საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ლაშა-გიორგი გამყრელიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სპორტული სამართლისა და მენეჯმენტის ცენტრისა და იურიდიულ კომპანია შპს CLL წარმომადგენლებთან.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს:

1. სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის წევრებისთვის,

2. სპორტის სამართლის და მენეჯმენტის მიმართულებით რეკომენდაციის მიცემა კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის წევრებისთვის,

3. ხელშეკრულებების გადახედვა,

4. ერთობლივი კონფერენციების ჩატარება,

5. სპორტული ღონისძიებების ორგანიზება/დაგეგმვა,

6. რეკომენდაციების მომზადება კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციისათვის.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაცია" ლაშა-გიორგი გამყრელიძის თაოსნობით 2013 წლის 23 სექტემბერს დაფუძნდა. ასოციაციის მიზნები გახლავთ:

1. საზოგადოებაში "კალათბურთის" როგორც პროფესიის პოპულარიზაცია,

2. კალათბურთელების (მათ შორის, ვეტერანების) უფლებების დაცვა, რაც აგრეთვე

მოიცავს მათი ინტერესების დაცვას, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე და ამ მიზნით კალათბურთელების წარმომადგენლობას საკალათბურთო კლუბებთან, ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან ურთიერთობაში, მათ შორის სკეფ, FIBA და FIBA EUROPE-ში ასევე ნებისმიერ სასამართლოსა თუ კერძო არბიტრაჟში,

3. კალათბურთელების ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის (სკეფ), საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინოსტროს თუ საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში მაქსიმალური ჩართულობა და კალათბურთში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ადგილობრივ დონეზე დამკვიდრების ხელშეწყობა,

4. მჭიდრო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება "ევროპის კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაცია"-სთან, რომელშიც გაწევრიანებულია ისეთი ქვეყნების მოთამაშეთა ასოციაციები, როგორიცაა იტალია (GIBA), ესპანეთი (ABP), საბერძნეთი (PSAK), საფრანგეთი (SNB), ისრაელი (IBPA),გერმანია (SP.IN), ბელგია, კვიპროსი, პორტუგალია, ჰოლანდია. რუსეთი.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა