საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრო 2019-ის ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო რაუნდის ბოლო შეხვედრაში, 23 ოქტომბერს ლატვიას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა მეტოქე.

ქართველმა გოგონებმა ორივე გოლი პირველ ნახევარში გაიტანეს. მე-8 წუთზე ანგარიში ნათელა წოწერიამ გახსნა, მე-17-ზე კი, მეტოქის კარი ნათია დანელიამ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მოპოვებული გამარჯვებით საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

2019 წლის 17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში მონაწილეობას 28 გუნდი მიიღებს, რომლებიც შვიდ ჯგუფში გადანაწილდებიან.

ელიტრაუნდის წილისყრა მიმდინარე წლის 23 ნოემბერს გაიმართება, შეხვედრები კი - 2019 წლის გაზაფხულზე. ჯგუფების გამარჯვებული შვიდი საუკეთესო გუნდი კონტინენტის პირველობის მასპინძელ ბულგარეთს შეუერთდება და 2019 წლის 5-17 მაისს ევროპის უძლიერეს გუნდს გამოავლენს.

საქართველო 2:0 ლატვია

გოლები: 1:0 წოწერია (8), 2:0 დანელია (17)

გაფრთხილება: 11' ოსინინა, 26' ტრეიმანე, 34' წულაია, 44' როჟაშჩენოკა, 84' ვიტმორე, 86' დანელია

საქართველო: გაბელაია, ქადაგიშვილი, გურიელიძე, რაუხი, დანელია, ეჯიბია, ბებია (46' აკობიძე), მწყერაშვილი (90+1' ცაავა), ბოლქვაძე, წულაია, წოწერია (85' გოცირიძე)

სათადარიგო შემადგენლობა: მჟავია, გოროზია, თავართქილაძე, რომანჩუკი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

ციბა
მაგარია! ოღონდ ლატვიასთან მოგებული თამაშით მხოლოდ მესამე დაიბევეს,ხოლო შვედეთთან მიღწეული ფრით შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ერთიც: ჰოლანდიასთან სულ არ იყო აუცილებელი ისეთი კატასტროფული წაგება,არა?
Gochma
ყოჩაღ ბიჭ.... ბოდიში, გოგოებო! წარმატებები!
ლუკა
ყოჩაღ გოგოებო! ეს დიდი ნაბიჯი არის წინ გადადგმული, რაც ბევრი შრომით მოიპოვეთ. გააგრძელეთ შრომა და უფრო მეტს მიაღწევთ. გამარჯვებებს გისურვებთ ყველას!
T.k
წარმატებები გოგონებო
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე