სერბმა ჩოგბურთელმა, მცირე ტრავმის გამო რამდენიმე კვირის გამოტოვების შემდეგ, გრუნტის სეზონი მშობლიურ ქალაქში გახსნა
სერბული პუბლიკა, როგორც იქნა ეღირსა კორტზე თავისი კერპის - ნოვაკ ჯოკოვიჩის ხილვას. როგორც იცით, მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რამდენიმე კვირა გამოტოვა მცირე ტრავმის გამო და გრუნტის სეზონი თავის მშობლიურ ქალაქში გახსნა.

ჯოკოვიჩის მზადყოფნა რუმინელ ადრიან უნგურს უნდა შეემოწმებინა, რომელიც ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა.

ნოვაკმა ექვსიდან ხუთი ბრეიკ-პოინტის გამოყენება შეძლო, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება. ამ გამარჯვებით სერბი ჩოგბურთელის მოგებათა სერია 27 მატჩამდე ავიდა. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ჯოკოვიჩს ჯერ მატჩი არ წაუგია.

რვათვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ კორტზე დაბრუნებულმა ფერნანდო გონსალესმა ვერ შეძლო ბელგრადში ზედიზედ მეორე მატჩის მოგება. ამჯერად მას სერიოზული მეტოქე ჰყავდა ესპანელი ფელისიანო ლოპესის სახით და მართალია, საერთო ჯამში ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში სათამაშო პრაქტიკის დეფიციტი ეტყობოდა. ჩილელმა თანაბარ ბრძოლაში ექვსიდან მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და წააგო მატჩი, რომელშიც მეტოქეზე ერთი ნაკლები ქულა აიღო.

მიუნხენში მხოლოდ სამი შეხვედრა გაიმართა და სამივეში განთესილმა ჩოგბურთელებმა წააგეს. კვიპროსელი მარკოს ბაღდატისი ბულგარელ ამომავალ ვარსკვლავ გრიგორი დიმიტროვს ხვდებოდა. კუნძულელს მეორე სეტის ტაი-ბრეიკზე ორი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ავსტრალიის ღია პირველობის ყოფილმა ფინალისტმა ეს შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ჯერ ეს ტაი-ბრეიკი წააგო, ბოლოს კი გადამწყვეტი სეტი. სხვათა შორის, ეს კვირა დიმიტროვმა 69-ე ნომრის რანგის დაიწყო, რაც მის კარიერაში სარეკორდო მაჩვენებელია.

ტურნირს გამოეთიშა შარშანდელი ჩემპიონი და პირველ ნომრად განთესილი მიხაილ იუჟნი. მას მეტოქედ გერმანელი ფილიპ პეტცშნერი ჰყავდა, რომელსაც მანამდე ორიდან ორი მოუგო, თანაც გრუნტზე. სხვათა შორის, მათი ბოლო შეხვედრა შარშან სწორედ მიუნხენის ნახევარფინალში შედგა. ამჯერად ადგილობრივი ჩოგბურთელისთვის ყველაფერი კარგად წარიმართა და სამ სეტში თავის სასარგებლოდ დაასრულა შეხვედრა.

ეშტორილში კი დღემ ლოგიკურად ჩაიარა. განთესვის ლიდერმა რობინ სიოდერლინგმა სამ სეტში მოუგო ფრანგ ჟერემი შარდის, ხოლო ხუან მარტინ დელ პოტრომ კოლუმბიელი ალეხანდრო ფალა გაანადგურა.

ერთადერთი მოულოდნელობა ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგას მარცხი იყო პაბლო კუევასთან მატჩში.

ATP

BMW Open

მიუნხენი (გერმანია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 500 ევრო

1/8 ფინალი

გრიგორ დიმიტროვი (ბულ)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ, 4) 3:6, 7:6, 6:2; პოტიტო სტარაჩე (იტა)-სერგეი სტახოვსკი (უკრ, 6) 6:4, 6:2; ფილიპ პეტცშნერი (გერ)-მიხაილ იუჟნი (რუს, 1) 7:6, 3:6, 6:2.

Serbia Open

ბელგრადი (სერბეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 373 200 ევრო

1/8 ფინალი

ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ)-რიკარდო მელო (ბრა) 7:5, 6:3; ალბერტ მონტანიესი (ესპ)-მიხაელ ბერერი (გერ) 3:6, 6:2, 6:2; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-ფერნანდო გონსალესი (ჩილ) 6:4, 7:6; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ადრიან უნგური (რუმ) 6:2, 6:3.

Estoril Open

ეშტორილი (პორტუგალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

1/8 ფინალი

ტომას ბელუჩი (ბრა)-ედუარდ როჟე ვასელენი (საფ) 6:3, 5:7, 7:5; რობინ სიოდერლინგი (შვედ)-ჟერემი შარდი (საფ) 6:1, 6:7, 6:1; პაბლო კუევასი (ურუ)-ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ) 6:2, 7:6; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 6:2, 6:1.

WTA

Estoril Open

ეშტორილი (პორტუგალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/8 ფინალი

ალისა კლეიბანოვა (რუს, 1)-მატილდ იოჰანსონი (საფ) 5:7, 6:3, 6:2; იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა, 2)-კეისი დელაკუა (ავსტრა) 6:2, 6:4; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 3)-ანასტასია იაკიმოვა (ბლრ) 2:6, 6:4, 6:1; კრისტინა ბაროისი (გერ)-ელენა ვესნინა (რუს, 6) 6:4, 6:3; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ)-გრეტა არნი (უნგ, 8) 6:2, 1:0 არნის უარი; ალა კუდრიავცევა (რუს)-რომინა ოპრანდი (იტა) 6:4, 7:6(3); იოჰანა ლარსონი (შვედ)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 6:4, 6:4; მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 6:4, 6:4.

Barcelona Ladies Open

ბარსელონა (ესპანეით). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/8 ფინალი

ესტრელა კაბესა კანდელა (ესპ)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ, 2) 7:5, 6:3; სარა ერანი (იტა, 5)-მარია ელენა კამერინი (იტა) 6:4, 6:1; რობერტა ვინჩი (იტა, 6)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ) 6:1, 6:4; ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ)-ხისელა დულკო (არგ) 6:4, 6:3; ალბერტა ბრიანტი (იტა)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 6:0, 5:7, 6:2; პოლონა ჰერცოგი (სლოვენ)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 6:1, 6:2; ლაურა პოუს-ტიო (ესპ)-ჯილ კრეიბასი (აშშ) 6:1, 6:1; ვირჟინ რაზანო (საფ)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ) 7:6(6), 1:6, 6:2.

ბელუხა
ბელუხა მაგარი კაცი ხარ
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა