolarovi
ეს ლოტიტო იდიოტია! ცოტა მეტი ფული ვერ დასტყუა შეიხებს ?
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა