ქუთაისის "ტორპედოს" "ფეისბუქის" არაოფიციალური გვერდი შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელ მატჩს გამოეხმაურა.

აღნიშნულ გვერდს ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივარი ლევან დანელია მართავს და პოსტიც გვერდე მან გამოაქვეყნდა.

"ლეგენდის სამარცხვინო გაცილება!

ქუთაისის ტორპედოს ლეგენდარულმა ფეხბურთელმა შოთა ბაბუნაშვილმა კარიერა დაასრულა. არაერთი საუცხოო მატჩი, ულამაზესი გოლები, საოცარი ტექნიკა, უზადო პასები, უამრავი ტიტული. ასე შეიძლება შეფასდეს ტორპედოს რვიანის კარიერა. მადლობა ყველაფრისთვის ბაბუნა!

19 ოქტომბერს დაიგეგმა მისი გაცილება ფეხბურთიდან...ის ამ სეზონში გუნდის განაცხადში იყო, საინტერესოა რატომ დაემშვიდობნენ სეზონის შუაში, როცა ასეთი მატჩები სეზონის ბოლოს იმართება, უცნაურია. ინტერვიუში კახა ჩხეტიანი საუბრობდა ბაბუნას შესახებ, ისე გულმოდგინედ უხდიდა მადლობას პრეზიდენტ ზაალ ჩაჩავას ამ მატჩის ორგანიზებისთვის, ვიფიქრე რამე გრანდიოზული სანახაობა მოეწყობოდა, მეც წავედი მატჩზე და აქედან დაიწყო ჩემი გარკვირვება, მოდი მივყვეთ თანმიმდევრობით...

სამწუხაროდ სტადიონზე მაქსიმუმ 1000 მდე მაყურებელი თუ იქნებოდა, სირცხვილი ხელმძღვანელობას რომ ეს მატჩი ჯეროვნად ვერ გააპიარა და სირცხვილი ქუთაისელ მაყურებელს რომ სტადიონზე არ მოვიდა, ბაბუნა ცარიელი ტრიბუნების წინ გაცილებას ნამდვილად არ იმსახურებდა!

ვეტერან ფეხბურთელებს კეჩის ბაზრობაზე ნაყიდი მაიკები ეცვათ, ადვილ გზას მიაგნო ხელმძღვანელობამ, მაქსიმუმ 5 ლარი დაჯდომოდა ეს სამარცხვინო მაიკები. მასეთი მაიკებით ფეხბურთელი გაეცილებინოთ პირველად ვნახე, ეს არის შოთა ბაბუნაშვილის ამაგის დაცინვა! 2 კაპიტნის სამკლაური ვერ გაიმეტეს, ნორმალურად რომ გამოსულიყვნენ მონაწილე გუნდები. ამ სამარცხვინო მაიკებზე ტორპედოს ამჟამინდელი შორტები, ზურგზე და შორტებზე სხვადასხვა ნომრები ეწერათ. ტორპედო ლოგო კი უკუღმა ეხეტა მაისურებზე - უკუღმა! ფოტოზეც შეგიძლიათ ნახოთ...ხედავთ რამდენი შეუსაბამობაა?!

ევროპაზე ტუალეტის ჩაურეცხაობის გამო თავი რომ მოგვჭრეს ამ მართლა ტუალეტში ჩასარეცხებმა, კიდევ ერთხელ ''გვასახელეს'' - შუა თამაშის დროს სარწყავი სისტემა ჩართეს სტადიონზე, მთელი ინტერნეტ სივრცე დაგვცინის ამის გამო. 1 ფეირვერკი ვერ გაუშვეს ბაბუნას საპატივციმულოდ - 1 ფეირვერკი, რომელიც 300 ლარი დაჯდებოდა! ისევ ფანებმა იყოჩაღეს, პერფომანსით მოუხადეს ლეგენდას მადლობა და ლამაზი ფაერ-შოუ მოაწყვეს.

ხო კიდევ, ხმის სისტემაც გამოსული იყო მწყობიდან და ნორმალურად ხმა არ ისმოდა, არც ლაივ რეპორტაჟი ვარგოდა, მხოლოდ 1 კამერით იყო გადაღებული. მე გისვამთ თქვენ შეკითხვას, რა გააკეთა ხელმძღვანელობამ ამ თამაშისთვის მოსაწონი? მხოლოდ 1 რამ დაწერეთ - ერთი!

ასეთ გაცილების მატჩს სულ არ ჩატარებულიყო ის ჯობდა. ტორპედო თქვენი არ არის, ბოტასის ქურდის მიერ სკამზე დასმულო პროკურორ-გამგებელო!", - წერია პოსტში.

newpress.ge ამ თემასთან დაკავშირებით "ტორპედოს" მარკეტინგის მენეჯერს იმედა გიორგაძეს დაუკავშირდა. ის აცხადებს, რომ სარწყავი სისტემის ჩართვა, უბრალოდ სახალისო ფაქტი იყო და ამით ამხანაგურ მატჩზე რაიმე ინციდენტი არ მომხდარა.

"ამხანაგური მატჩი იყო, გაცილება ბაბუნაშვილის, ხომ არ იყო ოფიციალური თამაში, თუ რაღაც სამხიარულო და სახალისო მოხდა ამაში პრობლემას ხედავთ და ინციდენტს ეძახით? ჩვენ კიდევ ძაღლების და კატების შეშვება გვინდოდა სტადიონზე, მაგრამ მშიერები იყვნენ და შეეზარათ შესვლა. ჩამოსული იყვნენ ფედერაციიდან, სახალისო ინციდენტი მოხდა და ამაში ცუდს რას ხედავთ? რა არ მოეწონა, ბევრი ხალხი რომ არ მოვიდა ეს? ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული და ყველფერი კარგად მოხდა"- განაცხადა იმედა გიორგაძემ.

ლუკა
ჭიჭიკიას და ბიჭიკიას ხელი ურევია ამ საქმეში! მომკალით თუ ეს ასე არ იყოს! აბა მითხარით თქვენ მე, ვინ უყურებდა ამ ვიდეოს მარტო იმიტომ რომ ბაბუნაშვილის გაცილება ენახათ? ამიტომ, ჭიჭკიამ და ბიჭიკიამ შეიმუშავეს გენიოსური გეგმა ჩაერთოთ სარწყავი სისტემა შუა თამაშის დროს! ასე იხილა ბაბუნაშვილის გაცილება მილიონობით მაყურებელმა მსოფლიოში! ასეა აგი! ჰო კიდევ, ეს ის ქალაქია, სადაც დროშა ვერ დაკიდენ!
გოჩა
მინდა კორექტული ვიყო, მაგრამ წყლის სისტემის ჩართვა თუ სახალისოა ან ძაღლები და კატები რა შუაშია,ანდა რა მოგვკალით არ ვარ რობოტი რა უბედურებაა რობოტი ,რომ არ ხარ იმის დადასტურება ყოველჯერ საიტზე რა არი რით ვერ გაიგეთ,მოკლედ ვაი ქუთაისსაც ბათუმსაც თბილისსაც და მთელ საქრთველოს,კრიტიკასაც არ კადრულობენ ვითომ ბარსელონას წარმომადგენლები იყვნენ,იმიტომაც ვართ კარგ დღეში,ბატონ შოთას კი ვუსურვებ წარმატებებს.
Shota
მაიკები...
ჰიუგო
"ჩვენ კიდე ძაღლების და კატების შეშვება გვინდოდა მაგრამ მშივრები იყვნენ და შეეზარათ შესვლა" გესმით რას ამბობს საქართველოს ჩემპიონი გუნდის მარკეტინგის მენეჯერი? სად გაქვს განათლება მიღებული რომ მარკეტოლოგი მეტს ვერაფერს ფიქრობ? ეს უკვე სასაცილოც აღარაა. სირცხვილია. ძალიან დიდი სირცხვილი.
სოსო
იდეა მშვენიერია,მაგრამ მადლს ეტყობა მარილი მოაკლეს.ზოგი ამას ხუმრობად მიიღებს,ზოგი შეურაცხყოფად ან უპატივცემულობად.მთავარი მაინც ის არის,რომ ავად თუ კარგად,ღვაწლმოსილ ადამიანს, ამაგი მაინც დაუფასეს და ეს მისაბაძი უნდა გახდეს.თუნდაც სიმბოლურად.
ბატონო იმედა
რა ძაღლები და კატები?
ara
არ ეკადრება?! თუ იყავი და რაც აქ დაწერეს ტყუილია
vaime
"ბოტასები ქურდის დანიშნულზე" კი მივხვდი ყოლფერს.
euhh
არვიცი ბევრი რამ ამასტან დაკავშირებით(ერტი რაც ატატიიდან გავიგე,ზედმეტად იღებ ტავზე ვიღაცახარ,როცა იძახი:სირცხვილი ქუტაისელ მაყურებლებსო:)ვინმოგცა ამის უფლება ,რომ მაყურებელი ლანძღო? მაგის იქეთ რაცდაწერე ,ერტი სიტყვაც არმჯერა შენი
ბასკი
რას ვიზამთ მეგობარო ხალხი რომ არ მოვიდა ეს იმის ბრალია, ასეთი პირველად ჩატარდა საქართველოში, არ ყოფილა პიარი, კალაძის და არველაძის გაცილებას ნუ ჩავთვლით იქ ფულიც ბევრი დაიხარჯა, სხვადასხვა კლუბებშიც უნდა ჩატარდეს მსგავსი საღამოები, მეტი შოუ და ხალხიც თანდათან მოიმატებს, ხო შოუ და სარწყავის ჩართვა ხუმრობად მივიღე, ერთი წამითაც არ მიფიქრია რაიმე ექსესზე, რითაც შეძლეს შოუ იმით დადგეს, სტადიონი რომ მოუწესრიგებელია ეს კიდე ახალი ამბავი არარის და ეს მერიის სინდისზეა, შორტები და ზოგმა მარტო მაისური პირველი ტაიმის მერე ერთმანეთში გაცვალეს, ასე რომ პირველ ჯერზე მშვენიერი საღამო იყო, უკეთესი რათქმაუნდა შეიძლება! P.s მოსაწონი რა იყო? იდეა ჩემო მეგობარო! ეს პირველად მოხდა საქართველოში! იმედია უკეთესები წინ გველოდება!..
T.k
ყველაფერში ვეთანხმები :(( საქართველოში ფეხბურთს და ფეხბურთელებს არანაირი დაფასება არ აქვთ :(( არც ხალხისგან, არც მთავრობისგან და არც ფეხბურთის ფედერაციისგან :)) ლეგენდის ღირსეული გაცილება არ იციან და ახალგაზრდებს როგორ დაეხმარებიან პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ?! :(( თუასე გააგრძელეს წინ ვერ წავალთ :(( და მერე იტყვიან საქართველოში ფეხბურთის აზრზე არ არიანო:(( ცდებით!!!! აქ რომ ხელშეწყობა იყოს არავისზე ნაკლებებიარ ვიქნებით :(( მაგრამ არა !! არ არის ხელშეწყობა და თანადგომა :(( ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა ჩვენს ქვეყანაში მაგრამ იმისგამორომ აქ არაქვთ წესიერი პირობები საზღვარგარეთ მიდიან და იქ აგრძელებენ კარიერას :(( ქართველ ფეხბურთელს საზღვარგარეთ თამაშირომ ენდომება მხოლოდ იმისგამორომ აქ არაქვთ დაფასება და ანაზღაურება იმდენირომ ქალაქში თავიირჩინონ :((( სირცხვილია ისიცრომუკვე ყველაფერი ფულზე იყიდება სამშობლოს სიყვარულიც კი :(( მოკლედ იმედია რამე გვეშველება :))))
ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
"ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს" - რას აცხადებს ადვოკატი
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
"მესი თუ რონალდო?" - ლინეკერმა არჩევანი გააკეთა
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
ქუთაისში შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა
ბათუმის "დინამოსთან" "ტორპედოს" შოთა ბაბუნაშვილი უხელმძღვანელებს
შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობას კობიაშვილი და იაშვილიც მიიღებენ
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
19 ოქტომბერს შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება
ეროვნული ლიგა. XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ტორპედო-სამტრედია 2:1 - მეორე ახალგაზრდობა [VIDEO]