ფოტოზე: ჯოზეფ ჩიპოლინა 10-ნომრიანი მაისურით

13 ოქტომბერს გიბრალტარის ნაკრებმა სასწაული მოახდინა - ჯუჯა ქვეყნის ნაკრებმა სტუმრად სომხეთს (1:0) მოუგო. ადრე მას არასდროს მოუგია ოფიციალურ შეხვედრაში, მაგრამ ყოველთვის ხდება რაღაცა პირველად.

რაღაცა კარგს აუცილებლად მოჰყვება გაგრძელებაც. გიბრალტარმა შინ ლიხტენშტეინსაც (2:1) სძლია და 6 ქულით ერთა ლიგაზე D დივიზიონის მეოთხე ჯგუფში სომხეთთან მეორე ადგილს იყოფს და პირველადგილოსან მაკედონიას 3 ქულით ჩამორჩება.

ამ ჯუჯა სახელმწიფოში სულ 33 ათასი ადამიანი ცხოვრობს. სულ კი ქვეყანა 6.7 ათას კვადრატულ კილომეტრზეა განლაგებული. შესადარებლად, "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრების მატჩზე უფრო მეტი ადამიანი დადის, ვიდრე გიბრალტარის მოსახლეობაა. აღსანიშნავია, რომ გლდანში 5-ჯერ უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე მთელ გიბრალტარში.

გიბრალტარის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ხულიო რიბასია, ხოლო გუნდის ლიდერი "ლინკოლნის" ნახევარმცველი ჯოზეფ ჩიპოლინაა, რომელმაც სომხეთის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა. ჩიპოლინას ძირითადი პროფესია კი არა ფეხბურთელობა, არამედ ციხის დარაჯობაა.

"როცა სომხეთთან მატჩში პენალტი დაინიშნა, მისი დარტყმის უფლება მე მომცეს. თანაგუნდელებმა იცოდნენ, რომ ცივსისხლიანი ვარ, ასეთ რამეებს მიჩვეული ვარ", - ჰყვება ჩიპოლინა.

"როცა კარგი სამსახური მივიღე, პროფესიონალური ფეხბურთი მივატოვე. ამაში ბრალი ეკონომიკურ კრიზისს მიუძღვის - მომავალზე ვფიქრობდი. სახელმწიფოზე მუშაობამ სტაბილურობის შეგრძნება მომცა.

როცა ღამე ვმუშაობ, დილით ვვარჯიშობ. თუ დღის საათებში დაკავებული ვარ, მაშინ ვარჯიშზე სამსახურის მერე მივდივარ" - ამბობს ჯოზეფი, რომელმაც პროფესიონალური ფეხბურთი 2012 წელს მიატოვა.

ამის მიუხედავად, მან სომხეთს გაუტანა და ლიხტენშტეინსაც. თუმცა ნაკრებში სხვა ჩიპოლინაც არის - 35 წლის როი, რომელიც ნაკრების დაცვას ხელმძღვანელობს.

სომხეთსა და ლიხტენშტეინთან გამარჯვების შემდეგ გიბრალტარში სჯერათ, რომ ეროვნული ნაკრები მანამდე იცოცხლებს, სანამ გუნდში ერთ ჩიპოლინა მაინც არის.

ჯოზეფს ერთი ძმა ჰყავს - კენეტ ჯორჯი, რომელიც ასევე ფეხბურთელია და ნაკრებში უკვე მოასწრო ერთი მატჩის გამართვა.

ჩიპოლინას დინასტიაში კიდევ ერთი წარმომადგენელი, 18 წლის მაიკლიც არის, რომელსაც ნაკრებში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ გიბრალტარის "მანჩესტერ 62"-ის ღირსებას იცავს.

ლაშა
და რა შუაშია გლდანი და ავტორის ეს ირონია? დაგეწერა რომ სოლოლაკის მოსახლეობას უტოლდებაო, მაგრამ პროვინციალიზმი ჭარბობს ეტყობა.
ლაშა
ავტორ 6.7 ათასი კვ.კმ რამხელაა იცი? მაგ ლოგიკით იმერეთის ტოლია გიბლარტარი ფართობით)))). გიბლარტარის ფართობი 6.7 კვ.კმ-ია !!!!!! და არა ათასი!!!!
მ. ტ.
დიდი ამბავი - ვისაც უნდა დავენაძლავები, გლდანელები რომ ჩასვა მაგ ჯგუფში, მეორე ადგილზე ქვევით არც ისინი ჩამოვლენ...
odala
რას ლაპარაკობ, თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია. რუსების დაპყრობილია ტაო-კლარჯეთიც... არა და რუსეთი რომ არ ყოფილიყო, დღეს ან ვიარსებებდით საერთოდ ან არა. გააგებინე ამ ტვინგამოლაყებულებს ახლა ეგ.
Emigrants
და 200 ჯერ ნაკლები ვიდრე სრულიად ლაზეთში(ჭანეთი სამეგრელო) დაბლოკეთ აუცილებლად...
ტოტტი
მე ვარ ერთა ლიგის .D ჯგუფებში საქართველოს და გიბრალტარის ფანი გიბრალტარის მეკარე კი საოცრებაა )))
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
საფრანგეთის 14:0 - ევრო 2024-ის კიდევ სამი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
კვეკვესკირი: ეს გუნდი განსაკუთრებულია და მიზნის მიღწევა შეგვიძლია
კაშია: თექვსმეტი ქულის აღება ძალიან რთულია
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 1:0 ამარცხებს
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
სანიოლი: ვთქვი, რომ "ჩაეძინათ" - ცვლილებაზე შესულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს
"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში