სპორტულმა ანალიტიკურმა ვებგვერდმა whoscored.com-მა ლატვია-საქართველოს ერთა ლიგის მატჩის ფეხბურთელები შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 16 ოქტომბერს სტუმრად ლატვია ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი მოიგო და ორი ტურით ადრე C ლიგისა და პლეი-ოფის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ გამოცემაm ლატვია-საქართველოს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ჩაკვეტაძე აღიარა, რომელიც 10 (!) ქულით შეაფასა.

საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" 19 წლის ნახევარმცველმა 1 გოლი გაიტანა, 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, 7 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, კარისკენ 3-ჯერ დაარტყა და პასების სიზუსტე 90 პროცენტი ჰქონდა. ჩაკვეტაძე შეხვედრის 88-ე წუთზე შეცვალეს.

ლატვია-საქართველოს მატჩის ფეხბურთელების შეფასება, TOP 5:

გიორგი ჩაკვეტაძე - 10

ნიკა კვეკვესკირი - 7.6

ჯაბა კანკავა - 7.6

ვაკო გვილია - 7.5

დავით ხოჭოლავა - 7.4

ყველაზე მეტი დარტყმა:

ანდრეჟს ციგანიკსი - 4

ვაკო გვილია - 4

დენის რაკესლი - 3

გიორგი მერებაშვილი - 3

გიორგი ჩაკვეტაძე - 3

საუკეთესო დრიბლიორები:

გიორგი ჩაკვეტაძე - 7

არტურს კარასაუსკი - 3

ანდრეჟს ციგანიკსი - 2

ვალერი ყაზაიშვილი - 2

ჯაბა ჯიღაური - 2

whoscored.com-ის შეფასებები:

ლორია 7.3 - კაკაბაძე 7.3, ხოჭოლავა 7.4, დვალი 7.3 - მერებაშვილი 6.7, კვეკვესკირი 7.6, კანკავა 7.6, ჩაკვეტაძე - 10 - გვილია 7.5 - ყაზაიშვილი 6.9. სათადარიგოები: აბურჯანია 7.1, ჯიღაური 6.4, ზარანდია 6.0.

საქართველოს ნაკრებმა სულ კარში 17-ჯერ დაარტყა, აქედან 8 კარში წავიდა. ბურთის ფლობა ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ 55 პროცენტი იყო.

პასების სიზუსტეც ჩვენს მხარესაა - 435-545. საქართველოს ნაკრებმა 545 პასიდან 86% (467) ზუსტად შეასრულა.

რაც შეეხება D ლიგის პირველი ჯგუფის საუკეთესოებს, აქ რაც უნდა გასაკვირი იყოს, პირველ ადგილზე ყაზახი მცველი იური ლოგვინენკოა, რომელსაც საშუალოდ 8.25 ქულა აქვს, მაგრამ მან მხოლოდ ორი მატჩი გამართა.

მეორე ადგილზე კი 8.09 ქულით გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელმაც 4-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ათეულში ერთბაშად 8 ქართველი ფეხბურთელია.

საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

იური ლოგვინენკო (ყაზ) - 8.25

გიორგი ჩაკვეტაძე - 8.09

ჯაბა კანკავა - 7.78

საბა კვირკველია - 7.49

გურამ კაშია - 7.45

ნიკა კვეკვესკირი - 7.42

ვაკო ყაზაიშვილი - 7.4

გიორგი ნავალოვსკი - 7.39

ოთარ კაკაბაძე - 7.36

ბაირზან ისლამხან (ყაზ) - 7.35

საქართველო საშუალო შეფასებით 7.13 ქულით ჯგუფის საუკეთესო ნაკრებია.

გარდა ამისა, whoscored.com-ი კვირის სიმბოლურ ნაკრებს აქვეყნებს, სადაც ერთბაშად 7 ქართველი ფეხბურთელია.

ეს რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, ახლა კი უეფა-ს საიტის მეშვეობით მთელ ერთა ლიგას გადავავლოთ თვალი.

საქართველოს ნაკრები 9 გატანილი გოლით ერთა ლიგაზე მესამე ადგილს შვეიცარიასთან იყოფს. პირველზე, რაც უნდა გასაკვირი იყოს, 10 გოლით ლუქსემბურგია, მეორეზე ასევე 10 გოლით - ესპანეთი.

ზუსტი პასების მიხედვით, ნიკა კვეკვესკირი (274) საუკეთესო ხუთეულში მე-5 ადგილს იკავებს.

ვვვ
კაშია არ შეუფასებათ?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა