24 ოქტომბერს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი გახდა.

სასტუმრო "ბილტმორში" ჩატარებულ ფედერაციის ყრილობაზე დამსწრე 41 დელეგატიდან ფარული კენჭისყრით მას ხმა 40-მა დელეგატმა მისცა (სულ ყრილობაზე მოწვეული იყო 46 დელეგატი).

გიორგი ათაბეგაშვილი ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. სხვა კანდიდატებმა: გიორგი ალექსიძემ, დავით ხახუტაშვილმა და დავით ქევხიშვილმა კანდიდატურები ყრილობის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხსნეს, ხოლო დავით ხახალეიშვილმა - რამდენიმე დღით ადრე.

დელეგატებმა მხარი დაუჭირეს ახალი პრეზიდენტის ინიციატივას, რომ ფედერაციას ოთხის ნაცვლად ამიერიდან ხუთი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდეს. ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიეს: ზაზა გულბიანი, ზაქრო კევლიშვილი, თამაზ ნავერიანი, ცეზარ ჩოჩელი და თენგიზ ხუბულური. გენერალური მდივნის პოსტი ვაკანტური დარჩა და მისი დანიშვნის საკითხი მოგვიანებით აღმასკომის სხდომაზე გადაწყდება. ყრილობამ დაამტკიცა აღმასრულებელი კომიტეტის ახალი შემადგენლობა.

ყრილობას ესწრებოდა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, მარიუს ვიზერის მიერ მოვლინებული დამკვირვებელი მიშელ უეტი, რომელმაც თავად გადათვალა საარჩევნო ბიულეტენები და ყრილობის ჩატარებას დადებითი შეფასება მისცა.

zaza
ქევხიშვილი-2 თუ გვიშველის)))))
გიზოგ
ვარლამ ჭიდაობას მიხედე, თუ კაცი ხარ და შედეგები გაიუმჯობესეთ, არჩევნებზე სპორტის მერე ვეტერნობისას მიხედეთ. ახლა კი მთელი კონცენტრაცია შედეგებზე!
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
ტოჩინოშინის რეკომენდაცია ხელის ანაბეჭდით - იაპონელები საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ეწვივნენ
გიორგი ათაბეგაშვილი: შეიქმნება კომისია, რომელიც დაადგენს მოხდა თუ არა ოსაკაში ინციდენტი
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნაკრების მწვრთნელმა ძიუდოისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
შურისძიების საფრთხე, ახალი მწვრთნელის კანდიდატურები - ძიუდოს ამბების გაგრძელება
[VIDEO] ფიასკო! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა
ოფიციალურად: ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს