გიორგი ქოქიაშვილმა რამდენიმე დღის წინ Facebook-ში პოსტი დაწერა, სადაც მისი ბავშვობის ოცნების ასასრულებლად დახმარებას ითხოვდა.
მას Playstation-ის შეძენა სურდა, ამ ოცნების ასრულებაში კი მას საქართველოს ნაკრების და "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე დაეხმარა.
გიორგი საჩუქრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მეგობრებს საკუთარ ემოციებს უზიარებს.
"არც კი ვიცი, როგორ დავიწყო...
ალბათ, ყველას გსმენიათ ჩემი პოსტის შესახებ, რომელიც დაახლოებით 10 დღის წინ დავწერე "ფეისბუქზე", სადაც Playstation 4-სთვის ვაგროვებდი თანხას და დახმარებას გთხოვდით.
სიმართლე გითხრათ, დიდ გამოხმაურებას არ ველოდი, რადგან ისეთი შინაარსის პოსტი იყო, რომელზეც ყველას გაეცინებოდა, მათ შორის - მეც.
პირველი დონაციის ავტორებიც ჩემი "ფეისბუქმეგობრები იყვნენ", როგორც უცნობი, ისე ნაცნობი. შემდეგ იყო სრულიად უცხო ადამიანების მიერ განხორციელებული დონაციები. ერთი სიტყვით, იქამდე მივედი, რომ თანხის 30% შეგროვებული მქონდა, კეთილი ადამიანების დახმარებით.
არ ვფიქრობდი, რომ "ინსტაგრამზეც" განმეთავსებინა იგივე შინაარსის პოსტი, რადგან მცირე რაოდენობის გამომწერი მყავდა, თუმცა მაინც დავდე. ვიფიქრე: ცდა ბედის მონახევრეა-მეთქი და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მოვნიშნე პოსტზე.
პოსტის დადებიდან რამდენიმე წუთში ასეთი შინაარსის pop-up-ს ვხედავ ტელეფონში: "შეგიძლია წაშალო პოს..." ბოლო სიტყვის დასასრული აღარ ჩანდა. არც პირველადი წერილი ჩანდა. წერილის ავტორი, არც მეტი, არც ნაკლები, ლევან მჭედლიძე იყო. დიახ, მეგობრებო, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და იტალიური "ემპოლის" თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე.
თავდაპირველად, ცოტა შოკში ჩავვარდი, რადგან ასეთი პიროვნებისგან მივიღე მსგავსი შემცველობის წერილი და ვიფიქრე, რომ უბრალოდ არ სურდა, ამ პოსტზე ყოფილიყო მონიშნული, მაგრამ 180 გრადუსით შემომიტრიალდა გონებაში ყველაფერი, როდესაც მთლიანად გავხსენი მისი წერილი.
"მე გაჩუქებ, თბილისში მაქვს. დავურეკავ და მოგაწვდიან. შეგიძლია წაშალო პოსტი." - @mchedlidze_l9
პირველი, რაც მომივიდა თავში, იყო ის, რომ ვიღაც ძალიან მწარედ მეხუმრებოდა და ეს ყველაფერი არარეალური იყო. არ ვუჯერებდი ოფიციალურ badge-ს, რომელიც მხოლოდ ოფიციალურ პირებს ენიჭებათ სოციალურ ქსელებში. რამდენჯერმე შევამოწმე მისი პროფაილი და გამომწერთა რაოდენობა.
როდესაც მიკროინფარქტი გადავიტანე, მაგიდას სამჯერ დავარტყი თავი, ბალიში ძაღლივით გავიგდე წიხლქვეშ და ოთახში დებილივით სიარულს მოვრჩი. ვეცადე, ადეკვატურად გამეცა პასუხი და ყველაფერზე შევთანხმდით.
იმ ღამეს ძლივს დავიძინე. ყველაფერზე ვფიქრობდი. პირველ რიგში, ჩემს შეყვარებულს, მარიამს ვახარე, რომელსაც ეძინა და გამთენიისას ნახავდა. შემდეგ 10 წლის წინანდელი ამბავიც გამახსენდა, როდესაც მისი "პალერმოში" ნათამაშები მაისური ვთხოვე მეგობარს, არ მაჩუქა და ვიტირე. შემდეგ, როგორ ვგულშემატკივრობდი მუდამ, ნებისმიერ მატჩში და განვიცდიდი ტრავმებს, რომელიც დღემდე ხელს უშლის მისი ნიჭის რეალიზებაში, რომელსაც ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მოედანზე, ნებისმიერი ოპონენტის წინააღმდეგ ამტკიცებს, ეს იქნება "იუვენტუსი" და ბუფონი თუ "მილანი" და ბუფონის მემკვიდრე - დონარუმა.
ბოლომდე არ მჯეროდა, ამ დონის ფეხბურთელს და სულ რომ არაფერს, სრულიად უცხო ადამიანს, გაეკეთებინა ასეთი საჩუქარი. როგორ შეეძლო გაემეტებინა პირადი ნივთი, რომელიც ასეთი ფუფუნების საგანია, ისეთი პიროვნებისთვის, როგორიც ვარ - მე.
მეორე დღეს ვიდეოს ვიღებ მისგან. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთხელ შეიძლება გახსნა და ვერ ვტვირთავ. ასეთია "ინსტაგრამის" წესი და ამით დასრულდა იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც მწარედ მეხუმრებოდა. ვიდეოში მითხრა, რომ მისი ოჯახის წევრები ქალაქში არ იმყოფებოდნენ და მომდევნო დღეებში დამიკავშირდებოდნენ.
ის დღეებიც გავიდა. არავის დაურეკავს და როგორც მეოცნებე ადამიანს, რომელსაც ჰპირდებიან ოცნების ასრულებას, შიშებმა ამიტანა. ყველაფერი ვიფიქრე, შეშლილი საკონტაქტო ნომრიდან, რომელიც ასჯერ მაინც შევამოწმე, გონებიდან ამოვარდნით დასრულებული. როგორი ადამიანიც უნდა ვიყოთ, ყველას გვაქვს საფიქრალი და ბევრად დიდი ამბებიც გვავიწყდება, მაგრამ ტყუილი არც ერთ წამს მიფიქრია.
გონებაში სულ ვამბობდი, რომ შეუძლებელია ასეთი დაპირების აუსრულებლობა და ტყუილი ისეთი ადამიანისგან, როგორიც ლევან მჭედლიძეა, რადგან არაერთხელ მქონდა მოსმენილი მასზე კარგი ისტორიები და მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობდი, კარგი წარმოდგენა მქონდა მის პიროვნულ თვისებებზე.
ეროვნული ნაკრების მატჩის დღე იყო. ლატვიასთან, პირველი ტაიმის დამაჯერებლად გამარჯვების შემდეგ, თავს უფლება მივეცი და წარმატებაც მივულოცე.
იქამდე ბრძოლა მქონდა საკუთარ თავთან. მეკითხა თუ არა რაიმე მასზე. ვაჯობე საკუთარ თავს და ვკითხე, ხომ სწორად ჩაიწერეს ნომერი და სხვას ხომ არ დაუკავშირდნენ (არ მესმის, რატომ გამიჩნდა ეს კითხვა :D )
მისგან პირობა მივიღე, რომ კვირას, ანუ დღეს, მისიანები ქალაქში იქნებოდნენ და აუცილებლად დამიკავშირდებოდნენ. ეს დღეებიც ციხეში დატყვევებული პატიმარივით ვიყავი, რომელიც წუთებს ითვლის თავისუფლების ლოდინში.
საბოლოოდ, დღეს მისგან მივიღე ახალი წერილი, სადაც მისი მეგობრის ნომერი გამომიგზავნა, რომელსაც შევხვდი და მივიღე ნანატრი, მრავალჯერ ნაფიქრი საჩუქარი, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი.
Playstation 4 PRO, 1TB მოცულობის, საყვარელი თამაშის, FIFA 18-ის დისკით.
როდესაც დავდე და ჩავრთე, დავფიქრდი, რამდენად კეთილთვისებიანად არის მოწყობილი ეს სამყარო, მიუხედავად ათასი უბედურებისა, რომელიც ბავშვობიდან არ მაკლდა, რომ ბავშვობის ოცნებას მისრულებს, ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი ქართველი ფეხბურთელი, რომლისთვისაც სრულიად უცხო პიროვნება ვარ.
ლევანზე კი, რა შემიძლია გითხრათ. უბრალოდ შეუძლებელია აღვწერო მისი ლოიალურობა, მისი კეთილსინდისიერება, დამოკიდებულება ადამიანებთან და რაც მთავარია, პატივისცემის ჩვენება. დანარჩენი მის ქმედებაში ითქმის.
ამ ამბის დაწერის წინაც დავაპირე შეთანხმება, რომ დამედო პოსტი, რომელზეც უარი მივიღე, რასაც ნამდვილად ველოდი. ლოგიკურია, ისეთ პიროვნებას, ადამიანს, როგორიც ლევანია, არ ენდომებოდა ამ ამბის საჯაროდ გავრცელება, მაგრამ სინდისი არ მომასვენებდა და საკუთარ თავთან დაუნახაობის გრძნობა, რომ ასეთ ამბავს არ დავწერდი და არ გავაგებინებდი ყველას!
მე კი, ჩემი მხრივ, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ოცნებები სრულდება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოცნებაზე ფიქრს არ წყვეტ!
ლევან, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა იმ ბედნიერებისთვის, რომელიც მე მომანიჭე და იცოდე, რომ ჩემი სახით, ამ ამბამდეც და ამ ამბის შემდეგაც, გეყოლება ადამიანი, რომელიც თავს გაწირავს შენთვის!" - წერს გიორგი ქოქიაშვილი Facebook-ზე.
პავლე
2015 წელს ჩემს ბიძაშვილს სისხლის გათეთრების დიაგნოზი დაუსვეს. იტალიაში გამოჩნდა უფასოდ მკურალობის შანსი, მაგრამ ვიზის პრობლემა იყო. ერთი კაცი დაგვეხმარა იტალიიდან, თავის ძმას დაურეკა თბილისში და ის გამოგვყვა საკონსულოში, იმდეი ქნეს, რომ ვიზა მივიღეთ. ჩემი ბიძაშვილი გაემგზავრა, მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა და გამოჯანმრთელდა. ვინც სრულაიდ უცნობებს უანგაროდ დაგვეხმარა, იმ კაცის სახელია - ლევან მჭედლიძე. ლევან, შენს კაცობას გაუმარჯოს!!!
Ivan
ლევანი კარგი ადამიანია, მაგრამ ეს რეკლამაა ასე გამოწერილად საიდან? თან ეს ქოქიაშვილი ვიფიქრე ბავშვია და ლევანმა გაახარათქო და კაი ჯეელა კი ყოფილა :)
T.k
მიყვარხარ ლევან
Tbiliseli
ესეთი მაგარი კაცები რო არიან იმიტო მიდის ლატვიასთან თამაშზე 50 000 კაცი :)
ქუთაისელი
ლევან გაიხარე ამ უბედურ ქვეყანაში ერთი ადამიანი რო გააბედნიერე,,,ღმერთმა ჯამთელობა და მშვიდობა მოგცეს შენ და შენ ოჯახის წევრებს
ქუთაისელი
ღმერთმა გაუმარჯოს სიკეთის მკეთებელ და სიკეთის მადლიერ ადამიანებს! წარმატებებს ვუსურვებ ლევანს და ახალგაზრდა ადამიანსაც!
კახა ქირია
კარგია ნამდვილად.მეტს ვერაფერს ვიტყვი
Mtavari adamianobaa mere danarcheni sxva bravo levans umagresi adamiania
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს