მოსკოვური გუნდის ხელმძღვანელობა იტალიელი სპეციალისტის წარმომადგენლებს დაუკავშირდა
მოსკოვის "სპარტაკის" ხელმძღვანელობა იტალიელი სპეციალისტის კლაუდიო რანიერის წარმომადგენლებს დაუკავშირდა.

რუსული გამოცემა "სპორტ-ექსპრესის" ინფორმაციით რანიერის კანდიდატურა "თეთრწითლების" თავკაცის ვალერი კარპინის შემცვლელის რანგში უმთავრესია.

"ახლა ჩემს მიმართ მოსკოვური გუნდის დაინტერესების შესახებ ინფორმაციის არც დადასტურება შემიძლია და არც უარყოფა. ასეთი საქმეებით ჩემი აგენტია დაკავებული, მაგრამ მას ჯერჯერობით არ დაურეკავს და კონკრეტული არაფერი უთქვამს. მხოლოდ ის ვიცი, რომ საუბარია რამდენიმე ევროპულ ვარიანტზე. დასაშვებია, რომ თქვენ ჩემზე უკეთ იყოთ ინფორმირებული", - თქვა რანიერიმ.

"საქმის კურსში ჩამაყენეთ თუ სიტუაციის შესახებ ჩემს აგენტზე ადრე შეიტყობთ", - ირონიულად დასძინა რანიერიმ.

59 წლის სპეციალისტი ბოლოს "რომაში" მუშაობდა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. ადრე რანიერის სხვა ცნობილ კლუბებში უმუშავია, მათ შორის იტალიურ "ფიორენტინაში", "პარმასა" და "იუვენტუსში", ესპანურ "ვალენსიასა" და "ატლეტიკოში", ასევე ინგლისურ "ჩელსიში".

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა