ქალთა 12 და ვაჟთა 61 გუნდი მონაწილეობდა მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატში (საპრიზო ფონდი 35.000 ევრო), რომელსაც ბერძნულმა პორტო-კარასმა (ჰალკიდიკი) უმასპინძლა.

18 ოქტომბერს საპრიზო ადგილებისთვის გადამწყვეტი ორთაბრძოლები გაიმართა. ქალთა ფინალში წინა წლის ჩემპიონი ბათუმის "ნონა" და მსგავსი ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული "მონტე კარლო" შეხვდნენ ერთმანეთს.

პირველ დაფაზე ანა მუზიჩუკმა თეთრი ფიგურებით ნანა ძაგნიძე დაამარცხა და ოქროს მედლების ბედიც ამ ორთაბრძოლამ გადაწყვიტა, რადგან მეორე დაფაზე ნინო ბაციაშვილმა პია კრამლინგს აჯობა, ხოლო ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი, შესაბამისად, მონიკა სოჩკოსა და დეიმანტე კორნეტეს დაუზავდნენ. გუნდური შეხვედრა დასრულდა ფრედ - 2:2. ჩემპიონობა "მონტე კარლომ" მოიპოვა, რადგან პირველ დაფაზე მათმა მოთამაშემ მოიგო. ვერცხლის მედალი "ნონას" ერგო.

მესამე ადგილისთვის პაექრობა სანკტ-პეტერბურგის (რუსეთი) SSHOR-სა და "იუგრას" (რუსეთი) შორის ფრედ - 2:2 დასრულდა. რადგანაც ოთხივე დაფაზე მეტოქეები დაზავდნენ (ანასტასია ბოდნარუკი-ანა უშენინა, ევგენია ოვოდი-ნატალია პოგონინა, დინა ბელენკაია-ოლგა გირია, ელენა სემიონოვა-ბაირა კოვანოვა), მათ შორის უძლიერესის გამოსავლენად დაინიშნა ბლიც-მატჩი. 2.5:1.5 გაიმარჯვა "იუგრამ" და ბრინჯაოს ჯილდო დაისაკუთრა.

დანარჩენი ადგილებისთვის ორთაბრძოლები ასე დასრულდა: V ადგილისთვის: "კიევი" (უკრაინა)-"ოდლარ იურდუ" (აზერბაიჯანი) 3:1, VII ადგილისთვის: "კაისა" (იტალია, PA)-"ბიირ შევა" (ისრაელი) 2.5:1.5, IX ადგილისთვის: "მარიბორი" (სლოვენია)-"ფილიდორი" (საფრანგეთი) 3.5:0.5, XI ადგილისთვის: "კაისა" (იტალია, BAM)-"გალაქსიასი" 3:1.

დაფების მიხედვით ქართველთა მონაგარი ასეთია: I დაფა: ოქროს მედალი ანა მუზიჩუკმა მოიპოვა, 6 შესაძლებლობიდან 3 ქულით ნანა ძაგნიძემ მე-6 ადგილი დაიკავა; II დაფაზე საუკეთესო იყო პია კრამლინგი, 6-დან 4.5 ქულით ვერცხლი ნინო ბაციაშვილს ხვდა. III დაფაზე 6-დან 5 ქულით პირველობა არავის დაუთმო ლელა ჯავახიშვილმა და, ცხადია, მას ოქროს მედალი ერგო. IV დაფაზე პირველი იყო დეიმანტე კორნეტე, 6-დან 5 ქულით მეხუთე ადგილზე ბელა ხოტენაშვილი გავიდა, V დაფაზე ყველას ელენა სემიონოვამ აჯობა, 4-დან 3 ქულით სალომე მელია მე-4 ადგილს დასჯერდა.

ვაჟთა შეჯიბრების ბოლო ტურში გადამწყვეტი აღმოჩნდა პეტერბურგის (რუსეთი) "მედნი ვსადნიკისა" და ნორვეგიის "ველერენგას" დაპირისპირება. პირველ დაფაზე მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი და პიოტრ სვიდლერი დაზავდნენ. გუნდურ შეხვედრაში კი პეტერბურგელებმა გაიმარჯვეს 4:2 და 12 ქულით ჩემპიონობა მოიპოვეს. ამდენივე ქულას მოუყარა თავი ჩეხეთის "ნოვი ბორმა", რომელმაც გუშინ აზერბაიჯანის "ოდლარ იურდუ" დაჯაბნა - 4:2, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე გავიდა. დაზავდნენ რუსეთის "მოლოდიოჟკა" და იტალიის "პადოვა". ამ მშვიდობიანმა დასასრულმა ბრინჯაოს მედლები "მოლოდიოჟკას" მოუტანა. მართალია, მანაც 11 ქულა მოაგროვა, მაგრამ უკეთესი კოეფიციენტით აჯობა "პადოვას", "ველარენგასა" და "ალკალოიდს" (მაკედონია), რომლებმაც, შესაბამისად, მეოთხე-მეექვსე ადგილები გაინაწილეს.

პირველ დაფაზე საუკეთესო იყო ჩინელი დინ ლიჟენი (ალკალოიდი). მას მცირედით ჩამორჩა რადოისლავ ვოიტაჩეკი (ნოვი ბორი), რომელსაც მეორე ადგილი ხვდა. მესამე იყო მაგნუს კარლსენი (ვალერენგა). დანარჩენ დაფებზე პირველ ადგილებზე გავიდნენ: ნიკიტა ვიტიუგოვი, ვლადიმირ ფედოსეევი, მაქსიმ მატლაკოვი (ყველა - მედნი ვსადნიკი), დანიელე ვოკატურო (პადოვა), მარკუს რაგერი (ნოვი ბორი), ვიქტორ ლაზნიჩკა (ნოვი ბორი) და დანიილ დვირნი (პადოვა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 რუსთავი. შემოტრიალება წყალტუბოურად
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-2 დილა. ის, რაც ფეხბურთში მთავარია...
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ბათუმის "ნონა" ევროპის საკლუბო თასის მფლობელია
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
ქართული საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის ჩემპიონია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე